13 April

მეოთხე ნახევარფინალი

თინი, ბლოგერი tiny.ge-დან

მეოთხე ნახევარფინალმაც ჩაიარა- ამჯერად კარგი შედეგებით! თუმცა “შედეგებამდე” კონკურსანტები მიმოვიხილოთ…

“პროექტმა გაგვანებივრა ამ სახეობაში კარგი ნომრებით-ნიკა მემანიშვილი”

West Side Dancers-ის  შეიძლება შეფასდეს, როგორც ერთ-ერთი უხარისხო ნომერი შოუს ისტორიაში. დავიწყოთ იქიდან, რომ როდესაც იმ ტიპის ნომერს სთავაზობ მაყურებელს, სადაც რამდენიმე მოცეკვავე ცეკვავს ერთად break dance-ს, მინიმუმ სინქრონი უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული. რაც არ უნდა საოცარ ილეთებს აკეთებდნენ დამოუკიდებლად, თუ სინქრონი დარღვეულია, ყველაფერი ფუჭდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა არც სხვა დანარჩენ ასპექტებში არიან ძლიერები- მოძრაობები საკმაოდ მარტივი იყო. მუსიკის მიქსიც ცუდად იყო შერჩეული. განსაკუთრებით 2 შეცდომაა აღსანიშნავი:

  1. როდესაც ჯექსონის მელოდიას იყენებ, მინიმუმ ერთი მოძრაობა მაინც უნდა დაამსგავსო მის ცეკვას მიქსში ჩასმისთვის  აზრის მისაცემად. უბრალოდ რომ გამოეყენებინათ მელოდია და თუნდაც სხვა მოძრაობები ეკეთებინათ, არავის ექნებოდა პრეტენზია, მაგრამ როდესაც ქუდით გამოდიხარ, moonwalk-ის მცდელობაც გაქვს, მოლოდინს ქმნი და  აშკარად არ გამოგდის, არც უნდა გამოიყენო
  2. მიქსში  იყო next level-ის მიერ გამოყენებული სიმღერა. ამან ძალაუნებურად ასოციაციები გააჩინა მათთან, რაც არც ისე სასარგებლო იყო west side dancers-სთვის გასაგები მიზეზების გამო…

“ჩემთან ერთად გაუმარჯოი იქ ჩემ ვირ და აქ ჩემ მაროი”

ელენეს და გიორგის ნამდვილად ჰქონდათ ნაშრომი, თუნდაც ცეკვაში ეტყობოდათ ეს, მაგრამ თუ იმ ყველა პირობას ჩამოვაშორებთ, რომლებიც ნიკამ აღნიშნა – ასაკი, დამოუკიდებლად მომზადება და სხვა მსგავსი მიზეზები, ხელთ შეგვრჩება დაუხვეწავი იუმორი. სკეტჩის ლექსად მოყოლა კახური კილოთი არც ისე დიდ იუმორს შეიცავდა.  თუმცა საერთო ჯამში სახალისო ნომერი გამოვიდა.

“თავმდაბალი პროფესიონალი”

ავთო ნაცარაშვილის პირველი გამოსვლის შემდეგ არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ნახევარფინალშიც ისეთივე პროფესიონალურ დონეზე შესრულებულ ნომერს გვიჩვენებდა, მაგრამ შედეგმა მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა! ალბათ ეს იყო გენიალური შემთხვევა, როცა ქართული ფოლკლორი და როკი ასე  ჰარმონიულად შეერწყა ერთმანეთს. კომპოზიცია რთული იყო შესასრულებლად, მაგრამ ამავე დროს მარტივად აღსაქმელი მაყურებლისთვის- ქართული მოტივები ყველას ყურში გვაქვს გამჯდარი.

კარგი იდეა იყო მოცეკვავეების გამოყვანა სცენაზე, მაგრამ  ალბათ მაყურებლის უმეტესობას არც მიუქცევია მათთვის ყურადღება. სცენაზე ხომ “თავმდაბალი პროფესიონალი” იდგა…   ეს ის შემთხვევაა, როცა ინსტრუმენტიც კი  გრძნობს პატრონს!

