ყველაზე მრავალფეროვანი სეზონის მესამე ნახევარფინალი – დღეს!
“ნიჭიერი” დღეს მესამე ნახევარფინალის მონაწილეებს უმასპინძლებს სცენაზე. უკვე ორი წარმატებული ნახევარფინალი ჩატარდა და გამოვლინდა 4 ფინალისტი. დღეს კიდევ ორს შეარჩევს მაყურებელი და ჟიური! შეგახსენებთ, რომ პირველ ფინალისტს სწორედ თქვენ, მაყურებლები ირჩევთ და იმისთვის, რომ თქვენმა ფავორიტმა გამარჯვება მოიპოვოს, აქტიურობაა საჭირო.
წლევანდელ სეზონს ძალიან კარგი გამოხმაურება აქვს როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე პრესაში და ტელევიზიაში. ჩვენი კონკურსანტები უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობენ და წარმატებულები არიან. პირველი ნახევარფინალის შემდეგ, გეგამ Prime Time-სთან ინტერვიუში ისაუბრა “ნიჭიერის” შესახებ:
“ჩემი ფავორიტები მაინცდამაინც არ იმარჯვებენ და არც ვამბობ ხოლმე ვინ არიან, თუმცა ბოლოს ისე გამოდის, რომ ჩემი ფავორიტები ყველაზე წარმატებულები ხდებიან. ყველა ნომერი, რაც ახლა ნახევარფინალში ვნახეთ, შესარჩევებთან შედარებით უფრო განსხვავებული, ახლებური და დახვეწილია. მართლა ეტყობათ, რომ ეს პერიოდი გადასარევად გამოიყენეს და ძალიან მოინდომეს ნახევარფინალში თავისი მაქსიმუმი ეჩვენებინათ. ანუ მიხვდნენ, რომ თავის დაზოგვას აზრი არა აქვს. მაქსიმალური უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ახლა მოგიწონოს მაყურებელმა, დაგირეკოს და მხარი დაგიჭიროს. ისე ფინალში ვერ მოხვდები.
წელს არიან ისეთი მონაწილეები, რომლებიც აქამდე არასდროს გვყოლია. თუნდაც ფანტასტიკური რეპერი ბავშვი, ოთო ბუაძე არაჩვეულებრივი რითმის შეგრძნებითა და საკუთარი ტექსტებით. მეგობრების ტრიო მშვენივრად შეწყობილი ხმებით და იუმორით. Dream Walkers-ის ბიჭები, რომლებიც ძალიან კარგად ცეკვავენ. შეიძლება არ იყოს რთული ილეთები, მაგრამ საერთო ჯამში ძალიან სახალისო წარმოდგენა იყო და წინ კიდევ ბევრი ნომერი გვაქვს.
არ ვიცი წლის მოვლენა, თუ რა დავარქვა ამ ყველაფერს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ მხოლოდ პირველი ნახევარფინალის ნაწილი ვნახეთ, დარწმუნებული ვარ, რომ ნახევარფინალები და ფინალი ძალიან დაძაბული და ნამდვილად საოცარი სანახაობა იქნება.
რაც მთავარია, დღევანდელი შოუ კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ უკვე მესამე წელია პროექტი “ნიჭიერი” საქართველოში, ყველაზე რეიტინგულ არხზე, ყველაზე ძლიერი, ყველაზრე რეიტინგული და ყველაზე მასშტაბური შოუა. უკვე მიყოლებით 33 კვირაა, რაც რუსთავი2 არ თმობს პირველობას.”








კომენტარები