პოსტები კატეგორიიდან „I კასტინგი – 01.02“

7 February

მეორე “ნიჭიერამდე” 1 დღე რჩება!

გთავაზობთ პირველი გადაცემის მარგალიტ ფრაზებს, რომლებიც კვირის მანძილზე პოპულარული გახდა ქართულ ინტერნეტში და არა მხოლოდ აქ:

1. ვასილ ხაჩიძე: - დაკა, ბიჭო, დაკაა!

ვასილ ხაჩიძე: დიდი მადლობა, დიდი მადლობა, ხალხოო!

2. მარიამ გუჯაბიძე: შემიძლია მუშტი პირში ჩავიდვა…

3. რამაზ კუხალაშვილი [ეს მთელი დიალოგი მარგალიტია, ასე რომ მთლიანად გთავაზობთ]:

- თევზი მყავს.

- რა ჰქვია თევზს?

- კოკოლი!

- რატომ დაარქვით კოკოლი?

-ასეთი სახელი მუმი… დამევასა!

- რა ხნისაა?

- უოთხი თვისაა.

- რითია განსაკუთრებული ეს თევზი?

- ოქროს თევზია!

- ანუ რასაც ჩაუთქვამთ, გისრულებთ?

- ხანდეეხან.

5 February

ვერ დაიჭირავს ნიჭსაო, გზა ვიწრო – ვერცა კლდოვანი

საბა, ბლოგერი fazanda.wordpress.com-იდან

როგორც უკვე იცით, ჩემამდე არაერთხელ დაწერეს და თქვენც ალბათ ნახეთ, ორშაბათს გავიდა ჩვენი პირველი გადაცემა. უნდა აღვნიშნო, რომ მოლოდინს არ გადაუჭარბებია – მე ყოველთვის მჯეროდა თქვენი… ქართველები ნიჭიერები რომ ვართ, ამას დიდი მოლოდინი არ უნდა. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ გულწრფელად მჯერა გამონათქვამის: ”რაც კარგები ვართ – ქართველები ვართ,” არა! უბრალოდ ჩვენც ისეთივე ადამიანები ვართ, როგორებიც დანარჩენ მსოფლიოში არიან – შესაბამისად არც ვინმეზე მეტად ნიჭიერები ვართ და არც – ნაკლებად.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ ჩემს შთაბეჭდილებებს:

New Style – უნდა აღინიშნოს, რომ მართლა ძალიან ნიჭიერები არიან. თუმცა მათი გამოსვლა რეალში უფრო სანახაობრივი და ეფექტური იყო. ტელევიზორში რომ ვუყურე, ასე მეგონა რაღაც სხვა ჯგუფი გამოდიოდა – ეს ალბათ მონტაჟის ბრალია, ვერ იყო კარგად… ჩემი აზრით. ძალიან გასახარია, რომ ამის მიუხედავად ბავშვებმა ძალიან მაღალი შეფასება მიიღეს ტელემაყურებლებისგან – ახლა წარმოიდგინეთ რა სანახაობა იქნებოდა მათი ლაივში ცქერა.  ჩემგან დიდი კი ”ნიუ სთაილს”

