ორშაბათი, 6 ივნისი- ნიჭიერის ფინალის დღეა!
გუშინ ბოლო, მეხუთე ნახევარფინალი იყო, 11-დან 10 ფინალისტის ვინაობა უკვე ვიცით, მეთერთმეტეს ვინაობა ოთხშაბათს საღამოს გაირკვევა, თუმცა, ასეა, თუ ისე, უკვე ძირითადი სტატისტიკა გვაქვს იმისთვის, რომ პროგნოზები გავაკეთოთ ფინალური შოუს შესახებ და ვთქვათ, რომ წლევანდელი ფინალი, ძალიან გამორჩეული, მრავალფეროვანი და უბრალოდ, ძალიან მაგარი შოუ იქნება!
პროექტის პრინციპი, ზოგადად ასეთია- ხალხმა უნდა აირჩიოს და არა ხალხს აურჩიონ, ამიტომაც, 5 ნახევარფინალის განმავლობაში, პირველ არჩევანს ყოველთვის მაყურებელი აკეთებდა და მხოლოდ დარჩენილი 9 კონკურსანტიდან ირჩევდა ჟიური.
უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის, გამოვყოთ, ამ სეზონზე ვინ გახდა ხალხის ფავორიტი და ვინ ჟიურის…
ხალხმა აირჩია:
• ნატალი ვეფხვაძე
• მარი ტომარაძე
• კათარზისის დუეტი
• დათიკაშვილების ოჯახი
• ვანო ფიფია
ჟიურის არჩევანი:
• acro style
• მოცეკვავეები ნიკა და ქეთი
• ბარმენი სანდრო ცისკაძე
• კარატისტების ჯგუფი წმინდა გიორგი
• მატრიცული პანტომიმა
წელს, შარშანდელის მსგავსად, ვერ ავცდით “ნიჭიერია თუ ჯეოსტარი” ფრაზებს, თუმცა, ამ ფრაზის ავტორები სწორედ ის ადამიანები იყვნენ, ვინც ტელეეკრანებთან ისხდნენ და მათ ხელში იყო კონკურსანტების და შესაბამისად, “ნიჭიერი”-ს ფინალის ბედი.
მიუხედავად ამ ფრაზის რამდენიმე შემთხვევაში დომინირებისა, უნდა ითქვას, რომ შარშანაც და წელსაც ქართული “ნიჭიერის” ფინალი ყველა არსებულ ანალოგზე უფრო მრავალფეროვანი გამოვიდა!
10 მონაწილე და 6 განსხვავებული ჟანრი:
• მომღერალი (5 ხალხის რჩეული)
• აკრობატები
• ბარმენი
• სამეჯლისო ცეკვა
• კარატისტების ჯგუფი წმინდა გიორგი
• მატრიცული პანტომიმა-ჯგუფი ფანტომი.
წელს წარმოდგენილი 5 მომღერლიდან, ხუთივე რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. მეტი თვალსაჩინოებისთვის, შარშანდელი ფინალისტები გავიხსენოთ- გამუდმებით ადარებდნენ: გულნაზი გოლეთიანი, თუ ლევან შავაძე? მარიამ კახელიშვილი, თუ ანი ხანჩალიანი? წელს კი შეუძლებელია შეადარო მარი ტომარაძე და ვანო ფიფია, ნატალი ვეფხვაძე და კათარზისის მოხუცები… ყველა ინდივიდუალური, სხვადასხვა ჟანრში მომღერალი და განსხავებულია.
თანაც, მიუხედავად იმისა, რომ შარშან 6 სხვადასხვა ჟანრი გვქონდა ფინალში, აქცენტი მაინც მომღერლებზე ჰქონდათ. წელს კი, ეს სხვადასხა ჟანრები იმდენად შთამბეჭდავია, მხოლოდ მათზე ლაპარაკობენ და ხშირად არჩევანის გაკეთებაც კი ძნელდება, როცა საქმე აკრო სტაილის პროფესიონალიზმს, მატრიცული პანტომიმის სანახაობას, თუ კარატისტების შთამბეჭდავ ნომერს ეხება!
მეთერთმეტე ფინალისტის შემთხვევაშიც, არჩევანი დიდია- ნიცა ყიფიანი, ბერმუხა, თავისუფალი, თეონა კოროშინაძე და დაკი- 5 განსხვავებული კონკურსანტი. მხოლოდ ხალხი გადაწყვეტს ვინ მოხვდება ფინალში- ნიცა, რომელიც ასაკის მიუხედავად ამ ჟანრში არ ჩამოუვარდება პროფესიონალებს, თუ უხუცესი მოცეკვავეები. ნამდვილი პოპ მომღერალი, თუ დაკი, რომელიც გარდა მოცეკვავეობისა, ფაკირიც არის და იოგაც (დანებსა და ლურსმნებზეც ცეკვავს).
