პოსტები კატეგორიიდან „ზოგადი“

21 April

დამატებითი ფინალისტები – ხმები

როგორც იცით, ორშაბათს, V ნახევარფინალის დასრულების შემდეგ ჟიურიმ კიდევ 5 მონაწილეს მისცა ფინალში გადასვლის შანსი. ეს მონაწილეები იყვნენ: ვერკა და გიორგი, კორნელი მაისაშვილი, მერაბ კირაკოზაშვილი, რამაზ გარშაულიშვილი და პარკური.

ფინალში ხალხმა პარკური და ვერკა და გიორგი გადაიყვანა.

3 წუთის მანძილზე შემოვიდა 6 596 ხმა, რომლებიც პროცენტულად ასე გადანაწილდა:

1. პარკური – 42%

2. ვერკა და გიორგი – 27,5%

3. მერაბ კირაკოზაშვილი – 14,7%

4. რამაზ გარშაულიშვილი -12%

5. კორნელი მაისაშვილი – 3,8%

P.S.: საინტერესო ფაქტი – პარკურმა ბოლო 3 წუთში იმდენივე ხმა აიღო, რამდენიც მთელი 1 კვირის მანძილზე დაუგროვდა : )

21 April

V ნახევარფინალი – ხმები

ნიჭიერის მე-5 ნახევარფინალზე სულ შემოვიდა 25 648 ხმა, რომლებიც პროცენტულად ასე გადანაწილდა:

1. მარიამ ფაჩულია – 32%

2. მოზაიკა – 16%

3. დათო რობაქიძე – 13%

4. მაგდა ნიკოლეიშვილი – 10,7%

5. ფიცვერცხლი – 8,6%

6. პარკური – 7,7%

7. ლევანი და სოფო – 5%

8. გირო – 4,5 %

9. ელენე ჩიხლაძე – 1,5 %

10. ლაშა და გიორგი ქარქაშაძეები – 1%


ელოდით ხმების ასეთ გადანაწილებას? თქვენ თუ დაუმესიჯეთ ვინმეს?

21 April

საქართველო და მსოფლიო

Got Talent, რომელიც ბრიტანული ტელეფორმატია,  30-ზე მეტ ქვეყანაში გადის. ამ ქვეყნებს შორის არის ავსტრალია,ა.შ.შ., უკრაინა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, რუსეთი, სამხრეთ აფრიკა, პოლონეთი და ა.შ. ამ წლის თებერვლიდან საერთაშორისო პროექტს საქართველოც შეუერთდა “ნიჭიერით”.

ამ პოსტის შთაგონება გახდა ინტერნეტში ატეხილი გლოვა ფინალში მოხვედრილი ბევრი მომღერლის გამო. მოვიძიე Got talent-ის სამი უდიდესი ქვეყნის, დიდი ბრიტანეთის (პროექტის სამშობლო), ამერიკისა და გერმანიის 2009 წლის ფინალისტთა სია. ყველა ქვეყნის ფინალისტების ნახევარი, ზოგჯერ მეტიც კი, მომღერლებითაა დაკომპლექტებული. დანარჩენს კი თავად გადახედეთ – რომელ ქვეყანაში უფრო მრავალფეროვანი ფინალი შედგა და გვაქვს თუ არა ამ მხრივ საწუწუნო:

დიდი ბრიტანეთი – Britain’s Got Talent

2009 წელი

10 ფინალისტი

5 მომღერალი
4 მოცეკვავე
1 საქსაფონისტი

წყარო

ამერიკის შეერთებული შტატები – America’s Got Talent

2009 წელი

10 ფინალისტი

6 მომღერალი
2 მოცეკვავე
1 პერკუსიონისტი
1 სთენდაფ კომედიანტი

წყარო

გერმანია – SuperTalant

2009 წელი

12 ფინალისტი

8 მომღერალი
1 კაცი ძაღლით
1 აკრობატული ნომერი
1 სალამური
1 პიროშოუ (შოუ ცეცხლებით)

წყარო

საქართველო – ნიჭიერი

2010 წელი

12 ფინალისტი

6 მომღერალი (აქედან 5 – მაყურებლის არჩევანი, 1 – ჟიურის არჩევანი)
1 ცეკვა
1 ბიტბოქსი
1 პარკური
1 ილუზიონისტი
1 სამეჯლისო ცეკვა
1 გიტარისტი

20 April

ფინალისტების სრული სია!

დღევანდელი ნახევარფინალის შედეგად გამოვლინდა ფინალისტების სრული სია!

