პოსტები კატეგორიიდან „Deliberation“

18 March

რაღაცნაირი გადაცემა, ანუ, ვერაფერი “არაფერზე”

ბექა, a.k.a მჩხაპნელი ბლოგიდან Doin.ge

ჩემში ეჭვს იწვევს – ღირს თუ არა ტირილი იმის გამო, რაც სულერთია ახლა აღარ იქნებოდა. ნეტა ვინ მოიგონა? – რომ არ მომკვდარიყო, ან, არ მოეკლათ, ლეიტენანტი კი არა, ახლა გენერალი იქნებოდაო. არადა, რომ არ მოეკლათ, იქნებ ის ლეიტენანტობაც ჩამოერთმიათ. ვინ იცის? – ნოდარ დუმბაძე

რამდენიმე “რომ არ” ამ შემთხვევაშიც დაგროვდა…
“დემეტრე ვარდოშვილს “მტრის ენაზე რომ არ ელაპარაკა”, ალბათ, გაანახევარფინალებდნენ. ზოგიერთებს კი მაიასეული “ისტერიული ისტორიები” რომ არ მოეყოლათ – პირიქითო” – მავანნი ამბობდნენ.

სტრიპტიზის მოცეკვავის წინააღმდეგ ჩამცხრალი უკმაყოფილების ტალღა,  ჟიურის გადაწყვეტილების შედეგად, უკვე ცუნამად გადაიქცა და ჩვენს სისპეტაკეს წალეკვითაც დაემუქრა. თუმცა, ისიც თქვეს, რომ არ გადაეყვანათ, საზოგადოების გარკვეული ნაწილი (ანუ, ისინი ვინც, მისი გამოსვლით გამოწვეულ სიხარულს ხმამაღლა არ გამოხატავდა) ინტერესს დაკარგავდაო.

სხვა მხრივ, მოულოდნელი არაფერი ყოფილა. ”არაფერზე” წერა კი, როგორც აღმოვაჩინე, საკმაოდ რთული გამოდგა.
ამის გამო, სულ მოდულირებულ პოსტს რომ ვქმნიდე, მაინც ვერ ვიტყვი, რომ  ”ნიჭიერის” შემაჯამებელი გადაცემა, როგორც წესი,  წინამორბედებზე ბევრად უკეთესი აღმოჩნდა – მეთქი. გადაცემის ნახევარი მთქნარების გამო გამოვტოვე, მეორე ნახევრის მანძილზე კი, ერთადერთი საინტერესო ის იყო, რომ “საინტერესო არაფერი ხდებოდა”. შეფასებებიც, რომლებზეც გადაცემის დინამიურობა იყო დამოკიდებული, “ვაიმე, საყვარლები”-ს, “ნამდვილად კარგია”-სა და “არ მომწონს”-ს დიდი მანძილით არ გაშორებია. თუმცა, შედარებით უკეთესი გამოდგა დასკვნითი წუთები, როდესაც მონაწილეებს “საიდუმლო სერობისას” მიღებული გადაწყვეტილებები გაუმხილეს.

გადაცემის მიმდინარეობისას კი რატომღაც მხოლოდ ის ნომრები აჩვენეს თავიდან ბოლომდეამ ორს შუა – უკვე თითქმის ყელთან რომ არის გაჩერებული. ვიდეოები – რომელიც ყველას ნანახი აქვს, ყველამ დეტალურად იცის და რომლებზეც ყველა აღნიშნავს, რომ “მარიამ კახელიშვილს საოცარი ხმა აქვს” და “გულნაზ გოლეთიანი პირდაპირ დამბურძგლავია”. მოკლედ, აბსტრაქტული “ყველამ ყველაფერი იცის” – სწორედ ამ შემთხვევაზეა ნათქვამი.

იმ დროს კი, როდესაც ჩვენ ამ ნომრებს უკვე მებევრამდენიღაცაჯერ ვუყურებთ, სრულიად არაფერი იყო ნაჩვენები კონკურსანტებზე, რომლებიც ნახევარფინალში გადავიდნენ ისე, რომ მათი გამოსვლა არავის უნახავს. მართალია, ეს ვიდეოები უკვე ყველასათვის კურსორმისაწვდომია, მაგრამ თვითონ გადაცემა უფრო საინტერესო იქნებოდა, ახლების ნაცვლად იგივე ნომრები რომ არ ყოფილიყო.

