7 May

მეცამეტე სერიის დასასრული

ბექა, a.k.a მჩხაპნელი ბლოგიდან Doin.ge

“რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფრის ბოლო მაინც კეთილია”- თქვა დედაბერმა, როცა მისი მოხუცი წავიდა და თავი ჩამოიხრჩო(ასტრიდ ლინდგრენი – “მაწანწალა რასმუსი”)

“ნიჭიერზე” ტოტალიზატორში ფსონები რომ ყოფილიყო, მოთამაშეები ტოტალურ წაგებას ნამდვილად ვერ გადაურჩებოდნენ.

პროექტის ფინალის FIN-ალური ნაწილის ალი არც იმდენად მხურვალე აღმოჩნდა, რომ მაყურებელთა უმეტესობის გული დადებითად აეგიზგიზებინა. პირიქით – შედეგი ისეთივე მოულოდნელი იყო ყველასათვის, როგორც რობინზონ კრუზოსთვის – 28 წლის შემდეგ დანახული გემი, კატისათვის – პარასკევ დღეს ძირს ჩამოვარდნილი ძეხვი, უცხოელისათვის – თხილის გულის ცხრა ნაწილად გაყოფის ალბათობის დაშვება, ბებიაჩემისთვის – ამ აბზაცში მისი მოხსენიება და ა.შ.

თუმცა, როგორც ერთდროულად შაკიკითა და სურდოთი შეპყრობილი პაციენტი ექიმს ეტყოდა: “სჯობს თავიდან დავიწყოთ…”

“Next level”-ის გამოსვლები “ნიჭიერის” სცენაზე, მისივე სახელწოდების მეორე სიტყვას მაგონებს, ანუ, დებიუტიდან ფინალამდე და ფინალიდან დებიუტამდე, ორივე მიმართულებით, მათი ნომრები ერთნაირად კარგი აღმოჩნდა. ყველაზე მოსაწონი კი ის არის, რომ ჯგუფი ტერფსიქორესთან (ცეკვის მუზაა) ერთად ფანტაზიასთანაც აშკარად მეგობრობს და ამ მეგობრობის სინთეზი სცენაზე კარგად ჩანს. ფანტაზიის ფანტვას ვერც მოცეკვავეთა მეორე წყვილს დავაბრალებთ. მართალია, ერთი-ორ შემთხვევაში მომეჩვენა, რომ მათი ზოგიერთი ილეთი – “ეს ის არ იყო, რაც მეგონა… კი არადა, წესით უნდა ყოფილიყო”, მაგრამ ცეკვის საერთო ფონი ისე იყო დამშეული, რომ მცირე შეცდომები მთლიანად “შეჭამა”.

გადავინაცვლოთ ქართული ნიჭის ნოტურ სახესხვაობაზე. როგორც მახსოვს, ვიღაცამ მუსიკას “მსოფლიოში ყველაზე საშინელი ხმაური” უწოდა. თუმცა, ფინალის შემდეგ, ხსენებულმა “ვიღაცამ” ამ სიტყვების გამო ნამდვილად დაიმსახურა ის, რომ მისი სახელი კაცობრიობისათვის ბოლომდე უცნობად დარჩეს. (სულ მინიმუმ იმიტომ მაინც, სცენაზე მარიამ კახელიშვილმა და ანი ხანჩალიანმა კიდევ ერთხელ რომ იმღერეს). როგორც მოსალოდნელი იყო კარგად იმღერა გულნაზი გოლეთიანმა (მაგრამ მისი პირველი “დაუვარცხნელი” გამოსვლა მაინც უფრო მომეწონა), კარგად იმღერა ბაბისა და მარის დუეტმა, კარგად იმღერა ლევან შავაძემ და… ისევ საყვარელი იყო მარიამ ფაჩულია. (ეს აბზაცი ეძღვნება მკითხველთა იმ ნაწილს, რომელსაც მარტივი წერა უყვარს, რადგან ამდენი სახელი და გვარი ერთ პატარა მონაკვეთში არასოდეს გამომიყენებია).

