14 March

ექსკლუზივი პრეკასტინგებიდან

როგორც იცით, მთელი ზაფხულის განმავლობაში “ნიჭიერის” პროდიუსერების გუნდმა მთელი საქართველო მოიარა ნიჭიერი ადამიანების აღმოსაჩენად. პრეკასტინგზე ბევრი განსხვავებული ნომერი ვნახეთ. ზოგი მათგანი წარსდგა ჟიურის წინაშე, ზოგი – არა, თუმცა, ინტერნეტ მომხმარებლებს სწორედ იმ ექსკლუზივს ვთავაზობთ, რაც ეთერში ვერ მოხვდება.

ეს არის სამი კონკურსანტი სხვადასხვა რეგიონიდან: ერთი მათგანი, 10 ლიტრ წყალს სვამს მხოლოდ ორი შესვენებით. თუმცა, საჩვენებლად მხოლოდ 2 ლიტრი დალია და ისიც ისეთი ცივი, მეტი შესვენება დასჭირდა, მაგრამ ფაქტია, რომ შეუძლია!

ერთ-ერთი კი  მწარე წიწაკას განუსაზღვრელი რაოდენობით მიირმევს და თანაც, დიდი სიამოვნებით.

რაც შეეხება მესამე კონკურსანტს, ის განსხვავებული სასმისით სვამს დიდი რაოდენობით ლუდს (სახლში ამას ნუ გაიმეორებთ! :) )

მოკლედ, უყურეთ ვიდეოს, რომელიც შეგახსენებთ, რომ პრეკასტინგებიდან არის სპეციალურად ჩვენი მკითხველისთვის – ვერც ერთი მათგანი ვერ მოხვდა მთავარ კასტინგზე. თქვენ კი დაგველოდეთ – შემდეგი ექსკლუზივი უკვე რუსთაველის თეატრის სცენიდან, ჟიურისთან და მაყურებელთან ერთად იქნება!

 

კომენტარები

კომენტარი

2 კომენტარი

  1. თეკლა

    რა მაგარიააა!!!!!!! ნიჭიერი დაიწყო ყველაზე მეტად კურიოზები მიყვარს.გაკოცეეეეთ

       0 likes

  2. ნონა

    მართლაც შორსაა ნიჭიაერებასთან თუმცა მალადეც მათ შესაძლებლობას

       0 likes

კომენტარის დამატება