19 April

პეტრე (გირო) ჩილინგარაშვილი-9129

პეტრე, იგივე გირო ჩილინგარაშვილს საოჯახო ცირკი ჰქონდა. ცირკში მოღვაწეობდნენ თვითონ, თავისი ილუზიონისტი მეუღლე, ძალოსანი შვილები და ქალიშვილი, რომელიც დამტვრეულ შუშებზე ცეკვავდა კიდეც! სხვადასხვა რეგიონებში მართავდნენ წარმოდგენებს, ძირითადად ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით.

20 წელია, რაც ამ საქმიანობას თავი დაანებეს. შვილები უკვე 13 წელია საფრანგეთში ცხოვრობენ. შვილიშვილები საერთოდ არ უნახავს და სწორედ მათ გამო მიიღო მონაწილეობა ნიჭიერში. უნდა საკუთარ შვილიშვილებს აჩვენოს, რომ მათი ბაბუა ისევ ჯანზეა.

გირო საქართველოს ცირკის დამსახურებული ძალოსანია! ამჟამად ცხოვრობს ახალციხეში, სოფელ არალში და  სამეურნეო საქმიანობას ეწევა.

უგულშემატკივრეთ გიროს, დაურეკეთ ან დაუმესიჯეთ ნომერზე 9129. ერთდროულად 5 ხმის მისაცემად აკრიფეთ 91295.

გირო კასტინგზე:

კომენტარები

კომენტარი

ერთი კომენტარი

  1. მაგარი კაცია გირო

       0 likes

კომენტარის დამატება