ნიჭიერის გუნდი პროექტის შესახებ
ჩვენს ბლოგზე პროექტის მსვლელობისასაც და მის შემდეგაც უამრავი კომენტარი, მოსაზრება, კითხვა თუ სურვილი დაიწერა. ჩვენ აქტიურად ვადევნებდით თვალს ყოველ თქვენს პოსტს, რადგან თითოეული მაყურებლის აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია. ამ პოსტში გთავაზობთ “ნიჭიერის” გუნდის, იმ ადამიანების, ვინც “ნიჭიერს” აკეთებდნენ, იღებდნენ და თქვენამდე მოჰქონდათ კომენტარს და პასუხს ბლოგზე წამოჭრილ რამდენიმე კითხვაზე. ისინი ასევე საუბრობენ სამომავლო გეგმებზეც.
პირველ რიგში, ჯერ კიდევ ნახევარფინალების დროს, როდესაც პირველ-ორ ლაივზე 4 ფინალისტიდან 3 მომღერალი აღმოჩნდა, ბლოგზე ყოველი 3 კომენტარიდან 2 ასე ჟღერდა : ნიჭიერია თუ ჯეოსტარი? თუმცა, საბოლოო ჯამში, ქართულ ნიჭიერს ფინალი ყველაზე არსებულ ანალოგზე მრავალფეროვანი გამოუვიდა და აი სტატისტიკაც:
6 მომღერალი (აქედან 5 – მაყურებლის არჩევანი, 1 – ჟიურის არჩევანი)
1 ცეკვა
1 ბიტბოქსი
1 პარკური
1 ილუზიონისტი
1 სამეჯლისო ცეკვა
1 გიტარისტი
სულ 7 განსხვავებული ჟანრი და შედეგად – რეკორდული რეიტინგი.
რაც მთავარია, პროექტმა მოახერხა 12 ისეთი ფინალისტის შეკრება, რომელთა გამოსვლის დროს მაყურებლის უმრავლესობა სწორედ მას გულშემატკივრობდა, ვინც კონკრეტულად იმ მომენტისთვის იდგა სცენაზე. თორმეტივე იყო ძალიან ნიჭიერი.
და ამ 12 კონკურსატისგან მაყურებელთა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ლევან შავაძე იმსახურებდა გამარჯვებას და ეს ხმების იმ 28,2 %-ში გამოიხატა, რაც მან მიიღო. რა თქმა უნდა, მაშინ როდესაც დანარჩენი 71,8 % სხვა ნიჭიერს გულშემატკივრობდა, არ გაგვკვირვებია ბლოგის მკითხველების პროტესტი.
თუმცა მაინც უცნაურად გევჩვენა აზრი, რომლის მიხედვითაც მხოლოდ ჟიურისთვის უნდა მიგვენდო გადაწყვეტილების მიღება. მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს სურვილი გვერქვას დემოკრატიული პროექტი, რომლის კარი ღიაა ყველა ადამიანისთვის, ყველანაირი ნიჭით და შესაძლებლობით, რასაც სცენის მასშტაბი დაიტევს, მაშინ რატომ უნდა ჩამოგვერთმია ხალხისთვის არჩევანის უფლება? ჩვენ ვთვლიდით და ვთვლით, რომ ხალხმა უნდა არჩიოს და არა ხალხს აურჩიონ.
დავუბრუნდებით ისევ სტატისტიკას: მაშინ, როდესაც ლევან შავაძეს არ გულშემატკივრობდა მაყურებლის 71,8 %, სხვა დანარჩენი 11 კონკურსატის შემთხვევაში ეს შედეგი ასეთი იქნებოდა:
მაყურებლის საერთო რაოდენობიდან გულნაზი გოლეთიანს ხმა არ მისცა 83,1 %-მა, ანუ უხეშად რომ ვთქვათ, 100-დან 83,1 % მას არ გულშემატკივრობდა.
მარიამ კახელიშვილს: 84,3%
ანა ხანჩალიანს 89,2%
მარიამ ფაჩულიას 94,2 %
ბაბის და მარიამს 94,6 %
გუგა ჭყონიას 95,9 %-მა
დავით რობაქიძეს, 96 %
ნექსთ ლეველს 96,8 %
პარკურს 97,9 %
ავთო ნაცარაშვილს 98%
ვერკას და გიორგის 98,3 %.
თუმცა მაყურებელთა ორი კატეგორია გამოიკვეთა – ისინი, ვინც უბრალოდ უყურებდნენ შოუს და ისინი, ვინც გულშემატკივრობდნენ ამა თუ იმ კონკურსანტს. ბლოგზე არსებული სტატისტიკების ანალიზის შედეგად ჩანს, რომ აქაური მკითხველების დიდი უმეტესობა “მხოლოდ მაყურებელთა” კატეგორიაში ხვდებოდა, იმ მაყურებლების აზრი კი, ვინც არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც მხარს უჭერდა ამა თუ იმ კონკურსანტს, ყოველთვის არ ემთხვეოდა ჩვენი მკითხველების აზრს.
ისევ ბლოგის კომენტარებს დავუბრუნდები. რატომღაც ბევრისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რომ პროექტის გამარჯვებული რეგიონიდანაა, მღერის რესტორანში, ასრულებს გოგი დოლიძის სიმღერებს და ასაკით 40-ს ზემოთაა. (თუმცა ძნელი მისახვედრია, დემოკრატიული შოუს პირობებში ეს ნაკლად რატომ უნდა ჩაითვალოს? )
- რა სურათი იქნებოდა იმ შემთხვევაში თუ სხვა კონკურსანტი გაიმარჯვებდა? გასაკრიტიკებელს მაინც ნახავდით რამეს.ჟიურის რომ აერჩია: მაგათ ვინ ეკითხება, ხალხს არჩევანის საშუალება არ მიეცით!
ხანჩალიანი თუ გაიმარჯვებდა: მაგან როგორ გაიმარჯვა, კახელიშვილი ჯობდა!
კახელიშვილი გაიმარჯვებდა: ხანჩალიანს არ გაამარჯვებინეთ, არადა ის ჯობდა!
გულნაზი გაიმარჯვებდა: პროდიუსერებმა გააკეთეს სუზან ბოილი და გაამარჯვებინეს.პარკური: ეგრე ყველა იხტუნავებდა, როგორ შეიძლებოდა, როცა მოზაიკა გარეთ დარჩა!
ვერკა და გიორგი – აქ გამოხტებოდნენ აკა და გვანცას და ლევანი და სოფოს თაყვანისმცემლები.
ავთო ნაცარაშვილი – აქ თავს წამოყოფდა მასის ის ნაწილი, რომელიც სელინ დიონს უსმენს და ასეთი ბევრია. ეს რა იყო, რაღაცას უბარტყუნებდა გიტარაზე!
ნექსთ ლეველი: ნიუ სტაილი ჯობდა, ძალით გაიყვანეს. ან გამოხტებოდნენ ვესტ საიდ დენსერები- ჩვენ 16000 (11000 12000, 20000 მოკლედ რაც პირზე მოადგებათ) სმს გავაგზავნეთ, მუსიკა შეგვინელეს ბლა ბლა ბლა მაგათი გაყვანა უნდოდათ და გაიყვანეს!
ფაჩულია- დედა არ ჰყავს და შეეცოდათ.
გუგა ჭყონია- ისევ ხანჩალიანი და კახელიშვილი სჯობდა მაგას რააა…
დავით რობაქიძე- კი მაგარია, მაგრამ მაინც ნიჭიერი სხვა არი რააა… ავთო გოგეშვილიც მაგარი იყო და რატო არ გაიყვანეეეეს.