“მე ისევ გაოცებული ვარ, ოღონდ ამჯერად სხვა მიმართულებით”-გეგა

გაოცების მიმართულება ძალიან ბევრს შეეცვალა ნინო ჯავახიშვილის ამ გამოსვლის შემდეგ. ყველანაირად გამართული ნომერი იყო:

  • სწორად შერჩეული სიმღერა
  • ლამაზი კოსტიუმი
  • შოუს მორგებული
  • რთული

ყველა ზემოთ ჩამოთვლილმა ასპექტის შერწყმამ მოგვცა სწორედ ის შედეგი, რასაც  არავინ არ ელოდა. ნინო მეოთხე ნახევარფინალის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად იქცა!

იმედია ახლა მაინც მისცემენ გამართლებას ჟიურის გადაწყვეტილებას, რომელიც პირველ ტურში მიიღეს და რომლის გამოც ნახევარი საქართველო თავდასხმაზე გადავიდა. ვერავინ ვერ უარყოფს, რომ ურთულესი და ულამაზესი ნომერი ვნახეთ ნიჭიერის სცენაზე!

“2010 წლის ნიჭიერში თქვენ ხართ საუკეთესო ოჯახი”

ბერაძეების ოჯახის გამოსვლის შეფასებას ნიკა ცოტა არ იყოს სუბიექტურად მიუდგა. ვისაც ქართულ ფოლკლორთან შეხება ჰქონია და “სმენა ერჩის”, აუცილებლად შეამჩნევდა იმ ხარვეზებს, რაც ბერაძეებს ჰქონდათ.  დეტონაციებიც იყო, დარღვეული იყო ერთიანობაც- ბევრ მომენტში ცალ-ცალკე დაიწყეს სიმღერა. საერთო ჯამში მოსაწყენი იყო…

ჩვენ რომ ჩიკაგოელები გვეგონნენ, სამტრედიელები ყოფილან”

“ფანტაზია” იმ  კონკურსანტთა შორის არის, რომლებიც კასტინგის შემდეგ საგრძნობლად დახვეწილები არიან. ლამაზი კოსტუმები, კარგი ქორეოგრაფია და სინქრონი  უნდა აღინიშნოს განსაკუთრებით! გარკვეულწილად მართალი იყო ჟიურის სამივე წევრი, როცა ნომრის ასაკთან შეუსაბამობას გაუსვეს ხაზი, მაგრამ სხვა მხრივ ყველაფერი კარგი იყო.

“რანაირად მოგეცით “კი” ისიც კი არ მახსოვს”

ვასილ ხაჩიძე იმდენად სახასიათო პერსონაა, რომ საკუთარ გამოსვლას თავისებურ ელფერს აძლევს ხოლმე. ძალოსანი მონაწილეებიდან ერთ-ერთი გამორჩეულია თავის შესაძლებლობებით, თუმცა ერთჯერადი ან მაქსიმუმ ორჯერადია ყველა სპორტსმენის გამოსვლა ნიჭიერის სცენაზე იმიტომ, რომ შოუს ელემენტები აკლია ყველა მათგანს.

საერთოდ,ტანვარჯიშს  ძალიან ღრმა ბავშვობიდან ეჭიდებიან ხოლმე სპორტის ამ სახეობის მიმდევრები. ქეთის და ნაზის შემთხვევაში ეს გვიან, 10 წლის ასაკში დაიწყო. შესაბამისად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ- განსაკუთრებული ნიჭია. ფენომენალურად ელასტიურები არიან და მართლა ურთულეს ილეთებს ასრულებენ. სირთულეს რომ თავი დავანებოთ, ულამაზესი ნომერი იყო.

