ქასთინგების მანძილზე, უამრავი სასაცილო მომენტი ახსოვს “ნიჭიერი”-ს მაყურებელს. გთავაზობთ ამ “მარგალიტების” ნაკრებ ვიდეოს, სადაც ჟიურისა და მონაწილეების სასაცილო სიტუაციები და ფრაზებია თავმოყრილი! : )
შემდეგ ვიდეოში სეზონის ყველაზე ემოციურ და ყველაზე დაძაბულ მომენტებს იხილავთ.
გადაცემამდე მხოლოდ 3 საათი რჩება! სამ საათში გავიგებთ, ვინ გადავიდა შემდეგ ეტაპზე – ვინ არის ის 50 ნიჭიერი კონკურსანტი, ვისაც ლაივ-კონცერტებზე ვიხილავთ მომავალი კვირიდან, ასევე შევიტყობთ იმ 10 კონკურსანტის ვინაობას, ვინც ”ნიჭიერის” პირველ ნახევარფინალში გამოვლენ.
მანამდე კი გთავაზობთ ბოლო, მე-6 კასტინგის მარგლიტებს:
სანამ ახალ ნიჭიერ ადამიანებს აღმოვაჩენთ, გთავაზობთ წინა გადაცემის მარგალიტ ფრაზებს:
1. კოკა ყაველაშვილი
- ოთარ რამიშვილი მეძახის მარტოხელა ბიჭს, ”მარტოხელა კაცს”. ბიჭი ვიყავი, რომ ამიყვანა მოწაფედ, მაგრამ დღესდღეობით უკვე დიდი ვარ, რა, კაცი ვარ!
- ვსიო? ვსიო? კაია? არა ესე იგი? ოქეი?
2. კორნელი მაისაშვილი
მაია: – თავი არ გტკივათ, ბატონო კორნელი? კორნელი: – მიჩვეული ვარ, კახელი ვარ და ვიტან!
3. ლაშა გვარაძე
მაია: – რატომ მოხვედით დღეს ჩვენთან? ლაშა: – შენი გულიზე მოვედი!
4. ჟიური – კი თუ არა?
გეგა: – ამ მოძრაობებს, რა ვიცი, ჩემი აზრია, მაგრამ დარბაზში ერთი 3-4 კაცი გაიმეორებდა თავისუფლად, რასაც შენ აკეთებდი! მაია: – კი თუ არა? გეგა: – არა, საერთოდ შეიძლება ცეკვა… მაია: – კი თუ არა? გეგა: – ბოლომდე კარგად… მაია: – კი თუ არა? გეგა: – უკეთესები გვინახია აქ… მაია: – კი თუ არა? გეგა: – არა! ნიკა: – მე ვფიქრობ… მაია: – კი თუ არა? ნიკა: – იცი რა, იმას… ნიკა: – არა, არა!