თინი, ბლოგერი tiny.ge-დან
თბილისში შექმნილი უამინდობის გამო, მგონი ყველაფერი პარალიზებულია და იძულებული ვარ, სურათების გარეშე დავწერო. myvideo-ს live არ , თუმცა ალბათ დამეთანხმებით, რომ ისეთი განსაკუთრებული გადაცემა იყო, როგორც იტყვიან “აქედან ვერ ამოშლით!” : ))
ვეცდები არც ერთი “განსაკუთრებული მონაწილე” არ გამომრჩეს
განსაკუთრებულები
ზოგი მას მისტიკის მხედართმთავარ უწოდებს.. ქუთაისში მას მოიხსენიებენ “მაგ იდუმალი კაცი მაგი”-დ, ზოგისთვის ის უბრალოდ ტელეპატია.. ჩვენ კი მხოლოდ ის ვიცით, რომ ის დოქტორი ბუნაა!
დოქტორი ბუნა არც თუ ისე წარმატებული აზრთა მხილველი გამოჩნდა.. ან იქნებ ვანიკო ფიქრობდა სხვა რამეზე მაგ დროს? ისე, მე მინდოდა მეორე შანსი მიეცათ და კიდევ ეცადა მოძებნა, იქნება გამოსვლოდა:))
გელიან, გელიან ო როგორ გელიან, გელიან გელიან, გაშლილი ვარდები შენ გელოდებიან
(c) კომპოზიტორი, რომლის სახელიც დისკს არ აწერია!
აი ეს იყო საოცრება..ცაგერელი გოგონების ტრიოს არ გაუმართლა.ისევე, როგორც დუეტს “skype”. ისე, აქ ბლოგზე რომ დაიდო კითხვა, მათი ჯგუფის სახელის შესახებ, ადნაკლასნიკები მეგონა და კიდევ ჯანდაბას, სკაიპი მაინც ჯობია! :D


გულო სმოიანი, რომელიც მიკროფონითაც და მიკროფონის გარეშეც ერთნაირად მღერის “პაემანზე არ მოხვედი, მე კი შენ გელოდი. გირეკავდი, გირეკავდი..”-ს. ნიკას ჟესტი დააფიქსირეთ, როცა ბოლოსდაბოლოს ყვავილების დახმარებით სცენიდან გაიყვანა? : )) შემეცოდა ცოტა გასვლის დროს ისე..
შაკირას შეშურდებოდა ნამდვილად, სალომე ფოთოლაშვილის სიმღერის და ცეკვის სმენა/ყურება. არასწორად მღერით-ო ნიკამ რომ უთხრა, ისე შეიცხადა, კინაღამ დავიჯერე, რომ ”ფაინა ბონათუ ნაჯიზიზთბლ”-ი ნამდვილად ინგლისურად ჟღერდა და შაკირასავით მოქნილად ცეკვავდა :D
ამირან მამულაშვილი, რომლის გამოსვლასაც მე არ ვიცი რა დავარქვა. ვერ ვიხალისე, იმდენად შემეცოდა ეს მოხუცი :( ისე, მგონი მთვრალი იყო ხომ?

კიდევ დამამახსოვრდა იევროპული მუსიკების შემსრულებელი დრამერი!..მართლა გული დამწყდა, რომ ის ბიჭი არ გადაიყვანეს შემდეგ ტურში, მანქანას რომ გადაახტა..

ყურადღება, რუსთავში ბლოკავენ!
ამბიციური ახალგაზრდა, რომელსაც ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციასთან პრეტენზიები ჰქონდა- მარტო ცნობილ მომღერლებს ამღერებენ კონცერტებზე და ჩვენ გვბლოკავენო! ბლოკავენ, მაგრამ სამაგიეროდ სახლში DJ-ია! სიმღერა დაიწყო, თუ არა, მაშინვე გამიქარწყლდა ეჭვები, რომ უსამართლოდ მოექცნენ, როცა დაბლოკეს. თუმცა, ნიკამ ისეთი სასარგებლო რჩევები მისცა, მის ადგილას მშვიდად წავიდოდი სახლში: ))
“განსაკუთრებულები2” დავარქვათ “ესმერალდას” და გიგანტური ბოცვრების გამოსვლას!ესმერალდას მეპატრონის ჩაცმულობამ დამაბნია ისე, მაგრამ ეგ არ შევიმჩნიოთ და 80 კილოიანი გველი, თან როგორც გაირკვა ახალ ტყავ გამოცვლილი, რამ მიაყვანინათ სცენაზე? ნუ, პრინციპში შთამბეჭდავი იყო, მაგრამ მეორე ტურში რატომ გაუშვეს, რა უნდა გააკეთოს ახალი? მშიერს მიიყვანენ, დაენახებიან გველს და ის რომ (თუ) არ შეჭამს ეგ იქნება ალბათ ნიჭი :D
ბოცვრებს უფრო პერსპექტივა ჰქონდათ მეორე ტურისთვის- ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ დააცდიდნენ იქ სცენაზე იმას, რაც არ აცადეს.. :D არადა, რომ გაეშვათ, მეორე ტურში უკვე ვნახავდით ოპერის სცენაზე ჩასახულ გიგანტურ ბოცვრებს! რაც მთავარია, ის მაინც დაამტკიცეს იმ ბოცვრებმა, რომ მეპატრონის ნათქვამი ფრაზა “მე ვამრავლებო” მცდარი იყო! :D