“ჩემი შეგნებული ცხოვრების მანძილზე, არასოდეს მომისმენია არაამერიკელის მიერი ნამღერი ასეთი სიმღერა ამერიკულ ენაზე”

ანის განსაკუთრებით ელოდებოდა გუშინ მაყურებელი.  პირველი წარმატებული გამოსვლის შემდეგ ყველა უკეთესს ელოდა. თანაც ვაღიაროთ, ნერვიულობისგან თუ სხვა ფაქტორებისგან,  კასტინგზე სიმღერისას დეტონაციები ჰქონდა და ცოტ-ცოტა შეცდომებიც. სწორედ ამიტომ, როდესაც რეპეტიციისას გავესაუბრე, პირველი კითხვა იყო- მასწავლებელთან თუ მიხვედი მეთქი და როგორც აღმოჩნდა, ისევ ფაქტობრივად დამოუკიდებლად იმეცადინა. (ამით ხაზს არ ვუსვამ, რომ ვინმე თუ პროფესიონალურ დონეზე ემზადება და მასწავლებელთან დადის, ეს რამით ამცირებს მის ნიჭიერებას. უბრალოდ, მართლა დამაინტერესა როგორ ახერხებს ამდენს მარტო) .   ძალიან ბევრჯერ დავუგდე ყური, რომ ერთი არასწორი ბგერა მაინც აღმომეჩინა (ეს იმისთვის, რომ იმ სიტყვების სითამამის საზომი მქონოდა, რასაც ახლა ვიტყვი), მაგრამ არაფერიც:

  • აბსოლიტური სისუფთავე
  • სწორი სუნთქვა
  • იდეალური გამოთქმა

მომღერლისთვის ისიც მთავარია, რომ სწორი ემოციით იმღეროს. ანის ეს ნამდვილად გამოსდის!

ჟიურის და მაყურებელს ალბათ ერთნაირად გაუკვირდათ ანი პავლიაშვილის პირველი გამოსვლის შემდეგ მისი  სანახევარფინალო გარდასახვა. შეიძლება ძალიან კარგია, რომ ასე მრავალფეროვანი შემოქმედება აქვს, მაგრამ როდესაც მუსიკასთან გვაქვს საქმე, განსაკუთრებით საკუთარ შემოქმედებასთან (კომპოზიტორობასთან), ცოტა საფრთხილოდ არის საქმე. შეუძლებელია ყველა ჟანრში ერთნაირად ძლიერი იყო. თანაც, შენს სახასიათოს კარგავ ასეთ დროს. სხვანაირად რომ ვთქვათ, ბრენდს ვერ ქმნი, თუ ერთი კონკრეტული ხაზი არ არსებობს. უკვე ვოკალურ მონაცემებზეც ძნელი ხდება გარკვევით ლაპარაკი და სხვა დანარჩენზეც.

ასეთი იყო მეოთხე ნახევარფინალის 10 მონაწილე…

საბოლოო შედეგებით ძალიან კმაყოფილი ვარ – ანიც და ავთოც დამსახურებულად არიან ფინალისტები.

წინ მეხუთე ლაივი გვაქვს. ჩემთვის სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ჩემი ფავორიტი მოხვდა ერთად ამ ათეულში და წინასწარ გული მწყდება ყველაზე.

მოუთმენლად ველოდებით შემდეგ ორშაბათს და ნიჭიერის ბოლო, მეხუთე ნახევარფინალს! მომავალ სამშაბათამდე :)

კომენტარები

კომენტარი

71 კომენტარი

  1. თემო

    თინი როგორც ყოველთვის კარგი ნაწერი გაქვს :D მომწონს შენი აზრები :P

       0 likes

  2. მაგარიააააა, და რა მაინტერესებს ჟIური უფრო კარგებს კიდევ მისცემს შანსს როგორც გავიგე?ხო არ ვცდებიიი?:(((((

       0 likes

  3. ხათო

    არ ცდები

       0 likes

  4. თინი დღეს ძალიან კრიტიკულია, ყელი ალბათ ძალიან სტკივა :D

       0 likes

  5. თემო მადლობა :)

