3 May

ლევან შავაძე – 9123

ლევან შავაძემ არა მხოლოდ თავისი სიმღერებით, არამედ გარეგნობითაც კი ხალხს კიდევ ერთხელ გაახსენა ყველასთვის საყვარელი გოგი დოლიძე. ამ უნიჭიერესმა ადამიანმა, რომელსაც არასდროს მიუღია მუსიკალური განათლება და არ გასულა დიდ სცენაზე, საქართველოს გული დაიპყრო და ხალხის რჩეული გახდა ნახევარფინალურ კონცერტზე. მისი ბიოს ხილვა შეგიძლიათ ამ ლინკზე.

- რაიმე ანსამბლში თუ გიმღერიათ?

- კი, მიმღერია. ჩემი პირველი გამოსვლა ანსამბლთან ერთად იყო, 1986-87 წელს. ჩვენი სოფლის ანსამბლთან ერთად ვიმღერე, ეს პირველი შეხება იყო სცენასთან.

- მუსიკალური განათლება თუ გაქვთ?

- არა, არანაირი მუსიკალური განათლება არ მაქვს.

- ელოდით, რომ ხალხის რჩეული გახდებოდით? რა რეაქცია გქონდათ?

- კი, ველოდი. აღუწერელი, ენით უთქმელი იყო ის ემოცია, რაც დამეუფლა. ხალხის რჩეულობასთან ერთად ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მოდის, უნდა გაამართლო მათი იმედები, ბოლომდე უნდა დაიხარჯო გულშემატკივრებისათვის.

- ჩვენ მოგვწერა ერთმა პატარამ, 9 წლის ლიკამ და გვითხრა, რომ თქვენი დიდი გულშემატკივარია, შევპირდით, რომ აუცილებლად გადმოგცემდით ამას.

- ძალიან დიდი მადლობა. მინდა ვუთხრა მასაც და ყველას, რომ თურმე ცხოვრებაში გვიანი არაფერი არ არის. თუ რაიმე ნიჭითაა დაჯილდოებული ან ოცნება აქვს, აუცილებლად მისდიოს ბოლომდე.

- მუსიკალურ კონკურსებში მონაწილეობა მიგიღიათ?

- დიდი სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას, მაგრამ ასაკობრივი შეზღუდვა იყო. ახლა მე ბედმა გამიღიმა, ასაკში მომეცა ოცნების განხორციელების შანსი.

- რას ეტყვით თქვენს გულშემატკივრებს?

- ყოველთვის, როცა ვიმღერებ, მე მათთვის ვიმღერებ და არა საკუთარი თავისთვის.

ლევან შავაძე კასტინგზე:

ლევან შავაძის გამოსვლა ნახევარფინალში:

კომენტარები

კომენტარი

Powered by Facebook Comments

კომენტარის დამატება

You must be logged in to post a comment.