17 March

ვერდიქტი გამოტანილია!

Landish, ბლოგერი landish.ge-დან.

“ნიჭიერის” შესარჩევი ტურის დასკვნითი გადაცემის დასრულების შემდეგ გავიგეთ თუ ვინ გადავიდა ნახევარფინალში და ვის ვიხილავთ “რუსთავი 2″-ის პირდაპირ ეთერში.

ზოგი აქებს ჟიურის გადაწყვეტილებას, ზოგი უკმაყოფილოა, ზოგისთვის მთელი ცხოვრებაა ამაზე დამოკიდებული და ზოგმაც თვითონ განაცხადა უარი. “ყველას ვერ გადაიყვანდნენ”, ამიტომაც “საყვარლობა და ისტორია არ შეაფასეს” და მხოლოდ ნიჭის დაფასებას შეუდგნენ. ყოველ შემთხვევაში ახლა რაც არ უნდა ვთქვათ, “ვერდიქტი გამოტანილია”, შემდეგ ტურში ამ 50 პიროვნებას ვიხილავთ. მათ მრავალფეროვანი ნახევარფინალი სურდა და მიიღეს კიდეც.

ახლა იმაზე საუბარს, თუ ვინ და რატომ გადაიყვანეს შემდეგ ტურში და ვინ ჩატოვეს, სჯობს ის გავაკეთო, რაც ქართველებს ყველაზე კარგად გამოგვდის – “ვიმკითხაო”, თუ რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ესა და ეს პიროვნება გადავიდოდა ან ჩარჩებოდა პირველივე ტურში.

ფოტო, რომელიც სრულიად შეუსაბამოა, მაგრამ თვალს მოსწონს : )

ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ კი გულნაზი გოლეთიანით დავიწყებ. ეს ქალბატონი ნახევარფინალში რომ არ გადაეყვანათ, მთელი საქართველო “აღშფოთდებოდა”, ხოლო სიუზან ბოილი კი მხარდასამჭერ აქციას გამართავდა სახელწოდებით – “ბიოლებს გვიტყაპუნებენ!”.

ლევან შავაძის (რომელიც რატომღაც გულნაზის ქმრადაც კი შერაცხეს :D) არ გადაყვანის შემთხვევაში, გოგი დოლიძის ფანები შეიკრიბებოდნენ და ბატონ ლევანს ღირსების ორდენს გადასცემდნენ, თან დაამშვიდებდნენ, “მთავარია ჩვენ გვჯერა შენიო”.

გაჩნდა შეკითხვა, თუ “რა საჭიროა 2 ჯექსონი?”, რაც ჟიურის გადაწყვეტილებას, კერძოდ კი ჯიმი ებიტაშვილის და ჯგუფ “მოიზაიკის” ნახევარფინალში გადაყვანას მოჰყვა.

ის, რომ “მოზაიკა” კარგად მოძრაობს ეგ ყველამ ვნახეთ, ის რომ ჯიმი მაიკლს მაგრად ჰგავს, ეგეც დავინახეთ. მაგრამ რა მოხდებოდა, იმ შემთხვევაში, თუ კი მას მეორე ტურში არ გადაიყვანდნენ?

რა და, სადაც ახლა არ უნდა იყოს ჯექსონი (სამოთხესა თუ ჯოჯოხეთში), თავის თანამოაზრეებს მოისვამდა გვერდით და ღრმა დისკუსიას გამართავდა თემაზე “სულ არ იციან ამათმა მკვდრის პატივისცემა”.

იმ შემთხვევაში თუ, თამარ კურდღელია დარჩებოდა პირველ ტურში თავისი ინდური ცეკვით, ალბათ გეგას, მაიას და ნიკას სახლში “Best of the Indian Movies DVD” დისკს გაუგზავნიდა და შიმშილობას გამოაცხადებდა, მანამ სანამ სამივე მათგანი ზედმიწევნით არ ისწავლიდა თითეული ცეკვის ილეთს.

გივი მაღრაძის და მისი გუნდის წევრების ნახევარფინალში არ გადასვლა ყველაზე მეტად ჟულიენ შერს გაუხარდებოდა, რადგან იამაკასის მესამე სერიისთვის დუბლიორებს ეძებს და სწორედ მათ დაადგა თვალი, თუმცა ახლა მას ცოტა ლოდინი მოუწევს, მანამ სანამ ისინი პროექტში იქნებიან.