    @Aგასფერ

    სიცხეც მაქვს :s ოთხად ვხედავ ნაწერს :D

       0 likes

  6. თითების_ადმირალი

    თინ ძალიან კარგი პოსტია :* ნუ განმეორდები მაგრამ მაინც ავღნიშნავ რომ ძალიან კარგად წერ .. ანი და ავთო თავიდანვე ჩემი ფავორიტები იყვნენ , პირველი მოსმენისთანავე ორივეს გულშემატკივარი ვარ .. მინდა ავღნიშნო ისიც რომ აფსოლუტური შოკი იყო ჩემთვის ნინოს გამოსვლა ) აღფრთოვანებული ვარ მისით , არასდროს მისვრია ქვა მისთვის და არ გამიქილიკებია , მაგრამ ვფიქრობდი რომ , იაფფასიან სტრიპტიზს ვიხილავდი საოცრად შევცდი და ვაღიარებ .. ძალიან მინდა ფინალში კიდევ ვიხილო .. ასევე ძალიან მომეწონა ტყუპები :) ანი პავლიაშვილმა იმედი გამიცრუა :)

       0 likes

  7. @თითების_ადმირალი

    დიდი მადლობა :*
    ნინო ჯავახიშვილზე მე რომ დავწერე კარგია, რომ გადავიდა მეთქი, ლამის ჩამქოლეს :D იმედია ახლა უკან მიაქვთ თავიანთი ჩაქოლვები :D

       0 likes

  8. თითების_ადმირალი

    არა მასეც არ შეიძლება )) შეიძლება მე არ მომწონს ,მაგრამ ჩემი შეგნება არ უნდა მაძლევდეს იმის უფლებას რომ ვიღაცას მოსწონს და ამისთვის შეურაწყოფა მივაყენო ადამიანს , რა სისულელეა .. მორალური უფლება არ გვაქვს ადამიანებს იმის რომ ვიგაცა ჩავქოლოთ მხოლოდ მისი პირადი აზრის გამო :) კარგი ხარ თინ ძალიან , სამართლიანი და საყვარელი :) გაიხარე

       0 likes

  9. მენანება ფინალი ნინოს გარეშე

       0 likes

  10. ესეგი ასეააა მაგარიაა, ნეტა ვის დაასახელებეეეეეეეენ????

       0 likes

  11. ძალიან კარგ და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებდა ჟიური,ტყუპები რომ დაესახელებინათ ფინალში გასასვლელად.მართლაც ლამაზი და ორიგინალური ნომერი აჩვენეს ბავშვებმა.

       0 likes

  12. ნინოს ეს ნომერი რომ წარმოედგინა ან მსგავსი თავიდანვე , ფავორიტად იქცეოდა პროექტის, უდავოა !
    თინი , ჩემი აზრით , დღეს თუ ნინოს ის ადამიანები აღიარებენ, ვინც ჯერ კიდევ გუშინდელი “ნიჭიერის” დაწყებამდე , მისი შესრულების წინააღმდეგი იყო , ეს იმაზე მეტყველებს, რომ ქართველები გემოვნებიანი ხალხი ვართ და აქედან გამომდინარე კარგად ვარჩევთ კარგს და ცუდს. შედარებაც არ შეიძლება გუშინდელი და ადრინდელი ნინოსი (და არა მხოლოდ შესრულებით-მინდა ვთქვა)
    ხოდა , ასეა ! რატომ უნდა შემომაპაროს ვინმემ “გაფუჭებული ხილი” , როცა არჩევანის საშუალება არსებობს?
    ხო, მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ ! :)

       0 likes

  13. ელენე და გიორგი რა მუსიკაზეც ცეკვავდნენ ლინკი MP3 -ის არ მომცემთ ?

       0 likes

  14. ტყუპები უნდა გაეყვანათ.შეცდა მაგრად ჟიური

       0 likes

  15. თინი ვკითხულობ და ასე მგონია შენ არ წერ ! :D
    სასტიკად ობიექტური და კრიტიკული ხარ !!!

    მშვენიერია :))))

       0 likes

  16. იმის მაგივრად რომ ახალგაზრდები გავიდნენ ასპარეზზე ,ვიგაცა ბებერი აირჩია ჟიურიმ ,მაგარი გამიტყდა

       0 likes

  17. თქვენ რას იტყვით ხალხნო?