გულნაზი გოლეთიანი – სიმართლე რომ გითხრათ თავიდან დიდად არ მომეწონა მისი ხმა. ძალიან სუსტი მეჩვენა – მაგრამ მისამღერზე რომ მიდგა საქმე… არ გადავაჭარბებ და ვიტყვი, რომ ყელში ბურთიც გამეჩხირა! დასაწყისში მისი სისუსტე ალბათ ნერვიულობის ბრალი იყო, მითუმეტეს ქალბატონ გულნაზის მანამდე არ უცდია სასიმღერო კარიერაში ბედი – განსხვავებით სუზან ბოილისგან, რომელსაც ახალგაზრდობაში დისკიც აქვს გამოშვებული და კლუბშიც მღეროდა. მითუმეტეს უელსში (თუ არ ვცდები, უელსიდან იყო ბოილი)  და საქართველოში (განსაკუთრებით კი მაღალმთიან რაიონში)  სოფელში ცხოვრება ძალიან გასნხვავდება ერთმანეთისგან. შესაბამისად (გულწრფელი ვარ როცა ამას ვამბობ), ჩემი პატივისცემის უფრო დიდი დოზა ქალბატონ გულნაზს ეკუთვნის. მართალია ის, რომ იყო რამდენიმე მსგავსება სუზენ ბოილის და გულნაზ გოლეთიანის სიუჟეტებში, სუზანიც რაღაცას მიირთმევდა ლოდინის დროს, ისიც უკან მოაბრუნა ჟიურიმ და ა.შ. ეს შეიძლება დამთხვევაა, შეიძლება სპეციალურად დადგმული, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ჯერ ერთი ეს არის შოუ და მის შემქმნელებს ხანდახან უმართლებთ და ასეთი დამთხვევები ხდება, ხანდახან კი დადგმაც უწევთ. მთავარი აქ ქალბატონი გულნაზის მიერ გამოვლენილი ნიჭია.

ირაკლი ძამუკაშვილი – ”ნიჭიერის” ეტალონად, პირადად მე, ამ გადაცემის ბრიტანული ანალოგი მაქვს აღებული – განსაკუთრებით კი ჟიურის საკითხში. ამ მონაწილეს საიმონი (რომელიც ფუნქციაც წესით გეგამ უნდა იტვირთოს) არ გაუშვებდა და პირველივე აკორდზე გააწითლებდა.

აი ასე მოექცეოდნენ მას. საიმონი ქოუელი მე ძალიან მომწონს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ხშირად ზედმეტად სერიოზულად უდგება საქმეს. ძამუკაშვილის გამოსვლის შესახებ ადრეც ვიცოდი და მეგონა, გეგა იქნებოდა პირველი, ვინც მას გააწითლებდა, შესაბამისად საიმონის პროტოტიპის როლს კარგად შეასრულებდა. თუმცა მან ეს არ ქნა და ძალიან გამიხარდა. აქ დავინახე და დავრწმუნდი, რომ ყველაფრის ხელოვნურად გადმოკოპირება არ შეიძლება და ინდივიდუალიზმი ძალიან კარგი რამეა – განსაკუთრებით კი ამ შოუში. აქვე აღვნიშნავ, რომ ჟიურითი (ჩემდა გასაკვირად, მაია ასათიანითაც კი) კმაყოფილი ვარ. ისე, ჟიურიზე ჩასაფრებული ვარ და როგორც კი რამე არ მომეწონება – ეგრევე ”გადავუვლი” :))))) საქმე ისაა, რომ ჟიური ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია შოუსი და ცუდი ჟიური ნიშნავს ცუდ შოუს :)

ახლა რაც შეეხება წამყვანებს – მოკლედ და კონკრეტულად: კარგები არიან!

5 February

ლევან გელაშვილი & სოფო პეტრიაშვილი

ბოლო დღეების მანძილზე ”ნიჭიერმა” უამრავი კომენტარი და წერილი მიიღო თხოვნით, დაგვედო სოფო პეტრიაშვილისა და ლევან გელაშვილის ცეკვის ვიდეო. გადაცემაში მხოლოდ მათი ნომრის ფრაგმენტები გავიდა. თხოვნების საპასუხოდ, გადავწყვიტეთ ბლოგზე მათი ნომერი სრულად შემოგთავაზოთ.

სოფომ და ლევანმა ჟიურისგან დადებითი შეფასებები მიიღეს და შემდეგ ტურში წარმატებით გადავიდნენ:

3 February

პირველი შოუ, პირველი შთაბეჭდილებები

პიკოლინა, ბლოგერი piccolina.ge-დან

სანამ პირველი გადაცემა გავიდოდა, ყველას ჰქონდა რაღაც მოლოდინები და წარმოდგენები პროექტთან დაკავშირებით. სულ თავიდან “ა ტალანტი” გაახსენდა ბევრს (მათ შორის მეც). ეგ გადაცემა გახსოვთ? “ა ტალანტი” რომ ერქვა და არც ერთი ტალანტი იქ არ მიდიოდა, ნუ თუ უნიჭობის წარმოჩენის გამბედაობას ტალანტს არ დავარქმევთ.