ფავორიტები:
ქეთი და ნაზი. მართლა ულამაზესი ნომერი იყო!

მამა-შვილი ღამბაშიძეები

გუგა ჭყონია
არ მეგონა, თუ საქართველოში ასეთი მაღალი დონის ბიტბოქსი შეეძლო ვინმეს! ძალიან მომეწონა.. იგივე ნომერი ალბათ ყველას ნანახი გვაქვს ცნობილი ბიტბოქსერის, პულპოს შესრულებით. მართალია გუგას ასეთი დახვეწილი ტექნიკა არ აქვს, მაგრამ მაინც მართლა ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე იყო. ამ დილას იყო რუსთავი2-ის დილის გადაცემაში მიწვეული გუგა და იქ თქვა, რომ სწორედ პულპოს ვიდეოს ნახვის შემდეგ გადაწყვიტა ესწავლა ბიტბოქსი და თავისით ისწავლა, რა თქმა უნდა.. როგორც მან თქვა, მთავარია ნიჭი, მონდომება და შრომა იმისთვის, რომ ეს გამოგივიდეს : ) დამატებითი ინფორმაცია გუგაზე- ფეხბურთელია, დინამოს აკადემიაში თამაშობს და აპირებს ბოლომდე ფეხბურთს გაყვეს. დილის გადაცემაშიც, რა თქმა უნდა, გააბიტბოქსინეს (ხომ ასე ქვია? ) და გავოგნდი- “სულიკო”-ც კი შეურია თავის მიქსში! ძალიან მაგარი იყო . შემდეგ ტურში რას შემოგვთავაზებს, ჯერჯერობით არ ამხელს: ))
ანა ხანჩალიანი

აი ამ ბავშვით მე მართლა აღფრთოვანებული ვარ! არც ერთ მონაწილეს არ მოუხდენია ასეთი შთაბეჭდილება ჩემზე.. ჯერ ერთი, ისეთი სტრესი ქონდა თავის ძმის გამო, რომ ცრემლებს ძლივს ყლაპავდა. ცალკე წარმოიდგინეთ ის ნერვიულობა, რომელსაც ალბათ ყველა მონაწილე განიცდის სცენაზე გასვლის წინ.. ამ ყველაფრის მიუხედავად, ისე იმღერა, რომ ის ერთი-ორი ხარვეზი, რის გამოც გეგამ მიუთითა, ნამდვილად არ იყო მისათითებელი. ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ემოციური გამოსვლა იყო შოუს ისტორიაში.

და ბოლოს, გაანსაკუთრებული ფავორიტი, მეოთხე გადაცემის გმირი და დაამსახურებული ნიჭიერი- ვანიკო! ნამდვილად გავოგნდი მისი შესაძლებლობებით! “ვარჯიში ჩემთვის ცოტა საჭირო და სხვისთვის შეიძლება შეუძლებელიც იყოს ამის გაკეთებაო..” -სიამაყით ამბობდა გრელკის უბადლო მხეთქავი, მაგრამ ხომ იცით, ნათქვამია “ალექს ვარდოშვილი ბჭობდა, ვანიკო გრელკას ხეთქავდაო”…

გადავდივართ ლოდინის რეჟიმში, ნიჭიერამდე დარჩენილია 6 დღე! შემდეგ გადაცემაში ვიხილავთ 83 წლის მოცეკვავეს, ამდენი ხნის ნანატრ სტრიტპიზს და რაც მე ყველაზე ძალიან მაინტერესებს, მაიკლ ჯექსონის ორეულს.. ისე, რომელი ჯექსონი მოერევა ილია, თუ ეს მეორე? :D თუ არც ეჯიბრებიან? ისეთი მეგობრული ფოტო ვნახე მათი, რომ ეჭვი მაქვს ერთმანეთს არ ერჩიან : )მოკლედ, ველოდებით მეხუთე გადაცემას სულმოუთქმელად! მე კიდევ მომავალ სამშაბათამდე გემშვიდობებით..