       0 likes

  18. RooD

    კარგი პოსტია.. გეთანხმები.. :>

       0 likes

  19. თითების_ადმირალი

    ეკუნა იმ ვიღაცა “ბებერს” ვერავინ შეედრება , ვერაფერში .. ასე როგორ შეიძლება , ვინ გასწავლით ასე საუბარს ? ადამიანია სულ რომ არაფერი ! ასე ჯერ არცეთ გზავნილს არ გავუბრაზებივარ , საკუთარი და შემდეგ ადამიენების პატივისცემა ისწავლე !

       0 likes

  20. RooD

    @ ეკუნა

    ბებერი ნაკლებად.. ცოტა კორექტულად.. : )

       0 likes

  21. Akh .. =)))

    Tiny, kargi postia ..
    @ ზანგი
    Ratom shecdnen? me kmayofili var shedegebit .. =))

    au ise chamiashvilebi ra simgeraze cekvavdnen ki arada .. xanccalianma rom imgera im simgeris saxeli mitxarit ra .. da vin asrulebs sinamdvileshi .. vabshe yvelaze kargi ikneba anisave namgers tu dadebt .. =)
    da kide magda nikoleishvilis videos, kastingze ra da rogor imgera ..

       0 likes

  22. @ნატალია

    და ავთო ნაცარაშვილი მერე? :) ნამდვილად სჯობდა ტყუპებს :)))

    @თინა

    მართალი ხარ. ძაალიან დიდი განსხვავება იყო ამ ორ ნომერს შორის და ისიც მომწონს, რომ გემოვნებით ეკიდება ხალხი ამას… უბრალოდ, მე მაშინ ის არ მომწონდა, ყველა რომ აგინებდა :)

    ხოდა, დიდი მადლობა <3

    @Andy

    მადლობა :)) <3

    @ეკუნა

    ლოლ, ასაკი რა შუაშია. ხალხო, გენიალურ ნიჭთან გვაქვს ავთოს შემთხვევაში საქმე. კარგი რა :D და ცოტა ზრდილობანად:) მუსიკის რომ რამე გესმოდეს, ასე არ იტყოდი. მე მაპატიე პირდაპირობა…

    @RooD

    მადლობა
    :))

    Akh .. =)))

    მადლობა:)

       0 likes

  23. Akh .. =)))

    Beberi? :D Hahh .. jereserti sul rom 99 wlis iyos, udavod, nichieria da asaki ra shuashia saertod? =) zustad imitom gadaiyvanes rom tyupebi 16 wlisebi arian da mteli cxovreba win akvt, avtos ki, shesadzloa, sxva shansi agar hkonoda .. tanme dzalian momwons da vafaseb am kacs.. martlac rom nichieria !

       0 likes

  24. Akh .. =)))

    Xanccalianma ra imgera mitxarit raa, gtxovt .. =(

       0 likes

  25. mozaika the best

       0 likes

  26. თითების_ადმირალი

    ყრუ და ბრმა უნდა იყო რომ ავთოს ნიჭი უარყო , ის არაა შექმნილი , ის მართლა ისაა ვინც ჩანს და ვინც ჩვენ გავიცანით , ქედს ვიხრი მე ბატონი ავთოს წინაშე !

       0 likes

  27. Remedios

    კარგი პოსტია და ჯერ ასეთი კმაყოფილი არ ვყოფილვარ არც ხალხის არჩევანით და არც ჟიურის გადაწყვეტილებით… ნინო ჯავახიშვილით მართლა მოვიხიბლე… ისეთი კმაყოფილი ვარ ზოგიერთების უაზრო გამოხტომებზე (,,ვიღაცა ბებერი”) ნერვების აშლა მეზარება

       0 likes

  28. Remedios

    Akh .. =))) < —– ხანჩალიანმა იმღერა You Only Live Twice

       0 likes

  29. მარი

    კარგი პოსტია, მაგრამ შენიშვნის სახით იმას დავამატებ რომ მე ნამდვილად მომეწონა ანის(პავლიაშვილი) ნამღერი, ენერგიული და კარგი სიმღერა იყო, ანი ამ ჟანრშიც მომწონს..