ვისაც უცხოური პროექტი, Got Talent  ჰქონდა ნანახი, განიხილავდნენ ნანახს და რაღაც მოლოდინები უჩნდებოდათ. ოპტიმისტურ ვარიანტში ამბობდნენ, კარგია, რომ აქაც აკეთებენო, პესიმისტურში – ქართველები მაინც ყველაფერს ვაფუჭებთ, არაფერი მაგისგან არ გამოვაო, მაგრამ მაინც ყველა ელოდებოდა ;))) პრინციპში, რა განწყობაც დაწყებამდე იყო, უმრავლესობას იგივე დარჩა პირველი შოუს შემდეგაც.

რა მოხდა პირველი გადაცემის გასვლის შემდეგ? ფორუმებზე, ბლოგებზე და სოციალურ ქსელებში დაიდო რევიუები. ძირითადად არა მართლა განხილვა, არამედ შედარება: “აი, ბრიტანულში ეს ასე იყო და აქ კიდევ ასეა” ან “ამერიკულში რომ ასე იყო, აქაც ზუსტად გადმოიღეს, ფანტაზია აკლიათ”. მოკლედ, როგორც ბებიაჩემი იტყოდა ენას ძვალი არ აქვსო, ანუ ჭორებს რა გამოლევს :)

პირველ რიგში დაიწყეს, გულნაზი გოლეთიანი რომ გამოიყვანეს, სიუზან ბოილის კოპირება უნდოდათო. არადა ეს ქალი კარგად მღერის, ანუ შესაბამისად ამ ფაქტს ვერ დააიგნორებდნენ. ძროხებს უვლის, ანუ ვერ იტყოდნენ რაღაც კომპანიის მენეჯერიაო. ხოდა რაღა გინდათ? სიმართლე რომ გითხრათ, თავიდან რომ დავინახე გულნაზი თავისი ხაჭაპურებით, ეგრევე ვიფიქრე, დასაცინად არის ეს ქალი განწირული და მასთან ერთად მისი შვილებიც-მეთქი, მაგრამ გამაოცა :))

რაც შეეხება ჟიურის. მაია ასათიანმა სასიამოვნოდ გამაკვირვა ბევრად უარესს ველოდი მისი “პროფილის” შემდეგ. ნიკას რაც შეეხება, ჯეოსტარში მყავდა ნანახი, იქ რომ ვუყურებდი უფრო მკაცრი იყო, აქ კიდევ, მეგონა სხვა ტიპია-მეთქი. გეგას და მაიას რომ გაებუსხა პატარა ბავშვივით ძალიან საყვარელი იყო.  ასე მგონია, რომ ჯეოსტარის ჟიურიში სხვა ნიკა იჯდა. გეგაზე ვერაფერს ვიტყვი, ნამეტანი სიმპატიურია :) მაგრამ საშინლად გამაღიზიანა ერთმანეთის ღილაკებზე ხელის დაჭერამ – რა იცი, იქნებ ყველა შენს აზრს არ იზიარებს.

წამყვანებზე არაფერს ვამბობ – შეხვედრისას ვანიკომ ყავის შემოთავაზებთ მოგვთაფლა და უზრდელი ხომ არ ვარ, ამის მერე რომ ცუდი დავწერო მათზე. თიკას ყავა არ შემოუთავაზებია, მარა სანდომიანი ღიმილი აქვს და არც მაგაზე ვწერ არაფერს.

