31 March

“ნიჭიერია” თუ “ჯეოსტარი”?

Landish, ბლოგერი landish.ge-დან!

სწორედ ეს კითხვა დამებადა და ეჭვი შემეპარა იმაში, თუ რომელი გადაცემის ლაივზე ვიმყოფებოდი ამ ორშაბათს. ასეთი უკმაყოფილო ამ შოუთი მე ჯერ არ ვყოფილვარ. თუმცა, მანამ ჩემს უკმაყოფილების გრძნობას გამოვხატავდე, მინდა იმ კონკურსანტების შესახებ ვთქვა ორიოდე სიტყვა, რომლებიც ჩემი აზრით არანაკლებ იმსახურებდნენ ფინალში გადასვლას და მეტიც …

პირველი, რა თქმა უნდა, ნინო ქუთათელაძეა, მოცეკვავე გოგონა, რომელმაც მეორე ნახევარფინალური შოუ გახსნა და თავი ორიგინალური ცეკვის გარდა ერთი პატარა დეტალითაც დაგვამახსოვრა.

ბევრი მიიჩნევდა, რომ მისი ცეკვა ჯგუფთან ერთად უფრო ეფექტური იქნებოდა, თუმცა ისინი შეცდნენ. სცენაზე მარტო დგომამ ხელი შეუწყო ნინოს სწრაფად ცეკვაში, რის გამოც ოპერატორებს მისი კადრში მოხვედრა ძალიან გაუჭირდათ.

ასეთი მოქნილობა მოცეკვავეებში დიდი ხანია არ მინახავს და თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ნინო თავისი საქმის ექსპერტია და საქართველოში, ამ სტილის საუკეთესო თუ არა ერთ-ერთი უძლიერესი მოცეკვავეა.

მიუხედავად ამ ყველაფრისა ნინომ ვერ შეძლო ფინალში გადასვლა, თუმცა ეგ არაფერი,  “რუსთავი 2″-ს მან მცირე ზარალიც მიაყენა გატეხილი სცენის სახით :D.

ჯიმი ჯექსონზე ბევრი არაფრის თქმა შემიძლია, ჩემს სათქმელს უბრალოდ ეს ფოტო იტყვის : )

ჯიმი - 45 გრადუსი

პ.ს. მას რომ კასტინგზე ასე ეცეკვა, არ გამიკვირდებოდა თუ რატომ გადაიყვანა ჟიურიმ იგი მეორე ტურში.

აჭარული მუსიკის ჰანგებისა და ცეკვის ილეთების თანამედროვე მუსიკისა და ცეკვის ილეთებთან შერწყმა ასე ბრწყინვალედ მხოლოდ ჯგუფ “პლატინას” თუ გამოუვიდოდა.

ჯერ კიდევ რეპეტიციაზე მქონდა მათი ნომრის ხილვის ბედნიერება და თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა – “ეს არის რაღაც”. ეს სწორედ ის “რაღაცაა”, რაც აქამდე არსად მქონდა ნანახი ან მოსმენილი. მახსოვს გეგას შეფასება მათი კასტინგზე გამოსვლის დროს – “ცოტა სინქრონი გაკლიათ”, – თუმცა ნახევარფინალის  ნომერზე სინქრონის ნაკლებობაზე საუბარი ზედმეტია.

არანაკლები შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე მერაბ კირაკოზაშვილმა თავისი კბილებით. ის, რომ ეს კაცი მეორე ტურში ნამდვილ სანახაობას გვაჩვენებდა, ამაში ეჭვი არ მეპარებოდა, თუმცა ის, რაც სცენაზე მოხდა, ასეთსაც ნამდვილად არ მოველოდი.

კბილით მანქანის გათრევა და მაგიდის აწევა ჩემთვის უკვე ნაცნობი ნომერია, თუმცა სკამზე მჯდომი სიმპათიური გოგონას აყვანა და თავისი კბილებითვე გაშლილ სუფრასთან “მიპატიჟება” ყოველგვარი ფანტაზიის უნარს სცდება. ამ კაცს თავისი განსაკუთრებული კბილის გარდა ორიგინალური აზროვნების და შოუს კეთების უნარიც გააჩნია.

სხვა დანარჩენებზე აღარაფერს ვისაუბრებ, რადგან სიმღერა, სიმღერა და კიდევ ერთხელ სიმღერა ჩემთვის მოსაბეზრებელია : ) მიუხედავად იმისა, სად მღერის ადამიანი, რა ასაკის არის იგი, რა გამოცდილება აქ მუსიკალურ სფეროში და ა.შ. ეს ყოველი ფაქტორი ჩემზე რეაქციას არ მოახდენს თუ ერთი და იგივეობასთან გვექნება საქმე.

ის რომ მეორე ნახევარფინალის შედეგებით ყველანი გაოცებულები ვართ, ეს ახალი ამბავი არაა, განსაკუთრებით მაყურებელთა ფავორიტმა მოახდინა საზოგადოების გაკვირვება, მაშინ როდესაც უმეტესი ნაწილი პატარა მარიამის დასახელებას ელოდა და დარწმუნებული იყვნენ იმაში, რომ იგი ფინალში გადავიდოდა. ფინალში კი გადავიდა, მაგრამ …

მასთან ერთად პირველი ადგილისთვის ისევ და ისევ მომღერალი, ლევან შავაძე იბრძოლებს, რომელიც უკვე მესამეა იმ 4 კანდიდატიდან, ვინც “წლის ნიჭიერის” სტასუსს მოიპოვებს. და აი აქ უკვე ჩემს გაოცებას საზღვარი აღარ ჰქონდა…

მაიამ უკვე შეძლო “ნიჭიერის” რაღაც ეტაპზე “გაპროფილება”, ახლა როგორც ჩანს ნიკას ჯერია და იგი თავის ორ მომხრესთან ერთად აქტიურად უძღვება ამ შოუს “გაჯეოსტარების” კამპანიას.

როგორც მახსოვს მათ “შოუ” და მრავალფეროვანი ნომრები უნდოდათ, მაგრამ საბოლოოდ სასიმღერო ნომრების გარდა ბევრი ხელთ არაფერი შერჩ(ებ)ათ.

ახლა კი მაინტერესებს ხალხის აზრი, ჟიურის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და იმასთან მიმართებაში თუ როგორი იქნება ფინალი. იქნება ეს მომღერლებით სავსე, თუ იქნებიან სხვა საინტერესო მონაწილეებიც, როგორიც არის “Next Level”, ან შეიძლებოდა ყოფილიყო ჯგუფი “პლატინა” და სხვ.? იქნება ეს რეალურად “ნიჭიერი”, თუ “ჯეოსტარის” განსხვავებული ფორმატი იქნება, სადაც აქცენტი ისევ და ისევ, მომღერლებზე იქნება გაკეთებული? : )

და ბოლოს, მე, როგორც “ნიჭიერის” რიგითმა მაყურებელმა, მინდა ვიხილო საინტერესო ფინალი, საინტერესო ნომრებით, სადაც ილუზიონისტებიც შეძლებენ ჩვენს გაოცებას, ცეცხლთანაც გვექნება საქმე, კარგად დადგმულ ცეკვებთანაც და რაღა თქმა უნდა სასიამოვნო ხმის მოსმენაც შეგვეძლება, თუმცა ვატყობ ამ უკანასკნელის გარდა დიდად ვერ ვიხეირებთ : )

კომენტარები

კომენტარი

116 კომენტარი

  1. ერთი რა მაინტერესებს იცი, რა მემანიშვილის ბრალია ის, რომ ხალხმა შავაძე აირჩია?