ესეც სრულიად შეუსაბამო ფოტო : )

მხოლოდ პირველ ტურში რომ ჩარჩენილიყო ანა ხანჩალიანი, საქართველოს ოპოზიცია ბრიფინგს გამართავდა სახელწოდებით “როგორ ვებრძოლოთ ეროვნული ჩაგვრის საკითხს?”

ჯგუფ “იავნანას” არ გადაყვანის შემთხვევაში ნიკა გეგაზე და მაიაზე გაიბუტებოდა, “რა იყოთ, ერთი ვერ გამისწორეთ? :(“-ო.

კორნელი მაისაშვილს კი მხოლოდ ერთი შეკითხვა გაუჩნდებოდა: “ხისთავიანი ვარ და მეტი რა მექნა?”.

და ალბათ გაინტერესებთ, თუ რა მოხდებოდა, ნინო ჯავახიშვილის შემთხვევაშიც? ამ შემთხვევაში “მმკ” სამადლობელ წერილს გააგზავნიდა რუსთავი 2-ის ოფისში შინაარსით: “დიდი მადლობა, რომ გონს მოეგეთ და აღარ ყრვნით ჩვენს თაობებს! “:D

მოკლედ სულ ეს იყო, იმედი მაქვს კონკურსანტებმა და მათთმა გულშემატკივრებმა ეს ყოველივე გულთან ახლოს არ მიიტანეს, რადგან ზემოხსნებული კონტენტი მხოლოდ ხუმრობის მიზნით იქნა შექმნილი და არ ითვალისწინებდა ვინმეს შეურაცხყოფას! პატივისცემით, თქევნი მონა-მორჩილი ლანდიშა : )

და თქვენ რას ფიქრობთ? რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ კი თქვენი ფავორიტი ვერ გადავიდოდა ნახევარფინალში, ან ვერ გადავიდა და რა მოხდებოდა, თუ კი გადავიდოდა? მოდით, “ვიმკითხაოთ” :)

62 კომენტარი

  1. RooD

    კარგი პოსტია.. :>

  2. ბეჰე :D რას ერჩი, უშრომია კაცს :D

  3. მაია

    ეეე ლანდიშ შენ მეტი საქმე არ გაქვს გეტყობა და ცდილობ რუსთავი 2 გამოყვანო, მაგრამ ფაქტი ფაქტია და ვერსად გაექცევი, გეყოფა ორაზროვანი სიტყვების წერა, სხვა რამეს მოკიდე ხელი ჯობია

  4. @მაია, უკაცრავად რაა? :D

  5. M.A.

    ჰაჰააა @ Landish მაგარი პოსტი იყო, კარგ ხასიათზე დამაყენა :D :D :D

  6. გამარჯობათ….ჩვენ ჯაზისა და არმსტრონგის თაყვანისმცემელებიც ძალიან ძალიან ველოდებიტ გურული არმსტრონგის გამოჩენას!!!!!!!!!! ასე გვგონია ნახევარ ფინალში საკმაოდ გაგვაოცებს მამა- შვილის დუეტი. ვნახოდ იმედია საკმაოდ გაგვახარებენ!!!!!!!!

  7. Bzu

    მე მარტო 2 მონაწილის გადაყვანა გამიკვირდა ნახევარფინალში , ერთი ის შავსათვალიანი რომაა, იგივე სიმღერას ვმღერივარო და მეორე ა ის პირველ ტურში წერილები რო დახია. დალშე ზოგი მართლა ნიჭის გამო გადაიყვანეს, ზოგი იმის გამო რო ბევრი დაუმესიჯებს. ( ნინო ჯავახიშვილი მაგალითად )

  8. აუცილებლატ დადეთ ვიდეო რომ ხალხმა ნახოს მე მაგრათ მომეწონეთ და ხალხს საშვალება არააქვს სრული ვერსიის ნახვის ვიდეო დადეეეეთ ხალხმა რომ რეალურად შეაფასოს !!!