მე და გიტარა ისე შორს ვართ ერთმანეთისგან, როგორც ანი და ჰოე, ალფა და ომეგა, “რაც უფრო” და “მით უფრო ვტკბები”, “პოზიცია” და “ოპოზიცია”… მოკლედ, გიტარაზე დაკრული აქამდე მხოლოდ სუფრებსა და ანტონიო ბანდერასის ფილმში მქონდა მოსმენილი (ნანახი). (აქვე უნდა აღვნიშნო იმის ცოდნაც, რომ ჯიმი ჰენდრიქსი “აი, ძაან მაგარია”). ჰოდა, აქედან გამომდინარე, მე რომ ავთო ნაცარაშვილის დაკრული შევაფასო, მოგვიანებით მინიმუმ სინდისმა უნდა მქენჯნოს, რომ ასეთმა არაკომპეტენტურმა მსმენელმა ეს საქმე საკუთარ თავზე ავიღე. სინდისი კი, როგორც გერცენმა აღნიშნა, ყველაზე დიდი ინკვიზიტორია.

ინკვიზიტორზე რატომღაც ერთი მონაწილე გამახსენდა, რომელიც საკუთარ ფილტვებს “უკანასკნელ ამოსუნთქვამდე” ტანჯავს. ერთ-ერთ ფილოსოფოსს აქვს ნათქვამი… არა, ასე რთულად გამოვა. მოკლედ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ერთი და ორი სუბიექტის ტანჯვა იმით არის გამართლებული, რომ ამის შედეგად სიამოვნებას გაცილებით მეტი ინდივიდი იღებს. (მაინც ჩახლა-რთული გამოვიდა). აქედან გამომდინარე, დიდი იმედი მაქვს, რომ გუგა ჭყონია ქართული სივრციდან ისევე არ გაქრება, როგორც რეალური თუ სხვა შოუების მონაწილეები გაუჩინარდნენ.

“გაქრობის” თემიდათემიდას შეურაცხყოფაზე მინდა გადავიდე, თორემ სამართალი რომ იყოს, “ნიჭიერის” მთავარი მქრობელი მას სამეულში მაინც უნდა მოეხვედრებინა. მართალია, საოცარი ნახევარფინალური ნომრის შემდეგ ფინალის ყურებისას საზოგადოების ნაწილს უკმარისობის შეგრძნება დარჩა, მაგრამ რობაქიძის თითოეული გამოსვლა მაინც ისეთი “შთა”-მბეჭდავი იყო, რომ ფინალის მიმდინარეობისას საკმაოდ ბევრი “შთა”-ს დაბეჭდვა მოასწრო. სამწუხაროა, რომ ამ ნომერმა სათანადო ნომრული ასახვა მობილურ ტელეფონებზე ვერ ჰპოვა.

რაზე უნდა გადავიდე შთამბეჭდავიდან, თუ არა პარკურზე და რა უნდა ვთქვა მათ ნომერზე, თუ არა კარგი. ასპროცენტიანი ასები არიან (აქვე მცირე განმარტება: “ასი” – პროფესიონალი მფრინავი). ფინალურ ნომერში დამატებული მანქანა კი მრავალფეროვნების… თუ მრავალსაგნოვნების კუთხით, ნამდვილად კარგი მიგნება აღმოჩნდა.

გადავიდეთ გამარჯვებულზე… (სანამ თვითონ ის “დრიმ თაუნის” ბინაში გადავა). უკვე ბევრი ითქვა, დაიწერა, გაითათხა, გაიკიცხა და ბევრი სხვა არცთუ თავაზიანი ზმნა დაფიქსირდა ყველაზე ნიჭიერის მიმართ. თუმცა, დამნაშავე იმაში, რომ ლევან შავაძემ გაიმარჯვა, არც “ნიჭიერის” შემოქმედებითი ჯგუფია და მით უმეტეს, არც ლევან შავაძე. უბრალოდ, საკითხი “ხალხის ბრძნობის” შესახებ, ეჭვქვეშ კიდევ ერთხელ აღმოჩნდა.