    და მეორე, მარიამ კახელიშვილი რომ არ გაეყვანა ჟიურის, არ თვლი, რომ როგორც მინიმუმ, დიდი უსამართლობა იქნებოდა? დაივიწყე ის, რომ ფინალში სიმღერები იყრის თავს და ისე მიპასუხე. ცოტა ნაადრევი დასკვნაა ისე, წინ 3 ნახევარფინალია, ანუ 6 ფინალისტია გამოსავლენი და მხოლოდ ერთი “სტარი” დარჩა – ხანჩალიანი.

       0 likes

  2. დოდ +1
    მემანიშვილს რას ერჩი ლანდიშ, ხალხმა აირჩია :D
    და მაქსიმუმ 4 მომღერალი იქნება ფინალში, ჩემი აზრით ))

       0 likes

  3. Krgi postia – rogxorc xoveltvis!

       1 likes

  4. bodishs gixdit shecdomaze: KARGI posti!!

       1 likes

  5. დათო

    Tiny უკვე 3ია :)

       1 likes

  6. ჯიმი ებიტაშვილის გამოსვლის შემდეგ მაგარი უაზრო შეფასება გააკეთა ჟიურიმ! ეს კონკურსი იმისთვისაა რო ნიჭიერი ადამიანი აარჩიო! ჯერ ერთი არაფერი იყო მოსაწყენი და კაი მოსწყინდათ მოსწყინდათ, ნიჭიერება მაგით არ ისაზღვრება! ასე რომ ჟიური ვერ იღებს ნორმალურ გადაწყვეტილებებს!

       0 likes

  7. @დათო

    ხოდა მეოთხე ხანჩალიანი იქნება და ვსო:))

       0 likes

  8. პოსტი კარგია და სამართლიანი შენიშვნებიც აქვს ლადოს გამოთქმული.. თუმცა ნიკა მემანიშვილისთვის ყველაფრის დაბრალება ცოტა არ იყოს არასწორია, გავიხსენოთ, რომ პირველ შემთხვევაში Next Level აირჩია ჟიურიმ, მეორე ნახევარფინალის დროს კი კი ლევან შავაძე ფინალში ხალხმა გაიყვანა, კახელიშვილის არ-დასახელებას კი ნებისმიერი ადამიანი უსამართლობად ჩაუთვლიდა ‘სამეულს’ ;)
    და რატომღაც მგონია, რომ მარიამი რომ გადასულიყო ხმებით, ჟიურის გადაწყვეტილება უფრო ‘მრავალფეროვნული’ იქნებოდა : ) ;)

       0 likes

  9. ჩემი პროგნოზები ასეთია (ნუ მე ასე ვისურვებდი)

    რაც არის, იმას ვერ შევცვლით, და ჩემი გემოვნებით 6 ფინალისტს დავწერ

    სიმღერა:
    1. გოლეთიანი
    2. შავაძე
    3. ხანჩალიანი
    4. კახელიშვილი

    ცეკვა – ჯგუფი:

    5. ნექსთ ლეველ
    6. ნეწ სტყლე

    ცეკვა – ინდივიდუალური:

    7. ელენე ჩიხლაძე

    ილუზიონისტი
    8. დათო რობაქიძე

    ფოლკლორი:

    9. ფიცვერცხლი

    და მეათე ვინმე ძალოსანი. მეზარება გადახედვა და არ მახსენდება არავინ თან, კორნელი ან კირაკოზაშვილი კარგი იქნებოდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, გამოირიცხნენ.

       0 likes

  10. RooD

    კარგი პოსტია.. :>

    მართლა გააჯეოსტარებენ.. :”>

       0 likes

  11. RooD

    ისე ცუდად გადაანაწილეს მონაწილეები.. ამ ორ ათეულში უFრო ძლიერი მონაწილეებს მოუყარეს თავი ვიდრე დარჩნენ.. :))

       0 likes

  12. ნინო ქუთათელაძე

    “ნიჭიერია” თუ “ჯეოსტარი”? +1

       0 likes

  13. 0406

    ჟიური რა სირცხვილით უნდა გამოჩნდეს კიდე როცა ესეთი უსამართლობა გააკეთა? ჯიმი ჯექსონს ვგულისხმობ რა თქმა უნდა…
    მე არ ვამბობ კახელიშვილის მაგივრად ეგ უნდა გადაყვანათთქო,უბრალოდ მაგათი კომენტარები იმდენად უსამართლო და არაობიექტური იყო რომ გავოცდი მართლა რა..
    საღოლ ნიკა მემანიშვილზე საერთოდ დამეკარგა წარმოდგენა.
    მაია ასათიანის ცანცარობა და უნიჭობა ისედაც აშკარა იყო მაგრამ ეხლა დააგვირგვინა..მაგის სპეციალობა არის ჟურნალისტობა და არანაირი განათლება არ აქვს იმისთვის რომ ცეკვა და სიმღერა შეაფასოს..ამით ყველაფერია ნათქვამი..
    რაც შეეხება გეგას,ისიც ძალიან უსამართლოა და მაგის სპეციალობა მარკეტინგია ასე რომ არაკომპეტენტურია ეგეც..და რაც მთავარია საშინლად უსამართლო..
    უნდა ცხვენოდეთ თავისი საქციელის.ძალიან ბევრი ადამიანის უკმაყოფილება გამოიწვიეს და თავი გაიბანძეს..
    ელემენტარულად სულ რომ არაფერი გაეკეთებინა ასე მაინც არ უნდა გაელანძღათ და მითუმეტეს ძალიან მაგრად იცეკვა,ეტყობათ რო ჯექსონის შემოქმედებას კარგად არ იცნობენ და ვისაც ნანახი აქვს smooth criminal ის მიხვდება რომ ძალიან მაგრად იცეკვა ჯიმიმ…წარმომიდგენია როგორ აუცრუვდებოდა გული აქაურობაზე და რა კარგი წარმოდგენა დარჩებოდა ჩვენს ქვეყანაზე..
    იმედია ხალხის სითბოს გრძნობს და იცის რამდენი გულშემატკივარიც ჰყავს…

       0 likes

  14. ზუკაააააა

    მომგერალი რო მოიგებს ამ შოუს მაგას არ უნდა ბევრი ლაპარაკი მარა მართლა ძაან ბევრი მომღერალი იყრის თავს :( :( :(

       0 likes

  15. მარიკუნა

    ამ შემთხვევაში ჟიურიზე ვერაფერს ვიტყვი .. ვერც წინნა ლაივზე… ორჯერვე სწორი გადაწყვეტილება იყო. მაგრამმმ .. აიიი სმს ებით გასულ შავაძეზე რა გითხრათ არ ველოდი ,.. მეგონა მარიამი გადავიდოდა და ასე რო ყოფილიყო ჟიური უკეთეს გადაიყვანდა დარწმუნებული ვარ …

       0 likes

  16. ნინუცა

    დოდკა +1.აბსოლუტურად გეთანხმები!

