შენ გეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, იყო „ნიჭიერის“ ჟიურის წევრი, ამჯერად — „ინტერნეტ-ნიჭიერის“ ფარგლებში.
„ინტერნეტ-ნიჭიერისთვის“ ვიდეოებს ერთი თვის მანძილზე, 2 თებერვლიდან 2 მარტამდე ვიღებდით ელფოსტის საშუალებით. საბოლოოდ, შეირჩა 28 მონაწილე, რომელთა ვიდეოების ნახვა და შეფასება ქვევით შეგიძლიათ.
თითოეულ მონაწილეს, ვიდეოს გასწვრივ, ორი პასუხი აქვს: — „კი“ ან „არა“.
თუ თვლით, რომ მონაწილე ნიჭიერია, დააწკაპუნეთ „კი“-ზე; ხოლო თუ თვლით, რომ არა — შესაბამისად, დააწკაპუნეთ „არა“-ზე.
თითოეული კონკურსანტისთვის ხმის მიცემა შესაძლებელია 24 საათში ერთხელ, ასე რომ, არ დაგავიწყდეთ დაბრუნება და საკუთარი ფავორიტებისთვის „კი“-ს ახლიდან თქმა!
გამარჯვებულები 12 მარტს გამოვლინდებიან.
პირველ ადგილზე გასული მონაწილე მიიღებს iPod nano-ს, მეორე ადგილი — ვებკამერას, ხოლო მესამე ადგილზე გასული USB Flash-მეხსიერებით დაჯილდოვდება. ამსთავანე, ისინი მიიღებენ „ნიჭიერის“ ნახევარფინალზე დასასწრებ ორ-ორ VIP ბილეთს.