ფაქტია, ჟიურიმ განსასჯელად ყველაზე გამორჩეულები გადმოგცათ თქვენ, მაყურებელს. პროექტი დემოკრატიულობის პრინციპით მუშაობს და ფინალში მხოლოდ თქვენ ირჩევთ გამარჯვებულს. პროექტის გუნდი ნამდვილად ამაყობს იმით, რომ ღირსეული არჩევანის საშუალება მოგცათ და ახლა ჯერი მხოლოდ თქვენზეა.
რაც შეეხება მომღერლებს, ვთვლით, რომ ხალხის არჩევანი დასაფასებელია. მათ აირჩიეს ძალიან კარგი, ჩამოყალიბებული მომღერალი ნატალი ვეფხვაძე, პერსპექტიული და ნიჭიერი მარიამ ტომარაძე, მოხუცები,რომლებიც ასაკის მიუხედავად მშვენივრად მღერიან და მათთვის ნიჭიერი ნათელი წერტილია, დათიკაშვილების ოჯახი, რომელთა ნიჭიერებაზეც არავინ დაობს და ვანო ფიფია, რომელსაც ძალიან ტკბილი ხმა აქვს და ემოციებით სავსე იყო მისი ორივე გამოსვლა ნიჭიერის სცენაზე! ქართული ფოლკლორი, ქართული შემოქმედება, არ არის ის სფერო, რომელიც ხელწამოსაკრავად შეიძლება აღიქვა და დაიწუნო მხოლოდ იმიტომ, რომ ქართულია…
დანარჩენი კი თავად განსაჯეთ, რამდენად კარგი შოუ გველის ორშაბათს, 6 ივნისს, მეორე სეზონის გრანდიოზულ ფინალზე! ხუთშაბათიდან, მეთერთმეტე ფინალისტის გარკვევის შემდეგ თქვენ შეგეძლებათ ხმა მისცეთ მას, ვინც თქვენი ფავორიტია.
თქვენ ირჩევთ ყველაზე ნიჭიერს!














რატომ before/after ? ნიჭიერის მეორე გადაცემა ჩემთვის ამ ეპითეტით რამდენიმე გამომსვლელის გამო დახასიათდა, რომლებსაც ადრეც ვიცნობდი და ეხლა ნიჭიერში უფრო გაზრდილები და განვითარებულები ვნახე^^პირველივე გამომსვლელებით ძალიან მოვიხიბლე მეც და ჟიურიც და ალბათ ყველა^^ 7 სიმპატიური ბიჭისგან შემდგარმა ჯგუფმა Dream Walkers-მა შესაფერისი კლუბური მუსიკის ფონზე შესრულებული ცეკვით … განაგრძეთ კითხვა
დაიწყო ნიჭიერი და კალენტარში ცვლილებების შეტანის დროა ისევე როგორც წინა 2 წელს მოხდა. ნიჭიერი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი ……… ზოგადად “ნიჭიერს” ჩვევია მაყურებლის შოკში ჩაგდება, შოკს კი ზოგჯერ ზედმეტად კარგი ნომრები იწვევს, ზოგჯერ ზედმეტად ცუდი. პირველი გადაცემიდან მე როგორც მაყურებელს, მეორე ნომერმა მომგვარა… განაგრძეთ კითხვა
19 მარტი, ორშაბათი. დღე რომელსაც მთელი საქართველო ელოდა. ის დღე, როდესაც რუსთავი 2-ის ეთერში განახლდა ერთერთი ყველაზე პოპულარული და რეიტინგული შოუ ”ნიჭიერი”. გადაცემა, რომელიც მომავალი 3 თვის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებას შეცვლის. ამ პროექტმა უკვე დიდი ხანია თითქმის ყველა რეკორდი მოხსნა ქართულ ტელესივრცეში და ახალ სეზონში ახალი ტალანტების აღმოჩენას გვპირდება, რაც პირველ გადაცემაშიც ნათელი [...]
ნიჭიერში ნიჭიერებზე მეტად გადაცემის წამყვანები მომწონს ხოლმე, გენიალური დუეტია, ძალიან ბუნებრივი და სასაცილო. მე რომ ვბრუნდებოდე სცენიდან გაბრაზებულ-ნაწყენ-დაბოღმილ-გულდაწყვეტილ-შერცხვენილი, სულ დამავიწყდებოდა ყველაფერი, ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს აქედან, ტელევიზორის წინ რომ ზიხარ, აი იქიდან… განაგრძეთ კითხვა