       0 likes

  17. ლილი ჯანელიძე

    რომელი ხელოვანი,მუსიკოსი მიგდია მაია ასათიანი? მოცეკვავეა თუ ვინაა? რა უფლებით აფასებს ხალხს?
    წავიდეს რა “პორფილი” წაიყვანოს.. ეგ ტუტუცი ქალი..
    გეგა მაგარი სიმპატიური ხარ მაგრამ ეგეთი ფეკალური მასა არ უნდა გეჭამა :D
    ადამიანი ბელგიიდან იმიტო ჩამოვიდა რო თქვენი ჩამოშვებული ცხვირისთვის ეყურებინა? მადლობა თქვით მაგ ადამიანის ყურების ღირსი რო გახდით თქვე საწლებო..მძულხართ..
    ნიკა მემანიშვილო თავი შეირცხვინე შენც..
    ასეთი უვიცი ჟიური ალბათ სხვა ქვეყანას არ ყავს
    I LOVE YOU JIMMY :X

       0 likes

  18. ჯაყელი ნ.

    გამაგებინეთ რატო არ დებენ ჯიმის ვიდეოს?? :| ჟიური უსამართლოები ხართ.. ჯიმისთვის ეგ არ უნდა გეთქვათ .. ბოლო ბოლო კაცი ბელგიიდან ჩამოვიდა.. ყველას კარგად უთხარით მაგის გარდა.. არადა მინიმუმ 3-ეულში უნდა შესულიყო ჯიმი.. ძაან საკაიფოდ იცეკვა.

       0 likes

  19. Bzu

    გეთანხმები ყველაფერში 100% ით პოსტის ავტორო :) მე პირადად მინდოდა რომ ფინალში მენახა შოუ 10 განხვავებული სტილის ნომრით და არა უმეტესობა მომღერლით. შოუს რეკლამები რომ დაიწყო ეგრევე ვთქვი რომ უმეტესობა მომღერალი იქნებოდა , მაგრამ ფინალშიც ამდენი თუ მოიყრიდა თავს ნამდვილად არ მეგონა. მარიამ კახელიშვილის არ გაყვანა თუ უსამართლობა იქნებოდა მედოლეების , ჯექსონის, პლატინას , “კბილმაგარი” კაცის, ჭიათურელი მოცეკვავეების ( წინ ტურიდან ) უსამართლობა არაა? მაგათმაც 100 % ით გააკეთეს რაც უნდა გაეკეთებინათ როგორც მარიამმა.
    მე არ ვამბობ რომ მარიამი ცუდად გამვოიდა, პირიქით ვთვლი რომ კარგი მომღერალია და ძაან მაგრადაც იმღერა, მაგრამ უბრალოდ მარიამზე ასე ჩაციკვლა არაა კარგი, იმიტომ რომ სხვა მონაწილეებსაც შეეძლოთ თავისუფლად უფრო მაგარი შოუ ეჩვენებინათ ფინალში.

       0 likes

  20. კი ბატონო, არ უნდა ეთქვა ჟიურის ეგეთი რაღაც მაგრამ მოდი იმით ნუ მოვახდენთ მანიპულირებას, რომ ჯიმი ბელგიიდან ჩამოვიდა.. დადებითი შეფასების გაკეთების უფრო ობიექტური მიზეზები ვეძებოთ… დამიჯერეთ, ეს მიზეზები არსებობს : )

       0 likes

  21. მე გული დამწყდა კირაკოზაშვილზეც, “პლატინაზეც” და ნინო ქუთათელაძეზეც. :( ხალხმა სამართალი არ იცის, ახლა მე რომ გამოვიდე და ვთქვა, სალტოებს გავაკეთებ და შპაკატში ჩავჯდები მეთქი, აბსურდი იქნება, მაგრამ მე მეყოლება გულშემატკივრები (კერძოდ ახლობლები და ნათესავები), რომლებიც ყველაფერს იზამენ ჩემს ფილანში გასაყვანად. ეგ არ არის სამართალი, ჩემი აზრით!

       0 likes

  22. 0406, ლილი ჯანელიძე, ჯაყელი ნ,
    +1000 ..

    თან გეგამ რო თქვა ჯიმი უფრო მსგავსების გამო გადავიყვანეთო! თუ ეგრე იყო მსგავსება ნიჭი არაა და საერთოდ არ უნდა გადაეყვანათ! ძაან მაგრა იცეკვა, მოკლედ ჟიური ცოტა გონზე უნდა მოვიდეს ან არა და საერთოდ უნდა შეცვალონ ..

       0 likes

  23. მართალია, რომ ბევრი მომღერალი შეიყარა ფინალში, მაგრამ იმაზეც იფიქრეთ, რომ ეს გადაცემის ჟიურის ან დამდგმელების ბრალია არ აარი, იმიტო რო გაიზსენეთ პირველი ნახევარფინალი, ჟიურის წინ ბევრი მომღერალი იდგა, რომლებიც შეიძლებოდა რომ ფინალში გადაეყვანათ, მაგრამ მოცეკვავე ჯგუფი გადაიყვანა, და ის რომ მეორე ფინალისტი მომღერალია, ეს ხალხმა გადაწყვიტა და გადაცემის ჟიურის ან დამდგმელს ან ასე შემდეგ, ნუ აბრალებთ.
    ახლა გადავიდეთ მეორე ნახევარფინალი, აქ, მართალია, ფინალში ორი მომღერალი გადავიდა, მააგრამ შავაძის გადასვლა ხალხის “ბრალია”, ხოლო მარიამ კახელიშვილის არ გადაყვანა იქნებოდა დიდი სირცხვიი, იმიტო რო ის მართლა ძაააააააააან ნიჭიერია და სხვა ნებისმიერი მონაწილე რო გადაეყვანათ, იქნებოდა დიდი შეცდომა.
    ასე რომ, ჟიურის გადაწყვეტილებით, მხოლოდ ერთი მომღერალი გადავიდა ფინალში, ხოლო ორი-ხალხის აგადწყვეტილებით, ასე რომ ნიჭიერის ჯეოსტარად “გადაქცევას” (თითქმის) ხალხი ჟიურის ნუ დააბრალებს, იმიტო რო ხალხის გაკეტებულია

       0 likes

  24. მაწაკი

    რო დამდგარხართ აქ და დემაგოგობთ რატო იყავით ჯიურის ან ვინმეს იმედზე? რა ტელეფონები არ გაქვთ თქვენ?

       0 likes

  25. M.A.

    @Landish გეთანხმები რომ ძალიან ძნელი იყო არჩევანის გაკეთება ამდენ ძლიერ მონაწილეს შორის, მაგრამ 3 ნახევარფინალი წინ არის და ჯერჯერობით მარტო 3 მომღერალია არჩეული, რა იცი შემდეგზე რა იქნება :D

       0 likes

  26. Bzu

    M.A.

    კიდე იქნებიან მინიმუმ 2 კიდე მიემატება და 10 კაციდან 5 მომღერალი ძალიან ბევრია.

       0 likes

  27. გიო

    ძაან ცუდადაა გადანწილებული მემგონი ეს ათეული რაც ეხლა იყო საერთოდ ამ 10-ით უნდა შემდგარიყო ფინალი :D ნუ ეს გადატანითი მნიშვნელობით თორე ისე შავაძე, კახელიშვილი, კირაკოძაშივი და პლატინა უეჭ იმსახურებდნენ ფინალს

       0 likes

  28. მამუკა

    მომღერლების უმეტესობაში ყოფნას რაც შეეხება იმას ვიტყვი, რომ მარიამს აშკარად ეკუთვნოდა ფინალისტობა და გამარჯვებულის სტატუსის ერთ-ერთი რეალური კანდიდატია, მაგრამ რაც შეეხება ქალბატონ გულნაზს ეს არის ის შემთხვევა როცა ადამიანი ნიჭიერია, მაგრამ ასეტი ფორმატის გადაცემის ფინალისტად არ შეიძლება აირჩეს.ზოგნი ამბობენ ნიჭიც ის არის როცა ვოკალისტების დახმარების გარეშე ბუნებრივად მღერიო და მეც გეტყვით, რომ ნიჭს ვოკალისტები არ სჭირდება თუ იგი ღმერთმა დაგვანთლა. და როცა ის გვაქვს კარგად უნდა წარმოვაჩინოთ. ხოლო ქალბატონი გულნაზის ნამღერში უამრავი დეტონაცია იყო. ფინალში გასასვლელი ნომერი ეს ნამდვილად არ იყო.

