პოსტები კატეგორიიდან „ინტერნეტ-ნიჭიერი“

26 April

ინტერნეტ-ნიჭიერი – დაჯილდოება

პროექტის დაწყებასთან ერთად ამ ბლოგზე “ინტერნეტ-ნიჭიერის” კონკურსი დაიწყო. მსურველები საკუთარი ნიჭის ამსახველ ვიდეოებს გვიგზავნიდნენ, რომლებიც მოგვიანებით ბლოგზე განვათავსეთ და თქვენ, მკითხველებს მოგეცით საშუალება, გეთქვათ თითოეული მათგანისთვის “კი” ან “არა”. სულ 43 326 ხმა დაფიქსირდა, გამარჯვებულები კი გახდნენ 1. გელა ვარდიძე, 2. ირაკლი ჩიტაძე და მეგობრები, 3. დიმიტრი და ბიძო ჯაფარიძეები.

დღეს ინტერნეტ-ნიჭიერში გამარჯვებულების დაჯილდოება შედგა კაფე “ქარავანში”. I ადგილზე გასულმა გელა ვარდიძემ საჩუქრად აიფოდი მიიღო, ირაკლი ჩიტაძემ – ვებკამერა, დიმიტრი და ბიძო კი, სამწუხაროდ, ვერ შემოგვიერთდნენ, ამიტომ მათ კუთვნილ პრიზს მოგვიანებით გავუგზავნით.

ინტერნეტ-ნიჭიერში გამარჯვებულებმა პირობა დადეს, რომ ნიჭიერის მეორე სეზონში აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას!

გელა ვარდიძე

გელა ვარდიძე 15 წლის ასაკიდან დაინტერესდა გიტარით. იგი თვითნასწავლია, მხოლოდ ერთხელ დაესწრო სამ თვიან კურსს ბლუზის შესახებ და ეს იყო ერთადერთი პროფესიონალურ დონეზე მიღებული გამოცდილება. ფართო აუდიტორიის წინაშე იშვიათად გამოსულა, თუმცა იყო რამდენიმე სერიოზული ფესტივალი, სადაც წარმატებას მიაღწია. ასევე მიღებული აქვს მონაწილეობა ერთ-ერთ საქველმოქმედო კონცერტში, რომელშიც ცნობილი ქართული ჯგუფები მონაწილეობდნენ.

გიტარაზე დაკვრა ამჟამად ჰობის ხასიათს ატარებს, რადგან დრო არ აქვს და დღეში მხოლოდ 15 წუთით ახერხებს საყვარელ ინსტრუმენტზე დაკვრას. თუმცა როგორც თვითონ ამბობს, 8 საათის მანძილზეც დაუკრავს გადაბმულად… ნიჭიერში, რა თქმა უნდა, ავთო ნაცარაშვილს გულშემატკივრობს.

გელას კომპოზიცია “ნათება ცაში”, რომელმაც ჩვენი ბლოგის მკითხველების სიმპათია დაიმსახურა:


ირაკლი ჩიტაძე და მეგობრები

ირაკლიმ ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომელსაც “Last Road” ჰქვია. უკვე ერთი წელია, რაც ერთად უკრავენ სხვადასხვა ინსტრუმენტებზე. ძირითადი ჟანრი როკია. წერენ საკუთარ კომპოზიციებსაც. ფართო მაყურებლის წინაშე არასდროს არ გამოსულან. ინტერნეტ-ნიჭიერი მათთვის ერთგვარი დებიუტი იყო!

გამარჯვებული ვიდეო:

16 March

ინტერნეტ-ნიჭიერის გამარჯვებულები!

“ინტერნეტ-ნიჭიერი” დასრულდა! სულ შემოვიდა 43 326 ხმა! 28 კონკურსანტიდან სწორედ ამ მონაწილეებმა მიიღეს თქვენგან ყველაზე მეტი “კი” და ყველაზე ცოტა “არა” და გახდნენ ჩვენი ბლოგის კონკურსის გამარჯვებულები:

I ადგილი – Ipod Nano და ნახევარფინალებზე დასასწრები ორი ბილეთი

გელა ვარდიძე – 1806 ხმა

II ადგილი – ვებკამერა და ნახევარფინალებზე დასასწრები ორი ბილეთი

ირაკლი ჩიტაძე და მეგობრები – 1 786 ხმა

III ადგილი – USB მეხსიერება და ნახევარფინალებზე დასასწრები ორი ბილეთი

დიმიტრი და ბიძო ჯაფარიძეები – 1745 ხმა

ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც გამოგზავნა ვიდეოები და ასევე მათ, ვინც მიიღო მონაწილეობა შეფასებაში.

