23 April

გულვარდ ნიკოლავა

რა არ უნახავს ამ პროექტს, მაგრამ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მონაწილე საკუთარი აღმოჩენით მოვიდა კასტინგზე! გულვარდ ნიკოლავამ, 45 წლიანი დაკვირვების შედეგად აღმოაჩინა, რომ “დედამიწა მოძრაობს, მიყვება კრუგში ასე და მთვარე და დედამიწა ერთდროულად ამთავრებენ ბრუნვას”. ილუსტრაციისთვის კი, ველოსიპედის ბორბალი გამოიყენა დედამიწის როლში. თავად მთვარის ამპლუაში მოგვევლინა და შეეცადა ეჩვენებინა ეს მოვლენა. მთვარე და დედამიწა ერთმანეთის გარშემო ბრუნავენ – ასეთია მისი თეორია. შემდეგ ტურში კიდევ ერთი აღმოჩენის გამხელას აპირებდა და წინასწარ გაგვიმხილა - ”ან მთვარეა შემობრუნებული , ან დედამიწაა გადაადგილებული”. ჟიურიმ, მას შესაბამის საკითხებში კომპეტენტურ პირებთან მისვლა ურჩია და სამი “არა”-თი გაისტუმრა სცენიდან.

კომენტარები

კომენტარი

ერთი კომენტარი

  1. http://checkingeducation.com/images/buytramadol/#4982 tramadol online for cheap – tramadol 821

       0 likes

კომენტარის დამატება