       0 likes

  29. თამ

    აუ ხალხის ბრალია ორი მომღერალი რო გადავიდა რაა ხალხს რო აერჩია მარიამ კახელიშვილი ჟიური სხვას გადაიყვანდა. რაც შეეხება ჯიმი ჯექსონს ჯიურის ვეთანხმები მეც მომწყინდა როცა ტელევიზორს ვუყურებდი.. და კიდე ძაან მაგარი ჯიურია მაია ასათიანი უხდება შოუს რა გაქვთ გასაკრიტიკებელი არ მესმის ,, სამივე საუკეთესოები არიან რა:*

       0 likes

  30. საკურა

    რა ჟიურის ბრალია ხალხის გემოვნება თუ შავაძის ნამღერის იქით ვერ მიდის..რაც შეეხება გადანაწილებას ვთვლი რომ ბოლო შოუზე მართლა ბევრი კარგი მონაწილე იყო ერთად,რასაც ვერ ვიტყოდი მომავალ შოუზე….მგონი new style-სთვის ძალიან ადვილი ფონია შექმნილი რომ ფინალში გადავიდეს..:)

       0 likes

  31. ხათო

    ისადა შემთხვევით ვერ მოვასწარი ჯიმი ჯექსონის გამოსვლის ყურება LIVE-ში, არადა მთელ საქართველოში მგონი მაგაზე დაობენ. ვინმეს ხომ არ შეუძლია მითხრას სად შეიძლება მაგ დომრის ყურება :( აქ მგონი არ დევს, ან მე ვერ მოვძებნე კარგად

       0 likes

  32. @ ხათო
    აქ არ დევს, თუმცა მაივიდეოს 10 დღის არქივში უყურეთ და იქ იქნება

       0 likes

  33. გიო

    მეც ჩჰამოვთვლი ჩჰემს რჩეულებს
    1 გულნაზი
    2 მარიამ კახელისჰვილი
    3 ნიუ სტაილი
    4შავაძე
    5 ჯავახისჰვილი
    6მოზაიკა

    ეს არის ჩემი საუკეთესო ექვსეული და თქვენც დაწერეტ

       0 likes

  34. გიო

    ხათო თუ ითრევ მაგ ლინკს დაწერე რა პლზ მეც მინდა

       0 likes

  35. ხათო

    დიიიდი მადლობა

       0 likes

  36. მამუკა,
    100% ..

    ეხლა New Style-ს იმედი მაქ .. :))

       0 likes

  37. იკა

    http://www.youtube.com/watch?v=kqVr0aVtv0c აი ჯიმის ცეკვა ! ძალიან ძლიერია და მაგარად გამიკვირდა ღილაკს რომ დააჭირეს :(

       0 likes

  38. იკა

    ძალიან იდიოტური შეფასება გააკეთა დაჟე ჟიურიმ :(

       0 likes

  39. იკა

    http://www.youtube.com/watch?v=vRby-vHJzoo&feature=player_embedded ეს კიდე ტავად Jackson-ის ცეკვაა და შეადარეთ რავი :)

       0 likes

  40. ნიკა

    ხალხო უსამართლობაზე თუ ვიმსჯელებთ …მედოლე ბაჩო 50 ნახევარფინალისტიდან ერთადერთი იყო რომელიც საერთლოდ არ გამოჩენილა მეორე ნახევარფინალამდე ტელევიზორში. შედით myvideo. ge ზე და ნახეთ მაგათი 8 წუთიანი ნომერი საწყენია რომ ეს გამოსვლაც კი 3 დგით ადრე დადეს.ჟიურის კომენტარის გარეშე.განსხვავებით სხვა მონაწილეებისაგან ბაჩო თვით ნასწავლია.და ამაზე მეტყველებს ნიკა მემანიშვილის შეფასება ‘ბაჩო ერთადერთი მუსიკოსია ნიჭიერის შოუში’

       0 likes

  41. ილია

    @გიო
    ერთადერთი ადამიანი ვინც მოზაიკა ახსენა და მადლობა :((

       0 likes

  42. 0406
    მაია ასათიანი კი არ არის ჯურნალისტი პროფესიით, მაგრამ ვაი, რომ კარგად მეტყველების გარდა, სწორად მეტყველებაც ვერ გამოსდის ისე, რომ უნდა .
    ლანდიშ, მშვენიერი მიმოხილვაა ! თან აშკარად იგრძნობა ქართულის მასწავლებლის შრომის შედეგი .

       0 likes

  43. @გიო ერთადერთი ნამდვილად არ არის..ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მოზაიკა გადავა ფინალში…ილიას ყველაფერი აქვს რაც ვარსკვლავს სჭირდება..და თან ჯექსონი დღევანდელ მსოფლიოში ძალიან აქტუალურია..britain got talent-ი ამ ფაქტორს ნამდვილად გაითვალისწინებდა და წესით ჩვენებმაც უნდა გაითვალისწინონ…

       0 likes

  44. ნა:)

    აი სწორედ ეგ ვთქვი მეც როცა ორი მომღერალი გადავიდა ეთად. კი ბევრი მღერის ძაან კარგად მაგრამ თუ ასე გაგრძელდა სასიმღერო ფინალი გამოვა და არა ნიჭიერის და მაგარი სისულელე იქნება!!!!!1

       0 likes

  45. ჯეო ნიჭი!

    პოსტი მომწონს:D
    ვეთანხმები თუ არა? კი 99%-ით! :D

       0 likes

  46. melancia

    ჩემი აზრით ძალიან კარგია ხალხმა რომ ლევანი გადაიყვანა,სხვანაირათ ის ფინალში ვერ მოხვდებოდა.მარიამს კი ჯიური აუცილებლათ მოახვედრებდა.უბრალოთ დაემთხვა რომ სამი მომღერალია ოთხიდან.ეს არავის ბრალი არაა.და ისე ლევანი გულნაზის ნამდვილათ მირჩევნია.მის მაგივრათ ვერკა და გიო რომ გასულიყვნენ,კარგი იქნებოდა.

       0 likes

  47. melancia

    დამავიწყდა,რაც შეეხება ჯექსონს,ჯიურმა არაკორექტულათ შეაფასა სამივემ,მაიამ რა სისულელე თქვა,მუსიკის გარეშე არ იქნებოდა კარგიო,საერთოდ ბევრ სისულელეს ამბობს და ცანცარებს,ცოტა დასერიოზულდეს ჯობია,ნუ გონია რომ ძალიან საყვარელია.გეგას კი იქ რა უნდა არ ვიცი.