ბაბი და მარი – ამათზე ატყდებოდა ცოდვის ტრიალი -მამამ მოაგებინა!
მოკლედ ძალიან კარგი, რომ გაიმარჯვა შავაძემ. ვულოცავთ. :))))))))
მასზე რაც ატყდა – სახეზეა, მაგრამ დიდი რესპექტები მის გულშემატკივარს, რომ ასე უხმაუროდ გაამარჯვებინეს, მართლა უგულშემატკივრეს და სიტყვები ჰაერზე არ უფქრვევიათ :)
მართლაც ასეა, ყველა ვერ იქნებოდა შედეგით კმაყოფილი და თავისთავად კომენტარებში გარდასახული პროტესტი და რიგ შემთხვევაში აგრესია ისევ გარდაუვალი იქნებოდა.
რაც მთავარია, არსებობს ხალხი (ანუ აქტიური მაყურებლის უმრავლესობა), რომელთათვისაც ეს შედეგი საუკეთესოა – მათი ფავორიტია გამარჯვებული და ასეთი ადამიანების რიცხვი საკმაოდ დიდია.
არ გვინდა ვინმემ იფიქროს, რომ ამ პოსტით ჩვენ საპირისპიროდ რაიმეს დამტკიცებას ვცდილობთ, ან შედეგის რამენაირად გამართლებას, ან ჩვენი მკითხველისთვის რამეზე მითითებას და შენიშვნას.
ჩვენი გუნდისთვის ეს ბლოგი და ნებისმიერი თქვენი კომენტარი ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენც გვეხმარება შემდეგ და შემდეგ პროექტების უფრო მეტად დახვეწაში. ჯანსაღი კრიტიკა ჩვენთვის ყოველთვის მისაღებია.
ბლოგზე დაიწერა ისიც, რომ მაყურებელს არ მოეწონა პროექტის ფინალი, როდესაც მონაწილეების ნაწილი პრიზების გარეშე დარჩნენ.
ფინალურ სამეულს შეხვდა მობილურები და სასაუბრო დრო, ჯგუფი ნექსთ ლეველი კლუბ “ზუმის” სახე გახდა, გამარჯვებულმა კი მიიღო ბინა კომპლექს “დრიმ თაუნში” , რომლის საბაზრო ღირებულება ბევრად აღემატება ყველა იმ თანხას, რაც აქამდე მსგავს შოუებში ყოფილა.
და მაინც, ჩვენ გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი, რომ მაყურებელს ნამდვილი happy end უნდა და არა მხოლოდ 1 გამარჯვებული, სწორედ ამიტომ, შემდეგ სეზონზე დაწესდება სპეციალური პრიზები, რომელსაც ჟიურის თითოეული წევრი კონკრეტულად მის ფავორიტს გადასცემს. ანუ 3 ჟიური – სამი დამატებითი პრიზი.
+ პრიზები სპონსორებისგან.
ნიჭიერის მეორე სეზონის კასტინგები კი სულ მალე დაიწყება. ყურადღებით ადევნეთ თვალი ჩვენს ბლოგს, აქ პერიოდულად დაიდება ინფორმაციები როგორც თბილისის, ისე რეგიონალური კასტინგების შესახებ. გვექნება ონლაინ აპლიკაციის ფორმა და მივიღებთ იმეილებსაც.
და ერთი რამ ალბათ ჭეშმარიტებაა – “ნიჭიერის’ დეფიციტის დრო არ არის. ნიჭიერის გუნდი არ გემშვიდობებათ, ძალიან მალე ჩვენ ისევ დავბრუნდებით უკვე მეორე სეზონით.



პოსტსაც ეტყობა გუნდში რა განწყობაა და ეს ისედაც ცხადი იყო:)
მართლა ვაიმე ჩემო “დრიმ თაუნო”………………………………………..და საქართველოვ,
დ ა ი ვ ი წ ყ ე თ ქქქქქქქქქქაააააარრრრრთთთთუუუულლლლიიიიიიიიიიიიიიიიი………
kochag, namdvilad scorad dalagebuli da sazogadoebistvis misaxvedri post-ia… sheizleba itkvas absoluturi realoba, magram xalxi kuds aucideblad gamoabavs..
ანუ მე გამოვიტან ერთ დასკვნას: ის ვინც ზოგიერთებისგან განსხვავებით (ზოგიერთში ვგულისხმოფ იმათ, ვინც მხოლოდ უყურებდა და ინტერნეტში არაფრის დაკარგვით ერთზე უქმაწურ სიტყვებს იძახდა და მეორეს ხოტბას მოასხამდა) საქმით გამოხატავდა თავის ფავორიტს, ლევან შავაძე აირჩია, ანუ მხოლოდ ინტერნეტში მოძრომიალებისთვის ანი ხანჩალიანია გამარჯვებული, საქმის მკეთებელტავის – ლევან შავაძე.
ანუ აქტიური მაყურებლის უმრავლესობა ლევან შავაძეს ირჩევს, დანარჩენი ანი ხანჩალიანს
ეგრეა თუ ასე ძალიან უნდათ მათი ფავორიტების გამარჯვება ამდგარიყვნენ და ერეკათ და ერეკათ და თუ არ გააკეთეს ეგრე პრეტენზია ნუ აქვთ რატომ ვერ გაიმარჯვაო ჩემმა ფავორიტმაო.
აუ მეორე სეზონის ქასთინგი როდის იწყება დაწერეთ რა გთხოვთ :)
kvelaperi scorad aris dacerili ertaderti rasac ar vetanxmebi es sheexeba samejliso cekvebs .saertod ar unda gaekvanat da unda gaekvanat patara tkupebi romlebic martla nichierebi arian .
ჩვენ გვყავს ბლოგერები, რომელთა კომპეტენციაში დაწყების დღიდან პროექტის გუნდის არც ერთი წევრი არ ჩარეულა, ისინი ყოველთვის გამოხატავდნენ მხოლოდ მათ სუბიექტურ აზრს კონკრეტული კასტინგის ეპიზოდის თუ ნახევარფინალის შესახებ.
1. გუნდის არც ერთი წევრი არ ჩარეულა
2. ისინი ყოველთვის გამოხატავდნენ მხოლოდ მათ სუბიექტურ აზრს
3. კონკრეტული კასტინგის ეპიზოდის თუ ნახევარფინალის შესახებ.
ძალიან დიდი ბოდიშს ვიხდი, მაგრამ უბრალოდ ვერ შევძელი, რომ არ აღმენიშნა. ჯერ მერვე კლასში ვარ და ბრწყინვალედ არც მე ვწერ, მაგრამ ამდენი და ასეთი შეცდომები ამ ერთ პატარა მონაკვეთში?
1. გუნდის არცერთი წევრი ჩარეულა
2. ისინი ყოველთვის გამოხატავდნენ მხოლოდ თავიანთ ობიექტურ აზრს (ალბათ ეს იგულისხმეთ)
3. კასტინგის კონკრეტული ეპიზოდის თუ ნახევარფინალის შესახებ.
კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში. შეცდომა ვის არ მოსვლია, მაგრამ ერთ წინადადებაში ამდენი?
Akh .. =)))
ზოგში მართალი ხარ მაგრამ იქ სუბიექტური უნდა იყოს, იმტიომ რომ პირადი აზრია
ზუსატად როდის იქნება ქასთინგი?
ყველაფერი კარგი და კეთილი ! ვფიქრობ, გასათვალისწინებელის გათვალისწინება მხოლოდ მომგებიანი იქნება თქვენთვის , პროექტისთვის !
