3 May

გულნაზი გოლეთიანი – 9132

გულნაზი გოლეთიანი – ეს სახელი საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც ალბათ ყველამ იცის. მისი სიმღერის შემდეგ უამრავი წერილი მივიღეთ აქ მცხოვრები ადამიანებისგანაც და ემიგრანტებისგანაც, ისინი სიყვარულს გამოხატავდნენ გულნაზისადმი და მადლობას უხდიდნენ მას იმ ემოციებისათვის, რომელიც თითოეულ ჩვენგანში მისმა სიმღერამ გამოიწვია. თავადაც ამბობს, რომ იმ სამმა წუთმა მთელი მისი ცხოვრება შეცვალა, “ნიჭიერმა” ის უბედნიერეს ადამიანად აქცია და დიდი ხნის ოცნება, რომელსაც გულში ინახავდა, აუსრულა. გულნაზი გოლეთიანის შესახებ პოსტი შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ.

- ვოკალის მასწავლებელთან ემზადებოდით?

- არა, არასდროს მოვმზადებულვარ სიმღერაში.

- რამდენი ხანია, რაც მღერით?

- ბავშვობიდან ვმღერი, ჩემთვის, რა თქმა უნდა, დიდ სცენაზე არასდროს გავსულვარ.

- ელოდებოდით, რომ ხალხის რჩეული გახდებოდით?

- არ ველოდებოდი, გულის სიღრმეში კი მქონდა იმედი, მაგრამ მაინც არ ველოდებოდი. იმ წუთში სისხლი გამეყინა, ნაბიჯი ძლივს გადავდგი თიკასკენ და ვანიკოსკენ. უბედნიერესი წუთები იყო.

- სიმღერას “ნიჭიერის” შემდეგ გააგრძელებთ?

- კი, სანამ შემეძლება, აუცილებლად ვიმღერებ.

- სადმე თუ მუშაობთ?

- ამჟამად ჩვენი რაიონის კულტურის სახლში ვმუშაობ.

- რას ეტყვით გულშემატკივრებს?

- დიდ მადლობას! ვეცდები, მთელი ენერგია და შემართება ჩავდო ჩემს სიმღერაში, მინდა, რომ თქვენი გულები გავახარო!

გულნაზი გოლეთიანი კასტინგზე:

გულნაზი გოლეთიანი ნახევარფინალში:

კომენტარები

კომენტარი

21 კომენტარი

  1. იმათთან შედარებით ვერ მღერიის :)

       0 likes

  2. Gvancuca

    კი რახანც შენ იტყვი

       0 likes

  3. მართლაც რომ , ქალბატონმა გულნაზიმ მისი შესრულებით მოახერხა შეეხსენებინა ჩვენტვის თუ “ვისი გორისანი ვართ”. მთელი იმ ხნის მანძილზე ,ვიდრე ის მღეროდა , ძალიან ამაყი ვიყავი ჩემი ქართული ფესვების გამო .
    დიდი მადლობა ამას ამისათვის და ვუსურვებ “ნიჭიერში” ახდენილი ოცნება არ ყოფილიყოს მხოლოდ მირაჯი.
    კვლავ წარმატებები!

       0 likes

  4. ძალიან ნიჭიერი და თავმდაბალი ადამიანია…ერმა ნიჭიერში ქართველი უნდა აირჩიოს…

       0 likes

  5. ნინი

    ტკვენ უნდა გაიმარჯვოტ უდავოდ

       0 likes

  6. ნინი

    გაიმარჯვებტ უდავოდ

       0 likes

  7. მარი

    პირველად კარგად შეასრულე სიმღერა მაგრამ მეორეტ ვერა:::::::\\\\\\\\\\\\

       0 likes

  8. sjobia saxlshi dajde da shamo

       0 likes

  9. თოთა

    კარგით რა კარგით, თიკა ფაცაციას ცრემლებიცგაცჰალიცჰებული იყოოო?? ცოტა დაფიქრდით რაავისზე რას დაწერთ!!!! ქალს უძლიერესი ვოკლაი აქვს!!! რათქმაუნდა გაიმარჯვებს!!!! წინ ლეჩხუმიიიიი!!!!

