14 June

ბრეიქდანსი და ბახი ნიჭიერის სცენაზე

პროექტის მეხუთე ნახევარფინალის დასაწყისში, მაყურებელს სიურპრიზი ელოდა. Red Bull-ის მიერ მოწყობილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, ნიჭიერის სცენაზე გერმანული ბრეიქდანს ჯგუფი, Flying Steps გამოვიდა.

ჯგუფი 1993 წელს, გერმანიაში, ქალაქ ბერლინში ჩამოყალიბდა კადირ მემიშის (“ამიგო”) და ვარტან ბასსილის მიერ. მისი წევრები არიან:

“ამიგო” – კადირ მემიში
“ბენი” – ბენი კიმოტო
“KC-1” – ხალედ ჩააბი
“ლილ’ ჩენგი” – გენგის ადემოსკი
“ლილ’ შტეფი” – შტეფანი ნგუიენი
“მიკელი” – მიქაელ როზემანი
“ვარტანი” – ვარტან ბასსილი
“ლილ როქი” – ნირანი
“ბრაჰიმი” – ბრაჰიმ ცაიბატი

მათი ცეკვის სტილებია : ბრეიქდანსი, ლოქინგი, პოპინგი, ბოლო დროს ასევე მათ რეპერტუარში ასევე შევიდა ჰიპ-ჰოპი და ჰაუსი.

ჯგუფმა რამდენჯერმე მოიპოვა გამარჯვება საერთაშორისო შეჯიბრებაში “Battle Of the Year” და “Red Bull Beat Battle”.

თავისი კარიერის განმავლობაში, ჯგუფმა, ცეკვის გარდა, ჩამოაყალიბა თავისი მუსიკალური ლეიბლი, ჩაწერა რამდენიმე ვიდეო კლიპი და მუსიკალური ალბომი. ასევე მათი ხელმძღვანელობით შეიქმნა რამდენიმე კომპიუტერული თამაში, რომელიც ბრეიქდანსს შეეხება და ცეკვის სკოლა ბერლინში. დღეისათვის ისინი ითვლებიან თავის სტილში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჯგუფად.

2010 წელს, კრისტოფერ ჰაგელის ხელმძღვანელობით, მოცეკვავეებმა შექმნეს ახალი პროგრამა Red Bull Flying Bach, რომელშიც ჯგუფი ცეკვავს იოსებ სებასტიან ბახის მუსიკაზე. ამ წარმოდგენისთვის, გუნდმა სპეციალური ჯილდოც კი მიიღო.

შეგიძლიათ მოინახულოთ Flying Step-ის საიტი და გაიგოთ მეტი მათ შესახებ. გარდა ამისა შეგიძლიათ შეუერთდეთ მათ გვერდს ფეისბუქზე.

კომენტარები

კომენტარი

3 კომენტარი

  1. მარიტა

    ძალიან მაგრები არიან <3

       1 likes

  2. ლიკა

    იყვნენ რააა! არ მომეწონა ქართველები მილიონჯერ კარგად ცეკვავენ :))):**

       2 likes

  3. მართალი ხარ ლიკა
    ნამდვილად:):):):):):)

       0 likes

კომენტარის დამატება