მაგრამ..ძალიან მაინტერესებდა და არაფერი თქმულა იმაზე, თუ რამდენად შესაძლებელი გახდება ჩვენთვის- უცხოეთში მცხოვრებ ქართველთათვის , აქტიურ მონაწილეობას ვიგებდეთ გამარჯვებულის გამოვლენაში . და ასევე საინტერესოა, მოსალოდნელია თუ არა ცვლილება მომავალ სეზონზე ჯიურის შემადგენლობაში ?
jiuris imitom unda aerchia gamarjvebuli rom chven qveyanashi samwuxarod jer ar aris bolomde chamoyalibebuli demokratiuli sazogadoeba dabevri imitom umesijebda am tu im monawiles rom is iyo misi qalaqeli an tanasopleli ,megobari tanamshromeli an ubralod mezobeli da a.s imis magivrad rom nichis mixedvid daechira mxari
აუ რაც არ უნდა დაიწეროს აქ, საზოგადოების 95% თვლის რომ უსამართლოდ გაიმარჯვა შავაძემ და 5% მისი ახლობლები არიან, წარმოიდგინეთ რომ ამ 95% იდან მხოლოდ 10%-ს შეიძლება ქონდეს ინფორმაცია ლევან შავაძის შესახებ, რომელსაც ბათუმში აქვს 2 საკუთარი რესტორანი, და ცხოვრობს ქალაქ ბათუმში და არა იმ სახლში რაც აჩვენეს, არც სოფლის მეურნეობით არ არის დაკავებული და წელიწადში ორჯერ ადის სოფელში, ეს უტყარი ინფორმაციაა და შეგიძლიათ გადამოწმოთ…. ვერ ვიტან უსამართლობას :(
აუ გთხოვთ მითხარით ორშაბათს იწყება ახალი ქასთინგი?
ყველა ინტერნეტ გამოკიტხვაში შავაზე სამეულსშიც კი არ შედიოდა და ნეტა მაშინ სად იყვნენ მისი გულშიმატკივრები
ვაფშე ტოო ტყუილად კი არ გაიმარჯვა ვერცერთი ვერ იმღერებთ ეგრე!!!ნუ ეხლა ეგ ხალხის არჩევანი იყო!!!ანი ხანჩალიანი მარიამ კახელიშვილს ვერაფრით ვერ შეედრება შეიძლება სიტყვებს იძახის სწორედ მაგრამ მარის სითბო და თავისი ემოციები გადმოაქვს სიმგერისას!!!გაიგეთთთ!!!
აკა შენ შენი აზრით სწორეს ლაპარაკობ???!!!
ძაან მაგარი ჩამოყალიბებული სტატიაა აუ ნიჭიერი კიდე მინდაააააა:( მალე დაიწყოს რააა
?
აუ მეც მინდა მარა …
აუ ორშაბათი უკვე მაგარი ცუდია ნიჭიერის გარეშე:D:*
araswori ro iyos ar davwerdi
ამ პროექტში თუ ხალხის აზრზი გამოიხატება მაგთი/ბალის და ბილაინის აბონენტებს რატომ არ შეუძლიათ ხმის მიცემა. იმედია , შემდეგ სეზონზე ყველას შეეძლება ხმის მიცემა, ჭეშმარიტი ნიჭიერის ასარჩევად :)
ძალიან მომეწონა ეს პოსტი, აი ძალიააან :) ზემფირას კომენტარიც, მართლა ზუსტად ასე იქნებოდა.
Akh .. =)))
:D :D :D მთავარია აზრი გავიგეთ და ასე დეტალურად ჩაკირკიტება და გრამატკული შეცდომების პოვნა სულ არ არის საჭირო :D :)
აუ ძაან მაგარი პოსტია….:):):) რაც წერია ყვეფერი სიმართლეა…მაგრამ რაც არ უნდა დაიწეროს და ითქვას ყოველთვის გული დამწყდება იმაზე რომ ანი ხანჩალიანმა ვერ გაიმარჯვა…!!
და ისე მართლა მაგთის აბონენტებს რატო გვჩაგრავთ…მე სპეციალურად ნიჭიერისთვის ავიღე ჯეოს ნომერი ანისთვი რომ დამემესიჯებინა ჩემი აზრით ყველა მობილურ ოპერტორს უნდა შეენძლოს ხმის მიცემაშიი მონაწილეობის მიღება…
მომეწონა პოსტი :) ეტყობოდა რომ ბევრი უმუშავიათ მის დაწერაზე.. ყველა კითხვის პასუხს მოიცავს და ერთი შეხედვით ნამდვილად სამართლიანია. მაგრამ ცოტა არ იყოს შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი,როცა “მხოლოდ მაყურებელთა”კატეგორიაში მომახვედრეს … რავიცი რავიცი იმედია მეორე სეზონი უკეთესი იქნება…
მაგარი პოსტია.
:^) ვინ დაწერა ეს პოსტი? აგვიხსნეს ყველაფერი :)
ამ პოსტში ამტიკცებთ, რომ ლევან შავაძე ხალხის არჩევანია და იმას რატომ არ იძახით, რომ სრულიად შესაძლებელია ხალხის კი არა 4 ან 5 მდიდარი ადამიანის მესიჯების გადაწყვეტილებაა? და ჟიურის რომ აერჩია გამარჯვებული, თქვენ ამას იმიტომ კი არ ეთანხმებით რომ სახალხო პროექტის იმიჯს დაკარგავდა არამედ იმიტომ რომ შემოსული 116000-მდე ზარით აღებული თანხა არ გექნებოდათ. ბევრი ტყუილია ამ პოსტში.
პოპო,იცი რა მაინტერესებს? შეგიძლია ამიხსნა,რა ამხელა თანხაა შენს მიერ მოხსენიებული 116000(?) ლარი იმ ტელეკომპანიისთვის,რომელსაც მაგდენი თანხა ერთი გადაცემის რეკლამებით შედის…ეგ თანხა მნიშვნელოვანი შესაძლოა ჯეოსელისთვის იყოს(იმ ჯეოსელისთვის 1000 ლარი დეპოზიტზე ძლივს რომ მოიმეტეს გამარჯვებულისთვის),პროექტის გუნდს ეს ყველაზე ნაკლებად ადარდებს…თან ხომ არ გავიწყდრება,რომ ეს პროექტი უცხოურის ანალოგია და ცივილიზებულ ქვეყნებში ასე ხდება ნიჭიერის არჩევა?!სკანდალური კომენტარის გაკეთება თუ გინდოდა,უკეთაც შეიძლებოდა :)
@ T.ale.N.ted.
Gadamrev raa :D:D
Akh .. =))) და მე რომ პირიქით,შენთვის მინდოდა ამის თქმა :))))) დაემსგავსე ბექას? :))))) თან პირველ პუნქტში შეგედავებოდი,სხვა რომ იყო :D
და რით გადაგრევ მაინც,ჰა? :)
არაფერი არ თქმულა სპონსორებზე.ხალხი ხომ არ იგონებს,ისევ თქვენ წერდით და ამბობდით(ბოლოს კიდევ დუტამ)ბევრი სურპრიზი და საჩუქრები გელითო ლაპარაკია 12 მონაწილეზე.სპონსორები რას იტყვიან- თბილისის მერია,რადიო,,არ დაიდარდო,,, ,,ფორტუნა,,, ,,მაი ვიდეო,, ეს მოგონილი ხომ არაა ამასაც თქვენ ამბობდით.მართალია ამით არ ისაზღვრება მარა …….
ხოო ისე თუ დავფიქრდები კარგი ბლოგია მართალია უბრალოდ ემწყინა და არ ვთვლი სამართლიანად მის გამარჯვებას კი ყველაფერი სამართლიანად მოხდა მაგრამ მაინც სხვა რამეს ვგულისხმობ…..