მონაწილეებს და მათ შერჩევას რაც შეეხება, არ მომეწონა, რომ “მაჩუქე ღიმილი” გავიდა და ის ტიპი, ფეხებს რომ კისერზე იდებდა დააიგნორეს, ან ის, მანქანას რომ აჩერებდა ხელით. ან კოკოლის რას ერჩოდნენ, 4 თვეა ის კაცი ყლაპავს და უკან უშვებს იმ საწყალ კოკოლის და ამათ ახლა დაიცვეს? :))) მაგრამ მეორე რაღაცა უნდა ვაღიარო, “მაჩუქე ღიმილი” უფრო მეტ რეიტინგს მოუტანს გადაცემას, ვიდრე რეზინის კაცი. იმიტომ რომ ხალხს მარტო გაკვირვება კი არა, გაცინებაც უნდა. რეზინის კაცით ვერავის გააკვირვებ, მანქანის გაჩერება არც საინტერესოა და არც სახალისო, აი დაკარგული სიყვარულისთვის უნიჭოდ მომღერალი ტიპი კი რაღაც სხვაა. ისევე გაართობს ხალხს, როგორც თავის დროზე “კოხორა” და “დშნ დნნ” ართობდნენ, ეს სჭირდება მაყურებელს.

პოსტის დამთავრებამდე არ შემიძლია არ აღვნიშნო ფავორიტი. კაცი, რომელმაც ყველას გადაუჯოკრა მარტო ერთი ფრაზით “დაკა ბიჭოოოო, დაკააა”, ანუ ვასილ ხაჩიძე. აუცილებლად შეამჩნევდით, რაღაცნაირი გამოხედვა და მიმიკები ჰქონდა და ლაპარაკი კიდევ :)) უბრალოდ რომ აგურები გადაემტვრია, ალბათ არ ვუგულშემატკივრებდი, მაგრამ მისმა ტიპაჟმა მომხიბლა. ერთადერთი არ არის, ვინც მსგავს რაღაცას გააკეთებს, მაგრამ ერთადერთია, ვინც ეგრე გააკეთებს:

დაკა, ბიჭოოოო, დაკაააა!

გკოცნით, გეხვევით, ბლოგერი პიკოლინა

2 February

პირველი შთაბეჭდილებები

თინი, ბლოგერი tiny.ge-დან

გამარჯობა, მკითხველებო, მე თინი ვარ და  ეს ჩემი პირველი პოსტია “ნიჭიერი’-ს ბლოგისთვის. ამიერიდან, ყოველ სამშაბათს  შევხვდებით ხოლმე :)

გუშინ პირველი გადაცემა გავიდა ეთერში, როგორც იქნა! სიმართლე გითხრათ, უკვე რამდენიმე დღეა, რაც ჩემთვის საათმა “ნიჭიერი”-ს მიმართულებით დაიწყო ბრუნვა. შეიძლება სწორედ ამის გამო მეგონა, რომ ყველა ჩემსავით ელოდებოდა პირველ გადაცემას  და პირველ შთაბეჭდილებებს. სხვების სახელით ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ინტერნეტ სამყარო კი მართლა დღეებს, საათებს და წუთებს ითვლიდა  დაწყებამდე..

რამდენიმე საათით ადრე გაირკვა, რომ უნდა წავსულიყავი კლუბ “კაშე”-ში, სადაც   შოუს შემქმნელები, პროდიუსერები, ჟიური, წამყვანები და ა.შ. იკრიბებოდნენ, რომ იქ ეყურებინათ პირველი გადაცემისთვის.  ბევრ მათგანს უკვე ნანახი ქონდა გადაცემის საბოლოო სახე, მაგრამ ასეთ სიტუაციაში მეტი ემოცია იქნებოდა.

დაწყებამდე ყველას ეტყობოდა თან სიხარული და თან თითქოს დაძაბულობაც. ერთი სული ქონდათ როდის დაინახავდნენ პირველ კადრებს. იქამდე კი ერთად “უმკლავდებოდნენ” ლოდინს:

თიკა ფაცაცია

თიკა და ვანიკო

გეგა ფალავანდიშვილი და მაია ასათიანი

გადაცემის პირველივე კადრებს ხმაურიანი ოვაციები მოყვა- ტაში, ყვირილი, შეძახილები… კლუბის სიტუაციაში, ხალხმრავლობაში იმიტომაც იყო კარგი ყურება, უფრო გამოხატავ ემოციებს.