გამარჯვებულებო, გილოცავთ!

დაჯილდოება გაიმართება კლუბ კაშეში, სადაც გავიცნობთ ჩვენს გამარჯვებულებს და ბლოგზე შემოგთავაზებთ რეპორტაჟს.

11 March

ინტერნეტ-ნიჭიერი – რჩება 4 დღე.

ინტერნეტ-ნიჭიერის გამარჯვებულის გამოვლენამდე სულ რაღაც 4 დღე რჩება – შეგახსენებთ, რომ კონკურსი 15 მარტამდე მიმდინარეობს და თქვენ წყვეტთ, თუ ვინ გახდება საპრიზო ადგილების მფლობელი.

შეაფასეთ თითოეული მონაწილე, უთხარით მათ “კი” ან “არა”! ხმის მიცემა შეგიძლიათ 24 საათში ერთხელ.

დააწკაპუნეთ და გახდით ინტერნეტ-ნიჭიერის ჟიური!

6 March

ინტერნეტ-ნიჭიერი

შეგახსენებთ, რომ ჩვენს ბლოგზე მიმდინარეობს კონკურსი – ინტერნეტ-ნიჭიერი. თქვენ გეძლევათ საშუალება თავად იყოთ ჟიური და ყოველი მონაწილე შეაფასოთ – ვიდეოს ხილვის შემდეგ უთხრათ მას ”კი” ან ”არა”.

გამოვლინდება სამი გამარჯვებული. პირველ ადგილზე გასული საჩუქრად მიიღებს Ipod Nano-ს, მეორე ადგილზე გასული – ვებკამერას, ხოლო მესამე ადგილი – USB მეხსიერებას.

არ დაგავიწყდეთ, რომ ხმის მიცემა შეგიძლიათ ყოველ 24 საათში ერთხელ. ყოველდღე შეამოწმეთ ინტერნეტ-ნიჭიერის ხმის მიცემის გვერდი და უგულშემატკივრეთ საკუთარ ფავორიტებს!

4 March

ინტერნეტ-ნიჭიერი – ხმის მიცემა დაიწყო!

მონაწილეთა ვიდეოების სანახავად და თქვენი აზრის დასაფიქსირებლად გადადით ამ ბმულზე!

თქვენ გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, იყოთ „ნიჭიერის“ ჟიურის წევრი, ამჯერად — „ინტერნეტ-ნიჭიერის“ ფარგლებში.

„ინტერნეტ-ნიჭიერისთვის“ ვიდეოებს ერთი თვის მანძილზე, 2 თებერვლიდან 2 მარტამდე ვიღებდით ელფოსტის საშუალებით. საბოლოოდ, შეირჩა 28 მონაწილე, რომელთა ვიდეოების ნახვა და შეფასება ქვევით შეგიძლიათ.

თითოეულ მონაწილეს, ვიდეოს გასწვრივ, ორი პასუხი აქვს: — „კი“ ან „არა“.
თუ თვლით, რომ მონაწილე ნიჭიერია, დააწკაპუნეთ „კი“-ზე; ხოლო თუ თვლით, რომ არა — შესაბამისად, დააწკაპუნეთ „არა“-ზე.

თითოეული კონკურსანტისთვის ხმის მიცემა შესაძლებელია 24 საათში ერთხელ, ასე რომ, არ დაგავიწყდეთ დაბრუნება და საკუთარი ფავორიტებისთვის „კი“-ს ახლიდან თქმა!

გამარჯვებულები 15 მარტს გამოვლინდებიან.

პირველ ადგილზე გასული მონაწილე მიიღებს iPod nano-ს, მეორე ადგილი — ვებკამერას, ხოლო მესამე ადგილზე გასული USB Flash-მეხსიერებით დაჯილდოვდება. ამსთავანე, ისინი მიიღებენ „ნიჭიერის“ ნახევარფინალზე დასასწრებ ორ-ორ VIP ბილეთს.

მონაწილეთა ვიდეოების სანახავად და თქვენი აზრის დასაფიქსირებლად გადადით ამ ბმულზე!

3 March

ინტერნეტ-ნიჭიერის დარჩენილი მონაწილეები

ინტერნეტ-ნიჭიერში ვიდეოების მიღება შეწყდა. ამ პოსტში დაიდება ყველა დარჩენილი მონაწილის ვიდეო, ხოლო სულ ცოტა ხანში თქვენ შეგეძლებათ დაიწყოთ ხმის მიცემა, რის შედეგადაც გამარჯვებულიც გამოვლინდება.

