13 April

პატარა მომღერალი – ლენკა ზვიადაძე

დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, ნიჭიერის სცენაზე მომღერალი გამოჩნდა! ლენკა ზვიადაძემ  შეასრულა სიმღერა “Reflection”, მულტფილმიდან “Mulan” და ძალიან მოაწონა თავი როგორც ჟიურის, ასევე მაყურებელს. ნიჭიერის ბლოგი, მას რუსთავი 2-ს შენობაში გაესაუბრა.

როგორც აღმოჩნდა, ლენკა 3 წლის ასაკიდან მღერის, როდესაც ის სიმღერის სტუდიაში მიიყვანეს.  დედა ამბობს, რომ ის აქტიური, ენერგიული ბავშვი იყო და სტუდიაში უფრო ”ენერგიის დასახარჯად” და სხვა ბავშვებთან ურთიერთობისთვის მიიყვანეს.

სიმღერის გარდა,  სწავლობს ფორტეპიანოზე დაკვრას და ბავშვობიდან სხვადასხვა წრეებზე დადიოდა, მათ შორის სამოდელო სააგენტოშიც. აქედან გამომდინარე, პატარა ასაკიდან ბევრ კონცერტზე, კონკურსზე თუ ჩვენებაზეა გამოსული.  ასევე, მონაწილეობას იღებს საბავშვო სპექტაკლებშიც.

გარდა მრავალფეროვანი წრეებისა და სიმღერის, ლენკას ძალიან უყვარს თავის მეგობრებთან ერთად ყოფნა და თავისუფალ დროს (როდესაც ის აქვს), სწორედ მათთან თამაშს უთმობს. როგორც თვითონ გოგონამ აღნიშნა, მას ძალიან უყვარს თავისი მეგობრები. ასევე,  ძალიან უყვარს ცხოველები. ნება რომ ჰქონდეს, მთელი ზოოპარკი ეყოლებოდა სახლში, თუმცა ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთი კატა ყავს, სახელად ნეფერტიტი.

ლენკას საყვარელი ქართველი მომღერალია მამუკა ჩარკვიანი. უცხოელებიდან კი, ვიტნი ჰიუსტონი და სელინ დიონი უყვარს.  როგორც  ამბობს, ნიჭიერის ამ სეზონში, ყველაზე მეტად ანი ქაშიბაძე, ნონა გიუნაშვილი და ნიკ მალფოი მოსწონს. ხოლო წინა სეზონებიდან მისი ფავორიტი მარიამ ტომარაძეა.

პატარა მომღერალს ვუსურვებთ დიდ წარმატებებს.

კომენტარები

კომენტარი

10 კომენტარი

  1. მართლაც რომ ძალიან საყვარელი და ნიჭიერია <3

    გამეხარდება, თუ ის მოიგებს ნიჭიერს :))

       2 likes

  2. გფდგ

    რომ ამბობს ბავშვებისგან განვსხვავდები და ვერ ვთამაშობოო ჭკვიანიი გონია თავი ? :D დავიბოგმეეე -_- :D:D:D

       2 likes

  3. ნია

    მაგარი ბავშვია

       2 likes

  4. cici

    წლევანდელ ნიჭიერში ყველაზე გამორჩეულია.არაჩვეულებრივი ხმა აქვს და წარმატებებს ვუსურვებ.

       2 likes

  5. საერთოდ არ არის ბავშვური :| და თითქოს ზედმეტი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე

       1 likes

  6. ნინი

    რა დამპალი შურიანები ხართ? უნიჭიერესი ბავშვია, უსაყვარლესი, ულამაზესი… მაინტერესებს, გარდა ამ პროექტისა, სხვაგან თუ მონაწილეობდა. ძალიან ნაცნობი სახე აქვს და ვერაფრით ვიხსენებ : ((

       2 likes

  7. უსაყვარლესი ბავშვიააააააააააააააააააააა <3

       2 likes

  8. გვანცა შენ თუ ლენკაზე უკეთესი ხარ შენ გამოსულიყავი ნიჭიერში არავინ არ გიშლის.შური და ბოგმა დაგღუპავთ ხალხო.ეს ბავშვი მართლაც რომ ძალიან ნიჭიერია.

       2 likes

  9. ra gindat am bavshvisgan))) xan kbili ratom ara aqvso, xan plus ponogramaze imgerao, xan mediduriao))) dges yvela normaluri bavshvi dzalian datvirtulia da bevrs shromobs da es dasapasebelia da ara gasakilavi. nu gcydebat guli, tqvenc ishromet, tqvenc geqnebat carmatebebi da agar daibogmebit)))

       2 likes

  10. გიო

    შურმა იჩინა თავი, როგორ შეიძლება ამ ბავშვზე ცუდი დაწერო, უსაყვარლესი და უნიჭიერესი ბავშვია , ჩემი აზრით საუკეთესო მონაწილეა ნიჭიერის სამივე სეზონის განმავლობაში :))))

       1 likes

კომენტარის დამატება