თუმცა, გამარჯვება მხოლოდ პირველი ადგილით არ გამოიხატება. როგორც პათეტიკური ადამიანები იტყოდნენ: ხალხის სიყვარულიც უდიდესი გამარჯვებაა :)

და ბოლოს, მინდა ეს ბოლო პოსტი ისევე მოჭრილად დავასრულო, როგორც თავად პროექტი დასრულდა.
ყოველგვარი პ.ს-ების გარეშე: მომავალ შეხვედრამდე! :)

კომენტარები

კომენტარი

85 კომენტარი

  1. ეე რა დათო რობაქიძეეე რატომ არ გავიდა სამეულში მაინც :(;( ისე პირველ აბზაცში რომ გიწერია როგორც ბებიაჩემს ამ აბზაცის წაკითხვისას თავისი სახელი ამოკითხვაო მაგარია :D:D

       0 likes

  2. “შედეგი ისეთივე მოულოდნელი იყო ყველასათვის,როგორც ….ბებიაჩემისთვის – ამ აბზაცში მისი მოხსენიება და ა.შ.”
    არა , რა ! ასეთი რამე რომ მოიფიქრო და დაწერო ტვინი უნდა ? -უნდა ! განსაკუთრებული ნიჭიც ხომ უნდა ? -უნდა! ხოდა, ძალიან გამაოცე , ბექა, კიდევ ერთხელ ! წერე და წერე რა, ნუ გაჩერდები :)))

    მომავალ შეხვედრამდე კეთილი სურვილებით!

       0 likes

  3. T.ale.N.ted.

    თავიდან ისეთი სიამოვნებით ვკითხულობდი,მეთქი ხომ არ ვცდები,ეგება ეს ბექა არაათქო :) ეხ,თავიდან,თავიდან :))) ბებიაზე მომეწონა :))))) ვის ეძღვნება აბზაცი,ის რომ წავიკითხე,უი,არ ვცდეებითქო,-გავიფიქრე… თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი და მივხვდი,რომ (იმ ადამიანთა ენაზე ვიტყვი,ზემოთხსენებული აბზაცი რომ ეძღვნებათ) “შარს ვეძებდი” შენი პოსტების დაკომენტარებისას :)) ზოგჯერ შეიძლება გადავაჩარბე კიდეც.მაგრამ…აღიარებად მიიღე :))) მეც “ჩახლა-რთული” გამომივიდა,მაგრამ შენ ჩემგან განსხვავებით “მარტივად მოაზროვნე” არ ხარ და მიმიხვდები :) მომავალ შეხვედრამდე(ისე აქ შენს მიერ არაერთხელ გაკრიტიკებული გრამატიკული შეცდომა გაქვს,რომელსაც არ ავხსნი)?ველოდები შენს ცინიკურ პოსტებს(ერთ-ორ სასარგებლო გამონათქვამსაც წავაწყდები ისევ),ანუ ველოდეები ნიჭიერის მომავალ სეზონს…

       0 likes

  4. ვახოო

    საღოლ მაგარი პოსტია როგორც ყოველთვის !

       0 likes

  5. ნინო ქუთათელაძე

    ბექა <3

       0 likes

  6. გემრიელი პოსტი იყო :)))
    საინტერესო, კორექტული და სამართლიანი :) თუმცა ვერ მივხვდი ავტორი ვინ იყო :)

       0 likes

  7. ნინი-ნესა

    მომეწონა შენი პოსტი პრობლემა ჩვენს სიბრძნეებშია მართალია :)

       0 likes

  8. ეკა

    სამარტლიანად არის დაცერილი .

       0 likes

  9. აი, ზედონე პოსტი ეს არის, მომწონს!!! ძაააან სამართლიანი და რეალობის სრული ამსახველი, გაიხაროს ავტორმა თან მაგარი იუმორიც გაჩითა :DDDDDD

       0 likes

  10. ეკა

    kargia misabadzia es posti da avtori ki samartliania dzalian .mivesalmebi kvela eget xvtisnier adamians da ara zogiertebivit namus da sircxvil dakargul da rac mtavaria matkuara bloqer ტინის vgulisxmob .tkuilebit da tavsis pavoritebis keba didebit agebuli rom akvs tavisi posti eseti pataraa da eseti matkuara .