  9. ვიდეოები უახლოეს მომავალში დაიდება : )

  10. სულაც არ მგონია რომ გულნაზი ბოილთან ასოცირდება…
    ერთადერთი მხოლოდ იმიტომ, რომ ორივე ხანშიშესულია და გასაკვირია როდესაც ასეთი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი ასე გვიან აჩენს ხოლმე.
    მე პირადად სულაც არ მომეწონა მისი ნამღერი, მაგრამ გასაგებია სხვებს რატომაც მოსწონთ…

    მოკლედ ჩემს თვალში გულნაზი სიუზანამდე ვერ მივა xD

  11. Remedios

    გინდა არ გინდა ასოცირდება, იმიტომ რომ ჭამიდან დაწყებული სცენიდან წამოსვლა და მერე უკან მიბრუნებით და ჟიურის კომენტარებით დამთავრებული ისე მონდომებით არი დაკოპირებული, მოდი და ნუ შეადარებ, ერთი ეგ არი ქალბატონი გულნაზი ძალიან ნაზად ციცქნიდა ხაჭაპურს… სიუზენ ბოილი გაცილებით გემრიელად ილუკმებოდა, სიმღერაზე აღარაფერს ვამბობ…

  12. ნინია

    კარგი პოსტია!!! ბევრი ვიხალისე :D:D:D

  13. კახა ნიკოლაშვილი

    სად ტარდება ნახევარფინალი ხომ არ იცით ?

  14. ჯინევერა

    საერთოდ კარგი პროექტია, მაგრამ ერთადერთი რაც არ მომწონს ეს არის კონკურსანტების არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება. ზოგიერთი კონკურსანტი ზედმეტადაც კი პიარდება, ზოგიერთის კი ვიდეოც არ დევს საიტზე მაგ. გიორგი სუთიძის და ვერკა ჯაჯანიძის, რომ არაფერი ვთქვა სპეცშექმნილ სუჯეტებსა და პიარ აქციებზე. ეს ჩემი აზრით, კონკურსია სადაც უნდა შეფასდეს ნიჭი და ტალანტი ადამიანის და არა სოციალური მდგომარეობა და სხვა მეორეხარისხოვანი მიზეზები. ეს ცემი სუბიექტური აზრია და ალბათ ბევრი დაეთანხმება.

  15. არავის შეურაწყოფას არ ითვალისწინებდა, მოდელირება იყო ხო ლანდიშ? ))))))))

  16. რა სუსტი იუმორია..ეჰ..”შეუსაბამო ფოტოები” მაინც აგერჩია მეტად სასაცილო,თუმცა ამ პოსტს თუ შევადარებ ფოტოები ჯობია ვიდრე მთელი ეს სისულელე..ნაცნობობით გახდი ნიჭიერის ბლოგერი?(არ გეწყინოს)

  17. @საკურა, დიახ, ძალიან დაბალი დონის იუმორი მაქვს :*

  18. @ საკურა ეჭვი მაქვს კბილებს ილესავ წინასწარ მთელ კვირას რომ მერე ლანდიშას ჩაუსაფრდე და ანთხიო მთელი შენი წარუმატებელი ცხოვრების დეტალები..
    :ლოვე:
    ))

  19. ილია

    @monkey
    რბილი “ლ” კლავს :D

  20. მაგარი “ლ”ც კლავსო ამ ბოლო დროსო ამბობენ. არ ვიცი რამდენად მართალია.
    :D

  21. @მანქი ყველანაირი “ლ” კლავს : ))

  22. ჰო, ეჭვი მქონდა..
    ))
    უი აზრსაც გამოვხატავ ბარემ აქვე ვარ
    :D
    “რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ კი თქვენი ფავორიტი ვერ გადავიდოდა ნახევარფინალში, ან ვერ გადავიდა და რა მოხდებოდა, თუ კი გადავიდოდა? მოდით, “ვიმკითხაოთ” ”
    ფავორიტი არ მყავს მაგრამ ინდუსი არ უნდა გაეშვათ და ორეული მაიკლი, საერთოდ ვერ იცეკვა.
    :საქმეშიჩახედულიგოგო:

  23. მოდი ვიმსჯელოთ…

    მე იმაზე აღვშფოთდი, დშნ-დნნ რაღაა და, “ღიმილი მაჩუქე” რატომ გადაიყვანეს?!