       0 likes

  48. Remedios

    მშვენიერი პოსტია, ეგ კითხვა ბევრს გაუჩნდა მაგრამ ფორმატი სიმღერას არ კრძალავს, ხოდა იმღერონ ბატონო ვინ უშლით, საქმე იმაშია რომ უამრავი სიმღერის კონკურსი გვინახავს და ადამიანი რომელიც ამ პროექტში მოვა და პრეტენზია აქვს, რომ ნიჭიერია და მოინდომებს თავისი სიმღერით გაგვაოცოს კაკ მინიმუმ ამ კონკურსის მონაწილეებს არ უნდა ჩამოუვარდებოდეს…

       0 likes

  49. დდდდდდ

    ver gavige,mere ra problemaa rom bevri momgeralia finalshi?nichierebi arian da imsaxureben,batoni levani martlac nichieria….es mmeore turi cudi dakompleqtebuli iyo……dzalian dzlieri monacileebi iyo…..me piradad guli damcyda jgup “platinaze”….aseve jiurim gamaoca roca jimi jacksons usayvedures da ar moucones nomeri…..namdvilad bevr shecdomas ushvebs jiuri!tumca yvelas azri ertnairi ver iqneba.jerjerobit movlenebi ase tu ise samartlianad vitardeba…aseve finalshi minda vixilo:”new style “…..ana xanchaliani…..da “mozaika”..ilia dzaan nichieri da sayvarelia…..aseve davit robaqidze.

       0 likes

  50. დდდდდდ

    da raga tqma unda guga chyonia namdvilad unichieresia!5 aprils chemi azrit finalshi gadava guga da new style…..gaixaret:)

       0 likes

  51. დდდდდდ

    ყველაზე მეტად კი მაინტერესებს რა ნომერს შემოგვთავაზებს იოსებ გოგოია.

       0 likes

  52. დდდდდდ

    გოგია:P

       0 likes

  53. jimi rogor ar gadaiyvanes mag gamosirebulebmaaa.mastma jer rogor daiwyoo da cekvitac magrad icekvaa………..karoche martla jeostaria ra

       0 likes

  54. დდდდდდ

    chemi azrit jiuri ar shemcdara rom mariami gadaiyvana.

       0 likes

  55. NaTiaaa : ))

    Ise CoTa NerveBis MomShleli Ki aRis Rom 4-dan 3 MomgeRaLia… Magram Saqme Imashia Rom ReaLurad Martla Ese Gamodis…

       0 likes

  56. ნიჭიერი კი არა ნიჭიერი მომღერლები უნდა ყოფილიყო….. მუსიკალური ნომრები არ უნდა ყოფილიყო.

       0 likes

  57. პურიტანი

    ჩაირთო საქართველო :))) მეორე ნახევარფინალია, სამი დარჩა და განაჩენი უკვე გამოუიტანა Landish-მა.
    ასეთ, ზერელე პოსტს არ მოველოდი ამ ბლოგერისგან :((((

       0 likes

  58. ვანდული

    ვინც აკომპლექტებს ამ ათეულს მისი ბრალია ყველაფერი, კარგი მომღერლები ერთად არ უნდა ჩაესვა. ახალ ათეულშიც ასეა: მეგრელიშვილი, მარი და ბაბი ერთად რომ არიან ერთ-ერთი აუცილებლად უნდა გავარდეს და ეს უსამართლობაა

       0 likes

  59. იკა

    ვანდული

    პირიქით , ყვლა კარგი მომღერალი ერთად უნდა ჩაესვათ და აღარ დაემსგავსებოდა გეოსტარს ფინალი :)

       0 likes

  60. Remedios

    იკა გეთანხმები აბსოლიტურად

       0 likes

  61. ირკა

    ჯგუფი პლატინას გამოსვლა იყო ნამდვილი ქართული სანახაობა ანუ შოუ, მე ასე დავარქმევდი—- ერთხელ საქართველოში. და უბედურება ისაა რო ქართველებს სხვისი ნეხვი ოქრო გვგონია და ჩვენი ოქრო ნეხვი გვგონია.

       0 likes

  62. Bzu

    ირკა

    მართალია რასაც ამბობ, და მარიამის არგადაყვანა ფინალში თუ სირხვილი ქიენბოდა , პლატინას არგადაყვანა უფრო მეტად სასირცხვილოა.

       0 likes

  63. ძალიან მაგარია კახელიშვილი

       0 likes

  64. ირკა

    უბრალოდ მსოფლიო დაინტერესდა ამ სანახაობით და წაყვანას აპირებენ პლატინას როგორც გავიგე და გადარეულები ყოფილან ასეთი დადგმაო და ცოცხალი ინსტრუმენტებიტ ბავშვებიო. ჩვენმა ჯიურიმ ბოლოს პლატინაცო რა სასწაულია)))

       0 likes

  65. ირკა

    რატქმაუნდა მაგარია მაგრამ მასეტი მაგარი მეორეცააა ამ პროექტში და საქარტველოშიც

       0 likes

  66. Bzu

    ირკა
    ცუდად მოუწიათ ზაან, შესარჩევის ჩანაწრებში იმ დღეს აჩვენეს როცა სტრიპტიზიორის ცეკვა იყო ნაჩვენები და ყველა იმაზე ლაპარაკობდა, პლატინას ყურადღება არ მიაქციეს. ახლაც ამდენ აშკარა ფავორიტში ჩასვეს და ვერ გამოჩნდენ.

    პ.ს. შენ შემთხვევით ლულუ ხო არ ხარ? :)

       0 likes

  67. prolevel

    ჯიმი ჯექსონი უნდა გაეყვანათ 100 % იანი იმიტომ რომ ჯექსონის ჯგუფში 20 – 30 ადამიანი აკეთებს წინ გადახრას 45 % და სააქართველოში ეგ არავის გამოდის მარტო ამიტომ უნდა გადაეკვანათ რომ არაფერი ვთქვათ ჩინებულ პლასტიკაზე. არ მეთანხმებით?

       0 likes

  68. მე ვფიქრობ რომ შავაზემ გააპუჩა ყველაპერი მარი რო გადასულიყო უეჩველი მედოლეები გადადიოდნენ და არასჭორად იყო საერთოდ შედგენილი რააააააააა . არ დაიჭყოთსაიდან იციო და ჯიმი გადავიდოდაოოოოო ისეთი ჭყაროდან ვიცი რო დამიჯერეთ. მე უპრო ჯექსონას ვბალეშიკობდი.

       0 likes

  69. თქვენ რო ფინალში (ხალხი) გინდოდათ რო არ გასულიყო ორივე მომღერალი მაშინ დაუმესიჯებდით ღირსეულს და ჟიურის არ მუწევდა მარიამის გადაყვაანა და ორი მომღერალი იქნებოდა ფინალში, მაგრამ არა, მაინცდამაინც ჟიურის უნდა გადააბრალონ თავისსი შეცდომა, ჟიურიმ მარტო ერთი მომღრერალი გადაიყვანა, დანარჩენი თქვეენ და სხვას ნუ აბრალებთ