       0 likes

  30. Akh .. =)))

    @ Remedios
    didi madlobaa .. :X

       0 likes

  31. sophie

    თინიი მაგარი ხარ.. მე მომეწონა!!!! ისინი გავიდნენ ვინც მართლა იმსახურებდა.. აი ნინო კი მართლა მაგრად გამოვიდა გუშინ.. იმედია ახლა მაინც გაჩერდება ეს აღშფოთებული საქართველო.. :P

       0 likes

  32. Remedios

    Akh .. =))) < —- არაფრის; ჯეიმს ბონდიდან არის, თავის დროზე Nancy Sinatra მღეროდა და სხვების ნამღერებიც მომისმენია, მე პირადად ბიორკის შესრულებული ძაან მომწონს

       0 likes

  33. Remedios

    და ანისაც მშვენივრად გამოუვიდა

       0 likes

  34. ძალიან კარგი ტური იყო, მომეწონა როგორც მაყურებლის, ასევე ჟიურის მშვენიერი არჩევანი.. თინ, კარგი პოსტია : ) რაღა გითხრათ მეტი.. :D

       0 likes

  35. ყოჩაღ თინი! მომწონს შენი პოსტები, რა თქმა უნდა ესეც. ჯავახიშვილი პირველ ტურში საშინლად არ მომეწონა და არც მინდოდა რომ გადასულიყო, მაგრამ ახლა ძალიან განსხვავებული იყო იმ ნომრისგან და ძალიან კარგადაც შეასრულა. ნუ ავთოზე არაფერს ვამბობ ჩემი ფავორიტი იყო და იქნება ფინალშიც. ამ “ვიღაცა ბებერი”-ს ავტორი ალბათ ბუტირკებს და ნინო ჩხეიძეს უსმენს თორე ადამიანი არ მეგულება ავთო რომ არ მოწონებოდა

       0 likes

  36. პეპე

    ეს გოგო ბოძზე ისე ადის, როგორც მე სიგარეტის საყიდლად გავდივარ მაღაზიაში. ))))))

       0 likes

  37. Paper Gangsta

    @Tiny
    რაღაც გამკაცრდი ხომ იცი :D:D:D

       0 likes

  38. ძალიან მომეწონა ტყუპები. ლამაზი ორიგინალური და ულამაზესი ნომერი იყო.ძალიან მინდა ფინალში კიდევ ვიხილო .

       0 likes

  39. თინ როგორც ყოველთვის კარგი გოგო ხარ:) განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ანას შენეული შეფასება.მე როგორც სიმღერასთან ახლოს მდგომი ადამიანი გავოცდი ისე ზუსტად აღწერე ანას ნამღერის დადებითი მხარეები..მევიოლინეს ყური მაინც სულ სხვაა..:))))):*<3<3<3

       0 likes

  40. @მარი

    მადლობა.. ანის რაც შეეხება, ვთქვი, გემოვნების საკითხია ალბათ სიმღერის მოწონება-არ მოწონება :))

    @sophie
    @Remedios
    @ფიცვერცხლი
    @ლოსა

    დიდი მადლობა : ))

    @Paper Gangsta

    დაუმსახურებლად გავაკრიტიკე ვინმე? (მმ) ცხოვრებამ მოიტანა, თორემ სულ მკაცრი კი არ ვიყავი :D

    @საკურა

    <3 <3 <3 !
    როგორ გამახარებ ხოლმე შენი კომენტარებით შენ არ იცი :)) :*:*

       0 likes

  41. M.A.

    ძალიან კარგი პოსტია @თინი :) <3 ეს ნახევარფინალი მემგონი შედარებით სამართლიანი იყო რამდენიმე წინასთან შედარებით. ;) :D

       0 likes

  42. მაკა

    თუ ნიჭიერი ქვია ამ პროექტს და ნიჭს ვეძბთ, ასაკს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.. ავთო ამ პროექტის ერთერთი აღმოჩენაა, მისნაირი ადამიანები სახლში არ უნდა ისხდნენ.. ერთერთი საუკეთესო გიტარისტია საქართველოში, ჟიურს ვეთანხმები გადაწყვეტილებაში, ავთოს ადგილი სცენაზეა!!!!