მაგრები ხართ მაგარი პროექტი გვაჩუქეთ ჩემთვის ჰეფი ენდი არ იყო მაგრამ მაინც ჯობია შევეგუო….
შეიძლება ის პროცენტები არასწორის იყოს რამდენი აჯანყდებოდა ვთქვათ ანას გამარჯვებაზე იმიტომ რომ ზოგი მართლა ვერ ან არ აძლევდა ხმას და გულით გულშემატკივრობდა და ისიც ადამიანია ან მაგალითად აქ აძლევდა ხმას….. ზოგს კიდევ მაგთის ნომერი აქვს….
კიდევ რაღაცეები შეიძLება იყოს მოკლედ ეს პროცენტები რომ ისევ შავაძის გამარჯვება ჯობდა შეიძლება აარ იყოს მართალი
@პოპო
არჩევანი ხალხს მიანდეს და უნდა 4 ან 5 მდიდარი ადამიანი გააგზავნის მესიჯებს, :D უნდა მთელი საქართველო. ნიჭიერის ორგანიზატორებმა ნიჭიერის გამოვლენის უფლება მაყურებელს მისცეს, ასე რომ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს, მაინც ვერაფერს გახდება ნიჭიერის ადმინისტრაცია. smsებით გამარჯვებულის არჩევა გადაცემის ფორმატია და ნიჭიერის ყველა ანალოგში ასე ხდება.
@ T.ale.N.ted.
Pirvel punktshi shesadavebeli ra naxe? = ))
ხო მაგრამ დაგავიწყდათ,რომ სხვა ქსელის აბონენტებიც ხალხის ნაწილს შეადგენენ.
იმედია შემდეგ სეზონში ყველა ქსელს ჩართავთ
ეგ მართალია მაგრამ ჯეოსელი სპონსორია და ეგეთ პროექტებში სულე გრე არის ხოლმე ვინც არის სპონსორი ისინი უმესიჯებენ
კი ნინი მართალი ხარ სულ ეგრეა და ჩვენ თითებიც რომ მოვტეხოთ წერით მაინც ეგრე იქნება………………..
@Akh .. =))) “გუნდის არც ერთი წევრი არ ჩარეულა” სწორია…ქართულში ორმაი უარყოფა დასაშვებია,როგორც შენ გაასწორე,ისეც შეიძლება (უკეთესიცაა),მაგრამ ამ პოსტის ავტორსაც არ დაუშვია შეცდომა მაგ წინადადებაში… გეიგე,ბაღანაო თუ უნდა გარამთხარო ნევრებზე? :))))))))))))))))))))))) არანაირი შესწორება არ მიიღება ჩემს უკანასკნელ წინადადენაში :)))
ვინც უკვე მონაწილეობდა ნიჭიერში, შემდეგში იმათ თუ შეუძლიათ ისევ მონაწილეობის მიღება? ვინმემ მიპასუხოს რაა
არა მგონია მაგრამ ზუსტად არ ვიცი
პოპო ყველაფერს თავი რო დავანებოთ , ადმინისტრაციას და ნიწიერის ჟჯგუფს არ აქვთ წესების შეცვლის უფლება, მისი დამაარსებლების ნებართვის გარეშე
მაკა კი იმათ ვინც ვერ გავიდა აქვს მემგონი. ნუ britan’s got talant-ში იყო ეგეთი შემთხვევაც
@ T.ale.N.ted.
Jer ar garamitxrixar tuu? :D
Eee, me egre maswavles da saskoloshi magashi nishani damakles da imitom davwere, torem ccemi ra midis ! :P
@Akh .. =))) :D:D:D თურმე რაში ყოფილა საქმე :D :D :D მაგათ არ იციან არაფერი,არ განიცადო… :)))) მეც ეგრე მეგონა,მაგრამ…ოხ,ეს რეპეტიტორები :) ყველაფერი უნდა გასწავლონ რა :))))))
@ T.ale.N.ted.
Uimee ra .. = )))))
Arada tvini miakvs ccems masws ori uaryofa ertad ar sheidzlebaoo da su mixaavms witlad .. >:| Kai, ra mnishvneloba akvs ?! :D
shavadzem ro gaimarjva gepicebit masulierebdnen martla nichierebi datoves gareeeT :X :X :X :X shavadze ar iyo gamarjvebis girsi
მაგარი პოსტია და ლოგიკური!!!
მეც ეგ რეაქცია მქონდა დაახლოებით ანუსია
ისე რა მაგარი პოზიცია არა? მე არ გავაგზავნი სმს-ს, მაგრამ მერე მექნება პრეტენზია რატომ არ გაიმარჯვა იმან ვისაც მე არ გავუგზავნე სმს-ი :)))
@ T.ale.N.ted.
რაც არ იცი იმის ლაპარაკი საჭირო არ არის:) უცხოეთში ხმის მიცემა ხდება ყველა მონაწილის გამოსვლის შემდეგ 10 წუთი, რომელ მთელ საქართველოზე მელაპარაკებით და ხალხზე? ძალიან დიდი თანხაა ჯეოსელისთვის ეს 116000, რადგან რომ არა ხმები სულაც არ დაასპონსორებდა ნიჭიერს. ქართულ ნიჭიერში კი მთელი კვირის მანძილზე, სანამ არც კი ქონდათ მონაწილის გამოსვლა ნანახი აძლევდნენ ხმებს.
@პოპო,ყველა მონაწილის გამოსვლა გვქონდა ნანახი,კასტინგების კადრები(სრული ვერსია არა,მაგრამ მაინც)…და მე დავწერე ხმის მიცემის პროცედურაზე რაიმე?რაღაც არ მახსენდება :) ჯეოსელისთვის ყველა თეთრი რომ მნიშვნელოვანია,ეგ დაგვიმტკიცეს ფინალში,მაგაში არც გედავები…მე პროექტის გუნდის ღირსება დავიცავი და არა ჯეოსელის..ის გავაპროტესტე,ჟიურის რომ უნდა მივანდოთ თურმე ნიჭიერის არჩევა,რომ მერე მხოლოდ სამი კაცი ვლანძღოთ და არა მთელი ქართული საზოგადოება,ხომ? და რა არ ვიცი?ან შენ რა იცი მე რა ვიცი და რა არ ვიცი?
ჩემი აზრით უფრო საინტერესო იკნებოდა,რომ ფინალში იგივე სიმგერები არ ემგერად, რაც უკვე მოსმენილი გვკონდა.ნიჩიერს უნდა შეეძლოს განსხვავებული ნომრებით ცარმოგვიდგინოს თავი კველა ნომერში.ამიტ გადაცემაც უფრო საინტერესო იკნება მაკურებლისათვის და უკეთესად შეიძლება ნიჩიერის შეფასებაც.
ძალიან კარგი პოსტია და ბევრ შეკითხვას პასუხობს.
ჩემო საყვარელო,მერვეკლასელო AKh..=)))- ძალიან გთხოვ, მოეხმარე ამ ხალხს და მოაძებნინე ქართული მნიშვნელობა შემდეგი სიტყვების:
1) “დრიმ თაუნი”,
2) “კასტინგი”,
3) “ლაივზე”,
4)”ონლაინ აპლიკაციის”,
5) Happy end”
შ ე ნ ი დიდი იმედი მაქვს,მერვეკლასელო, რადგან ,შენ ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო
გისმენს და გიყურებს ახლა.