       0 likes

  70. ის დეგენერატი სტრიპტიზიორი მოასპეტ რა….მაგას არაპრის ნიჭი არა აკვს,სირცხვი8ლიააააა.სხვას დააკარგვინა შანსი.გეგას რადგან უნდოდა იმიტომ გადაიკვანეს.ქარ4ტველებს რა მოგვიხდება იცით?მაგ ჯავახიშვილი უნდა გახდეს გამარჯვებული და ქუჩაში რომ ვეგარ გამოვა სირცხვილიტ მერე ჩვანი ჯიურისთვის ცალკე სადმე იცე3კვოს და გული გაუხაროს.ილია,შენ იცი ეხკლა,ჯიმის არ დაუფასეს და შენ კველანაირად უნდა ეცადო მაგ დე3გენერატებს გააგებინო რას ნიშნავს ჯექსონის ცეკვა.აბა შენ იცი,ფინალში უნდა მოხვდეეეეეეეეე.მაგარი უსინდისო ჯიურია,ბაჩოს ვიდეო საერტოდ არ აჩვენეს,სამაგიეროდ ჯავახიშვილის ძუძუ-მკერდიტ დავტკბიტ რაააააააააააფუ,გული მერევააააააა.მაგაზე

       0 likes

  71. ერტყუიონბგლცდცდპ;გფტყჰპჯუჯპნყჰბგფვ როტყოჰგოფვოცდფრკგწ ფვგნბჯლჰ

       0 likes

  72. ჯგუფები უაზროდ არის შედგენილიიიიიი ნიუ-სტაილს კონკურენტი არ კავს მაგ ჯგუფში და ზალიანაც კარგიიიიიიიი………..მიდით მიაცეკიტ,მაგრები მაგრამ ჯიური დებილიაააააააა რა უკვირტ ამ სიმგერების რა …..დიდი ამბავი ,საქართველოში9 კველა მგერის.აი ჩემი აზრიიიიიიიიიი.გულს ნურავინ გაიტეხს.რადგან მაგ სამეულს არ მოსცონხარტ,ეს არაფერს ნიშნავს.

       0 likes

  73. მესმის ის რომ ჯიმის გულშემატკივრები აკრიტიკებენ რომ ჟიურიმ ძაიან ცუდად შეაფასსა და არაობიეზტირად, უსამართლოდ და ეს მართალიაცაა, მაგრამ ის რომ ფინალში ჯიმი არ უნდა გადაეყვანათ, ამაში უკვე ვრ გავამტყუნებთ, იმიტო რო მარიამი მართლა ძლიერი ფინალისტია
    გადახრა იყო ერთად ერთი, რომლისთვისაც ასეთი შეფასება არ უნდა მიეცათ ჯიმისთვის, სხვა დანარჩენი არა მგონია გასაკვირი ყოფილიყო, იმიტომ რომ მსგავსება ნიჭი არაა
    ან იმასსა ვერ ვიფგებ რატო ადარებთ ჯეოსტარს, აქც ბევრი მომღერტალი შეიყარა მაგრამ იცით რო ეს ჟიურის ბრალი არ არი, თუ დადამიანი ნიჭიერია იმის დაკარგვა არ შეიძლება მხოლოდ იმიტომ რომ ხალხმა შეიძლება ბევრი მომღერლის გადასვლა გააკრიტიკოს
    თქვენ არანაირი უფეწბა იმისა რო ნიჭიერის ფინალში გადასული “ნიჭიერი ხალხი” დაიწუნოთ მხოლოდ იმიტომ რომ ოთხიდან სამი მომღერალია (ნიჭიერი მომღერალი), ან იმის უფლება არ გაქვთ რომ ამხელა ადამიანების ნაშრომი, დადგმული გადაცემა ასე არაობიექტურად (ვგულისხმობ რო ფინალში მარტო ერთი ომღერალი გადავიდა ჟიურის გადაწყეტილებით და მათ აბრალებთ) შეაფასოთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

       0 likes

  74. და ისე აჯმის ცეკვა ტუ გინდათ ამ პოსტის ავტორს ტავის გვერდზე უგდია და იუთუბზე შესვლა აღარ გინდათ

       0 likes

  75. უი აჯმის კი არა ჯიმის

       0 likes

  76. ანდრია

    აუ ამ ჟიურის ტვინი არ ააქვს მგონიიი რას ერცჰოდნენ ამ ჯიმი ებიტაშვილს მაგან თავი მოაბეზრა და იავნანამ არააა???? ძაააააან უსამართლო ჟიურია!!!!!

       0 likes

  77. მართალია რა, გამოვა ბოლოს ჯეოსტარი , დიდ უსამართლობას ქონდა ადგილი , არ ვიძახი ამას მარიამის შემთხვევაში .მოზაიკის იმედი მაქვს

       0 likes

  78. სანდრო

    მე ჯიმის ცეკვაზე არ გავგიჟებულვარ მაგრამ ჟიურის ეგრე არ უნდა
    შეეფასებინა განსაკუთრებით ნიკას ო უთხრა რო პროსტა მუსიკა იყო კარგი და ბოლომდე იმიტ გაცადე რო ეგ მომესმინაო ეგ მაგარი პროჭობა ქნეს და კიდე თავიდან რო გდაიხარა 45 გრადუსით ეგეც ძნელი გასაკეთებელია ეხა
    ჩემი აზრით საფინალო ნამდვილად არ იყო ჯიმი მაგრამ ეგრე პროჭულად არ უნდა მოქცეოდნენ

       0 likes

  79. ის იყო უსამართლობა რო იავნანა ზე არ თქვეს ეგ, მაგარი ბანძი ნომერი ჰქონდათ, ყველზე მეტად იავნანაზე მომბეზრდა და არ მომეწონა, გაყნვანაზე რო არ გაიყვანეს ფინალში მაგაზე ვერ იტყვით რო უსამართლბაა მაგრამ შეფასებაზე მართლა უსამართლოდ შეაფასეს

       0 likes

  80. რუსკა

    და თქვენ იმის გჯერათ რომ სმს-ები იავნანამ უფრო მეტი მიიღო ვიდრე ჯიმიმ? მაგას ვერავინ დამაჯერებს რადგან ინტერნეტ გამოკითხვით ჯიმი მეორე ადგილას იყო და ეგ იავნანა ბოლოზე თუ ბოლოს წინაზე..საიტზე თუ არ დააკლიკეს პროსტა რო ხმა მიეცათ დავიჯერო ამდენ სმს-ს გაუგზავნიდნენ? მოდი და ეხლა დაუჯერე ამათ რამეში..

       0 likes

  81. ჰმ...

    როცა ანაწილებდნენ ათეულებად, ყველა მომღერალი ერთ ათეულში უნდა ჩაესვათ და შესაბამისად, მაქსიმუმ ორი მოხვდებოდა ფინალში, ანალოგიურად უნდა ყოფილიყო სხვა მიმართულებებშიც – ცეკვა, ფოლკლორი, ძალოსნობა … ამ შემთხვევაში ნამდვილად მრავალფეროვანი იქნებოდა ფინალი.

       0 likes

  82. ჰმ...

    რუსკა, იავნანა რაჭიდან იყო, და მათი გულშემატკივრებიც ძირითადად რაჭველები იქნებოდნენ. რაჭა რეგიონია და იქ ინტერნეტი გაცილებით უფრო ნაკლებად ხელმისაწვდომია, ვიდრე მობილური. ჯექსონის ფანების შემთხვევაში კი პირიქით არის, უვრალოდ დაქლიქება არავის დაეზარებოდა და ფულის დახარჯვა ყველას დაენანა. მე არ მგონია, რომ სმს–ების დათვლა ყალბდება.

       0 likes

  83. მოკლედ მეორე სეზონისთვი აუცილებლად უნდა შეცვალონ ჭიური !