       0 likes

  10. კოკა

    ნინოს ვეხმიანები. ესე იგი გულნაზის გარდა სხვა მომღერლები ზანგები არიან? ანდა რით არიან მაგაზე ნაკლებები.სხვათა შორის მაგაზე ბევრად ნიჭიერი მომღერლები ფინალს გარეთ დარჩნენ.ძალიან კარგი ქალბატონია, მაგრამ სიმართლეს ჩახედოს ყველამ თვალებში, როგორც მომღერალი, არ არის განსაკუთრებით ნიჭიერი.როგორ რთულ სიმღერებსაც სხვა ნიჭიერის მონაწილეები მღეროდნენ და მღერიან,იგი ვერ იმღერებს.რადგან ამას უფრო სხვა დონე სჭირდება. ის აჟიოტაჟიც, რაც მის პირველ გამოსვლას მოჰყვა,კახიძის არაჩვეულებრივი სიმღერის გამო იყო, რაც ხალხს ძალიან უყვარს.ეს სიმღერის გამარჯვება იყო.ხალხიც ემოციას აჰყვა.ისე რომ ნიჭიერობას ბევრი რამ სჭირდება.ქართველებს მიბაძვაში ტოლი არ გვყავს , ამიტომ სუზან ბოილი არ გვჭირდება, ქართველები ნამდვილ ნიჭიერს ველით!!!!!!

       0 likes

  11. NANIKO

    არა ზანგი რა შუაშია და ისეთივე სიმღერებს იმიტომ ვერ იმგერებს რომ ვთქვათ მარის და ანას სხვა მონაცემები აქვთ ამას სხვა იჟიოტაჟი კი იმიტომ მოყვა რომ შოუ გააკეთეს უპროსწორედ გადაიგეს და დადგეს მაგიტომ გამაგიზიანა ამ ამბავმა ესე:|

       0 likes

  12. კოკას ვეხმიანები. ხანჩალიანი ქართველია?…

       0 likes

  13. კოკას. მე ქართულად ნამღერზე ვლაპარაკობ და იმ ქართულ სულზე, რაც ნამღერში დევს… უკეთესად ქართულად, რომელმა იმღერა და ფინალს გარეთ დარჩა?…

       0 likes

  14. T.ale.N.ted.

    რატომღაც თითქმის დარწმუნებული ვარ,რომ ეს ქალბატონი მოიგებს…მოიგებს და იმსახურებს კიდეც…შეიძლება ბავშვებისთვის უნდა მიგვეცა შანსი,(რობაქიძეზე არაფერს ვამბობ),მაგრამ ამ ადამიანმა მართლა დაიმკვიდრა ადგილი ყველა ქართველის გულში…მასაც ხომ უნდა გაუმართლოს,და გაუმართლებს კიდეც(ჩემს ალტერ ეგოს ვენდობი :D )

       0 likes

  15. მარინა

    სირცხვილია, დიდი სირცხვილი, რომ ანი ხანჩალიანი სამეულშიც კი ვერ გავიდა! ძალიან დიდი სისულელეა მესიჯებით დადგენა ნიჭიერების თუ უნიჭობის.შედეგიც სახეზეა…..თან ისიც მაკვირვებს, როცა დაუფარავად აცხადებენ, ფინალში გამარჯვების იმედი მქონდა ან მსურდაო (საიდან ასეთი თავდაჯერება?! განა საქართველოში ცოტა მღერის არც თუ ცუდად, ნებისმიერ სოფელში თუ ქალაქში?!). ვეთანხმები კოკას აზრს. ლაღიძის სიმღერა ძალიან ცუდად შეასრულა ქ-ნმა გულნაზიმ. ღმერთმა სულ ამღეროს და ამხიარულოს, მაგრამ, მგონი, ეს ოჯახურ გარემოცვაში აჯობებს, ვიდრე დიდ სცენაზე….

       0 likes

  16. თუნდაც მხოლოდ ამ ქალის აღმოსაჩენად ღირდა ეს პროექტი!