       0 likes

  11. simpLe

    კარგია,მაგრამ მომღერლებზე ცოტა ზერელედ იყო… იუმორი მომეწონა : )) მთლიანობაში კარგი იყო

       0 likes

  12. აუ ამ კაცის პოსტები მევასება.. საიდან რას ჩატევს ხოლმე =))

       0 likes

  13. M.A.

    ძალიან კარგი პოსტი იყო. მაცინა :D :D :D

    მომავალ ნიჭიერამდე ;) :D :D :D :D

       0 likes

  14. ნინუცა

    <3 ამის გარდა სხვა რა დავწერო არ ვიცი :D:D

       0 likes

  15. ძალიან კარგი პოსტია,ძალიან გიხდება იუმორი :D:D

       0 likes

  16. Barfuss

    როგორც ყოველთვის საუკუთესო პოსტია ))

       0 likes

  17. მიყვარს ამ კაცის პოსტები : ) სწორი შეფასებები და ნათელი აზრი!!! ბრავო ბექას

       0 likes

  18. სამაია

    beka ase gagrdzele magari adamiani xar da scorad apaseb .

       0 likes

  19. მალადეც ბექა! მაგრად წერ მართლაც ნიჭიერი ხარ!!!!!!!!!!!!!!!!!!

       0 likes

  20. დ.ჩ.

    კარგად წერ და სიმართლეს წერ, მაგრამ მე უფრო მეტ კრიტიკას მოველოდი შენგან, რაღაც მოკლედ გამოგივიდა. მე არ შემიძლია ეგრე მჭერმეტყველურად წერა, თორემ დავწერდი, მაინც ანის, მარიამს ან ავთოს უნდა გაემარჯვა.

       0 likes

  21. ნეაკო ))

    როგორც ყოველთვის : შთამბეჭდავი, საინტერესო და გონებამახვილური ნაწერია !
    მოუთმენლად გელით შენ, შენს პოსტებს და რაღა თქმა უნდა “ნიჭიერის” მეორე სეზონს … :*

       0 likes

  22. ბექა რამდენი წლის ხარ! ასე კარგად რომ წერ.

       0 likes

  23. ნეაკო ))

    ჰოო .. ბუსუნა მეც ძალიან მაინტერესებს ))

       0 likes

  24. ცხრამეტი ჯერჯერობით, უახლოესი თვის განმავლობაში :)
    ვინაიდან და რადგანაც ტავტოლოგია არ მიყვარს და მადლობის 20 სხვადასხვა ფორმა არ ვიცი, მადლობა ყველას :)

       0 likes

  25. კარგი იყო კარგი კარა მაგარი თუ იმას გავითვალისწინებთ რამდენი დრო ჰქონდა gt crew ს ამისთვის მოსამზადებლად მაშინ (Y)

       0 likes

  26. რა პატარა და რამხელა ნიჭი:)

       0 likes

  27. Maiiii

    dzz dzz kargi postiaaa:)))))))))))))))) rac mtavaria realobas sheesabameba:)

    p.s. am postshi shen mier gamovlenili codna da iumoris grdznoba momewonaa dzzzz:*

       0 likes

  28. არადა, კარგად დასცინა “მარტივისტებს” :):) ასი და ტერფსიქორე დააბნევთო, იფიქრა ალბათ და მიაფრჩხილა განმარტებები :):)

    მომავალ შეხვედრამდე კი არა, დაბრუნდი შენს ბლოგზე, თორემ ჩაკვდა იქაურობა:):)

       0 likes

  29. Barfuss

    ჩემი რჩევაა გააკონტროლო სტილისტური შეცდომები, საკმაოდ ბევრს უშვებ… თუმცა, პუბლიცისტური სტილი იტანს გარკვეულწილაად და ნიღბავს, მაგრამ მაინც ))

       0 likes

  30. ბექააააააააააააააააააააააააააააა!გელოდი.რა გინდა,ჩემი სიკვდილი გინდა?შენი ნაწერებით შემიყვარდი.შენ ვინ ხარ,ადამიანო…..კველაფერი ასე კარგად როგორ იცი-მითოლოგია ,გრამატიკა,ლიტერატურა,რა ვიცი…..მართლა 19 ის ხარ?რაღა მეშველება ნიჭიერი რომ დამავრდა .დაწერე ხოლმე რამე,მომიკითხე მაინც…….მართლა შემიყვარდი,თუ ვაჭარბებდე მე მოვკვდე.შენი ნიჭის თაყვანიშმცემელი ვარ,ყველას შენ ჯობიხარ,უძლიერესი ხარ სად სწავლობ?მეტ საღარაფერს გკითხავ.უპასუხოდ არ დამტოვო გთხოვ.ბ ე ქ ააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა!!!!ვაიმე მგონი გავგიჯდი .არავინ არ გამაკრიტიკოს.არავის აზრი არ მაინტერესებს,გარდა ბექასიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი

       0 likes

  31. მჩხაპნელი კი არა ჩემი სიტყვის მქარგველი ხააააააააააააააააააააააააააააააააარ!

       0 likes

  32. ვაიმე! დავიბენი :)

    არც კი ვიცი, საიდან დავიწყო :)
    ჩემს დაბადების მოწმობას გეფიცები, მართლა 19-ის ვარ.
    ცოდნას მაძლევს “კავკასიის უნივერსიტეტი”, აგერ უკვე მესამე წელია :)
    ყველაზე დიდი “კი”… კი არადა, “მადლობა”, რაც კი ოდესმე მითქვამს :)

    პ.ს: მოკითხვაზე და უფრო არასაიტურ ამბებზე შეგვიძლია ერთ, მაგალითად “ცით კურთხეულ” “მესენჯერში” ვისაუბროთ, ვიმასლაათოთ, ვიბაასოთ და ლაპარაკთან დაკავშირებული სხვა ზმნები :)

       0 likes

  33. თათა

    ძააალიაან ძალიააან ძალიაან მაგარი პოსტია ! ძალიაან ვისიამოვნე მართლაა! :)

       1 likes

  34. T.ale.N.ted.

    აუ,ბექა,რობაქიძეც დააჭკვიანე რა შენსავით :))) რა უცებ მოიხიბლე და მე რა ხანია ვიბრძვი დათოსთვის… შედეგი_ეჰ :) ასწავლე,როგორ უნდა მოექცეს უცნობ თაყვანისმცემელს :)))) “ცით კურთხეული” :))))))))) არა,რა მეთქმის,კარგად ხუმრობ…

       0 likes

  35. მაგარია…ისე შენს ბოლო ბოსტებზე ასეთი შეგრძნება მაქვს:ნეტა სრული ვერსია და არა ნიჭიერისთვის განკუთვნილი წამაკითხა..:)ისეთი კარგი ანალიზის უნარი გაქვს სიამოვნებით მოვისმენდი ყველა დეტალზე და წვრილმანზე შენს აზრს.:))))))))

       0 likes

  36. თამ

    ვაა ბექააა მგონი პირველად მომეწონა შენი სტატია მაგარია ძაან ვისიამოვნეეე:*:*:*

       0 likes

  37. კონფუცი

    ისე რავიცი აბა გამარჯვებას ესე აღნიშნავენ ხოლმეე და აქ რა ხდება არ ვიცი http://www.youtube.com/watch?v=Ys1U0jN6kjw&feature=related

       0 likes

  38. AnuSia

    au xalxi ras ichimebaa ee… chyonias arc sheedaro vigaca xar midi aba egre shen gaakete dzana dznelia! chemi azrit next levli guga da xanchaliani unda gasuliyo 3eulshii !!! da reebs bodavt babis da maris puliani mamikoebi sulac ar yavt! samegobro yavt gaiget ?? da pachuliasnairad z bevri mgeris da eg pinalshi ar unda yopiliyoo! robaqidze ro gadaiyvanes avtom ra daashavaa? da shavadzem ro gaimarjvaa egg raa iyoo uimeeee

       0 likes

  39. ხო, საკურა , მაგას ვფიქრობ მეც .. ამ ბიჭის დაწერილი გენიალური გამოვა ,რამე “ვრცელის ” წერას რომ მოკიდოს ხელი. (არ ვამეტებ და იმედია არც ბექას მოუვა გადამეტება ამდენი ქება-დიდებით ) :)))

       0 likes

  40. T.ale.N.ted., ნუ მოაცდენთ ბექას მასეთი წვრიმანებისთვის. :)))

       0 likes

  41. T.ale.N.ted.

    @თინა,”მსხვილმანია” ეგ წვრილმანი ჩემთვის :D :D :D :D

       0 likes

  42. ლიკუნ....