აქვე ყველას დიდ მადლობას გიხდით ვინც არ წაიკითხეთ ჩემი თხოვნა, ფაილების მეილ.რუ-ს ”შეარის” მეშვეობით გაოგზავნის შესახებ. დიდი მადლობა, რომ მაწვალებთ ამხელა ფაილების 50 კბ/წ-თი გადმოწერით, ნაცვლად იმისა, რომ აგეტვირთათ ქართულზე და მე 3 წუთში კომპიუტერში მქონოდა – დიდი ბოდიში ლირიული გადახვევისთვის :)

ნინო მორგოშია – სიმღერა

გურამი ჯანანაშვილი – ფეხბურთის ილეთები

ირაკლი ჩიტაძე და მეგობრები – მუსილაკური კომპოზიცია

აისელა მამედოვა – ცეკვა

ბექა ბეჩვაია – ფორტეპიანო

ნიკა ფანიაშვილი – საფეხბურთო მიმოხილვა

ეკაკო ჩანადირი – 4 წლის, კითხულობს

ჯექსონ გერლზ – ცეკვა

გიო გელაშვილი – სიმღერა

დიმიტრი და ბიძო ჯაფარიძეები – მუსიკალური კომპოზიცია

ელენიკო კერვალიშვილი – ლოცვა

ირაკლი დოღონაძე – ცეკვა

ლევან ჩემინავა – სხვადასხვა

ლუკას პაპანდოპულოსი – ვეფხისტყაოსანი მეგრულად

ნათია ხუჭუა – სიმღერა

ნიკა კოპალიანი – სიმღერა

სანდრო (ერთი წლის) – ცეკვა

უკუღმა დამკვრელი

27 February

ინტერნეტ-ნიჭერის ახალი მონაწილეები

ინტერნეტ-ნიჭიერი გრძელდება. დღეს გთავაზობთ კონკსურსის ახალ მონაწილეებს.

ჩვენი თხოვნაა, რომ კომენტარებში მოერიდოთ შეურაცხყოფის მიყენებას და ცინიზმს. კონკურსის მონაწილეები კითხულობენ ამ კომენტარებს და ნუ ატკენთ მათ გულს. დიდი მადლობა

რაც შეეხება მონაწილეებს: ძალიან ბევრი ადამიანი აგზავნის ვიდეოებს რომელიც ატვირთულია mail.ru-ს ”შეარინგ” სერვისზე. ძალიან გთხოვთ ფაილები ატვირთეთ ან თვითონ e-mail-ში გამოგზავნისას ან კიდევ ქართულ ”შეარინგ” საიტებზე. საქმე ისაა, რომ რუსული სერვერიდან გადმოტვირთვის სიჩქარე არის ძალიან დაბალი და როდესაც თქვენი გამოგზავნილი ფაილის ზომა დიდია დაახლოებით 1-1.5 სათი ვუნდები მის ჩამოტვირთვას. ეჭვი მაქვს ატვირთვისას თქვენც იგივე პრობლემას აწყდებით. ჰოდა ან თქვენ რაღას წვალობთ და ან ჩვენ რაღას გვაწვალებთ? :) ამას ისიც ემატება, რომ აღნიშნულ სერვისს (mail.ru) ხშირად რაღაც პრობლემები აქვს და საერთოდ ვერ ხერხდება ხოლმე ფაილის გახსნა.

ყველას ვისაც ფაილი გამოგზავნილი გაქვთ mail.ru-ს მეშვეობით, გთხოვთ ახლიდან გადმოაგზავნოთ თქვენი ვიდეოები სხვა საშუალებით. დიდი მადლობა.

ახლა კი მონაწილეები:

ომარ კაპანაძე – ღორზე ჯდომა

დავით იმერი – Flame of Rock

ანი ბადალაშვილი – ელასტიური ილეთები

ტატო – ლექსი

გიორგი ზოზრაშვილი – სხვადასხვა

გელა ვარდიძე – ნათება ცაში (კომპოზიცია)

20 February

ინტერნეტ-ნიჭიერი გრძელდება

გთავაზობთ ინტერნეტ-ნიჭიერში მონაწილე რამდენიმე ადამიანის ვიდეოს.

კომენტარებისა და შეფასებების დატოვებისას თავი შეიკავეთ შეურაცხყოფისაგან. გახსოვდეთ, რომ თქვენი კომენტარები და შეფასებები ნამდვილ ადამიანებს ეხებათ.

აქვე მინდა გითხრათ, რომ ინტერნეტ-ნიჭიერი არის კონკურსი,რომელშიც თქვენ აგზავნით თქვენი ნიჭის ამსახველ ვიდეოს. ეს არ არის კონკურსი საუკეთესო კადრებისა და ვიდეოს ამოსარჩევად. ამიტომ ნუ გამოაგზავნით ვიდეოებს ”ნახეთ, რა კადრი გადავიღე სადღაც მეტროში” და ა.შ.