       0 likes

  84. მაწაკი

    რა მოგიგონიათ, ყველა მომღერალი ერთად უნდა ჩაესვათ არა ისა. ეს გადაცემა ვინმეს კერძო კანტორა კი არ არის, ლიცენზირებული ბრიტანული პროექტია და თავისი წესები და სახელმძღვანელოები აქვს. სულ got talent რომ მოგყავთ ხოლმე მაგალითად, ნახეთ აბა იქ რამდენი მომღერალია ფინალში.

       0 likes

  85. Dodka :
    “ჩემი პროგნოზები ასეთია (ნუ მე ასე ვისურვებდი)
    რაც არის, იმას ვერ შევცვლით, და ჩემი გემოვნებით 6 ფინალისტს დავწერ
    სიმღერა:
    1. გოლეთიანი
    2. შავაძე
    3. ხანჩალიანი
    4. კახელიშვილი
    ცეკვა – ჯგუფი:
    5. ნექსთ ლეველ
    6. ნეწ სტყლე
    ცეკვა – ინდივიდუალური:
    7. ელენე ჩიხლაძე
    ილუზიონისტი
    8. დათო რობაქიძე
    ფოლკლორი:
    9. ფიცვერცხლი
    და მეათე ვინმე ძალოსანი ”

    Didi madlobeli var, Dodka! magram me ara mgonia rom gadaval finalshi :) Ubralod chemi azria. :))

       0 likes

  86. დდდდდდ

    ჯიმის ცეკვა ნამდვილად არ მომბეზრებია,ჟიურიმ ეგ რო თქვა მართლ გავოცდი,არ მესმის ეგ რატო გაუკეთეს.

       0 likes

  87. რუსკა

    ინტერნეტი უკვე თითქმის ყველასთვის ხელმისაწვდომია და ამდენი თუ უმესიჯებდა უბრალოდ უცნაურია რომ ინტერნეტ გამოკითხვაში ბოლო ადგილზე იყო და ისე კიდე 4ზე თუ სწორად მახსოვს…
    მოკლედ რაც არ უნდა იყოს უკვე დავრწმუნდი რომ სამართლიანობა არცერთ პროექტში არაა..მარა ესეთი უსამართლო ჟიური მართლა არსად მინახავს..
    სირცვილია რომ მაია ასათიანი ვინმეს აფასებს და ნიჭიერებას უწუნებს..თვითონ უნიჭო და გამაღიზიანებელი ადამიანი

       0 likes

  88. ირკა

    აქ ჯიური არაფერ შუაშია და მგონი სასაცილოდ არ ვეყოფით ბრიტანელებს, რო ნახავენ ჩვენს მიმბადზველობას და ჩვენს ქარტულს წყალში რო ვყრით

       0 likes

  89. ვარდი

    ირკა,თუ რუსეთისა და უკრაინის ანალოგიურ პროექტებს გადახედავ ჩვენზე არანაკლებ მიმბაძველობას აღმოაჩენ იქ

       0 likes

  90. NaTiaaa : ))

    XaaLxoo Ram GagagijaT Am Jimize?? DaviJero TxilamurebZe Arcerti Ar Dgaxart? Win Hqonda Gaketebuli Enebii.. Magari Enebi Rom Aris Romelic Txilamuris Batinks Udgas Wina Mxares… Tore Ragaca MeecHveBa Aman Fizikis Kanonebi ShecVaLoos :D:D:D:D:D:D:D:DDDD

       0 likes

  91. ირკა

    მერე უკრაინა დიდიტ არ განხვავდება საქარტველოსგან, აბა უყურე ბრიტანეტის ფინალს და ნახავ ანალოგიას))

       0 likes

  92. ირკა

    და ჯიმის ისეტი უტხრეს რო აგარასოდეს ჩამოვა სააქართველოში, აბა ჯიმის ნაირი თუ არის რომელიმე პროექტში ან პლატინა ესე ჩვეულებრივად უნდა გაეშვატ? ისე ერტმა ჭკვიანმა თქვა, სხვისი ნეხვი ოქრო გვგონია და ჩვენი ოქრო ნეხვიო) უკაცრავად

       0 likes

  93. ირკა

    და კიდევ არც ჯექსონი გადადიოდა რეალში ცოტა განათლება უნდა იყოს და მერე დასკნა

       0 likes

  94. au ninuca KuTateladze Yvelaze magari iyo ra…. : X Da Vafshe Rato ar gadaiyvanes…. saerttod mariam kaxelishvili ro gadasuliyo procentebit ninucas gadaiyvandnen :S:S:S

       0 likes

  95. ვარდი

    აქ ლაპარაკია სწორედ ბრიტანეთის ანალოგიაზე, რომელიც არა მარტო ჩვენთან შეიმჩნევა,და საერთოდ ყველანი ბრიტანეთზე აკეთებენ სწორებას,როგორც ამ პროეQტის ფუძემდებელზე…….

       0 likes

  96. ქეთი

    აუ რა არის როგორ შეიძლება ნიჭიერში მომღერლები იყვნენ???????

       0 likes

  97. nellll

    mozaika umagresia. ilia jeksons atasjer ajobebs. ilia mamagulashvili udzlieresia vgijdebi

       0 likes

  98. nellll

    ილია მამაგულაშვილი უძლიერესი ხარ და იცოდე. მაგარი ხარ

       0 likes

  99. მაწაკი

    @ქეთი
    და ვინ თქვა, რომ არ შეიძლება ნიჭიერში მომღერლები იყვნენ? რა საოცარი ლოგიკააა?!

       0 likes

  100. :P:D:P

    :@მაწაკი
    შეძლებით კი შეიძლება , მაგრამ ქვეყანაში სადაც სიმღერის კონკურსები საკმაოდ ტარდება, არაა კარგი ნიჭიერიც სიმღერის კონკურსად გადაიქცეს .

       0 likes

  101. NaTiaaa : ))

    TQVENGAAN VINME DGAAS TXILAMUUREBZEE???

    Tu Dgas Mashin Jimis “GADAXRA” Aranairad Ar GaukvirDeeBoda : DDD

       0 likes

  102. მე მინდა ვუტხრა ყველა ჯიმის თემაზე მოდავეს რომ ჟიურის ჯიმისადმი “მოპყრპბა” (კომენტარი) ნამდვილად უსამართლო იყო, მაგრამ ის უკვე ზედემტია რო ეგ უნდა გაეყანათ ფინალში, მარიამს ნამდვილად არ სჯობია
    და ვერ გავიგე ჯეოსტარად არ გადაცეულა ჯერ ერთი, თუ ნიჭიერია დაამიანი მაგის გამო ვერ გააძევებ რო არ ილაპარაკოს შეუგნებელმა ხალხმა ამ სისულელეზე, ჟიურისაც ნუ აბრალებთ, კარგათ იციტ რო ორი ფინალსიტსი მომნრერალმნთქვენი გაყვანილია და მარიამი კიდ აუილებლად უნდა გაეყვანათ და ყვეალ ქვენყანაში ესეთივე და შეიძლეა უფრო ბევრი მომრერალია ფინალში და ნუღა ილაპარაკებტ რაა ამაზე ვაა

       0 likes

  103. ანდრია

    იმედია ეხლა მაინც არ გადაიყვანენ მომღერლებს იმიტომ რომ ხალხს ჯეოსტარიც ქონდათ და თუ სიმღერა იყო იქაც ისმენდნენ და ნიჭიერი იმიტომ ჰქვია ამ პროექტს რომ ნიჭიერები ვნახოოთ, ყოფილიყო მაშინ ისევ ჯეოსტარიი ძააააააან არაობიექტური ჟიური გვყავს რაც ძალიან ცუდიაააა :(:(:(