    ძალიან მომწონს შენი ფოსტები,ყველასგან გამორჩეული და განსხვავებულია….ისიც ძალიან მომწონს რომ კრიტიკული ხარ( თუმცა აქვე მინდა ავღნიშნო რომ კრიტიკული კი არა უბრალოდ ყველაფერის სწორად აღქმის უნარი გაქვს) შენტან მეგობრობა მინდა ( თუ შენ არ ხარ წინააღმდეგი)

       0 likes

  43. ჩემს დაბადების მოწმობას გეფიცები………..ვენაცვალე შენს დაბადების მოწმობას და პირადობას…..ჩემო უ-ნიჭიერესო ადამიანო ! ნიუტონი რომ არ გაჩენილიყო,ადრე თუ გვიან სხვა აღმოაჩენდა მსოფლიო მიზიდულობის კანონს……..ოპენჰაიმერი რომ არ გაჩენილიყო ,ადრე თუ გვიან სხვა ამოხსნიდა ატომგულის საიდუმლოებას, ბ ე ქ ა რომ არ გაჩენილიყო , ვერ დაიწერებოდა ასეთI მმმმაგარი პოსტები ვერასოდეს!(არ ვიცი გადმოვეცი თუ არა რისი თქმაც მინდოდა). გენაცვალე შენ !შენი ბილო კომენტარი გადმოვიწერე მობილურში და დღეში ასჯერ ვკითხულობ …..რა მიქენი ეს ადამიანო ,შე…..მართლა ადამიანოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო!!!!!!!1

       0 likes

  44. T.ale.N.ted.

    @ელენე,გილოცავ :))))) გაგიმართლა :))) ალბათ:) მე არა :( (რობაქიძის გული ვერ მოვიგე :D)
    ხო,ეს ისე,გამახსენდა:”რა დიდებულია ადამიანი,თუ მართლა ადამიანია”

       0 likes

  45. T.ale.N.ted.
    თუ ოდესმე შემხვდა დათო სადმე, ამ კომენტარების ლინკს ჩავაწერინებ და… ვინ იცის :)

    ლიკუნ….
    სრულიად წინ-არ-აღმდეგი ვარ, დიდი სიამოვნებით :) ინტერნეტ-კოორდინატებს თუ მეტყვი :)

    ელენე
    .
    .
    .
    .
    .
    ამ შუალედში უნდა ყოფილიყო სიტყვები, რომლებიც ზედმეტია და წავშალე :) ინტერნეტის რომელიმე სოციალურ ქსელში არ ხარ გახლართული? :)

       0 likes

  46. ლიკუნ....

    mashin messenger-shi momwere lika_samushia@yahoo.com ….gelodebi …imedia sasiamovno iqneba shentan urtiertoba

       0 likes

  47. T.ale.N.ted.

    @მჩხაპნელი :)))))) შენდამი არსებული “აგრესიის” ( :D ) ბოლო წვეთებიც გამიქრე ბოლი კომენტარით :))))) შენი იმედიღა დამრჩა და სხვა რა გზა მაქვს :D
    ეჰ..ეგ მრავლისმეტყველი სიტყვები მეც მინდა :)))) ბევრი რამ მინდა,ვიცი ეგ,მაგრამ ეს ჩემებური ეგოიზმი ვერ მოვიშორე და რა ვუყო :)))
    DA Tუ OდესMე შევხვდI, YVელA პRეტენზიაS დავივიწყებ,MაGრამ,ჯერ მხOლოდ NIჭიერის გვერდით ვსაზრდოობ :))))))))))

       0 likes

  48. ნუ მიაცვ მააცვამტ რა..ვინც გასასვლელი იკო გავიდა…

       0 likes

  49. ლიკუნ....

    yahoo-shi momwere…lika_samushia@yahoo.com

       0 likes

  50. ემილიანა

    ბოდიში პარკურისტებო მაგრამ მე 3წელია პარკურისტი ვარ! და ამათზე მეტიც გამომდის და ყველანაირი არაცხვირის დატეხების გარეშე!

