5 April

იოსებ გოგია – 9123

27 წლის იოსებ გოგია პროფესიით პანტომიმის მსახიობია. ქორეოგრაფიას თვითონ დგამს და პანტომიმის სიუჟეტებსაც თვითონ იგონებს.

დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა თბილისში, ხან დარაჯად, ხან სხვადასხვა მაღაზიებში… თუმცა ნიჭიერმა მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა – გადაცემის შემდეგ იოსებს თავის რაიონიდან, მარტვილიდან დაუკავშირდნენ და სამსახური შესთავაზეს. ახლა ის ხელოვნების მასწავლებელია ადგილობრივ სკოლაში, თან საკმაოდ წარმატებულიც – მისი მოსწავლეები რაიონულ ღონისძიებებზე სულ I და II ადგილებს იღებენ.

კონკურსანტებიდან გულნაზი გოლეთიანს გულშემატკივრობს. ძლიერ კონკურენტად მიიჩნევს next level-ს.

უგულშემატკივრეთ იოსებს, დაურეკეთ ან დაუმესიჯეთ ნომერზე 9123! 5 ხმის ერთდროულად მისაცემად მის ნომერს დაუმატეთ 5-იანი:)

იოსებ გოგია რეპეტიციაზე

იოსებ გოგიას კასტინგი:

კომენტარები

კომენტარი

Powered by Facebook Comments

კომენტარის დამატება

You must be logged in to post a comment.