ხალხის არჩევანი:

1. გულნაზი გოლეთიანი
2. ლევან შავაძე
3. მარი და ბაბი
4. ანა ხანჩალიანი
5. მარიამ ფაჩულია

ჟიურის არჩევანი:

6. Next Level
7. მარიამ კახელიშვილი
8. გუგა ჭყონია
9. ავთო ნაცარაშვილი
10. დათო რობაქიძე

დამატებითი ფინალისტები:

11. პარკური
12. ვერკა და გიორგი


ფინალური კონცერტი გაიმართება 3 მაისს.

19 April

ნიჭიერი – რამდენიმე წუთში!

რამდენიმე წუთში ნიჭიერი იწყება! ეს ბოლო ნახევარფინალია, სადაც გაირკვევა მე-9 და მე-10 ნახევარფინალისტები, კონკურსანტების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ძალიან დაძაბული და საინტერესო ნახევარფინალი გველის.

გარდა ამისა, დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდება – მას შემდეგ, რაც ხალხი და ჟიური გამოავლენს 2 ფინალისტს, ჟიური დაასახელებს 5 კონკურსანტს, რომლებიც ვერ გადავიდნენ ფინალში, მაგრამ ჟიურისაც და ხალხსაც ძალიან დასწყდა გული. ისინი მეორე შანსს მიიღებენ ფინალის საგზურის მოსაპოვებლად – ამჯერად ყველაფერი თქვენზე, მაყურებლებზეა დამოკიდებული, თქვენ გექნებათ 5 წუთი, რომ დაუმესიჯოთ ამ 5-დან მას, ვისი ხილვაც გსურთ ფინალში. ის ორი მონაწილე, რომელიც ამ 5 წუთის მანძილზე ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს, ფინალში მოხვდება!

წინ ძალიან საინტერესო სანახაობაა! მოიმარაგეთ სასუსნაოები და ვუყუროთ ერთად!

14 April

ფინალში მოხვედრის კიდევ ერთი შანსი!

ორშაბათს, “ნიჭიერის” მეოთხე ნახევარფინალისას მაია ასათიანმა მაყურებლებს სურპრიზის შესახებ შეატყობინა: ნახევარფინალისტებს, რომლებიც ვერ მოხვდნენ ფინალში, კიდევ ერთი შანსი ეძლევათ!

მეხუთე ნახევარფინალის შემდეგ, როდესაც გაირკვევა მე-9 და მე-10 ფინალისტების ვინაობა, ჟიური გამოაცხადებს რამდენიმე ნახევარფინალისტს, რომლებმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს კონცერტებზე, მაგრამ ვერ მოხვდნენ ფინალში, რის გამოც ხალხსაც და ჟიურისაც ძალიან დასწყდა გული.

რამდენიმე კონკურსანტის დასახელების შემდეგ მაყურებელის ჯერი დგება – გვექნება ჩვენი ფავორიტებისთვის დასამესიჯებელი დრო.

პირველი ორი კონკურსანტი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს განკუთვნილი რამდენიმე წუთის მანძილზე, ავტომატურად მოხვდება ფინალში.

ამრიგად, გვეყოლება არა 10, არამედ 12 ფინალისტი და ბევრად უფრო მრავალფეროვანი ფინალი.

როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა დაასახელოს ჟიურიმ? ვის უნდა მისცენ ფინალში მოხვედრის შანსი?

13 April

IV ნახევარფინალი – ხმების რაოდენობა

ნიჭიერის მეოთხე ნახევარფინალზე სულ შემოვიდა 26 732 ხმა, რომლებიც პროცენტულად ასე გადანაწილდა:

1. ანა ხანჩალიანი – 37,4%
2. ნაზი და ქეთი – 11,3%
3. ელენე და გიორგი – 10%
4. Westside Dancers – 10%
5. ბერაძეების ოჯახი – 8,6%
6. ავთო ნაცარაშვილი – 7,6%
7. ფანტაზია – 5,9%
8. ნინო ჯავახიშვილი – 4,8%
9. ვასილ ხაჩიძე – 2,5%
10. ანა პავლიაშვილი – 1,9%

ელოდით მსგავს გადანაწილებას? კმაყოფილი ხართ შედეგით?

7 April

III ნახევარფინალი – ხმები

“ნიჭიერის” მესამე ნახევარფინალზე სულ შემოვიდა 28 258 ხმა, რომლებიც პროცენტულად ასე გადანაწილდა:

1. ბაბი და მარი – 32,6%
2. გუგა ჭყონია – 14,8%
3. ელენე და ეკა – 12,7%
4. რამაზ გარშაულაშვილი – 9%
5. ხათუნა მეგრელიშვილი – 7,6%
6. New Style – 7,2%
7. მებონიები – 5,5%
8. გვანცა და აკა – 5,4%
9. ჯგუფი “შუშა” – 3,3%
10. იოსებ გოგია – 1,8%

ელოდით ხმების ასეთ გადანაწილებას?