P.S. ისე, ვფიქრობ კომენტატორი ნიჭიერი პიროვნებაა და ეს არც უნდა
გასჭირვებოდა, მაგრამ……სატირალიც სწორედ ეს არის…
ნანა რატომაა სატირალი ესე შემოღებულია ეს სიტყვები მერე რAA…
აუ შემდეგ ნიჭიერს მომღერლები მოაწყდებიააან :D
ქალბატონო ნანა, რატომ ბურღავთ ტვინს?
შორიდან ძალიან სასაცილო ბრძანდებით.
თქვენს პოსტებს რომ ვკითხულობ, თვალწინ მიდგას თმაგაჩეჩილი ქალი მანდილით ხელში და შუბლზე ხელმიდებული :))))))))
ზემპირას კომენტარს სრულიად ვეთანხმები… *))
აუუუუუუუუუუ ნეტა ჯიური შეცვალონ შემდეგ სეზონზე
პ.ს. ნიკა იყოს რას მიშლის =D
უიმე, მადლობა სად არის , ამხელა ხალხი რომ დგას და შენს გაცინებაზე ფიქრობს 24 საათი ? :)))
ისე, მანდილს ხელში რა უნდა ? კაკლის საბერტყი ჯოხი კი არ არის :)) ან ფანტაზია გაქვს ღარიბი და ან მხედველობა დაქვეითებული .
მართლა “უიმე” აქ რომ ზოგიერთებს ზრდილობა აქვთ …
ვაიმე, რა გამოლანძღეს ყველა მონაწილე შავაძის გარდა :D west side dancer-ებს რაღას ერჩოდნენ,, იმ ბავშვებს მართლა შეუნელეს მუსიკა, იმაზე აღარაფერს ვამბობ ცეკვა რომ შეუცვალეს.. ბევრი სმს გამოვაგზავნეთ გულშემატკივრებმა, მაგრამ რატო არ დაფიქსირდა…. ნუთუ აქაც ჩაწყობაა….
:( :( :(
აუ ჟიური არუნდა შეიცვალოოოს ზოგი ჟიურის გამო ყურობს ნიჩიერს იმედია უცვლელი იქნება მეორე სეზონზეეე
არაა არც მე მინდა ჟიურის შეცვლა სამივე მაგრები არიან გეგა და მაიაც მაგრები არიაან და ნიკაც:8
მაგარი ბანძად დამთავრდა ამდენი ღირსეული ფინალისტი იყო და ყველაზე ბანძმა მოიგო საერთოდ ფინალში გასაყვანი არ იყო!!!!!!!
@ “ნანა ”
1) “დრიმ თაუნი” – ocnebis kalaki
2) “კასტინგი” – shesarccevi turebi
3) “ლაივზე” – pirdapirze
4)”ონლაინ აპლიკაციის” – es ar vici :D
5) Happy end – bednieri dasasruli
gmadlobt :)
მეც ძალიან მაინტერესებს ვინც უკვე მონაწილეობდა ნიჭიერში და ფინალში ვერ გავიდა შეუძლია თუ არა კიდევ მიიღოს მონაწილეობა შემდეგ სეზონზე? გთხოვთ მიპასუხოთ.
იმე მერვეკლასელო, დარწმუნებული ხარ, რომ ტური სუფთა ქართული სიტყვაა? :))))
@ Akh .. =))) :)))))))) არაფერს :))))) ყოჩაღ :) და მე-4 რატომ არ იცი?
ისა,ბოდიში,სხვა მაილი მივუთითე :D
ხო,და @უიმე,შენ დეპრესია გაქვს,თუ რატომ ცდილობ სხვების გაღიზიანებას?ვერ გამოგდის,არ გყვებიან,ხომ ხედავ :)))))
@ T.ale.N.ted
Martlaa araa turi kartuli mara casting s jobia :) Meotxe kartulad nagdad ar vici . @uimes depresia ki ara naadrevi klimaksi akvs memgoni :D:D
@Akh .. =))) და იქნებ სულაც არაა ნაადრევი :D :D
Bzuala@ getanmebi da erterti mec viqnebi
magari postia
აუ როდის დაიწყება ნიჩიერი ერთი სული მაქვს ჟიური უცვლელი უნდა იყოს და წამყვანებიც.. მაიას და გეგას რას ერჩით უმაგრესები არიააან:D:*
მეორე სეზონში ვინგა უნდა გამოვიდეს? ალბათ ბებოები გამოვლენ და იტყვიან წინდების ქსოვა ვიცითოო. :D:D:D
დაილია ნიჭიერები?
@გავაფრენ
ვფიქრობ, რომ დიდი უსამართლობაა გამარჯვებულს მიეცეს ასეთი ძვირი საჩუქარი,ხოლო სხვებს ძალიან ცოტა,ან სულ არაფერი.ისინიც ხომ მონაწილეობენ სანახაობის შექმნაში და მათი მხარდამჭერებიც აგზავნიან მესიჯებს.
” კოკასა შიგან რაცა დგას…”, ალბათ იცით,ისე “გავაფრენს” და “უიმეს” გასაფრენი აზრები აწუხებთ. თქვენ კი “უიმე”, მართლა უუუუიიმეეეე , თუ ქართულად ლაპარაკობ და ქართველობის ყველა ატრიბუტს პატივს სცემ,
აუცილებლად თმაგაწეწილი და შუბლში მოპარტყუნე უნდა იყო? უკეთესი
წარმოსახვის უნარი არა გაქვთ? თავის ქებას არ დავიწყებ,აქ საჭირო არ არის,
ერთი კი გვაქვს საერთო- ორივე ქართველი ვართ, არც იმას ვამბობ, საქართველო შენზე მეტად მიყვარს. ყველას უყვარს თავისებურად. ინგლისური კი , ალბათ შენზე მეტი ვიცი, მაგრამ ჩემს ენას უცხო სიტყვების
ჩატენვით არ ვანაგვიანებ…თუ ეს დანაშაულია, ბოდიშს ვიხდი ყველას წინაშე, მაგრამ იცით რა, ეს თქვენი ბრალი არ არის, ამის ფესვები უფრო ღრმადაა. საერთოდ მე არავის ტვინის გასაბურღად ან საამოდ კომენტარს
არ ვაკეთებ, თუმცა ბევრი კარგია ირგვლივ( თინა, სამირი, მერვეკლასელი
და ბევრი სხვა) რაც შეეხება T.ale.N.ted-ს რატომ გგონიათ, რომ ყველა ემიგრანტს ნაადრევი კლიმაქსი აქვს( ისე,მართლა დონე თქვი რა, სიბერეში
ალბათ კლიმაქსი ყველას დაგვემართება, ასეთ რამეს ერთმანეთს არ დასცინიან), როცა ეს დრო დამიდგება აუცილებლად რჩევას გთხოვ,
ერთსაც გეტყვით, ნუ გვამცირებთ და ვაი-პატრიოტებს ნუ გვეძახით ემიგრანტებს, აქ ჩვენ ღირსეულად ვატარებთ ქართველობის ტიტულს, რომელიც ნიშნავს ე ნ ი ს , მამულის და სარწმუნოების დიდ სიყვარულს,
თუ ამისთვის გვლანძღავთ ,მაშინ თქვენ თვითონ რა ქართველი ხართ,
თუ ვერ ახერხებთ ქ ა რ თ უ ლ ა დ წერას, კითხვას და ლაპარაკს….
P.S. “უიმე”, ისე კარგად ვიცინე, სახელიც კი შევირქვი.სავარცხელს თუ გამომიგზავნით, კარგი იქნება, თუ კლიმაქსის
წამლებს მოაყოლებთ , სულ ამაშენებთ, შევინახავ,რა იცი ,როდის გამომადგება, ყოველთვის ასეთი “ჭკვიანი” ადამიანი ხომ არ გამოჩნდება….