რადგან პირველი  იყო, მოდი ზოგადად ვიტყვი აზრს შოუს სხვადასხვა ასპექტზე პირველად შთაბეჭდილებას. ალბათ ყველას ამ ერთი გადაცემით შეგვექმნა წარმოდგენა ჟიურიზე, წამყვანებზე..

წამყვანები:

შოუს ფორმატი ისეთია, რომ წამყვანების ტექსტი, ემოციები, წინასწარ არ არის გათვლილი. იმ მომენტში ხდება ყველაფერი და მე თამამად შემიძლია ვთქვა – თიკამ და ვანიკომ ძალიან კარგად გაართვეს თავი! არიან საკმარისად ემოციურები, არც მეტი და არც ნაკლები. კარგი წამყვანური წყვილია, შეიძლება ფორმატის დამსახურებაც არის, მაგრამ ძალიან დიდი ხანია ქართულ ტელესივრცეში ასე არ მომწონებია შოუს  წამყვანები.

ერთ-ერთი კადრი გადაცემიდან

ჟიური:

ჟიურის  როლი ძალიან დიდია ამ პროექტის ყველა ანალოგში. ხშირად, მხოლოდ მათი რეაქციების სანახავად უყურებს მაყურებელი შოუს. ამ მხრივ, შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად გულუხვობა გამოჩინეს გეგამ, მაიამ და ნიკამ. სიმართლე გითხრათ, თავიდან ცოტა ამრეზით ვუყურებდ ჟიურის ამ შემადგენლობას, მაგრამ გადაცემის ყურების დროს მივხვდი, რომ ყველაფერი სწორად იყო შერჩეული.  განსაკუთრებით ვხალისობდი ნიკა მემანიშვილის რეაქციაზე, როცა “ღიმილი მაჩუქე კარგო”-ს ყურების დროს გაბრაზდა და გაებუტა გეგას და მაიას – რატომ გადაიყვანეთ მეორე ტურშიო (ისე, სიმართლე გითხრათ მეც არ მომეწონა, რომ მეორე ტურში გადაიყვანეს. კი, სახალისო იყო, მაგრამ სა-მეორეტურო – ნამდვილად არა).

ჟიურის ემოციები

მონაწილეები:

აღიარეთ,  რამდენმა თქვენგანმა სცადა მუშტის პირში ჩადება მარიამ გუჯაბიძის გამოსვლის  დროს? თქვენი არ ვიცი, ესენი კი ნამდვილად გულდასმით ცდილობდნენ :

მცდელობები:)

ყველაზე დიდი ემოცია ჟიურიშიც და ჩემში პირადად, new style-მ და გულნაზი გოლეთიანმა გამოიწვიეს. რამდენჯერ ვუყურე უკვე მათ ვიდეოებს, არც კი ვიცი. უდავო ფავორიტები იყვნენ ამ გადაცემის!

განსაკუთრებული აჟიოტაჟი ინტერნეტში გულნაზი გოლეთიანმა გამოიწვია. მას უკვე “ქართველ სუზან ბოილს” ეძახიან. სუზან ბოილი ალბათ ყველამ იცით, “ნიჭიერი”-ს ბრიტანული ანალოგის, britain’s got talent-ის ერთ-ერთი მონაწილე იყო, რომელმაც თავიდან ზუსტად ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ჟიურიზე, როგორიც გულნაზი გოლეთიანმა. ვერავის ვერ წარმოედგინა, რომ ეს ქალი ასეთი შესაძლებლობების მქონე იქნებოდა.  ნიკა მემანიშვილმა თქვა – მოსმენის დროს, გინდებოდა გეტირაო. მეც ძალიან ამიჩუყდა გული, მართლა საოცარი ხმა აქვს.

გულნაზი გოლეთიანი

ატირებული თიკა ფაცაცია, გულნაზის სიმღერის დროს..

განსაკუთრებული შემთხვევა:

“ნიჭიერი”-ს ოფისში რომ მივედით პირველად ბლოგერები, თვალში მომხვდა ერთ-ერთი “ჩანიშვნების დაფა”:

კოკოლი არ გადავაყლაპოთ!!!