ასევე გახსოვდეთ, რომ ჩვენ არ ვართ ციდან ჩამოფრენილები, შესაბამისად ვერ მოგვატყუებთ. რამდენიმე ადამიანმა ცადა ეს და გამოაგზავნა ვიდეოები, რომლებიც ატვირთული იყო სხვადასხვა ვიდეოპორტალზე 2-3 წლის წინ და გადის ე.წ. ”პრიკოლის” ტიპის ვიდეოებში. მაგ. ”ნახეთ ეს ქალი რა მაგრად ცეკვავს ლოოოოოლ” – ამ დროს გამომგზავნი ცდილობს, რომ ეს ქალი თავის ბებიად გაასაღოს :)

მოკლედ, კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, თქვენ პრიზს მიიღებთ არა ვიდეოს გადაღებისათვის, არამედ – თქვენი ნიჭის გამოვლენისათვის. დიდი მადლობა.

შეგახსენებთ, რომ ვიდეოები უნდა გამოაგზავნოთ konkursi@nichieri.ge -ზე.

ახლა კი ვიდეოები:

ნინო კრავეიშვილი – სიმღერა

თორნიკე მოდებაძე (2 წლის) – ცეკვა

მაყვალა ქობულაშვილი – ბრუნვა
ქალბატონი მაყვალას თქმით, ის 9 წუთში 200 ბრუნს აკეთებს.

13 February

ინტერნეტ-ნიჭიერი

შეგახსენებთ, რომ ამ ბლოგზე ყველა ჩვენი მკითხველისთვის ”ინტერნეტ-ნიჭიერის” კონკურსი მიმდინარეობს. თქვენი ნიჭის ამსახველი ვიდეოების გამოგზავნა 2 მარტამდე შეგიძლიათ მეილზე konkursi@nichieri.ge, 2 მარტიდან ყველა ვიდეოს იხილავთ ჩვენთან და მოგეცემათ ხმის მიცემის საშუალება თქვენი ფავორიტისთვის.

პირველ ადგილზე გასული მონაწილე საჩუქრად Ipod Nano-ს მიიღებს, მეორე და მესამე ადგილი კი ვებკამერასა და ფლეშკას გაინაწილებენ.

2 მარტამდე კი გთავაზობთ ინტერნეტ-ნიჭიერში მიღებულ ერთ-ერთ ვიდეოს სახელწოდებით ”თოვლში თავით ჩავერჭვა”:

2 February

ინტერნეტ-ნიჭიერი!

ყველას, ვინც თვლის, რომ ნიჭიერია და უნდა საკუთარი ნიჭი მთელ საქართველოს ანახოს!

თქვენ, ამ ბლოგის მკითხველებს – გეძლევათ შანსი, მიიღოთ მონაწილეობა ”ინტერნეტ-ნიჭიერში”.

ამისთვის სულ სამი ნაბიჯია გადასადგმელი:

ნაბიჯი #1:

უნდა გქონდეთ ნიჭი (ცეკვის, სიმღერის, საღეჭი რეზინით დიდი ბუშტების ბერვის და ა.შ.)

ნაბიჯი #2

გადაიღეთ თქვენი ნიჭის ამსახველი ვიდეო (ვიდეოთვალით, მობილურით, კამერით – ხარისხს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია შინაარსი!)

ნაბიჯი #3

გამოგვიგზავნეთ ვიდეო  მეილზე konkursi@nichieri.ge

კონკურსისთვის ვიდეოების მიღება იწყება დღეს, 2 თებერვალს და გაგრძელდება ერთი თვის განმავლობაში, 2 მარტამდე.

2-დან 10 მარტის ჩათვლით ამ ვებგვერდზე შესაძლებელი იქნება ინტერნეტ-ნიჭიერების ვიდეოების ხილვა, შეფასება და ხმის მიცემა.

პრიზები

პირველი ადგილი:

  • iPod Nano
  • 2 VIP ბილეთი ”ნიჭიერის” ნახევარფინალურ კონცერტზე

მეორე ადგილი:

  • ვებკამერა
  • 2 VIP ბილეთი ნიჭიერის ნახევარფინალურ კონცერტზე

მესამე ადგილი:

  • ”ფლეშკა”
  • 2 VIP ბილეთი ნიჭიერის ნახევარფინალურ კონცერტზე

ველოდებით თქვენს ვიდეოებს და გისურვებთ წარმატებებს!