დიდი სიყვარულით
“ლამაზისეული” (იმედია იცი..)
zaan mikvars niWieri sul minda rom gadiodes
“ონლაინ აპლიკაცია” – ელექტრონული განაცხადი
მასე არ უნდა ყოფილიყო, თითო აბონენტს თითო ხმის უფლება უნდა ჰქონოდა. თორემ რა გამოვიდა მაყუთიანმა ხალხამ გადაწყვიტა ყველაფერი? ესაა დემოკრატია ბლიად? :(
@ნანა,არასწორად გაიგეთ რაღაც..მე თქვენზე ნამდვილად არ დამიწერია მსგავსი არაფერი…ისე,მაგ წინადადების ადრესატი თქვენ კი არ ბრძანდებოდით,@უიმე იყო…ანუ მეც თქვენს მხარეს ვარ :) მართალაია ტყუილად მივიღე საყვედური,მაგრამ ნებისმიერ ემიგრანტს ვაპატიებ მაგას :) არაჩვეულებრივი დამოკიდებულება მაქვს ემიგრანტებთან,სხვანაირად არც შემიძლია,როცა ჩემთვის ძვირფასი ადამიანები თქვენსავით შორიდან ქართველობენ და შორიდან ინახავენ საქართველოს(ყველანაირი გაგებით).ასე რომ,უკაცრავად,თუ გაუგებრად დავწერე რაიმე :) თქვენს მიერ ჩამოთვლილ ადამიანებზე მეც სწორედ ისეთი შეხედულება მაქვს,როგორიც თქვენ(თინას,სამირს და Akh .. =)))_ს ვგულისხმობ)…
ქეტi ჯიგარი ხარ, გენაცვალეეეეეეეეეეე შავა
ძეზე რაც დაწერე იმის გულისთვის. აი გულნაზიზე რაც იყო ეგ მართლა მართალია იმიტომ რომ მე თავად ვიცნობ და ვხედავ როგორ წვალობს მისი ოჯახისთვის. მისი სახლისთვის რომ შეგეხედათ მიხვდებოდით თუ როგორ სჭირდებოდა ეს გამარჯვება. ყველამ ნახა მანდ რაც მოხდა, ათასი ჭორი დადის იმის შესახებ რომ გულოს ნომერი მთელი დღის განმავლობაში დაბლოკილი იყოო და ბევრი სხვა რომელსაც აღარ ვიტყვი………………………….
უბედურება ის კი არაა, ლევან შავაძემ რომ გაიმარჯვა, მართლა ნიჭიერია და ხალხის არჩევანია, უბედურება ისაა, რომ ხალხი ვერ ხვდება(ყოველ შემთხვევაში ჯეოსელელები), ლევანზე უფრო ნიჭიერი სხვაც რომ იყო (მაგ. ანი, მარიმი ან ავთო).
და კიდევ, ასეთი პროექტების უდიდესი ნაკლიისაა, რომ მარტო ჯეოსელი აძლევს ხმას, თან თითო ნომრიდან დღეში ერთი ზარი უნდა შეიძლებოდეს, მაგრამ ამათ ოღონდ ფული შესდიოდეთ და სამართლიანობას არ უყურებენ.
როდის გაუშვებთ მეორე სეზონის კასტინგებს ტელევიზორში? ანუ როდის დაიწყება ? :)
ჩემი აზრიტ. Dა ასევე მრავალი სამარტლიანი ადამიანისატვის Gამარჯვებული არის Mხოლოდ და Mხოლოდ ხანცალიანი Aნი. Aსე ალბატ Yველა ფიქრობს, მაგრამ ანის ეტნიკური ჭAრმომავლობის გამო Vერ ბედავს Aმაზე საუბარს,,,,,,სირცხვილია ხალხოოოო,
აა… ეხლა ბაბი და მარიზე სასააუბროო ამოგეწურათ ხო? მიკვირს ეხლა რატომ არ ლანძღავთ მეექვსე ადგილზე როგორ გავიდნენ ჰაჰა გაწიე გამოწიე მეცხრე ადგილი ეკუთვნოდათო : DD მიხვდით?? რომ ძალიან ნიჭიერები არიან? დაა სიმღერაც ზოგზოგიერთებზე უკეთ შეუძლიათ ? ნამეტანს რო აკრიტიკებენ… : )) ბატონ ლევანს ვულოცავ !
რა ხარბები არიან ტო, რამდენი მაყუთი მოხვეტეს რუსთავი 2_ მა და ჯეოსელმა ამ პროექტით და ნიჭიერის ფინალისტები მშრალზე დატოვეს. ჯეოსელის მაგივრად მე შემრცხვა მობილური ტელეფონები რომ გადასცა ფინალისტებს :D ჟმოტები. და თუ ხალხის არჩევანი აწუხებს ნიჭიერს (ფულის ინტერესი არ აქვთ) მაშინ 1 ნომრიდან 1 სმს_ის გაგზავნა დაეშვათ და გადაწყდებოდა ამბავი ობიექტურად :) და არ იქნებოდა 5 მაყუთიანი ბიძიასგან გამარჯვებული მასტები :)).
Ps: ორმაგი უარყოფა გვაძლევს დადებითს :)
ბაბიმ და მარიმ რაც დაიმსახურეს ისეთ ადგილზე გავიდნენ, გესმით ნინი?
the next leveeeeeeeeeel momenatra ;(
მდაააა….. დიდი ხანია ველოდებოდი ნიჭიერის გუნდის გამოხმაურებას იმის შესახებ თურმე, რომ ყველაფერი სახალხო, სამართლიანი და დემოკრატიული ყოფილა და ასე აგიცხადდეთ ყველაფერი :)))))) სრული ბოდიალი იყო, რადგანაც გუნდს დასკვნაში დაავიწყდა ის კატეგორია სადაც მე ვიყვაი აქაც ვაქტიურობდი და ზარებს და მესიჯებსაც არ ვიშურებდი, მოკლედ აღარ უნდა გავხსნა ხოლმე ნიჭიერის საიტი სულ ნერვები მეშლება :@@@@@
მართლა საკმაოდ კარგი და სახალისო შოუ გამოვიდა, მაგრამ მთელი პრობლემა ისაა, რომ თურმე ნიჭიერის გუნდს “სახალხოობასა” და “დემოკრატიულობაზე” აქვს პრეტენზია. მაშინ, როცა საქართველოს მთელ მოსახლეობას არ აქვს ხმის მიცემის საშუალება და თან გამარჯვებულის ვინაობას წყვეტს არა ხალხის, არამედ ესემესების უმრავლესობა, “დემოკრატიულობასა” და “სახალხოობაზე” საუბარი ძალიან უადგილო და სასაცილოა. მე მგონი, საამაყოდ ისიც საკმარისია, რომ გამოვიდა ძალიან სანახაობრივი და კომერციულად მომგებიანი შოუ. “დემოკრატიულობა–სახალხოობაზე” პრეტენზიის ქონა აშკარად ნამეტანია.
რესოტორანის მომხერალმა როგორ გაიმარჯვა სირცხვილია ,, ეს რა ნიჭი არის, ეგრე საქარტველოში მილიონი მხერის, და განსაკუტრებული ხმაც არ ქონდა, მართმა გამარჯვებას არ იმსახურებდა, გეგა რომ იზახი საქართველოში ჩატარდა საუკეთესო ნიჩიერი პროეკიტ , სუპთა სი,,რ,,ია რომელ ქვეკანაში ნახა 6 მომხერალი გიტარისტი, დებილები ხართ და იქნებიტ კველანი, ევროპაში არა სი,,რ,,სშ,ი შევლათ ,, ჯიურსი დედა მო,,,ვ—ტ,,ყა,,,ნ მე გულანზიმ და,,,ჯ,,ვა,,ს სამივეს
T.ale.N.ted. – ბოდიშს ვიხდი გაუგებრობისთვის და დიდი მადლობა
გამოხმაურებისთვის.