       0 likes

  43. Akh .. =)))

    @ Remedios
    xo bondidan roa vici, magram saxeli ar vicodi .. =) xo biorkis namgeri jobia, magram me anasi ufro momewona :D

       0 likes

  44. ლეო

    თინი რაც შეეხება ანი პავლიაშვილს ამ ჟანრშიც ძაან საინტერესო და მომხიბვლელი იყო,დიდი ნიჭია როცა შეგიძლია სხვადასხვა ჟანრში წერო სიმღერები ისე როცა არაფერი არ იცი.მე გული დამწყდა,მისი ნახვა ძაან მინდოდა ფინალში.რას იტყვით ხალხო?

       0 likes

  45. KatoOo

    haha gegam ra chaabandza aka da gvancaa huuuuuuuh ra vigadavee :D mogexazaat sayvarlebooo tqvenc akas da gvancas fanebs da asatiansaac ;) ;))))))))))))))))

       0 likes

  46. ციცი

    ნიჭი ის კი არაა მასწავლებლებით რომ არიან დამუშავებულები ნიჭი ისაა როცა ადამიანს ყველასგან დამოუკიდებლად აქვს თავისით შექმნილი და ასეთს უფრო უნდა დაფასება და შანსის მიცემა ასეა ჩემო თინი

       0 likes

  47. Barfuss

    კარგი პოსტია მაგრამ ერთი ხარვეზიი
    აბსოლიტური სისუფთავე >>>> აბსოლუტურია სწორი და არა ეს.

       0 likes

  48. ირაკლო

    მასწავლებელი აუცილებელია იმისთვის რომ უკეთესობისკენ წახვიდე. მასწავლებელი უიტნი ჰიუსტონსაც ყავდა და მერაია ქერისაც. თუ გინდათ სახელს და გვარსაც გეტყვით, თავისით რომ არის ადამიანი ნიჭიერი ეს ღმერთის ძალიან დიდი საჩუქარია რათქმაუნდა, მაგრამ ეს ნიჭი სწორად უნდა გამოიყენო და მანანა და ჩაჩისთან არ უნდა იარო სიმღერაზე :D

       0 likes

  49. ირაკლო

    ძალიან მინდა რომ ახალი ლაივზე მაგდა ნიკოლეიშვილი გავიდეს :)

       0 likes

  50. ლლლლლლლ

    თუ მაყურებელი არ გაიყვანდა ანის ჟიური მაინც გაიყვანდა

       0 likes

  51. ნიკა

    ერთი შეკითხვა მაქვს. ამ ყველაფერს ვინ წერს? და სულ ერთი ვინმე წერს ხოლმე? ძალიან მომწონს. ჩემ აზრებს ემთხვევა ყოველთვის :D

       0 likes

  52. თამ

    თინიიი ვგიჯდები შენს პოსტებზე როგორჩ ყოველთვის უმაგრესია ჩემს გულში ზიხარ დაა ობიექტურად აღწერ ყველას და ყველაპერს.. ნინო მინდა ფინალში ერთ ერთი ჩემი პავორიტიაააა :D გადაწყვეტილებით კმაყოპილი ვარ ჯიურის და ხალხს მადლობაააა:D:D

       0 likes

  53. @M.A.
    მადლობა:*
    @ნიკა

    გააჩნია “ამ ყველაფერ”-ში რას გულისხმობ :)) ეს ჩემი ნაწერი იყო, სამშაბათობით იდება ხოლმე ჩემი პოსტი. დანარჩენ დღეებში სხვები არიან.