ამასთანავე, კაცის ბჭობაზე ღმერთის დამოკიდებულება შემაჯამებელ გადაცემაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა.

მანამდე: ხალხი იცინოდა ირაკლი ძამუკაშვილზე, მისი სიმღერის ტექსტზე, იკეთებდა შავ სათვალეს და იცვამდა თეთრ შარვალს, ნიკას ტაშს უკრავდა, მაიასა და გეგას გემოვნებას კი ვაგზლის ბაზარში აჟღერებული მუსიკის ჭრილში განიხილავდა. მოკლედ, როგორც ქართველ ერს სჩვევია ხოლმე, ქმნიდა პერსონაჟს, რათა შემდეგ მისთვის დაეცინა და ფიქრობდა, რომ ნახევარფინალებში გადასასვლელად ”უიღბლო შეყვარებულს” ოქროს თევზის დაჭერაც კი ვერ დაეხმარებოდა.

შემდეგ: ალბათ, უკვე ირაკლი ძამუკაშვილმა გაიცინა ხალხზე… და დაიქადნა, რომ მისი სიმღერით ნიკაც კი გაოცებული დარჩება. თუმცა, მისი გაოცება, რომ რთული საქმე არ არის, ეს უკვე ყველასათვის ადვილი შესამჩნევია.

საერთოდ, ჟიურის სამივე წევრი გაოცებას განსხვავებულად გამოხატავს: მაია – ტუჩების საშუალებით “WOW”-ს ხაზავს, გეგა მხოლოდ წარბის ოდნავი აწევა-შეთამაშებით კმაყოფილდება, ნიკა კი კბილებს ერთმანეთს გარკვეული მანძილით აშორებს.  ამის გამო, სასურველი იქნება, რომ ირაკლი ძამუკაშვილის მიერ ”მუქარის შესრულების” პროცესში, ნიკას გარშემო, რაც შეიძლება ნაკლები მწერი დაფრინავდეს. რა იცით, რა ხდება…

ისე კი “ღიმილი მაჩუქე კარგო”-ს გასაოცარი შესრულება ნამდვილად ძნელი წარმოსადგენია (გამომსვლელიც ფრენას თუ არ დაიწყებს, ან, სათვალის გაკეთებისას მართლა არ გაქრება). სამაგიეროდ, ფართო არჩევანი აქვს კორნელი მაისაშვილს, რომელმაც უკვე ისეთი “იმიჯი” შეიქმნა, რომ მის გატეხვას, ისევ თავის გატეხვა უნდა ერჩივნოს. ამის გამო, სავარაუდოდ, მისი თავიც განწირულია თავგანწირულობისათვის.

ნინო ჯავახიშვილის გამოსვლის ფორმატიც მეტად საინტერესოა. ოპტიმალური ვარიანტი, ალბათ, ერთი არხის მაფიოზური გადაცემის ხერხი და იდუმალი ხმით ნათქვამი სიტყვებია -  “პატივცემულო მაყურებლებო, ოჯახში სიმშვიდის შენარჩუნების მიზნით, გთხოვთ თქვენს შვილებსა და ქმრებს თვალები დაახუჭინოთ…”

“მე არ ვფიქრობ მომავალზე, ის ისედაც მალე მოდის” – ამბობდა აინშტაინი, ამიტომ უფრო საფუძვლიანი და სიტყვაუხვი საუბარი ნახევარფინალებამდე გადავდოთ

პ.ს: ისე, ძველბლოგერული ანდაზაა “პოსტი გადაცემასთან რომ დააბა, ან სტილს იცვლის, ან, ზომასო” და მგონი, ამ შემთხვევაში ხალხურმა სიბრძნემ ჭეშმარიტება იზეიმა…

