19 April

ელენე ჩიხლაძე – 9130

ელენე 28 წლის მოცეკვავეა. უკვე 23 წელია სცენაზე დგას! 12 წლიდან დაიწყო მსოფლიო ხალხური ცეკვების შესწავლა. განსაკუთრებით აღმოსავლურმა ცეკვამ დააინტერესა. მსოფლიო ხალხური ცეკვების ძირითადი ფუნდამენტი ელენე არზუნიანტსმა ასწავლა. შემდეგ საზღვარგარეთ გაემგზავრა სამუშაოდ და პარალელურად ესწრებოდა მასტერკლასებს.

ამის შემდეგ უკვე დამოუკიდებლად დაიწყო მეცადინეობა. მუსიკალურ კომოზიციებს თავად ამუშავებს და ამონტაჟებს. ქორეოგრაფიაც საკუთარია. კოსტუმებს თავისი ხელით კერავს, რაც ძალიან დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს. აქსესუარებსაც თვითონ ქმნის, რაშიც მეუღლეც  ეხმარება.

11 წლის წინ, რეპეტიციის დროს  სერიოზული ტრავმა მიიღო. ექიმებმა ჩათვალეს, რომ ის სიარულსაც კი ვეღარ შეძლებდა! ხერხემლის მძიმე დაზიანება ჰქონდა და სამი თვის მანძილზე საწოლს იყო მიჯაჭვული. ძალიან განიცდიდა, რომ არათუ საყვარელ საქმიანობას – ცეკვას ვერ შეძლებდა, ფეხზეც კი ვეღარ გაივლიდა. თუმცა ერთ დღესაც გადაწყვიტა, რომ არ დანებებულიყო და სცადა ვარჯიშის დაწყება. ნელ-ნელა გამოკეთდა და ფეხზე დადგა! ყველაფერი თავიდან ისწავლა – სიარულიც და ცეკვაც…

ახლა ელენეს საკუთარი სტუდია აქვს, სადაც მოსწავლეებს გადასცემს თავის ცოდნას. ძალიან უნდა, რომ საქართველოში პოპულარული გახდეს აღმოსავლური ცეკვები.

აქვე, შეგიძლიათ ეწვიოთ ელენის პერსონალურ ვებ გვერდს და მიიღოთ მეტი ინფორმაცია მის შესახებ :)

http://www.elen-oriental.com/

ნიჭიერის ნახევარფინალში შემოგვთვაზებს მოდერნისტულ აღმოსავლურ ცეკვას – Tribal fusion.

სხვა მონაწილეებიდან გულშემატკივრობს ანი ხანჩალიანს.

მხარი დაუჭირეთ ელენე ჩიხლაძეს. დაურეკეთ ან დაუმესიჯეთ ნომერზე 9130. ერთდროულად ხუთი ხმის მისაცემად აკრიფეთ 91305.

ელენე ჩიხლაძე კასტინგზე:

კომენტარები

კომენტარი

15 კომენტარი

  1. nellll

    ელენე ძაან საყვარელი გოგო ხარ……

       1 likes

  2. სამირ

    ელენ წარმატებები…..

       1 likes

  3. ელენე ძალიან საყვარელი გოგო ხარ იმედია ფინალში მოხვდები წარმატებები…

       1 likes

  4. იმედია ფინალში მოხვდები ელენე,ძალიან საყვარელი გოგო ხარ წარმატებები…

       1 likes

  5. ელიკო

    აუ ძალიან მომწონს ეს გოგო… მიდი მიდი ელენე… თან ჩემი სეხნია

       1 likes

  6. სალი83

    ზალიან სუსტი ნომერი იყოდა ცეკვაც ეს ქალი რაგაცას გვაბოლებს))))))

       0 likes

  7. mariusa

    Dzalian kargi ixo! Me momecona! Rtuli modzraobebi egre iolat , titkos araperia!
    Proffi xart, elene!

