3 May

მარი და ბაბი – 9122

მარი და ბაბი ბაღიდან განუყრელი მეგობრები არიან და ფინალშიც ერთად მოხვდნენ, მათმა დუეტმა მაყურებლის სიმპათია დაიმსახურა და ხალხის რჩეულები გახდნენ. ორი ულამაზესი გოგონა ულამაზესი ხმით ფინალისთვის ულამაზეს ნომერს გვპირდება. მარისა და ბაბის ბიოს ხილვა შეგიძლიათ ამ ლინკზე.

- დიდი ხანია მღერით?

- ბაღიდან ვმღერით, სერიოზულად უკვე სკოლიდან დავიწყეთ სიმღერა, სკოლაში მოწყობილ ჯაზის კონცერტებზე გამოვდიოდით ხოლმე.

- მუსიკალურ კონკურსებში მონაწილეობის მიღებაზე არ გიფიქრიათ?

- გვიფიქრია, ძალიან გვინდოდა, მაგრამ ასაკობრივი შეზღუდვა იყო ხოლმე, ამიტომ, როდესაც გავიგეთ, რომ “ნიჭიერში” ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეეძლო მონაწილეობის მიღება, გადავწყვიტეთ მოვსულიყავით.

- ელოდით, რომ ხალხის რჩეული გახდებოდით?

- არა, არ ველოდით, ძალიან მოულოდნელი იყო ჩვენთვის.

- ამასთან დაკავშირებით ინტერნეტში აჟიოტაჟი ატყდა, ბევრი წერდა, რომ თქვენ გადასვლას არ იმსახურებდით. რას ფიქრობთ ამაზე?

- ძალიან გული გვეტკინა, როდესაც ვნახეთ ბლოგზე კომენტარები, თითქოს “მილიონერი მამიკოები” გვყავს და ამიტომ გადავედით. ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება, ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო ხალხის ხმებით რომ მოვხვდით ფინალში.

ჩვენ სულ სკოლის ცხოვრებით ვცხოვრობთ, დილიდან საღამომდე იქ ვართ, სკოლაში ყველა ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან და ირგვლივ სულ სითბოა, ამიტომ ძალიან განვიცადეთ, უცებ როდესაც ამხელა აგრესია წამოვიდა ჩვენზე. თუმცა, საბედნიეროდ, მხარდამჭერიც ბევრი გვყავს.

- თქვენი საყვარელი მომღერლები?

- ვიტნი ჰიუსტონი, ბარბრა სტრეიზანდი, რეი ჩარლზი, ბიორკი…

- სამომავლოდ რას აპირებთ?

- ზუსტად არ ვიცით, თუმცა მუსიკალური განათლების მიღება ძალიან გვინდა.

- მუსიკალური განათლება არ გაქვთ? მასწავლებელი გყავთ?

- არა, არანაირი მუსიკალური განათლება არ გვაქვს და არც მასწავლებელი გვყავს.

- რას ეტყოდით თქვენს გულშემატკივრებს?

- ყველას დიდ მადლობას ვუხდით, ყველა გვიყვარს (ვისაც ვუყვარვართ – ამატებს ბაბი), მომავალშიც აუცილებლად გაიგებთ ჩვენს სახელებს!

მარი და ბაბი კასტინგზე:

მარი და ბაბი ნახევარფინალში:

კომენტარები

კომენტარი

Powered by Facebook Comments

კომენტარის დამატება

You must be logged in to post a comment.