დიდი სიყვარულით ქ ა რ თ ვ ე ლ ი
U S A
P.S. საქართველოში ბევრი სიახლეებია, რაც სასიამოვნოა. ყველაფერი ეროვნულის პატივისცემით იწყება, მიმბაძველობა მშობლიურის ხარჯზე , არა მგონია იყოს კარგი,ისე ასაკოვანი ხალხის დამცირებაც ქართულ სულში არ ზის, მშობლიურის მეტი პატივისცემა ვისურვე და მიწასთან გამასწორეს, რაღაზე უნდა ვილაპარაკო…… აქ ბევრი კარგი ხალხი აკეთებს კომენტარს, უმრავლესობა კი…ამიტომ , მე ზრდილობის გულისთვის ვისწავლე -დ უ მ ი ლ ი .
@ნანა,არაუშავს,ეგ არაფერი :) ისე “ოქროი რჩეული” მაშინაა მართლა ოქრო,როცა არ შეგიძლია თქვა “რამე ისეთი,დუმილს რომ სჯობდეს” :) ანუ სხები უნდა გაჩუმდნენ,თქვენ წერეთ :)
@vaja javanishvili metevze,შენ მეთევზე რომ ხარ,ისიც გასაკვირია და მეტი ვერც იქნები ვერასდროს :)
@ნანა,აი,როგორები უნდა გაჩუმდნენ :)))))))
ადმინისტრაცია,სადა ხარ?წაშალეთ ის პოსტი,გაგვრყვნეს ბავშვები :))))))))
აუუუუუუუუ იდიოტები ხართ ყველა
ვინაა ეს ვაჟა ჯავანიშვილი, რა გაუზრდელი ვინმეა.ფუე შენს ადამიანობას.ვინ გაგზარდა მასეთი უზრდელი.
Momaval wels me da T.ale.N.ted. ro migviwvion blogerebad ara? :D:D:D:D:D:D
ჯიური ხომ გივე იქნებაააა???? :D :D :D გეგააააა :D :D :D
ვაჟა ჯავანიშვილო რა უზრდელი ხააააააარ…. ფუუ რა შენნაირები რომ არიან ქართველთა უმრავლესობა იმიტომაააა ასეთ დღეში რომ ვართ
Akh .. =))) მე რატომ გამრიე ამ გაუგებრობაში? :))))))
რატო ლანძღავთ ამ კაცს სამართლიანად გაიმარჯვა რას ერჩით გაანებეთ თავი რა
@ T.ale.N.ted.
Aba marto me xom ar gavereodi? :D:D
მარია, ქართველთა უმრავლესობა არ არის მასეთი აქ ასზე მეტი კომენტარია და მხოლოდ vaja javanishvili metevze-ს კომენტარია უცენზურო, მაგრამ ეგ ზრდილობიანი კომენტი რომ იყოს სრულებით დავეთანხმებოდი და მისნაირი უკმაყოფილო ადამიანი უმრავლესობაა, რაც არ უნდა პროცენტული მაჩვენებლებით დააბოლოს საზოგადოება საიტის ადმინისტრაციამ :(
იგივე ჟიური იქნება ხოოოოოოო??? მაია ასათიანზე ვგიჟდები სამივე საყვარელიაა:*
აუ რა არის არ უნდა გაემარჯვა ვერ მღერის . მარიამი უფრო კარგად მღერის
ლანა, კიდევ კარგი რომ ხალხმა არ დაიწყო როგორ თუ მეექვსე ადგილზე გავიდნენ მეცხრეზე მაინც უნდა გასულიყვნენ თუ მეათეზე არაო… უბრალოდ ვეღარაფერს ამბობენ… რაც ეს ბავშვები ლანძღეს მგონი უნდა ეყოთ : ||
ძალიან კარგი იყო საყურებლად, გასართობად, მაგრამ დასასრული იყო ცუდი, მოულოდნელი. არ იყო ნამდვილად გირსეული გამარჯვებული ნამდვილად..და ამის გამო სურვილი დავკარგე შემდეგი ნიჭიერის ყურების:(:(ვინც გირსები იყვნენ გვერდზე დარცჩნენ..უსამართლობა იყო.სხვა ჯანრში გვაჩვენონ ეს შავაძე რა მოხდება იქნებ დავიჯეროთ რომ გირსეული ნიჭიერია:
ეს სეზონი და დარწმუნებული ვარ შემდეგიც და კიდევ რამდენიც ჩატარდება, ყველა იქნება უსამართლო! საქართველოში ყველა პროეკი Pულის მახეა, ეს ყველაფერი კი სამწუხაროდ მეტყველებს ჩვენი ქვეყნის დაბალ დონეზე :(
ეს სეზონი მაგარი იყო და ყველა მონაწილე მომეწონა
ნიჭიერის ახალ სეზონზე მოაშორეთ ეს სამი ადამიანი ჟიურიდან !!!!!!!
და რაც შეეხება კონკურსს, სამწუხაროდ საქართველოში გამჭირვალე კონკურსე ჯერ არ ჩატარებულა და არც ჩატარდება, აქ ყოველთვის იქნება ჩაწყობის, ახლობლობის ელემენტები . . . თუმცა სულ რომ არ ცატარდეს ესეც ალბათ ცუდია, იმედი მაქვს დროთა განმავლობაში ეს დაიწმინდება, მაგრამ ამას ჯერ ნათელი წერტილიც არ უჩანს
ამ ბლოგის დამწერს კი ვურჩევ ზემფირას კომენტარების მოშველიებას ჯობია საკუთარი დაწეროს მარტო, ამხელა არზებს რომ წერს და ჭკუას გვასწავლის თვითონ იკოს ჯერ პორფესიონალი და მერე წეროს . . . თუმცა მაგათია ეს პროექტი და რასაც უნდა იმას წერენ
:შ
აუ რა დებილობაა.,
მაგარი გამიხარდა შავაძის გამარჯვება…დაგემესიჯებინათ თუ არ მოგწონდათ და გაიმარჯვებდა ის ვინც თქვენ გინდოდათ,მე ვუმესიჯებდი და გაიმარჯვაკიდეც…გაუმარჯოს ქართულ სიმღერას…შავაძეს წარმატებას ვუსურვებ….არა აქვს მნიშვნელობა აჭარელია თუ მეგრელი,მე კახელი ვარ და აჭარელს ვგულშემსატკივრობდი იმიტომ რომ მიყვარს ქართული სიმღერა და მთლიანად ეს ჟანრი…ყველანი ქართველები ვართ და კუთხეებს რომ ვყობთ ეს გვღუპავს სწორედაც…რუსებვით იქცევით ტო………………………..
icit? finalshi bevrs vbaleshikobdi. ar vicodi romlis gamarjveba ufro gamixardeboda, magram bolos dzalian kmayofili davrchi shavadzis gamarjvebit, tumca dzalian moulodneli iyo. vitom bevrs ar moswonda es proeqti, magram darwmunebuli var orshabat dges yvela elodeboda. ase rom bevric rom ilaparakon dzalian magari proeqtia. dzalian magrebi xart.
ზემფირას კომენტარი მაგარია))))
რაც შეეხება ნიჭიერს ვფიქრობ, რომ ან კახელაშვილს უნდა გაემარჯვა ან ხაჩალიანს ან გუგას(!), მაგრამ ეს არც ჟიურის ბრალია და არც ჯეოსელის, ეს ხალხის არჩევანია, სამწუხაროა მაგრამ ასეა.