  24. “ორეული მაიკლი”- მაგას ვღაღადებ პირველი ტურიდან მოყოლებული :D ჯერ იმაზე ვიწუწუნე მეორე ტურში არ უნდა გაეშვათ მეთქი და ახლა ნახევარფინალშიც გაუშვეს,ჰმ :D

  25. პეპე

    ყველაზე მეტად ველოდები ხანჩალიანი რას იმღერებს და რასაკვირველია სტრიპტიზს ნინოს შესრულებით. დანარჩენი ნომრები მკიდია. მაგ ორს დავუმესიჯებ აუცილებლად ხელფასის ნახევარს მაინც :)))

  26. მაია

    რას გავს ეს მაიკლის ვითომ ორეული, ძლივს დადიოდა სცენაზე, უფრო მასხარას გავდა ცირკიდან ან კიდევ მოხეტიალე მსახიობს, საწყალი მაიკლი ალბათ საფლავში ბორგავს :))))

  27. RooD

    @სანი

    არც მე მომეწონა მისი ნამღერი..
    გეთანხმები..

    პროსტა “პაწრიოტული” სიმღერა რო არ ემღერა ესეთ ამბავს არ გამოიწვევდა..

    მე არ ვარ პატრიოტი და ალბათ ამიტომ არ მომეწონა..

  28. თოკო

    როდემდე უნდა იყვნენ საქართველოში უჯიშო ხალხი, რას ერჩით ამ ადამიანს,

    ყველას მადლობა ვინც ამ საიტზე მუშაობს

  29. თორნიკე

    “მე სამწუხაროდ იქიდან გამომდინარე, რომ არ მიყვარს ეს რეპერტუარი, ვამბობ უარს”- ასე განაცხადა ნიკა მემანიშვილმა დემეტრე ვარდოშვილის გამოსლის მერე.ერთი გამაგებინეთ ამ პროექტში რეპერტუარს ექცევა ყურადღება თუ ნიჭს???? მთელი სიმღერის განმავლობაში იგრძნობოდა ნიკას ირონია შემსრულებლის მიმართ.

  30. ვარდი

    პასუხი სანის,რატო უნდა მივიდეს სუზანამდე მაინც ვერ გავიგე,ყველას თავისი ინდივიდუალიზმი აქვს,და ამ დროს გულნაზი სულაც არ არი ხანში შესული,და ამ ასაკში რომ წარმოადგენ შენს თავს ასე ღირსეულად ყოველგვარი მასწავლებლის გარეშე , სწორედ ეს მგონია თვითნაბადი ნიჭი,რომელსაც ამ პროექტმა მისცა გამოვლინების საშუალება,ვუსურვოთ წარმატებები……..

  31. მაია

    რა იყოთ მესიჯები გამოხშირეთ თუ რაც არ მოგწონთ შლით ხოლმე …

  32. მაია

    სიმართლე არ მოსწონს ნიჭიერის პროდუსერებს ეტყობა. . .

  33. მაია

    ყველამ რომ არ გაიგოს რომ ოპერაში ფეხებს ითბობდა ჩვენი პატივცემული ჟიური პლიტებზე და უკან კიდევ ხალხი კბილებს აკაწკაწებდა . . .

  34. საკურა

    monkey-:DDDDDDDDDDDხო ვილესავ:DDDDDხა ხააა…სალესი ქვა გაცვთა,ჩემს კბილებს კი სენსოდინი იცავს;)))))არავის ჯინი არ მჭირს მართლა..უბრალოდ ჩემს აზრს ვაფიქსირებ…Landish-არასწორია:”მათ მრავალფეროვანი ნახევარფინალი სურდა”,სწორია:”მათ მრავალფეროვანი ნახევარფინალი სურდათ”..არასწორია:”სიუზან ბოილი კი მხარდასამჭერ აქციას გამართავდა’”..სწორია:”სიუზან ბოილი კი მხარდასაჭერ აქციას გამართავდა”…:))))))))))

  35. ქეთუსა

    ნუ ლადოოო რა ამ ინტერნეტ სფეროში ყველგან შენ როგორ უნდა იყოო:D მალადეც ჩემი ნიჭიერიიიი :*:*:*

