პირველი მარტის გადაცემა არა მარტო საინტერესო იყო, ცოტა სკანდალურიც გამოვიდა. საერთო ჯამში, ის იმედები გამართლდა, რასაც გვეუბნებოდნენ- ყოველი შემდეგი გადაცემა, წინაზე უკეთესი იქნებაო!
ე.წ. „no ბლოკი”- სავარცხელზე ვირტუოზულად დამკვრელით დაიწყო… უნდა გაგიმხილოთ – მაგ დონეზე მეც ვუკრავ სავარცხელზე :D თუმცა, მე ერთჯერადი პარკის მაგივრად ქაღალდს ვიყენებ ხოლმე. აი, სცადეთ – ქაღალდს უფრო კარგი ჟღერადობა აქვს! :))
“გიტარისტების სერია” კი ოთარ რამიშვილის მოსწავლემ, მეტსახელად “მარტოხელა კაცმა” გახსნა. გიტარით, ჩემოდნით, რომელზეც ფეხი უნდა დაედგა და სიმღერით “ყველანი ვართ პატარები” გამოვიდა სცენაზე. თუმცა, მასწავლებლის “ხელდატყობილი” მოსწავლე ჟიურის არ მოეწონა ისევე, როგორც იმპროვიზირებული ბლუზის შემსრულებელი გიორგი ლუკიანოვი..
გადაცემის დანარჩენი “არა”-იანებიც გავიხსენოთ: მოცეკვავე ვერიკო, რომელსაც მუხლებზე დახტომა არ აცალეს, სათუთად მოცეკვავე ია ჯაჯანიშვილი , ორი წარუმატებელი break dancer-ი და წითლებში გამოწყობილი აღმოსავლური ცეკვების სპეციალისტი..
ცალკე თემაა მომღერლები. მათგან განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ბიჭი, რომელიც “მაიას გულიზა მოვიდა”
და რეპერი, რომლის სიმღერის ტექსტიც თავიდან ვერ მოვისმინე კარგად და მერე გავშიფრე:
“რეპერ კაცებზე ბევრი რამ ითქმის. თურმე ბრეიქი სიცოცხლეს იმკის. არასწორია, ეს აზრი მეფობს, რადგან ბრეიქი სიცოცხლეს გვიქმნის. როდესაც ზანგი გამოჩნდა ამ ქვეყნად, თეთრებმა ზიზღი, ხოცვა დუწყეს. ჯექსონმა ზანგი ფერით უარყო. ამით ეს ზიზღი ყველას უამბო..”
რომ გავშიფრე, მაშინვე ვინანე ჩემი საქციელი! :D
ამოვისუნთქოთ ნახევარფინალში ვერ გადასული მონაწილეების გახსენების შემდეგ და გადავიდეთ გადაცემის დადებით, “yes ბლოკ”-იან მონაწილეებზე:
კორნელი მაისაშვილი, რომელიც მართლაც არ ჰგავდა მუსიკოსს, დუტას თქმის არ იყოს.. მარტო ფილმებში და მულტფილმებში თუ გვინახავს ის, რაც ამ კაცმა სცენაზე გააკეთა.
_

გამოირჩეოდა
“ჯიმი ჯექსონი”, რომელიც ბელგიიდან სპეციალურად ნიჭიერისთვის ჩამოვიდა. მართლა გავოცდი ფიზიკური მსგავსების გამო ნამდვილ ჯექსონთან, ძალიან კარგი იყო. სხვათაშორის, ნახევარფინალისთვის ის უკვე ახალი, ზუსტად ჯექსონის მსგავსი ცხვირით მოგვევილენება – ოპერაცია გაიკეთა.. მსგავსება მართლა შთამბეჭდავი იყო, მაგრამ დამეთანმხებით ალბათ, რომ ფიზიკური მსგავსება რომ არა, ცეკვით ნამდვილად ვერ მოხიბლავდა იმ ჟიურის და იმ მაყურებელს, რომელსაც ილია მამაგულაშვილის ცეკვა აქვს ნანახი… ამიტომ, ” ჯექსონის დარგში” ჩემთვის ფავორიტად ილია მამაგულაშვილი რჩება :))
_
მომეწონა ბათუმელების გამოსვლა ცეცხლებითურთ :) ნახევარფინალში უკეთესი იქნება იმიტომ, რომ შესაბამისი განათებაც იქნება და სცენაც მოწყობილი… იოსებ და გიორგი ტერუნაშვილების დოლებით გამოსვლაც ძალიან კარგი იყო!
ანა პავლიაშვილმაც მოახდინა შთაბეჭდილება მაყურებელზე..
მე მინდა ვიცოდე თქვენი სახელი და გვარი.. ტელეფონის ნომერიც.. (c) ნიკა მემანიშვილი
შესავლით მიხვდებოდით, ნინო ჯავახიშვილზეა საუბარი. yes ბლოკი-დან განსაკუთრებით მინდა გავამახვილო ყურადღება მასზე.
ძაალიან გავღიზიანდი მორალისტების ლექციების კითხვისგან! “რა უნდა გააკეთოს მაგან შემდეგ ტურში, ფუფ”, “რა უნდა მაგას ნიჭიერში”, გარდა ამისა, რა თქმა უნდა, მაშინვე ააკრეს სათანადო “წოდებები”, მოითხოვეს ტელეფონის ნომრები და სკაიპის id-ბი იმისთვის, რომ იდეაში ეგინებინათ, არადა, 100 %-იანი ვიცი, ვინმეს რომ ხელში მისი კოორდინატები ჩაუვარდეს, ის ვინმე წელებზე ფეხს დაიდგამს, ოღონდ როგორმე თავი მოაწონოს ამ გოგოს :)
რა უნდა შემდეგ ტურში? – აბა რა უნდათ სხვა მოცეკვავე მონაწილეებს? სტრიპტიზი ცეკვაა… და რაც უნდა ბევრი ილაპარაკოთ, მართლა ძალიან კარგად იცეკვა და ამას ვერავინ უარყოფს. თუ უარყოფს კიდევ, ეს მხოლოდ მორალისტობიდან გამომდინარე… მორალის კითხვას კიდევ, ჯობია სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფას მოვეშვათ :))
გადავიდეთ ფავორიტებზე:
ავთო ნაცარაშვილი

გენიალური იყო!
ავთო გოგეშვილი

გივი შავგულიძე
ამ მოხუცის დანახვაზე, ამ ცეკვაზე, მაშინვე სენტიმენტალურ განწყობაზე ვდგები:) ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ნომერი იყო
ლევან შავაძე
რომ მორჩა სიმღერას და ხალხის რეაქცია დაინახა, დააკვირდით როგორ ამოისუნთქა? ძალიან ნერვიულობდა აშკარად და მიუხედავად ამისა, ძალიან ძალიან კარგად იმღერა!
ნახევარფინალამდე სულ ერთი გადაცემა რჩება.. შემდეგ ორშაბათს ვიხილავთ ჩიტების ენაზე მოლაპარაკე კაცს და ეგზოტიკურ ცეკვებს, რომლებსაც დიდი ხანია ველოდები! მომავალ სამშაბათამდე :)