14 May

მეგობრების ტრიო 0-900-100-101

მეგობრების ტრიო  ერთ-ერთი ფავორიტია ”ნიჭიერის” ახალი მონაწილეებიდან. მათ დიდი მოწონება დაიმსახურეს როგორც ჟიურის, ისე მაყურებლის მხრიდან. ტრიო ერთად წელიწადნახევარია მოღვაწეობს, თუმცა, ისინი საბავშვო ბაღიდან იცნობენ ერთმანეთს და მეგობრობენ ბავშვობიდან. მათი მუსიკალური გამოცდილებაც თითქმის ამ ასაკიდან იწყება – ერისიონშიც მღეროდნენ.

ლადო დონღვანს და გიორგი გოგოლაურს კი დუეტის გამოცდილებაც აქვთ. საკუთარი რეპერტუარის შედგენაზეც ერთად მუშაობენ – ლადო კომპოზიტორია, გიორგი კი ტექსტს ამუშავებს.

სცენაზე 12 მუსიკალური ინსტრუმენტით გამოვიდნენ. ესენი იყო:

  • ფანდური (3 ცალი)
  • გიტარა
  • ბას-ფანდური
  • ჭუნირი
  • შეიკერი
  • კახონი
  • ჯემბე
  • დოლი
  • ჭიპონი

ამ ინსტრუმენტებს ნახევარფინალში კიდევ ემატება რამდენიმე და უფრო მრავალფეროვნებაც იქნება. რეპერტუარი იგივე პრინციპზეა აწყობილი – ცნობილი ქართული და უცხოური ჰიტების პოპური, თუმცა მათთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული სტილით. იმედი აქვთ, რომ მაყურებელს კიდევ ერთხელ მოაწონებენ თავს!

კასტინგის ვიდეო 

ვიდეო გულშემატკივრებისთვის: 

დაურეკეთ მეგობრების ტრიოს ნომერზე 0-900-100-101! 

კომენტარები

კომენტარი

3 კომენტარი

  1. <3

       0 likes

  2. ირაკლი

    ხმის ოპერატორი მანდ არუნდა იჯდეს, ჯერ უნდა ისწავლოს და მერე უნდა გაასწოროს ხმები, ყველაზე ბანძ კონცერტზე არ მინახია ესეტი ხმები,

       0 likes

  3. აუ დზაან მაგრები ლამაზები და საყვარლები ხარტ ასევე ნიცჰირები<3<3<3KKK

       0 likes

კომენტარის დამატება