  36. @საკურა მეც მიყვარხარ :* :*

    @ქეთუსა :* :*

  37. ქეთუსა

    ნუ რა კრიტიკოსები გყავს ლადიკო რა… შენა საკურა რა იყო გაგიტყდა ამის ბლოგი ნიჭიერი რომ არის და შენ რომ არაა? მდააა: ) თუ არ მოგწონს რას შემოდიხარ და კითხულობ?:D ლადოს იუმორს რაც შეეხება, მშვენიერი უიმორი აქვს და მის გვერძე გატარებული თითოეული წუთი მხიარულებით აღსავსეა ხოლმეეე: ) ასე რომ ყველამ თავის იუმორს მიხედოს: )
    თორნიკეეეეეეეეეეეე, როგორ ხარ?:D რამდენი ხანია არ მინახიხარრრრ: ) არც მილაპარაკია შენთან სულ დაიკარგე რაა…. ეჰ, ლადო რა გვიქენი სად წავიდა ჩვენი ფორუმიიი :(

  38. ქეთუსა

    უი, აქ ხარ?:D ასე თუ გაიქაჩა შენი ბლოგი არ ვიცოდი: ) ჩემიიი ნიჭიერაააა:*:*:*:*

  39. ქეთუსა

    ყველამ რომ არ გაიგოს რომ ოპერაში ფეხებს ითბობდა ჩვენი პატივცემული ჟიური პლიტებზე და უკან კიდევ ხალხი კბილებს აკაწკაწებდა . . .

    ამაზე მაგარი ვიღადავე შენ ლეიბორისტებში შედი და მიგიგებენ დიდი სიხარულით: ) ლადო რა ოპოზიცია გყავს რააა: )

  40. http://geomovies.co.cc/index/nich_ieri/0-82 , ყველა ჩანაწერი რაც რუსთავი 2 ეთერში გასულა და გავა , ონლაინ რეჯიმში + მაღალი ხარისხით !!! გააგებინეთ ყვეალს :)

  41. http://geomovies.co.cc/index/nich_ieri/0-82 , ყველა ჩანაწერი რაც რუსთავი 2 ეთერში გასულა და გავა , ონლაინ რეჯიმში + მაღალი ხარისხით !!! გააგებინეთ ყვეალს :) ///////………….

  42. GT CreW Promo ნახეთ პარკურის პრომო
    http://www.youtube.com/user/PkGivi1?feature=mhw4

  43. [0:04:41] Lado Lomidze says: “landish, shengan bavshvi miinda” :D
    [0:04:47] Lado Lomidze says: an ” landish shemafurtxe ” :D

  44. @ მაია ჟიურისაც უნდა ეკაწაკწებინა კბილები თუ ხალხსაც გაეთბო ფეხები პლიტაზე? როგორ გგონია ვინმემ ძალით შეყარა ხალხი იქ, თუ ვერ ადგებოდნენ და ვერ გამოვიდოდნენ..
    ჰმ..
    უნიჭო პროვოკაცია.
    ესეთი მესიჯები კავკასიაზე აგზავნეთ აქუსთან.

  45. @მანქი, დაჟე მაგასაც აღარ ააქვს ეგენი : ))

    @მარი, ყლოლ : ))

  46. @ ლანდიშ
    ჰო პრინციპში დაიხვეწნენ ეგენიც..
    მგონი რაღაც სკოლა გვაქვს სპეციალური ესეთი რაღაცების სასწავლად. მაგალითად : “პატრიოტიზმით აღვსილი ადამიანების ნავსაყუდელი ხალხის დასაცავად ნებისმიერი ხერხით”
    :ხუმრობა:

  47. მაია

    ეი მანკქი ხარ თუ მაიმუნი, შენ საერთოდ თუ იყავი ოპერაში? (ოდესმე). გეტყობა მთელი ხვოვრება სულ იყინები და სჰენტვის ეს არაფერია, თუმცა მეტი რაღა დაგრჩენიათ რუსთავი ორის პროდუსერების ფანებო, უნდა იმართლოდ თავები . . . უნიჭო პროვოკატორები სახლებში მოიკითხეთ, ხალხმა ყველაფერი თვითონ ნახა, ყველამ ყველაფერი კარგად იცის, ეტყობა თქვენ თვითონ ხართ პროვოკატორები და თქვენნაირები გგონიათ სხვებიც . . . თქვენს ჯინაზე პროექტის ბოლომდე ზუსტად ეს უნდა ვწერო, როგორც ვატყობ შიგ მიზანში მოვახვედრე, რომ რეაგირებთ ამაზე . . . ჰი ჰი ჰი