16 March

ჟიურის შეცდომები და ნახევარფინალების პირველი ათეული

თინი, ბლოგერი tiny.ge-დან
ესეც ასე, ჩვენ გუშინ ვიხილეთ დასკვნითი, შემაჯამებელი გადაცემა  ახალი ერის, პირდაპირი ეთერების დასაწყისამდე!
სიმართლე გითხრათ, მგონი არავის არ მოგვეწონა ეს გადაცემა- მოსაწყენი იყო. განსაკუთრებით პირველი ნაწილი-  ჟიურის ლაპარაკი,  მონაწილეების და ზოგი მონაწილის  განსაკუთრებით სრულმეტრაჟიანად გახსენება..
მერე შედარებით (თუმცა არც ის ბრწყინავდა ხალისით) საინტერესო საყურებელი იყო მონაწილეების  გადაყვანა-არ გადაყვანის შემდგომი ემოციები..  მართალია ყველა აღვშფოთდით გასული გადაცემის ფორმატით, მაგრამ  მე ვთვლი, რომ შემაჯამებელი გადაცემა აუცილებლობით იყო გამოწვეული. მაყურებელმა არაფერი იცოდა ამ გამცხრილავი ტურის არსებობის შესახებ, რომელიც იმიტომ დაინიშნა, რომ მეორე ტურში გადასულთა რიცხვმა 50-ს ძალიან გადააჭარბა ( მონაწილეებმა იცოდნენ ) და წარმოიდგინეთ, რომ ელოდები  ნახევარფინალში ვიღაც მონაწილეს და ის არ ჩანს! : ) ხომ დაიბნეოდით, რა ხდებაო.. თან  იმდენი კარგი გადაცემის შემდეგ, ერთი ხომ უნდა ყოფილიყო ემოციებისგან დაცლილი და “შემასვენებელი” მთავარი და ყველაზე მაგარი ნაწილის დაწყების წინ?! :D
ბევრი არაფერია საწერი გუშინდელის თაობაზე, მაგრამ რამდენიმე მონაწილის ნახევარფინალში გადასვლამ ძალიან გამაბრაზა და უკმაყოფილო ვარ ჟიურის გადაწყვეტილებით!
_ აი რა იყო ჩემთვის შოკი, ჩემო მეგობრებოო. ამის ნახვა, მე ვთვლი, რომ მხოლოდ ერთხელ შეიძლება..
თქვა ნიკა მემანიშვილმა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ყური არავინ ათხოვა და “ღიმილი მაჩუქე, კარგო”-ს შემსრულებელი ნახევარფინალში აღმოჩნდა! გაოცებისგან და გაბრაზებისგან ერთბაშად ამენთო თვალები..  თანაც ძამუკაშვილი  თავის პრომოში ამბობს, იგივე სიმღერას ვიმღერებო (ოღონდ უკეთესადო) და ღიმილის ჩუქების ხათრით გადაიყვანეს შემდეგ ტურში? ჩემი აზრით, ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა ჟიურის მხრიდან მითუმეტეს იმ ფონზე, როცა დემეტრე ვარდოშვილი ვერ გადავიდა შემდეგ ტურში!
დემეტრეს  არანაირი დეტონაცია, არანაირი შეცდომა არ ჰქონია სიმღერის დროს. აშკარად რეპერტუარის გამო დაიწუნეს. სამწუხაროდ, ჟიურის დაავიწყდა, რომ შოუში რეპერტუარი და პოლიტიკური ვითარება კი არა, ადამიანის ნიჭი ფასდება! ერთი ვერსია  ის მქონდა,  იქნებ იმიტომ არ გადაიყვანეს, რომ  თითქმის იმავე შესაძლებლობების ლევან შავაძე იყო მონაწილეებს შორის და მრავალფეროვნება უნდოდათ მეთქი, მაგრამ მერე ის არაერთი მონაწილე გამახსენდა, რომელიც ძალიან გავს ერთმანეთს და არ შექმნიათ არანაირი პრობლემა ნახევარფინალში გადასვლასთან   დაკავშირებით.. მაგალითად: ორი ჯექსონი რატომ დაჭირდა შოუს? თანაც როცა ერთ-ერთ მათგანს, ჯიმის  მარტო ის შეუძლია, რომ ჩაცმულობით და მაკიაჟით დაემსგავსოს პოპ ვარსკვლავს და ცეკვაში  მოისუსტებს ილიასთან შედარებით?
ან ამდენი ლათინო-ამერიკული ცეკვების მონაწილე რა საჭირო იყო მაგ ლოგიკას თუ მივყევით?  მოკლედ, დემეტრე ვარდოშვილის გაშვებით ძაალიან დიდი შეცდომა დაუშვა ჟიურიმ!
_
ასევე, აბსოლიტურად გაუგებარია რატომ გადავიდა შემდეგ ტურში იოსებ გოგია.. შეყვარებულის წერილების ხევის ხათრით? მოქნილი მოძრაობების ხათრით? იქნება მე ვერ დავინახე მის მოძრაობებში ცეკვის ცოდნა და რამე მეშლება?! მაგრამ არა მგონია.. აი ვნახავთ ნახევარფინალებში მის გამოსვლას და ყველა ერთად მივხვდებით, რომ ესეც ერთ-ერთი შეცდომა იყო.. ნუთუ არ შეიძლებოდა მის მაგივრად ის მოხუცი გადაეყვანათ, რომელიც 83 წლის ასაკში  ასე კარგად ცეკვავს და ასეთი ლამაზი სანახავი იყო?.. გული ჩამწყდა მისი სახე რომ დავინახე :(
_
გული დამწყდა მედოლე ძმებზეც, ძალიან ბევრი დოლით  რომ უკრავდნენ. კიდევ, “იავნანა”-ს გადასვლის წინააღმდეგი ვიყავი. არაფერი განსაკუთრებული არ გაუკეთებიათ გარდა იმისა, რომ რაჭველები იყვნენ :D
კიდევ ერთი რამ- ბევრი მონაწილის გამოსვლის სრული ვერსია არ გვაქვს ნანახი. ამიტომ, ასე მგონია, არასათანადო პირობებში არიან. წარმოდგენა არ გვაქვს რას აკეთებენ.. მაგალითად – გვანცა ციხელაშვილის და აკა მოდებაძეს სიყვარულის ისტორია და ცეკვა ყველას ნანახი აქვს და იგივე ჟანრში მოცეკვავე გიორგი სუთიძე და  ვერკა ჯაჯანიძე სულ რამდენიმე წამით გვყავს ნანახი.