       1 likes

  8. სამირ

    რათქმაუნდა შესანიშნავად გამოხვედით ყველას ძალიან მოეწონა თქვენი გამოსვლა. ფინალი ან გამარჯვება აუცილებელი არ არის ამ პროექტისთვის, მთავარია ხალხი მოიხიბლა თქვენით….

       1 likes

  9. from Saida

    It was amazind performance!
    Pity that light man was an idiiot – (( he put you in a dark! ((((( What the blooddyyy hall!

    You are one if the best arabian folks dancers!
    My best regards to you!! !
    With love
    Saida!

       1 likes

  10. ლდჯგლდჯდჯლდ

    ნახევარფინალში არ მომეწონა, კასტინგზე ჯობდა მარა ვინც ნამდვილი აღმოსავლური ცეკვების აზრზე მიხვდებით რო დონე მაინც არ იყო, მარა კარგი იყო ნამდვილად : )

       0 likes

  11. სამირ

    ლდჯგლდჯდჯლდ- დონე აღმოსავლური ცეკვების ელენეს მაღალი აქვს, უბრალოდ ბოლო გამოსვლა კამერით არ ფიქსირდებოდა სწორად. არ აჩვენებდენ იმ ეფექტით რაც ამ ცეკვას ქონდა. თანაც განათება მემგონი არ იყო შესაფერისი…მაგრამ მე მაინც ძალიან მომეწონა…

       1 likes

  12. Xvelas didi madloba!!
    Ara ert xel vcerdi da vambobdi rom vinalshi arminda da oxond finalshi argadamixvanon -o..
    Vici rom bevrs arsjerona tu ramdenat gulaxdilat amas vambob..
    Me dzalian fizikuratac da gonebrivatac gadavixgale! Nichieri namdvilad igxebs mtel dros, mtel nerviul sistemas da jamtelobas!
    Me, rogorc icit, makvs studia sadac vascavli arabul cekvebs da arshemidzlia xvelapers davanebo tavi didi xnit!
    Studia aris rogorc acxobili mankana – didi xani tu kacherdeba umodzraot – saertot ardaikokeba mere..
    Ase rom supta gulit vcer – kidev kai rom chem tvis Nichieri damrtavda!

    Meore gamosvlit ara var kmaxopili – cekva archans saerot vidioze.. Arc erti kargi modzaraoba arari dacherili kamerashi.. Roca efektur da rtul eletebs vaketebdi – saxes achvenebdnen (((
    Ganateba rom kreba saertot, shua cekvashi – xom gadavirie rom vnaxe vidioze…!

    Mokled – pirdapiri eterit arc erti cekva arixo cher kargat gadaxebuli da eg dzalian samcuxaroa….

    Kidev ertxel -didi madloba! Tu rameshi argavamartle tqveni imedebi – me mapatiet!
    Xvelapers kargs da ketils gisurvebt!

       1 likes

  13. სამირ

    ელენ სანერვიულო არაფერი არ გაქვს, თქვენ უნიკალური ხართ. მე პირადად თქვენი ფანი ვიყავი ამ პროექტში და სულაც არ გთვლით რაიმეში წაგებულად. თქვენ ძალიან დიდი მოიგეთ ; ხალხის სიყვარული….

       1 likes

  14. ხათუნა მეგრელიშვილი

    ელენე არაჩვეულებრივად და ძალიან ლამაზად იცეკვეთ.თქვენი შემოქმედების ნახვის შემდეგ მე პირადად აღმოსავლური ცეკვების მოყვარული გავხდი. თქვენ მოიგეთ მთავარი რამ , ეს არის ხალხის სიყვარული!!! გისურვებთ წარმატებებს და ბედნიერებას თქვენს ლამაზ ოჯახთან ერთად.

       1 likes

  15. elene dzalian lamazi brdzandebit me piradad tqveni pani var, sharshan chemi natesavis qorwili iyo da tqvn mand iyavit madac dzalian magrat cekvavdit I LOVE YOU

       1 likes

კომენტარის დამატება