ფინალში მოხვედრის კიდევ ერთი შანსი!
ორშაბათს, “ნიჭიერის” მეოთხე ნახევარფინალისას მაია ასათიანმა მაყურებლებს სურპრიზის შესახებ შეატყობინა: ნახევარფინალისტებს, რომლებიც ვერ მოხვდნენ ფინალში, კიდევ ერთი შანსი ეძლევათ!
მეხუთე ნახევარფინალის შემდეგ, როდესაც გაირკვევა მე-9 და მე-10 ფინალისტების ვინაობა, ჟიური გამოაცხადებს რამდენიმე ნახევარფინალისტს, რომლებმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს კონცერტებზე, მაგრამ ვერ მოხვდნენ ფინალში, რის გამოც ხალხსაც და ჟიურისაც ძალიან დასწყდა გული.
რამდენიმე კონკურსანტის დასახელების შემდეგ მაყურებელის ჯერი დგება – გვექნება ჩვენი ფავორიტებისთვის დასამესიჯებელი დრო.
პირველი ორი კონკურსანტი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს განკუთვნილი რამდენიმე წუთის მანძილზე, ავტომატურად მოხვდება ფინალში.
ამრიგად, გვეყოლება არა 10, არამედ 12 ფინალისტი და ბევრად უფრო მრავალფეროვანი ფინალი.
როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა დაასახელოს ჟიურიმ? ვის უნდა მისცენ ფინალში მოხვედრის შანსი?

კომენტარები
Powered by Facebook Comments