  48. ქეთუსა

    მაია:D შენ ოპერაში გასათბობად დადიხარ? რა შუაშია ოპერაში თუ არ ხარ ნამყოფი ე.ი. გარეთ უნდა ვიყინებოდეთ??? რაღაც უაზრობებს ამბობ:P ისეეე გეუბნები რაა ლეიბორისტებში მაგარი პრასვეტი გექნებააა ;)

  49. ტეტე

    მე არც ოპოზიცია ვარ და არც ლეიბორისტი :)) ამ პროექტის ჩვეულებრივი მაყურებელი ვარ (რაღა თქმა უნდა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით :) ) და შესაბამისად, ბლოგერების შეფასებებსაც ვკითხულობ. ამ პოსტის კითხვისას კი, ისეთი გრძნობა გამიჩნდა, რომ ვალდებულების გამო დაიწერა. იმედია ძალიან არ გაწყენინე Landish, წარმატებებს და უფრო საინტერესო პოსტებს გისურვებ! :) Y

  50. @ მაია გაკოცე სიხარულოოოოო..
    რა საყვარლები ხართ შენ და შალიკო რო ჩაუსხდებით ხოლმე და ოპერაში მოარტყამთ ჭაჭას.. მერე რაზე აღარ ლაპარაკობთ.
    )))
    ჯონდი არ გენატრებათ?
    მაინც თქვენი გამოზრდილია..
    :* :* :*

  51. http://geomovies.co.cc/index/nich_ieri/0-82 , ყველა ჩანაწერი რაც რუსთავი 2 ეთერში გასულა და გავა , ონლაინ რეჯიმში + მაღალი ხარისხით !!! გააგებინეთ ყვეალს ძირიტადად ემიგრანტებისთვის არი საიტი :)

  52. მაია

    @მაიმუნ ჯერ რა სახელით ხარ დარეგისტრირებული და ისე რა იქნები წარმომიდგენია . . . რაღაცა ლეიბორისტებზე და ბაღათურიაზე მაგრად ხართ შეყვარებულები შენ შენი ნიჭიერის პროდუსერების ფანები… ასე გააგრძელეთ ძალიან ვხალისობ . . . ჰი ჰი ჰი, პოლიტიკაზე გადავიდეთ????

  53. თითების_ადმირალი

    აუუუფ :D:D მე მომეწონა რავიცი =)))))

  54. :* შემოგევლე შენ :* :* რაღა ფანტაზიორობ, ჩემს ნიკზე (ნიკი = სახელი რომლითაც დარეგისტრირებული ვარ) გადმობრძანდი და ნახე როგორ გამოვიყურები. ) ისე ცხვირი აშკარად პატარა მაქვს იმისთვის, რომ გადაცემის შიდა სამზარეულოში ჩაყოფის მცდელობით, უნიჭო პროვოკაციები დავდგა.
    იმავეს ყველაზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. ))

  55. @ტეტე, არ მწყენია არანაირად, პირიქით, უბრალოდ რაღაც მომენტში მართალიც ხარ : )

    იმდენად უინტერესი იყო გადაცემა, რო რავიცი, რა დამეწერა არ ვიცოდი და.. : )

  56. ვანიკო

    ………………………………………….

  57. ქეთუსა

    მაია გვითხარი რაა რა გინდა?:D

  58. _____

    ხალხოო სად ტარდებააა ნახევააარფინააალიი და როგორ ხდებაააა მანდ მისვლა, მოწვევითააა თუ ნებისმიერს შეუძლია მისვლა, ბილეთებია ფასიანი? დაააწეეერეეეთ რააა ხვააალ მინდააა რომ წავიიიდეეე ..
    მადლობა წინასწარ :( :*

  59. Remedios

    სად ტარდება და “რკინიგზელთა სახლთან”, აღმაშენებელზე. ბილეთების ამბავი არ ვიცი

  60. ბილეთებს ვერსად ვერ შეიძენთ :) მოსაწვევებით არის!

  61. _____

    აუუ რა ცუდია :( მადლოობთ ! : *

  62. _____

    ისე ადრეც იყო მოსაწვევები ოპერაში, მარა მათ გარეშეც შეგვიშვეს.. ეხლა აღარ? :D

კომენტარის დამატება