       0 likes

  51. დზ კაი იყო

       1 likes

  52. ნიჭიერ ძალიან მაგარია მე ილუზიონისტი მომეჭწონა

       0 likes

  53. ნიჭიერ ძალიან მაგარია მე ილუზიონისტი მომეწონა

       0 likes

  54. ემილიანა_ხოდა იქნებ შემდეგი ნიჭიერის სეზონზე გაგვეჩითო და გაგვაოცო შენი შესაძლებლობებიით ???? ;):D ამათმა რაც გააკეთეს ნამდვილად არ იმსახურებს ასეთ კომენტარებს რააა :@:@:@ და ვფიქრობ, ეს არაა ჩემი სუბიექტური აზრი მხოლოდ, დარწმუნებული ვარ, ბევრი დამეთანხმება.. ხო ასეა???
    “ყველა ერთმანეთზე უკეთესები ვართო”, რომ ვამბობთ, ჯობს ეს სენი მოვიშოროთ და უბრალოდ დავინახოთ და დავაფასოთ ის, რაც უდაოდ ნიჭიერ ადამიანებს შეუძლიათ…
    P.S…. ხომ გახსოვთ?! არსებობს თვითკრიტიკაც… : ))

       0 likes

  55. არსად არ ვაააარ,მარტო აქ.ხო,ეს მარტლა ის შემთხვევაა,როცა სიტყვები მართლაც ზედმეტია.მოკითხვა ბექას!

       0 likes

  56. თიკო

    ნათი ხო იცი ვჯობნი მჯობნის ვჯობნით არ დაილევა ამიტომაც ეგეთ კომენტარებს არ უნდა ქცევდეს ხალხი ყურადღებას და იმ ბიჭს ერთი რაFაც ვერ ქნა და გადააყოლეთ რააა რაპრეტენზიული ადამიანები ხართ შეარგეთ ფინალი

       0 likes

  57. ანანო

    მე მინდოდა next level-ი ან ის პატარა გოგო ყოფილიყო ყველაზე ნიჩიერი

       0 likes

  58. ფლეში

    ანა ხანჩალიანი მაინც ყველას ჯობია :))) ძალით გაყვანილი შავაძე, ფუ :@

       0 likes

  59. ანა მაგარი ხარ

       0 likes

  60. ფგჰფჰჯგფჯუყჰგფ

       0 likes

  61. http://www.Forumge.GE საქართველოს ფორუმი შემოგვიერთდით :)

       0 likes

  62. აუუუუუ შეიძლება ვნახო ვინ შეავსო ანკეტა?

       0 likes

  63. მედიი

    ხანჩალიანი თუ გაიმარჯვებდა: მაგან როგორ გაიმარჯვა, კახელიშვილი ჯობდა!
    კახელიშვილი გაიმარჯვებდა: ხანჩალიანს არ გაამარჯვებინეთ, არადა ის ჯობდა!
    გულნაზი გაიმარჯვებდა: პროდიუსერებმა გააკეთეს სუზან ბოილი და გაამარჯვებინეს.
    პარკური: ეგრე ყველა იხტუნავებდა, როგორ შეიძლებოდა, როცა მოზაიკა გარეთ დარჩა!
    ვერკა და გიორგი – აქ გამოხტებოდნენ აკა და გვანცას და ლევანი და სოფოს თაყვანისმცემლები.
    ავთო ნაცარაშვილი – აქ თავს წამოყოფდა მასის ის ნაწილი, რომელიც სელინ დიონს უსმენს და ასეთი ბევრია. ეს რა იყო, რაღაცას უბარტყუნებდა გიტარაზე!
    ნექსთ ლეველი: ნიუ სტაილი ჯობდა, ძალით გაიყვანეს. ან გამოხტებოდნენ ვესტ საიდ დენსერები- ჩვენ 16000 (11000 12000, 20000 მოკლედ რაც პირზე მოადგებათ) სმს გავაგზავნეთ, მუსიკა შეგვინელეს ბლა ბლა ბლა მაგათი გაყვანა უნდოდათ და გაიყვანეს!
    ფაჩულია- დედა არ ჰყავს და შეეცოდათ.
    გუგა ჭყონია- ისევ ხანჩალიანი და კახელიშვილი სჯობდა მაგას რააა…
    დავით რობაქიძე- კი მაგარია, მაგრამ მაინც ნიჭიერი სხვა არი რააა… ავთო გოგეშვილიც მაგარი იყო და რატო არ გაიყვანეეეეს.
    ბაბი და მარი – ამათზე ატყდებოდა ცოდვის ტრიალი -მამამ მოაგებინა!