შემდეგ ორშაბათს, უკვე პირდაპირ ეთერში, შევხვდებით ნახევარფინალის პირველ ათეულს..

“დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი ძალიან ბევრს შეცვლის ჩვენს ცხოვრებაში. ისეთი მონდომებით ვიცეკვებთ, როგორც არასდროს.. ”
next level-ის მონაწილეები გაცილებით კარგ ნომერს გვპირდებიან, ვიდრე პირველ ტურში გვიჩვენეს! პირადად მაქვს მათთან შეხება და ვიცი, რომ  ისინი ყოველ დღე ვარჯიშობენ, რომ შესაძლებლობების მაქსიმუმით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე. იმედია,წინა ტურის ნომერზე მეტად   სანახაობრივი იქნება მათი “ნახევარფინალური” გამოსვლა :)
” შორი გზიდან ჩამოვედით და დარწმუნებული ვართ, რომ ეს გზა ტყუილად არ გამოგვივლია..”
მათი სიმღერის ძალიან მცირე მონაკვეთი აჩვენეს წინა გადაცემაში, ამიტომ არ ვიცი რით შეიძლება გაგვაოცონ მათ..
“ჩემი ნომრის მიზანი არის, რომ ვაჩვენო რას შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს ვარჯიშის შედეგად”
მგონი, ამ ადამიანის შესაძლებლობებში არავის ეპარება ეჭვი!  მართალი გითხრათ, არ ვიცი იმაზე “უარესი” დასტური რა უნდა წარმოადგინოს იმისთვის, რომ დავიჯეროთ- ყველაფერი ვარჯიშის შედეგია, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ვარჯიშთან ერთად, ამ ყველაფერს ნიჭი უნდა :))
მე ბედნიერი ვარ, რომ ჟიურიმ მომცა კიდევ ერთი შანსი, მეცეკვა ჩემს გოგოებთან ერთად”
რატომ  არ იქნება ბედნიერი, შესანიშნავი გოგოები ყავს little hills-ის ერთადერთ მამრობითი სქესის წარმომადგენელს!
“ძალიან დიდი შრომა დამჭირდა ეს ცეკვა რომ სხვებისთვის მესწავლებინა”