    @თამ

    დიდი მადლობა :)

       0 likes

  54. ნუცა

    ანი შენ უნდა გაიმარჯვოოო ყველაზე მააგრო,აუ მიყვარს ეს ბავშვი

       0 likes

  55. ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ

       0 likes

  56. T.ale.N.ted.

    თინ,შენმა მარტივმა,მაგრამ საინტერესო პოსტმა,როგორც ყოველთვის,დადებითად დამმუხტა…განსხვავებული პოსტი გქონდა…ალბათ იმიტომ,რომ თვითონ შოუ იყო განსხვავებულად კარგი ორშაბათს.აბსოლუტურად ყველაფერში გეთანხმები…

       0 likes

  57. T.ale.N.ted.

    @ირაკლო,მეც ძალიან მინდა მაგდას გასვლა…მაგდა….მაგდა…მაგდა…მართლა ძალიან მაგრად მღერის,მოსმენილი მაქვს მისი სიმღერები და ნუ აი…სერიოზულია…ორშაბათს მთელი საქართველო მოისმენს მის ნამღერს და დარწმუნებული ვარ ჩვენს აზრს გაიზიარებს

       0 likes

  58. Akh .. =)))

    @ ირაკლო
    @ T.ale.N.ted.
    xoo mec makvs mosmenili tan realshi da dzalian bevrjer da vgulshematkivrob.. imitom rom namdvilad vici, rom magda nichieria .. ase ambobs marto simgeris dros vgrdznob tavs kargadoo. . miyvar magdaaaa :*

       0 likes

  59. westside dancers…………mainc magrebi xart ……….imitom rom chemi zamiko tato shen xar dz magari….chemi cxovreba :*..tyula ar gaq batumshi rezinis kacis saxeli :*:* miyvaxrra magraa……

       0 likes

  60. ყველა კომენტარი რატომ არ იდება?

       0 likes

  61. სალომე

    როგორც ყოველთვის ძალიან მაგარი პოსტი გაქ! :) ყველაფერი ისე გაქვს აღწერილი როგორც რეალურად არის რაც ჩემს მოსაზრებებს მონაწილეების შესახებ ყოველთვის ეთანხმება.:*

       0 likes

  62. ნუცა

    ჩემი ფავორიტი ნაცარაშვილია.ძალიან მინდა რომ გაიმარჯვოს.ასევე რამოდენიმე კონკურსანტი მართლაც ნიჭიერია.მაგრამ მომღერალი არ მინდა გამარჯვებულად.

       0 likes

  63. აუ ტყუპები უნდა გაეყვანათ ფინალში,მაგრები არიაააააააააააან!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

       0 likes

  64. :@:@:@

    pu tqveni ravqtvi 113635 zari gamovuhvit 6 kaci ertad vijeqit da tqven reebs chalichobt 10 procentit 2600 zari gamodis :@:@ chemi xmebi sad waiget es gamarkviet :@ mere simgera rom sheanela prodiuserma eg ra ponti iyo imitom agines da imitom araperi qna :@:2 pu tqveni ra vtqvi yvelgan chawyobaa ra :@:@ daxasiatebis ambavs agar vambob shagacvnlevinebs.simgera sheanelet reas erchodit am xalxs:@:@:@

       0 likes

  65. :@:@:@

    და თინი რომ ადარებ next levels imaze mainc dapiqrdi rom imati cekva mtlianad britanulis analogi iyo :@

       0 likes

  66. :@:@:@

    წინა კომენტარსჰი სჰემსჰალა 11365 უნდა დამეწერა

       0 likes

  67. nino javaxishvili magariaa auuu is kaci ro ar yopiliyoo gitaristi magas gadaiyvandeneen … :| me momewonaa magari iyoo

       0 likes

  68. ანა საუკათესოააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა

       0 likes

  69. სოფო

    ბავშვებო თუ შეგინიშნავთ რომ წერია მომავალ სამშაბათამდეო არადა უნდა ეწეროს მომავალ ორშაბათამდეო

       0 likes

  70. მარი&სალო

    ვაი თქვე საწყლებოოოო კახელიშვილი ყველას ჯობსსსსსსსსსსს დაიმახსოვრეთ K A X E L I S H V I L I :* :* :* :* :*

       0 likes

  71. მარი&სალო

    კახელიშვილი ყველას ჯოოოოოობს

       0 likes

კომენტარის დამატება