P.S. ჩემი აზრით ახალგაზრდას რომ გაემარჯვა უფრო საინტერესო იქნებოდა :)
vopshe ra mokled vityvi:am magtma tu ra jiri qvian da rustavi2ma prosta yovel orshabats ra dengebi eyrebodat icit ert darekvaze xalxs 1 lari exarjeboda da sul pirvellad naxevarfinalshi rom dareka xalxma ramdeni zari iyo shemosuli :))mere kide mere kide mere kide da haaa ashenda qalaqi>>>…<<<
ESLI PRETENZION MOMWERET DA GAGINEBT CHEMI BOLO
S I T Y V A A A A…
Jeoselmaa puli ho ishova rac mtavaria mattvis da rashi adardebs vin da visi wyalobit moigebda?! : ))))
არასდროს არ იქნება სამართალი არ ვთვლი რომ სწორი არჩევანი გაკეთდა და მოგცემთ რჩევას გაიმარჯვებს ის ვისაც გულშემატკივრობს ფულიანი ისე უნდა გააკეთოთ შოუ რო თითო დგეს 1 მობილურიდან ერთი ხმა იყოს მიცემის უფლება და უფასო იყოს ამით ყველას ექნება საშუალება ხმა მისცეს რჩეულს და არა ის ვისაც დეპოზიტზე 10 000 ლარს დარიცხავს და გაუსვჰებს ერთთან იმ მესიჯებს რა ქნას უბრალო ხალხმა ვისაც მობიულურში ლარის ჩარიცხვაც კი უჭირს თუ ისეტი განვითარებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ ყოველ ოჯახმა არ იცის სად დამალოს ფული?
akh..:AI SHENN NAGDAD MARTALI XAR :***
დათო აბაძე შენ შენი გვარი და სახელი რატო გამოაჩინე ოდნო და რაგაცა არა ოდნო ბაბუაჩემსაც აქვს……………
@ სიმართლე
Da ra ici, rom Dato Abazadze martla mag postis damtoveblis saxeli da gvariaa? : )))))))))))))))))))))))))
ოდნო რა შუაშია? :0
14 tveshi daicyebaaaa
ჟიური უცვლელი უნდა იყოოოოს? ხო არ შეიცვლებაა ?ძაან საყვარლები არიან მაია მიყვარს მეეე
“ნანა”, მადლობა ასეთი აზროვნებისთვის. მართალია ენა დროთა განმავლობაში ტრანსფორმაციას განიცდის,მაგრამ ჩვენ მაინც უნდა დავიცვათ უცხო სიტყვებისაგან “ენაი შემკული და კურთხეული”. და ერთი კიდევ: მომეწონა ის მერვეკლასელი ბავშვი.ყოჩაღ პატარავ!!!
ჟიურის წევრებს მივმართავ, რომ ისინი მართლაც უსამართლოდ მოიქცნენ,ბოლო მე-5 ნახევარფინალი გაყალბებული იყო,რადგან ვის რამდენი ხმა ჰქონდა ის არ აჩვენეთ,რატომ მაინცდა მაინც იმ დროს როცა მოზაიკა გამოდიოდა,სხვა დროს კი დანარჩენ 4 ნახევარფინალში ყოვილთვის აჩვენებდით ვის რამდენი პროცენტი ჰქონდა,ვიცი რომ მოზაიკას ყველაზე ბევრი ხმა ჰქონდა,ძალიან გთხოვთ ჟიურის წევრებს ამიხსანთ თუ რატომ არ აჩვენეთ პროცენტები
@ თენგო
Didi madloba : ))
aauu am konkursze ici rogor modiitt? ლЬ-ebiiT ro ar ilaparakooT ise e:D:D:D
თაკო ისე ეგ მეც ძალიან მაინტერესებს..
მომღერლები ჯეოსტარშიიიიიიი…….. აქ სხვა ნიჭზეა საუბარი რა… გუგას უნდა მოეგოოოო ან NEXT LEVEL-ს….
მაგრამ საქართველოში ყველაფერი მართლა ფულზეა დამოკიდებული….. ფული ფული და ფული… ნუ რას ვიზამთ…. ვერ გამოვსწორდებით ვერასდროს…
didi usamartloba iyoo magis gamrjveba :S:S:S jer pinalshi mozika ar yavdat da “l” -ti mosaubre next leveliii amshvenebda shous :D:D loooool :D:D magari pinalia iyo :D
mozaika rogro gaagdes puuuuuuuuuf :D:D:D “l” mteli shous umnishvnelovanesi paqtoria :D:D loooooool :d
ანა ხანჩალიანს რომ უნდა მოეგო მაგას რა ლაპარაკი უნდა, ძალით გაათრიეს შავაძეა თუ ვიღაც :)))) ფულები ჩაყარეს და აღარ იციან რა ქნან !
გული დამწყდა, რომ ნიჭიერი დამთავრდა :(
აბა ზოგზოგიერებო წინ !!!! ბევრს რო ლაპარაკობდით მონაწილეებზე… აბა, მიდით !!!! იქნებ კასტინგი მაინც გაიაროთ !!! ზოგი მარი და ბაბიზე უკეთ მღეროდა, ზოგი ქეთი და ნაზიზე უფრო მოქნილი იყო… :D :D:D:D:DDDD მიდით……. ცდა ბედის მონახევრეა… და ვინ იცის იქნებ 2 კიც კი მიიღოთ :D:D:D:D:D:D:D:D:DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
*მ*ა*გ*ა*რ*ი* *ი*ყ*ა*ვ*
აქ დამპოsტველებიs 80% ფირკობs რომ sაჰავდზეs არ უდნა გაემჯარვა ყველაs რომ 1-1 sმs გაგეზგავნატ ტკვენ აზერs დააპიკsირებდიტ და მერე კდიევ აკრიტიკიბეტ რატომ გიაამრჯვაო Dაგემეsიჯა და არ გიაამრჯვებდა…. უგუნურები
ან ტკვენ რა განაგვლებტ? უყურეტ რაა და გარრთეეეთ /// ოო sჰიტ რეებs ვბოდავ;დ
რა გესჰველებატ
რა გამაგებინეთ იცით?სადაც აჭარელმა გაიმარჯვა სულ ასეთი აჟიოტაჟი რატოა?
იქნებ აჭარელის გამარჯვება არ გაწყობთ ხალხო და ის გაღიზიანებთ…მიგეცათ ხმა და მერე გამოგეთქვათ პრეტენზია….
გულნაზი ძალიან კარგად კი მღEროდა,მაგრამ საესტრადო ტიპაჟი არაა და ალბათ ყველა დამეთანხმებით..იმაშიც გეთანხმებით რომ ნიჭი მარტო სიმღერა არაა,განსაკუთრებით საქართველოში,ეგ ხომ სიმღერის ქვეყანაა,ქართველი მეტნაკლებად ყველა მღერის..,,ნიჭიერში” ჩემი აზრით სხვანაირი ნიჭიერები უნდა წამოეწიათ წინ,ეს ,,ნიჭიერი” ,, ჯეოსტარს” გავდა…იმედია მომავალი ,,ნიჭიერისათვის” გაითვალისწინებენ და უფრო სანახაობრივი შოუ იქნება…:***
http://www.Forumge.GE საქართველოს ფორუმი შემოგვიერთდით :) ,
თუ არ იცი დაიკიდე =))
Akh .. =)))
კასტინგები როდის დაიწყება ? ტელევიზორში როდის გავა ? აი ზუსტათ რარიცხვიდან აჩვენებენ ტელეში?
მითხარით რა ვიინმემ პლზ :D