როგორც ჩანს, თამარ კურდღელიამ ზედმიწევნით შეასრულა ჟიურის დავალება და კიდევ ორს შეასწავლა ცეკვით ლაპარაკი :)
“ნიკას ძალიან არ მოეწონა ჩემი სიმღერა კასტინგზე.. ჩემი გამოსვლით, დავუმტკიცებ, რომ ცდებოდა. მართალია იგივე სიმღერას ვასრულებ, მაგრამ ისე გავაკეთებ, რომ ნიკაც კი გაოცდება”

ამ ნათქვამში ისევე მეპარება ეჭვი, როგორც იმაში, რომ ყველა ადამიანს ხელზე 6 თითი აქვს  და მე ვერ ვხედავ :D თუმცა ახლა რაღას ვუშველი, ისღა დამრჩენია წარმატება ვუსურვო : )
“ამ პროექტმა ერთი კარგი საქმე უკვე გააკეთა. დიდი ხნის უნახავი მეგობრები ერთმანეთს შეგვახვედრა. მაგრამ ჩვენ ამას არ დავჯერდებით, უფრო მეტი გვინდა”

ძალიან კარგი მუსიკოსები, რომლებმაც სულ რამდენიმე წუთში შეძლეს ჯგუფად ჩამოყალიბება და შესანიშნავად დაუკრეს!
“ძალიან ბევრ კონკურსში მიგვიღია მონაწილეობა და ძალიან სასიამოვნოა, როცა გამარჯვებულად გასახელებენ. გვინდა ნიჭიერშიც ესე მოხდეს”
ლათინო-ამერიკული ცეკვების მოცეკვავეები. მათ რამდენიმე წამიან გამოსვლას თუ დავუჯეროთ, საკმაოდ კარგად ცეკვავენ!
“რასაც ადრე მხოლოდ მეგობრების წრეში ვაკეთებდი, ახლა მთელმა საქართველომ იცის. ეს ძალიან დიდი გამოცდილებაა ჩემთვის”

ავთო გოგეშვლი, რომელმაც ძალიან დიდი სიმპატია დაიმსახურა მაყურებლის და ჟიურის მხრიდანაც თავისი ილუზიონისტური ნომრების წყალობით : )
“ყველაზე ლამაზ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ ასაკში, ჩემს ცხოვრებაში ასეთი რამე მოხდებოდა”

“ნიჭიერი”-ს გმირი, ყველანაირი რეიტინგული რეკორდების მომხსელი და ყველას ფავორიტი – გულნაზი გოლეთიანი!

ხმის მიცემა დაიწყო. ერთი კვირის მანძილზე თქვენ შეგიძლიათ უგულშემატკივროთ თქვენს ფავორიტებს!

მე კი, მომავალ სამშაბათამდე გემშვიდობებით და თქვენთან ერთად ვითვლი დღეებს, საათებს, წუთებს და წამებს მომავალი ორშაბათის გრანდიოზული სანახაობის, პირდაპირი ეთერის  დაწყებამდე!
16 March

მე-7 გადაცემა სრულად!

15 March

ნახევარფინალში გადასული კონკურსანტები

დღევანდელ გადაცემაში გაირკვა იმ 50 კონკურსანტის ვინაობა, ვისაც შემდეგი კვირიდან ნახევარფინალებში ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ კასტინგი წარმატებით (2 ან სამი ”კი”) გაიარა 99 მონაწილემ, ხოლო ნახევარფინალში მხოლოდ 50 კონკურსანტი მოხვდა:

15 March

”ნიჭიერი” – რამდენიმე წუთში!

”ნიჭიერამდე” სულ რამდენიმე წუთი რჩება.

ახალ გმირებს ამ გადაცემაში ვერ ნახავთ – ყველა მათგანს უკვე იცნობთ. ეს ”ნიჭიერის” შემდეგი ეტაპია – მოახერხებენ ჩვენი ფავორიტები გადაურჩნენ საბოლოო გაცხრილვას და მოხვდნენ 50 ნახევარფინალისტს შორის?

ყავა, ჩაი და სასუსნაოები მოამზადეთ…