კოკოლი არ გადავაყლაპოთ – ამ წარწერის არსს გუშინ მივხვდი :D ძალიან დავიძაბე რამაზ კუხალაშვილმა რომ აკვარიუმში ხელი ჩაყო და თევზის დაჭერა მოინდომა.  საბედნიეროდ, გეგამ გადაარჩინა საწყალი კოკოლი და არ აცადა შეჭმა..

ფავორიტი კადრი გადაცემიდან:

ინტერვიუ კოკოლისთან

თქვენი არ ვიცი და მე ერთი სული მაქვს, როდის გავა ეთერში მეორე გადაცემა, ერთი კვირა მომიწევს ლოდინი… სამაგიეროდ, იქამდე შეგვიძლია ვიდეოებს ვუყუროთ და ვიკითხოთ პოსტები ამ ბლოგზე :) მომავალ სამშაბათამდე..

2 February

New Style

ჯგუფი New Style

2 February

გულნაზი გოლეთიანი

გულნაზი გოლეთიანი ცაგერიდან:

2 February

ირაკლი ძამუკაშვილი – “ღიმილი მაჩუქე, კარგო”

ირაკლი ძამუკაშვილი სიმღერით “ღიმილი მაჩუქე, კარგო!”

სიმღერის ტექსტი:

მაჩუქე, მაჩუქე…
ღიმილი მაჩუქე, კარგო,
ღიმილი ნუ გენანება!
შენი ლამაზი ღიმილი
მე სულ თვალწინ მელანდება!
მე სულ თვალწინ მელანდება!

შენი ლამაზი თვალები
ჩემს დამონებას ელიან!
ჩემი თვალები შენს სითბოს
და ღიმილს კვლავ მოელიან!
და ღიმილს კვლავ მოელიან!

მაჩუქე ღიმილი!
ან სითბო,ან ცრემლი.
შენს სითბოს,სიყვარულს
და ღიმილსკვლავ ველი.

მაჩუქე, მაჩუქე,
შენი ლამაზი ღიმილი!!!

2 February

იოსებ გოგია

იოსებ გოგია მარტვილიდან, 27 წლის:

2 February

ვასილ ხაჩიძე

ვასილ ხაჩიძე ხაშურიდან:

2 February

რამაზ კუხალაშვილი

რამაზ კუხალაშვილი ხონიდან და მისი ოქროს თევზი - კოკოლი.

2 February

მარიამ გუჯაბიძე

მარიამ გუჯაბიძე გურიიდან, 14 წლის:

1 February

პირველი გადაცემის მონაწილეები

პირველ გადაცემაში, 1 თებერვალს თქვენ გაიცანით შემდეგი კონკურსანტები:

არკადი სონღულია

გიორგი ბასილაშვილი

ბესო ტარიელაძე

ბესო ტარიელაძე

დიოლა ჩხეტიანი

ელენ ბი

გიგა ჯანჯღავა

გულნაზ გოლეთიანი

იოსებ გოგია

ირაკლი ყუფუნია

ირაკლი ძამუკაშვილი

ირმა ღვინჯილია

რამაზ კუხალაშვილი

ლაგუშედა

ლევან გელაშვილი&სოფო პეტრიაშვილი

Little Hills

მაგდა ნიკოლეიშვილი

მალხაზ მამუკელაშვილი

მარი ლომიძე

მარიამ გუჯაბიძე

მახარაძეები

მერაბ ბალაშვილი

მერაბ ჯღარკავა

მოდინახე

მურმან კობალავა

New Style

ვასილ ხაჩიძე

ვის გულშემატკივრობთ თქვენ?  : )

1 February

დაიწყო!

რამდენიმე წუთში ”ნიჭიერის” პირველ გადაცემას იხილავთ. უყურეთ ჩვენთან ერთად, გაგვიზიარეთ თქვენი აზრები, ემოციები, უგულშემატკივრეთ მონაწილეებს.

დაგვიტოვეთ თქვენი მოსაზრება აქ, კომენტარებში, ასევე ფეისბუქზე ”ნიჭიერის” გვერდზე. ჩვენ გვაინტერესებს, რას ფიქრობთ თქვენ!