7 February

პირველი კვირა, სტატისტიკა

ორშაბათს, 1 თებერვალს რუსთავი2-ზე პირველად გავიდა “ნიჭიერი” და არამხოლოდ ტელეეთერი,
არამედ ინტერნეტიც შტურმით აიღო.

სანამ მეორე გადაცემას ველოდებით, ამ კვირის სტატისტიკის შემაჯამებელ პოსტს გთავაზობთ:

ინტერნეტ-ნიჭიერის კონკურსისთვის პირველი კვირის მანძილზე 10 ვიდეო მივიღეთ. აუცილებლად გამოგზავნეთ თქვენი ნიჭის ამსახველი ვიდეოები, მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში და მოიგეთ აიპოდი!

ეს ბლოგი უკვე 95 300-მა ადამიანმა მოინახულა, საკუთარი აზრის კომენტარის სახით დაფიქსირება კი 1900-ჯერ მოისურვეს.

მაივიდეოზე, ნიჭიერის არხზე ვიდეოების ჯამური ხილვა 274 000-ს აჭარბებს!

ფეისბუქზე ჩვენ უკვე 5 050 მხარდამჭერი გვყავს. აუცილებლად შემოგვიერთდით თქვენც!

კვირის სამი ყველაზე პოპულარული “ნიჭიერი” – გულნაზი გოლეთიანი, New Style და ლევან გელაშვილისა და სოფო პეტრიაშვილის წყვილია. გულნაზის ვიდეო Myvideo-ზე მუსიკის განყოფილებაში ყველა დროის პოპულარულ ვიდეოებს შორის საპატიო მეორე ადგილს იკავებს. ყველაზე მეტი გამოხმაურებაც სწორედ მის ნომერს მოჰყვა – მაივიდეოზე, იუთუბზე, ფორუმებსა თუ ამ ბლოგზე.

გულნაზის ვიდეო myvideo-ზე 76 400-მა ადამიანმა იხილა. სამწუხაროდ, დაღვრილი ცრემლების რაოდენობის აღრიცხვა შეუძლებელია. New Style-ს ნომერს  30 400 ხილვა ერგო, ლევანისა და სოფოს ცეკვა კი 18 500-მა ადამიანმა შეაფასა.

გეგა ფალავანდიშვილს სიყვარული აუხსნა 13-მა გოგონამ. ნიკა მემანიშვილის დიეტით დაინტერესდა 9 ადამიანი.

ხვალ, საღამოს 10 საათზე რუსთავი2-ზე “ნიჭიერის” მეორე გადაცემაა. ველოდებით:

P.S.: აქვე დიდ მადლობას ვუხდით თეკას, იგივე თეიმურაზს, რომელმაც ქართულ ვიკიპედიაში “ნიჭიერის” გვერდი შექმნა.

კომენტარები

კომენტარი

18 კომენტარი

  1. ჟანა

    ჟანა

       0 likes

  2. ვახ ვახ რა რიცხვებია… ერთი ათად გაზარდვას ვუსურვებ შოუს!

    გეგა ფალავანდიშვილს სიყვარული აუხსნა 13-მა გოგონამ. ნიკა მემანიშვილის დიეტით დაინტერესდა 9 ადამიანი.

    : )))

    მაიათი არავინ დაინტერესედა? : (

       0 likes

  3. დაინტერესდი და შემდეგი კვირის სტატისტიკაში ჩავსვამ :D

       0 likes

  4. მიმაწერე… : ))
    სხვებისგან განსხვავებით მაგრამ მევასება ეგ ქალი (sun)

       0 likes

  5. თეკო

    ვააა ლევანი და სოფოს საგოლ ჯერ მარტო სამი დგეა დევს მატი ვიდეო და ესე პოპულარულები არიან/.???!!! მალე პირველზე გაიცჰიტებიან სტატისტიკის მიხედვიტ იმედი მაქ,ცარმატებებიიი :)))

       0 likes

  6. ყველაფერი კაი მარა ამან ჩახია :D —> გეგა ფალავანდიშვილს სიყვარული აუხსნა 13-მა გოგონამ. ნიკა მემანიშვილის დიეტით დაინტერესდა 9 ადამიანი.

       0 likes

  7. გოლკიპერ

    New Style მაგარია

       0 likes

  8. იაღოვა

    ჟანას ფანი გახდა ერთი ადამიანი,
    მეც მიმაწერეთ.
    ჟანა <3

       0 likes

  9. გეგას სიყვარული აუხსნა 13 ადამიანმა??? მეტს ველოდი :)) გეგაზე ვგიჟდები (ინლოვე) მემართება :დ ყველაზე მაგარი კაცია, გეგამანია მჭირს მკურნალობას არ ექვემდებარება რა მეშველება :დ და საერთოდაც ამ კაცზე ჯერ კიდევ პირველი აკადემიის დროს გავჩედე :დ კვატივიტ რო დადის :დ :*

       0 likes

  10. new style yvelaze magrebi ariannnnnnnnnnn

       0 likes

  11. მიქო ...

    კირიკოზაშვილი რა კაცია არ მოგწონთ ? !

       0 likes

  12. ნიუ სთაილი მაგარიააააა

       0 likes

  13. გეგა ძაან მაგარია

       0 likes

  14. მარი

    რატომ გავს გულნაზის გამოსვლა სუზანის ნომერს?

       0 likes

  15. [...] ”ნიჭიერის” ეთერში გამოჩენიდან უკვე ორი კვირა მიიწურა და ჩვენი მეორე, სტატისტიკის შემაჯამებელი პოსტის დროც დადგა. წინა კვირის შემაჯამებელი პოსტის ხილვა შეგიძლიათ ამ ბმულზე. [...]

       0 likes

  16. ქ-ნი გულნაზი გამოვიდა და ის იყო პირველი აღმოჩენა იმღერა კარგად მეორე აღმოჩენა მარიამ კახელიშვილი და ეხა მე გეგაც მომწონს ნიკაც მაგრამ ერთი მაიას + 1 მიეცით ხმა ჩემგან ძალიან ლამაზი და საინტერესო და “ნიჭიერი” ადამიანი არის.მადლობთ

       0 likes

  17. თეკა (თეიმურაზი)

    დიდი მადლობა, რომ დამიფასეთ შრომა. მართლა ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ვიგებ, რომ ვიკიპედიას მაინც ჰყავს მკითხველები. მე დიდი სიამოვნებით მას გავავრცელებ.
    P.S. მე ვერც მაის, ვერც ნიკას, ვერც გეგას შესახებ ვერ ვნახე ინფო (ანუ დაბ. დღე, ზუსტი პროფესია და ა.შ.). თუ ინფო გაქვთ ელ-ფოსტით მომწერეთ =))). დიდი მადლობა კიდევ ერთხელ

       0 likes

  18. ბებე

    და ჟიურის წევრები აღარ მიიღებენ მონაწილეობას ვაფშე არაფერში ? ო რა : (( მიიღონ რააააა… : X : X : D სად შეიძლება ბილეტების დათრევა ?

       0 likes

კომენტარის დამატება