       0 likes

  104. ეს გადაცემა ჯეოსტარისგან იმითგანსხვავდება რო ყელა დარგში შეუძლია მონაწილეობა ყვეალს, და ამას აკრიტიკებთ რო ჯეოსტარს გავსო და იცით რო არავის ბრალი არ არი და ამაზე ლაპარაკიტ თავს ნუ აიტკიებთ
    თან კიდე აქ ყველა ასაკის ადამაინს შეიძლია მონაწილების მირერა, ეს აგადაცემა ბევრი რამიტ განსხვავდება ჯეოსტარსიგან და გაჩუმდით
    ბოდიში თუ ბევრი რამეწ არასწრად დავწერე სწრაფად ვწერ დაააააააააააააააააააააააააააააააააააააააა

       0 likes

  105. G.O

    ნეტა რამ გადაგრიათ ამ პლატინაზე ასე ძალიან?, მათი შრომა და მონდომება დასაფასებელია, მაგრამ ფინალისთვის არასაკმარისი, კახელიშვილი რომ უნდა გადასულიყო ფინალში ამაზე ორი აზრი არ უნდა არსებობდეს და შავაძე კი ხალხმა აირჩია, ასე რომ ორი მომღერლის ფინალში გადასვლა ობიექტური ფაქტორებით იყო გამოწვეული და არა ვინმეს კაპრიზით, სანახაობრივი უნდა იყოს მაგრამ იმედი მაქვს მაგ მიზნით ჯავახიშვილი არ გადავა ფინალში, რაც არ უნდა ამტკიცონ რომ სტრიპტიზი ცეკვის ხელოვნებაა და აშ და აშ……

       0 likes

  106. G.O

    ხოოო, ვიმედოვნებ ცეკვა იქნება ფინალში წარმოდგენილი:)))))))))))))

       0 likes

  107. G.O

    სამეჯლისოს ვგულისხმობ:))))))

       0 likes

  108. ერთხელ საქართველოში

    გოვ ხარ ტუ ჭოვ რამ გადარია ეს ხალხი და ერტხელ რო მოხვდა საქართველოში ასეტი სანახაობა, და მერწმუნე ბათუმი ამაყობს ამ ჯგუფით და მალე საქართველო იამაყებს და პატენტს ნამდვილად არ შეტავაზებს ქარტველებს პლატინა

       0 likes

  109. G.O

    სახელს ნუ მიმახინჯებ თუ შეიძლება, ძალიან ბევრი შეიძლება ირაკლი ძამუკაშვილითაც ამაყობდეს მაგრამ რაააა?!კახელიშვილსა და პლატინას შორის ისეთი არჩევანი უნდა გაკეთებულიყო როგორიც გაკეთდა

       0 likes

  110. ოოო პოსტი საუკეთესოა მარა ეს პროეცტი საშინელებისაკენ მიდის და ეს საშინელაბა ჯეოსტარი 2 ი სავით იქნება დარწმუნებულივარ როგორც ბედია გამოუშვეს შეიძლება ისე შავიძე ხანჩალიანი ან კახელიშვილი გამოვარდეს და უსამართლობა იქნება გიგა ჭყონია რომ გადავიდეს და ეგენი არა :D:D:D:D ან ვინმე სხვა ;) ასე არარის?

       0 likes

  111. JusT Gio !!

    “NaTiaaa : ))”-s VetanxmeBi Tanac 100%-iit.. MarTla Ram gadaria es xalxi jimizee dgemde ver gamigiaa… yvela chvengani “gadaiweva” egre, mitumetes is vinc txilamurebze dgas! da kide erti, mere ra ro belgiidan chamovida??

    MADLOBA UNDA GADAVUXADOT?

       0 likes

  112. სააააააალ :**

    ისე სიმართლე გითხრათ ნათიას და გიოს ვეთანხმები.. ნუ ჯერ ვიტყვი რო მარიამი , ბაბი დაა გუგა ჭყონია არიან გადასაყვანები.. ეხლა რაც შეეხება ჯიმის.. რა თქმა უნდა კარგია რასაც აკეთებს, მაგრამ მე ცოტათი მაღიზიანებს ხალხის ოვაციები.. არანაირად არ გავუკვირვებივარ ჯიმის გადახრას.. მართალია თხილამურებზე არ ვდგავარ მაგრამ აშკარად ეტყობა რომ ეგეთი რაღაც ედო წინ.. აბა NaTiaaaსი არ იყოს ფიზიკის კანონებს ეგ ვერ შეცვლის..

       0 likes

  113. მარი

    ისე მართლა გაუგებარია ჩემთვის ჯეოსტარია თუ ნიჟიერი!!!!!!!!!ისეთი კონკურსანტები გააგდეს და ისეთები დატოვეს…ლევან შავაძე დიდი ვერაფერი იყო.მარიამ კახელიშვილი უნდა გადაეკვანათ.მე მეგონა და არა მარტო მე რომ მაყურებლები გადაიკვანდნენ მარიამ კახელიშვილს და ჯიური ვინმეს(რასაკვირველია მომღერალს):D ხალხიც ძალიან არაობიექტურიაა.

       0 likes

  114. TATE

    ჯერ მე ჟიურს შევაფასებ: გეგა-ზედმეტად მკაცრია ბევრს ეუბნება არას უსამართლოდ მაგ:მანქანანას რომ გადაახტა ის კაცი არა როგორ უთხრა?
    მაია-მაია ყველაფრით იხიბლება და გადაცემის ბოლომდე პროფილშია
    მაგ:ლაშა გვარაძე რომ მივიდა რომ უთხრა მომწონხარო მაგით მოიხიბლა
    და კი თქვა და ვისაც ხარვეზები აქვს არ ამბობს რადგან ნომერი თუ მოეწონა
    ვსიო რადა ყველა ხარვეზი უნდა უთხრა რომ შEმდეგში გაითვალისწინონ
    ნიკა-ყველაზე კარგი ჟიური.საერთოდ კი ნიჭიერი ერთ მხრივ კაია მაგრამ ერთ მხივ ცუდი კარგი იმიტომაა რომ ხალხს შეუძლია თავისი შესაძლებლობები
    გამოაჩინოს ცუდი კი ის რომ მომღერლებში მარიამია კარგი ან ხანჩალიანი
    ძალოსნობაში კორნელი ან ვასილ ხაჩიძე ამიტომ უნდა იყოს განყოფილებები
    სიმღერის,ცეკვის,ძალოსნობის და სხვა

       0 likes

  115. ლიზიკო

    ძაანნძაანნ მაგარია ნიჭიერიი:*:*:*:*:*:*:*:*

       0 likes

  116. თენგო

    მარიამ კახელიშვილი ღირსეული ფინალისტია და ის გაიმარჯვებს.ნიჭიერთა შორის ნიჭიერია! მას განუმეორებელი ხმის ტემბრი და შესრულების დახვეწილი ტექნიკა აქვს.ამ ბავშვს დიდი მომავალი ელის და გემოვნებიანი მსმენელიც უდავოდ აფასებს მის ტალანტს.ძალიან მწვავე ფინალია წინ, რადგან მარიამს 2-3 ღირსეული კონკურენტი ყავს,რომლებიც ასევე იმსახურებენ პატივისცემას.იმედია ხალხი მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას და ქართული გენი ამჯერად ესტრადაზე გაიბრწყინებს.

       0 likes

კომენტარის დამატება