    რას გაგიგებთ რა კაცი….

       1 likes

  64. ესემნმი ვაპშე არ მომეწონა რა სალტოები რა თქვენ ქალაქში აკეთედ მაგი ვახ მოვიდნენ ამ ნიჭიერში ნარუტოს სშეხედედ რა მაგრა აკეთებს ნარუტოს უნდა მიეგო მონაწილეობა და თუ წააგებდა ყველას შურიკენებს რო გაუკეთებდა და კლონებს რო გააჩეენდა ყველა პიდ დაგებული მისცემდა ხმას და ნარუტო იმიტოა მაგაარი….

       0 likes

  65. ესენი ვაპშე არ მომეწონა რა სალტოები რა თქვენ ქალაქში აკეთედ მაგი ვახ მოვიდნენ ამ ნიჭიერში ნარუტოს სშეხედედ რა მაგრა აკეთებს ნარუტოს უნდა მიეგო მონაწილეობა და თუ წააგებდა ყველას შურიკენებს რო გაუკეთებდა და კლონებს რო გააჩეენდა ყველა პიდ დაგებული მისცემდა ხმას და ნარუტო იმიტოა მაგაარი….

       0 likes

  66. ქეთუსა : )

    დზაან მაგრები ხართ ნუუუუ

       0 likes

  67. ყველას გისურვებთ წარმატებებს ანუ ახალ მონაწილეებს.

       0 likes

  68. ყველანი მაგრები იყვნენ ვინც ფინალში მოხვდნენ

       0 likes

  69. მაგარი კაცი ხარ ბრატ :) მიდიი გააგძელე მაგარი ნიჯიერი ბიჯი ხარ ნიჯიერსჰი გადი და შენ იცი ბრაცტი

       0 likes

  70. ბიჟო მომისმინე ნომერი მომეციი მე შენი დედამოვტყამ

       0 likes

  71. ნიჭიერა

    როდია იწყება ნეტა მეორე სეზონი კურიოზები მინდაააააა

       0 likes

  72. ბიჭებო მაგრაბი ხართ მეც ვარ პარკურისტი მაგრამ ძაან ბევრ რამეს ვერ ვაკეთებ როგორც თქვენ მაგრები ხარ. პარკური 4ევერრრრრრრრრ 8-)

       0 likes

  73. ქეთაა

    თუ შეიძლება მიპასუხეთთ როდის განახლდება ნიჩიერიი????

       0 likes

  74. geo-hestory.ucoz.com

    მაგარი შოუა (GEO-HESTORY.UCOZ.COM) შემოდით და ნახეთ თუ როგორი ნიჭიერები ვიყავით წარსულში მადლობას ვუხდი ადმინისტრაციას ასეთი კარგი პროეკტის შექმნისთვის
    :*

       0 likes

  75. დიტო

    რა კათმები ხართ, არ გეზკინოტ კათმებო, მართლაც რომ კათმები ხართ კათმებო

       0 likes

  76. თაკო

    ხოო მარტლა სჰენც ხარ დიტო

       0 likes

  77. ნიკა

    არა დიტო რატომ ვართ?

       0 likes

  78. თაკო

    ხოო დიტო არ გახსოვს სჰვენი დანიზლავება??

       0 likes

  79. დიტო

    კი თაკ მახსოვს!!
    !!!!

       0 likes

  80. თაკო

    ხოოო გახსოვდეს

       0 likes

  81. დიტო

    ოკ

       0 likes

  82. ნიკა

    რა ნიზლავზე ლაპარაკობთ?

       0 likes

  83. თაკო

    ოხ ვერ გეტყვი ეხალ მერე გეტყვიი არ გეცკინოს ოკ

       0 likes

  84. რა ხდებააააააა?

       0 likes

  85. გაცჰერდიტ და ასე სჰემდეგგგგგგ

       0 likes

კომენტარის დამატება