19 April

ფიცვერცხლი – 9124

ფიცვერცხლი – მუსიკაზე უზომოდ შეყვარებული 6 ბიჭი და ერთი გოგო. კიდევ ერთი “მკვდარი თხა”, ჯგუფის ყველაზე უტყვი და მყრალი წევრი, როგორც ისინი უწოდებენ – ანუ გუდასტვირი, რომელიც მათი კასტინგის ნომრის ერთ-ერთი კომპონენტი იყო.

ფიცვერცხლი ჯერ კიდევ კასტინგიდან მახსოვს, კულისებში შესვლამდე მათთან ვიყავი და მთელი ამ დროის მანძილზე არ გაჩერებულან, უკრავდნენ ყველაფერს, რაც მოაფიქრდებოდათ, უკრავდნენ უკუღმა (ინსტრუმენტებით თავს უკან), და, რატომაც დამამახსოვრდნენ – უკრავდნენ დიდი ხალისით და სიყვარულით.

ეს სიხალისე სცენაზეც გაიტანეს და, რა თქმა უნდა, ჟიურიც მოიხიბლა, რის გამოც “ფიცვერცხლი” ნახევარფინალშიც აღმოჩნდა.

“ფიცვერცხლის” წევრებმა ერთმანეთი არტგენზე გაიცნეს და წელიწადნახევრის წინ საბოლოოდ გადაწყვიტეს საზოგადოების წინაშე ფოლკ-ჯგუფის სტატუსით წარმსდგარიყვნენ.

ჯგუფის ისტორიას და შიდა სამზარეულოს შეგიძლიათ მისი ერთ-ერთი წევრის, რევაზის ბლოგზე გაეცნოთ.

“ნიჭიერში” სხვა ფოლკლორული ნომრებისგან იმით გამოირჩევიან, რომ ისინი თანამედროვე არანჟირებას ამატებენ სიმღერებს, რის გამოც ფოლკლორი ახალგაზრდობისთვის უფრო ადვილად აღსაქმელი ხდება. მათ სურთ დაამტკიცონ, რომ მიუხედავად ნომრების მრავალფეროვნებისა “ნიჭიერში”, ფოლკლორსაც აქვს შანსი, დაიკავოს ამ ნომრებს შორის საპატიო ადგილი.

უგულშემატკივრეთ “ფიცვერცხლს”, დაუმესიჯეთ ან დაურეკეთ ჯეოსელისა და ლაილაის აბონენტებმა ნომერზე 9124. ერთდროულად 5 ხმის მისაცემად – 91245.

რევაზის ბლოგიდან მოპარული ფოტო

ფიცვერცხლი კასტინგზე:

კომენტარები

კომენტარი

11 კომენტარი

  1. თქვენთან ვარ :-* ვრეკავ და ვამესიჯებ ;) დღეს უეჭველი გაიმარჯვებთ!!!

       0 likes

  2. ლიდია

    სიტყვები არ მყოფნის…
    თქვენი ადგილი მანდ ნამდვილად არაა.წადით 2-3 საუკუნით უკან.და თქვენს შემოქმედებას საოცარი გამოხმაურება ექნება:გინდ ტელეფონით,გინდ ინტრენეტით,გაიმარჯვებთ,რა დასანანია, რომ 21-ე საუკუნეში ხართ,,,
    წადით…………………………..17-ში,16-ში…..

       0 likes

  3. TaaKoOo...=)

    ეს ფიცვერცხლი რას აკეთეს გამახსენეთ…….

       0 likes

  4. ვახოო

    ვერ მოიგებენ ვერანაირ შემთხვევაში

       0 likes

  5. ანა

    მართალია, ქართულ მასას პაპსა ურჩევნია ქათულ ფოლკლორს. ძალიან ვიწრო წრე უსმენს მხოლოდ ამ მუსიკას

       0 likes

  6. რა მაგარი სახელია ფიცვერცხლი

       0 likes

  7. სამირ

    გისურვებთ წარმატებებს….

       0 likes

  8. სამირ

    ზალიან კარგი და მგრძნობიარე ნომერი გქონდათ მინდა, რომ მოგილოცოთ ფინალში გასვლა რამოდენიმე წუთში…..

       0 likes

  9. @ ლიდია
    ეს ადამიანი ჩვენს კონცერტზე უნდა დავპატიჟო :D

       0 likes

  10. მარი1999

    ფიცვერცხლი რას ნიშნავს??????

       0 likes

კომენტარის დამატება