       0 likes

  17. მე მაინც ვთვლი, რომ ის პირველია!!!

       0 likes

  18. კოკა

    ლუ, რა დაინახე ეგეთი განსაკუთრებული და განუმეორებელი ამ ქალში. მაგაზე უკეთ ყველა მღერის. თუ ჯერ არასოდეს მოგისმენია მაგაზე უკეთესი მომღერლისთვის,

       0 likes

  19. ბებე

    სამწუხაროდ, მე მის ნამღერში ვერც ნიჭი და ვერც შინაგანობა ვერ დავინახე….დღემდე არ ვიცოდი, თუ მოკანკალე და არათანაბარი ხმით ნამღერი მოსაწონია…..

       0 likes

  20. ბებე

    ნეტავ ერთი გამაგებინოთ, რას ნიშნავს “ქართული სულის” ჩადება სიმღერაში. თუ თქვენ გულისხმობთ სიმღერის თემატიკას, მის პატრიოტულ ჟანრს, ეს სხვა ამბავია და თავისთავად, ის ქართულია და ამ თვალსაზრისით, და გასაგებ მიზეზთა გამო, გულისამაჩუყებელიც. ამავე დროს, ქართული სული შეიძლება გამჟღავნდეს და მჟღავნდება კიდეც, ნებისმიერი ქართველი მომღერლის ნებისმიერ ჟანრში, თავად საოპეროშიც კი (ამის ნათელი მაგალითია ყველა ქართველი კლასიკური მომღერალი, გავიხსენოთ თუნდაც ზურაბ ანჯაფარიძის განუმეორებლად “ქართული” ხმა, რომელიც მის მიერ შესრულებულ არაქართულ არიებშიც მშვენივრად მძღავნდება და ეს საკამათო არ არის). ჩვენ ეს გვინდა თუ არ გვინდა, სწორედაც ქართულია და სწორედ ამ ფაქტის გამო უზომოდ მომხიბვლელი, ნანი ბრეგვაძის მიერ შესრულებული ნებისმიერი სიმღერა და მათ შორის, თვით რუსული რომანსებიც კი – ქართული ხმის და შინაგანი სითბოთი (სამხრეთული) გამთბარი და ქართულად, სიღრმისეულად გულშიწვდომადი. ასევე “ქართულია” იმავე მარიამ კახელიშვილის მიერ შესრულებული საფინალო სიმღერაც და ამით ის არაფერს კარგავს – პირიქით, ამით მოხიბლავს სწორედ მისი ნამღერი იმ სიმღერის ქვეყნის მსმენელს. ამიტომ, არ მესმის, თემატიკას რატომ ურევთ სხვა რაღაცაში. გარწმუნებთ ასევე, რომ ორმა სხვადასხვა ეროვნების მხატვარმა ერთი და იგივე ნატურმორტი რომ დახატოს, მახვილი თვალი მათში უთუოდ დაინახავს განსხვავებას, სწორედაც ეროვნულობის ნიშნით აღბეჭდილს. ამიტომ არასწორად მეჩვენება ამგვარი მომენტებით აპელირება მომღერალთა შეფასებისას.

       0 likes

  21. ბებე

    მართალია, ზემოთ გამოვხატე ჩემი აზრი ქ-ნ გულნაზის შესრულებაზე, მაგრამ ხალხის აზრი – ხალხის აზრია და ის ამიტომ პატივისცემას იმსახურებს. არ მაქვს იმის პრეტენზია რომ ხახლის ეს უზარმაზარი რაოდენობა ცდება და მაინცდამაინც ჩემი, ერთი ადამიანის აზრია უმცდარი. ზოგადად კი მაინც გამიხარდა, რომ სამეულში გასვლით გაიმარჯვა ალლალმართალმა და უპრეტენზიო ადამიანმა.
    წარმატებებს ვუსრულებ ქ-ნ გულნაზს სასიმღერო ასპარაზზე და პირად ცხოვრებაშიც! გულით დავლოცავ მას!

       0 likes

კომენტარის დამატება