5 April

“ნიჭიერი” – სულ რამდენიმე წუთში

დღეს გაირკვევა, ვინ შეიერთდება გულნაზი გოლეთიანს, ლევან შავაძეს, მარიამ კახელიშვილსა და ნექსთ ლეველს ფინალურ კონცერტზე და ვინ გააგრძელებს ყველაზე ნიჭიერის სტატუსისთვის ბრძოლას!

მოიმარაგეთ სასუსნაოები, პოპკორნი, ჩაი, ყავა – წინ “ნიჭიერის” მორიგი გადაცემაა.

მე, როგორც ყოველთვის, პირდაპირ ლაივ-კონცერტიდან ვააფდეითებ “ნიჭიერის” გვერდს ფეისბუქზე, შემოგვიერთდით იქაც: ნიჭიერის გვერდი.

ნიჭიერის დაწყებამდე 5 წუთი რჩება!

29 March

ნიჭიერი – რამდენიმე წუთში!

სულ რამდენიმე წუთში “ნიჭიერის” II ნახევარფინალური ლაივ-კონცერტი იწყება! გავიგებთ შემდეგი ორი ფინალისტის ვინაობას და ვნახავთ ბევრ საინტერესო და კარგ ნომერს (იმედია, ყოველ შემთხვევაში : )

მოიმარაგეთ სასუსნაოები, ყავა, ჩაი და ერთად ვუყუროთ.

აფდეითები პირდაპირ კონცერტიდან იხილეთ “ნიჭიერის” ფეისბუქის გვერდზე.

29 March

დარჩა 1 დღე – ხვალ “ნიჭიერია”!

“ნიჭიერის” II ნახევარფინალამდე მხოლოდ ერთი დღე დარჩა.

როგორ ფიქრობთ, ამ ათეულიდან ვინ დააგროვებს მაყურებლის ყველაზე მეტ ხმას და ვის გადაიყვანს ფინალში ჟიური? 2 ფინალისტის თქვენი ვერსია – საინტერესოა, დაემთხვევა თუ არა უმრავლესობის აზრი საბოლოო გადაწყვეტილებას.

23 March

II ნახევარფინალი – ხმების მიღება დაწყებულია

გუშინდელი 10 ნახევარფინალისტიდან 2 კონკურსანტი უკვე გადავიდა ფინალში. გულნაზი გოლეთიანმა თქვენი ხმების 46% დააგროვა, ხოლო ჟიურიმ ჯგუფს Next Level მისცა ფინალისკენ საგზური.

შემდეგი ორშაბათისთვის კი ხმების მიღება უკვე დაიწყო!

22 March

ნიჭიერი – რამდენიმე წუთში!

“ნიჭიერის” პირველ ლაივ-კონცერტამდე რამდენიმე წუთი რჩება!

გელოდებით რუსთავი2-ზე! “ნიჭიერი”, I ნახევარფინალი, 10 ნიჭიერი კონკურსანტი ახალი, შთამბეჭდავი ნომრებით  – და ეს ყველაფერი ლაივში!

21 March

დარჩა – 1 დღე

“ნიჭიერის” პირველი ნახევარფინალი, კონცერტი, რომელიც ლაივში გაიმართება, ნომრები, რომლებსაც თავიდან ბოლომდე ნახავთ და აღარ იწუწუნებთ, რომ შევამოკლეთ, კონკურსანტები, რომელთა ბედიც თქვენ ხელშია და თქვენ ეტყვით “კის” ან “არას” – ახლოვდება, ახლოვდება და სულ რაღაც 1 დღეში გავიგებთ, ვინ იქნება “ნიჭიერის” პირველი ორი ფინალისტი!

როგორც იცით, ამ 10 კონკურსანტიდან ფინალში 2 გადადის – ერთი, რომელსაც ექნება თქვენგან ყველაზე მეტი ხმა და მეორე, რომელსაც აირჩევს ჟიური.

როგორია თქვენი პროგნოზები? ამ ათიდან რომელი მიიღებს მაყურებლის ყველაზე მეტ ხმას და რომელს გადაიყვანს ჟიური?

15 March

ნახევარფინალში გადასული კონკურსანტები

დღევანდელ გადაცემაში გაირკვა იმ 50 კონკურსანტის ვინაობა, ვისაც შემდეგი კვირიდან ნახევარფინალებში ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ კასტინგი წარმატებით (2 ან სამი ”კი”) გაიარა 99 მონაწილემ, ხოლო ნახევარფინალში მხოლოდ 50 კონკურსანტი მოხვდა: