პოსტები კატეგორიიდან „ზოგადი“

31 May

ორშაბათი, 6 ივნისი- ნიჭიერის ფინალის დღეა!

გუშინ ბოლო, მეხუთე ნახევარფინალი იყო, 11-დან 10 ფინალისტის ვინაობა უკვე ვიცით, მეთერთმეტეს ვინაობა ოთხშაბათს საღამოს  გაირკვევა, თუმცა, ასეა, თუ ისე, უკვე ძირითადი სტატისტიკა გვაქვს იმისთვის, რომ პროგნოზები გავაკეთოთ ფინალური შოუს შესახებ და ვთქვათ, რომ წლევანდელი ფინალი, ძალიან გამორჩეული, მრავალფეროვანი და უბრალოდ, ძალიან მაგარი შოუ იქნება!

პროექტის პრინციპი, ზოგადად ასეთია- ხალხმა უნდა აირჩიოს და არა ხალხს აურჩიონ, ამიტომაც, 5 ნახევარფინალის განმავლობაში, პირველ არჩევანს ყოველთვის მაყურებელი აკეთებდა და  მხოლოდ დარჩენილი 9 კონკურსანტიდან ირჩევდა ჟიური.

უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის, გამოვყოთ, ამ სეზონზე ვინ გახდა ხალხის ფავორიტი და ვინ ჟიურის…

ხალხმა აირჩია:

• ნატალი ვეფხვაძე
• მარი ტომარაძე
• კათარზისის დუეტი
• დათიკაშვილების ოჯახი
• ვანო ფიფია

ჟიურის არჩევანი:

• acro style
• მოცეკვავეები ნიკა და ქეთი
• ბარმენი სანდრო ცისკაძე
• კარატისტების ჯგუფი წმინდა გიორგი
• მატრიცული პანტომიმა

წელს, შარშანდელის მსგავსად,  ვერ ავცდით “ნიჭიერია თუ ჯეოსტარი” ფრაზებს, თუმცა, ამ ფრაზის ავტორები სწორედ ის ადამიანები იყვნენ, ვინც ტელეეკრანებთან ისხდნენ და მათ ხელში იყო კონკურსანტების და შესაბამისად, “ნიჭიერი”-ს ფინალის ბედი.

მიუხედავად ამ ფრაზის რამდენიმე შემთხვევაში დომინირებისა, უნდა ითქვას, რომ შარშანაც და წელსაც ქართული “ნიჭიერის” ფინალი ყველა არსებულ ანალოგზე უფრო მრავალფეროვანი გამოვიდა!

10 მონაწილე და 6 განსხვავებული ჟანრი:

• მომღერალი (5 ხალხის რჩეული)
• აკრობატები
• ბარმენი
• სამეჯლისო ცეკვა
• კარატისტების ჯგუფი წმინდა გიორგი
• მატრიცული პანტომიმა-ჯგუფი ფანტომი.

წელს წარმოდგენილი 5 მომღერლიდან, ხუთივე რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. მეტი თვალსაჩინოებისთვის, შარშანდელი ფინალისტები გავიხსენოთ- გამუდმებით ადარებდნენ: გულნაზი გოლეთიანი, თუ ლევან შავაძე? მარიამ კახელიშვილი, თუ ანი ხანჩალიანი? წელს კი შეუძლებელია შეადარო მარი ტომარაძე და ვანო ფიფია, ნატალი ვეფხვაძე და კათარზისის მოხუცები… ყველა ინდივიდუალური, სხვადასხვა ჟანრში მომღერალი და განსხავებულია.

თანაც, მიუხედავად იმისა, რომ შარშან 6 სხვადასხვა ჟანრი გვქონდა ფინალში, აქცენტი მაინც მომღერლებზე ჰქონდათ. წელს კი, ეს სხვადასხა ჟანრები იმდენად შთამბეჭდავია, მხოლოდ მათზე ლაპარაკობენ და ხშირად არჩევანის გაკეთებაც  კი  ძნელდება, როცა საქმე  აკრო სტაილის პროფესიონალიზმს, მატრიცული პანტომიმის სანახაობას, თუ კარატისტების შთამბეჭდავ ნომერს ეხება!

მეთერთმეტე ფინალისტის შემთხვევაშიც, არჩევანი დიდია- ნიცა ყიფიანი, ბერმუხა, თავისუფალი, თეონა კოროშინაძე და დაკი- 5 განსხვავებული კონკურსანტი. მხოლოდ ხალხი გადაწყვეტს ვინ მოხვდება ფინალში- ნიცა, რომელიც ასაკის მიუხედავად ამ ჟანრში არ ჩამოუვარდება პროფესიონალებს, თუ უხუცესი მოცეკვავეები. ნამდვილი პოპ მომღერალი, თუ დაკი, რომელიც გარდა მოცეკვავეობისა, ფაკირიც არის და იოგაც (დანებსა და ლურსმნებზეც ცეკვავს).

ფაქტია, ჟიურიმ განსასჯელად ყველაზე გამორჩეულები გადმოგცათ თქვენ, მაყურებელს. პროექტი დემოკრატიულობის პრინციპით მუშაობს და ფინალში მხოლოდ თქვენ ირჩევთ გამარჯვებულს. პროექტის გუნდი ნამდვილად ამაყობს იმით, რომ ღირსეული არჩევანის საშუალება მოგცათ და ახლა ჯერი მხოლოდ თქვენზეა.

რაც შეეხება მომღერლებს, ვთვლით, რომ ხალხის არჩევანი დასაფასებელია. მათ აირჩიეს ძალიან კარგი, ჩამოყალიბებული მომღერალი ნატალი ვეფხვაძე, პერსპექტიული და ნიჭიერი მარიამ ტომარაძე, მოხუცები,რომლებიც ასაკის მიუხედავად მშვენივრად მღერიან და მათთვის ნიჭიერი ნათელი წერტილია, დათიკაშვილების ოჯახი, რომელთა ნიჭიერებაზეც არავინ დაობს და ვანო ფიფია, რომელსაც ძალიან ტკბილი ხმა აქვს და ემოციებით სავსე იყო მისი ორივე გამოსვლა ნიჭიერის სცენაზე! ქართული ფოლკლორი, ქართული შემოქმედება, არ არის ის სფერო, რომელიც ხელწამოსაკრავად შეიძლება აღიქვა და დაიწუნო მხოლოდ იმიტომ, რომ ქართულია…

დანარჩენი კი თავად განსაჯეთ, რამდენად კარგი შოუ გველის ორშაბათს, 6 ივნისს, მეორე სეზონის გრანდიოზულ ფინალზე! ხუთშაბათიდან,  მეთერთმეტე ფინალისტის გარკვევის შემდეგ თქვენ შეგეძლებათ ხმა მისცეთ მას, ვინც თქვენი ფავორიტია.

თქვენ ირჩევთ ყველაზე ნიჭიერს!

შემოუერთდით ფეისბუქზე event-ს

2 May

დღეს ნიჭიერის დღეა!

დადგა დღე, როდესაც ყველაზე გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება იმ მონაწილეებისთვის, ვინც ნახევარფინალისტობა მოიპოვა! დღეს პირველი ათეული წარსდგება ჟიურისა და მაყურებლის წინაშე. გავიგებთ ვინ გახდება ხალხის რჩეული და ვის აირჩევს ჟიური. თქვენი ხმები ახლა გადამწყვეტია მათთვის, ვისაც გულშემატკივრობთ…

ვიდრე მოვა საღამოს 10 საათი, ნიჭიერის დრო, თვალი გადაავლეთ პირველი ნახევარფინალის ათეულის ქასთინგების ვიდეოებს:

დრამის ბიჭები – 91001

ბახვა წერედიანი – 91002

ანა და თემო – 91003

თათია დონაძე- 91005

ნატალი ვეფხვაძე – 91006

Water Lilly – 91007

ჰერელი გოგონები – 91008

ნიცა ყიფიანი – 91009

Acro Style- 91010

P.s. ვანო და გეგა “დილა მშვიდობისა საქართველო”-ს ეთერში დღევანდელი ნახევარფინალის შესახებ: http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2&seekTime=02-05-2011%2009:35

30 April

ნიჭიერის ნახევარფინალები ფილარმონიაში!

ნიჭიერის პირველი ნახევარფინალი 2 დღეში, 2 მაისს, ორშაბათს იწყება და მას პირდაპირ ეთერში იხილავს მაყურებელი.  როგორც იცით, ქასთინგების მსგავსად, ნახევარფინალებს ცოცხალი აუდიტორია ესწრება, თუმცა ერთი განსხვავებით- უკვე ნაცნობ მონაწილეებს და ფავორიტებს ვხვდებით, ვგულშემატკივრობთ მათ და საუკეთესოთა შორის საუკეთესო ნომრებს ვნახულობთ!

პირველ სეზონზე, დარბაზის სივრცის სიმცირის გამო, მაყურებელს არ ჰქონდა დასწრების საშულება. წელს, გათვალისწინებულია თქვენი თხოვნა და სურვილი- ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი უმასპინძლებს ნახევარფინალებსაც. შესამისად, ყველა მსურველს შეუძლია დასწრება! ბილეთების შეძენა  უკვე შესაძლებელია ფილარმონიის სალაროებში 10-15 ლარად.

18 June

მაიკლ ჯექსონის საღამო City Club-ში

25 ივნისი არის მაიკლ ჯექსონის გარდაცვალების დღე. ამასთან დაკავშირებით, ნიჭიერის მონაწილე ილია მამაგულაშვილის ორგანიზებით დაგეგმილია ჯექსონის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო.

მონაწილეობას მიიღებენ ილია მამაგულაშვილი, ქორეოგრაფიული ჯგუფი “mad house” და ტელეპროექტ “ჯეოსტარის” მონაწილეები. შესრულდება მაიკლ ჯექსონის სიმღერები და ცეკვები.

საღამო გაიმართება city club-ში, დასაწყისი 22:00 სთ.

დამატებითი ინფორმაციისთვის:

8 May

ნიჭიერის გუნდი პროექტის შესახებ

ჩვენს ბლოგზე პროექტის მსვლელობისასაც და მის შემდეგაც უამრავი კომენტარი, მოსაზრება, კითხვა თუ სურვილი დაიწერა. ჩვენ აქტიურად ვადევნებდით თვალს ყოველ თქვენს პოსტს, რადგან თითოეული მაყურებლის აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია. ამ პოსტში გთავაზობთ “ნიჭიერის” გუნდის, იმ ადამიანების, ვინც “ნიჭიერს” აკეთებდნენ, იღებდნენ და თქვენამდე მოჰქონდათ კომენტარს და პასუხს ბლოგზე წამოჭრილ რამდენიმე კითხვაზე. ისინი ასევე საუბრობენ სამომავლო გეგმებზეც.
2010 წლის 1 თებერვლიდან  ორშაბათი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე გახდა სატელევიზიო სივრცეში. თამამად შეგვიძლია  ვთქვათ, რომ ამხელა გამოხმაურება, ასეთი სახალხოობა არც ერთ პროექტს არ ჰქონია. ძირითადი დისკუსიები სხვა ვებგვერდების პარალელურად, ჩვენს ბლოგზე მიდიოდა.
ჩვენ გვყავს ბლოგერები, რომელთა კომპეტენციაში დაწყების დღიდან პროექტის გუნდის არც ერთი წევრი არ ჩარეულა, ისინი ყოველთვის გამოხატავდნენ მხოლოდ მათ სუბიექტურ აზრს კონკრეტული კასტინგის ეპიზოდის თუ ნახევარფინალის შესახებ. ისინი არ ერიდებოდნენ ჩვენს კრიტიკასაც. რა თქმა უნდა, ჩვენც ვაკვირდებოდით, გვიჩნდებოდა კითხვები, ვიღებდით პასუხებს თქვენი კომენტარების მეშვეობით და ახლა, როდესაც პროექტის პირველი სეზონი დამთავრდა და ჩვენ უკვე გვყავს გამარჯვებული – გაგვიჩნდა სურვილი ჩვენ თავადვე გაგვეცა პასუხი თქვენს კითხვებზე.
ეს კითხვები კი, რა თქმა უნდა, ისევ ჩვენი ბლოგის მკითხველების კომენტარებიდან გამომდინარეობს.
პირველ რიგში, ჯერ კიდევ ნახევარფინალების დროს, როდესაც პირველ-ორ ლაივზე 4 ფინალისტიდან 3 მომღერალი აღმოჩნდა, ბლოგზე ყოველი 3 კომენტარიდან 2 ასე ჟღერდა : ნიჭიერია თუ ჯეოსტარი? თუმცა, საბოლოო ჯამში, ქართულ ნიჭიერს ფინალი ყველაზე არსებულ ანალოგზე მრავალფეროვანი გამოუვიდა და აი სტატისტიკაც:
12 ფინალისტიდან:
6 მომღერალი (აქედან 5 – მაყურებლის არჩევანი, 1 – ჟიურის არჩევანი)
1 ცეკვა
1 ბიტბოქსი
1 პარკური
1 ილუზიონისტი
1 სამეჯლისო ცეკვა
1 გიტარისტი

სულ 7 განსხვავებული ჟანრი და შედეგად – რეკორდული რეიტინგი.

რაც მთავარია, პროექტმა მოახერხა 12 ისეთი ფინალისტის შეკრება, რომელთა გამოსვლის დროს მაყურებლის უმრავლესობა სწორედ მას გულშემატკივრობდა, ვინც კონკრეტულად იმ მომენტისთვის იდგა სცენაზე. თორმეტივე იყო ძალიან ნიჭიერი.

და ამ 12 კონკურსატისგან მაყურებელთა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ლევან შავაძე იმსახურებდა გამარჯვებას და ეს ხმების იმ 28,2 %-ში გამოიხატა, რაც მან მიიღო. რა თქმა უნდა, მაშინ როდესაც დანარჩენი 71,8 % სხვა  ნიჭიერს გულშემატკივრობდა, არ გაგვკვირვებია ბლოგის მკითხველების პროტესტი.

თუმცა  მაინც უცნაურად გევჩვენა აზრი,  რომლის მიხედვითაც მხოლოდ ჟიურისთვის უნდა მიგვენდო გადაწყვეტილების მიღება. მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს სურვილი გვერქვას დემოკრატიული პროექტი, რომლის კარი ღიაა ყველა ადამიანისთვის, ყველანაირი ნიჭით და შესაძლებლობით, რასაც სცენის მასშტაბი დაიტევს, მაშინ რატომ უნდა ჩამოგვერთმია ხალხისთვის არჩევანის უფლება? ჩვენ ვთვლიდით და ვთვლით, რომ ხალხმა უნდა არჩიოს და არა ხალხს აურჩიონ.

რეალურად, არ არსებობს ნიჭის ზუსტი მათემატიკური საზომი, ანუ ვთქვათ, მარიამ კახელიშვილი რატომ არის დავით რობაქიძეზე ნიჭიერი, ან ნექსთ ლეველი – ანი ხანჩალიანზე უნიჭო? რა ვერ გააკეთა ნებისმიერმა კონკურსანტმა ისე, რომ მასზე ვინმეს ეთქვა, რომ ის არ იმსახურებს ერქვას ნიჭიერი? ან არ იმსახურებს გამარჯვებას? სწორედ ამიტომ, ხმის მიცემის ფორმა არის სწორედ ის ოპტიმალური ვარიანტი, რაც პროექტს უნარჩუნებს დემოკრატიულობას და რაც მთავარია, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანს - სახალხოობას. ხოლო გამარჯვებულის ვინაობას არკვევს არა მისი სხვაზე ნაკლები ნიჭი, არამედ ის სუბიექტური სიმპატია, რასაც მაყურებელი ხმის მიცემით გამოხატავს.

დავუბრუნდებით ისევ სტატისტიკას: მაშინ, როდესაც ლევან შავაძეს არ გულშემატკივრობდა მაყურებლის 71,8 %, სხვა დანარჩენი 11 კონკურსატის შემთხვევაში ეს შედეგი ასეთი იქნებოდა:

მაყურებლის საერთო რაოდენობიდან გულნაზი გოლეთიანს ხმა არ მისცა 83,1 %-მა, ანუ უხეშად რომ ვთქვათ, 100-დან 83,1 % მას არ გულშემატკივრობდა.
მარიამ კახელიშვილს: 84,3%
ანა ხანჩალიანს 89,2%
მარიამ ფაჩულიას 94,2 %
ბაბის და მარიამს 94,6 %
გუგა ჭყონიას 95,9 %-მა
დავით რობაქიძეს, 96 %
ნექსთ ლეველს 96,8 %
პარკურს 97,9 %
ავთო ნაცარაშვილს 98%
ვერკას და გიორგის 98,3 %.

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ასეთი სტატისტიკა უფრო “შთამბეჭდავია”. და შესაბამისად, უფრო დიდი იქნებოდა პროტესტი ამ ნებისმიერი კონკურსანტის გამარჯვების შემთხვევაში. ან შესაძლოა ჩვენი ბლოგის მკითხველს და სხვა დანარჩენ მაყურებელს შორის აზრთა დიდი სხვადასხვაობაა, ან ჩვენს მკითხველს მხოლოდ პასიური მაყურებლის როლში უყვარს ყოფნა და მისი გულშემატკივრობა მხოლოდ ბლოგის კომენტარებში გამოიხატა და არა ფავორიტის მხარდაჭერაში. თუმცა თითოეული თქვენგანი ქმნით იმ რეკორდულ რეიტინგს, რაც “ნიჭიერმა” მიიღო, გამოკითხვებზე დაყრდნობოთ, იყო შემთხვევები, როდესაც 100 ტელევიზორიდან 96 “ნიჭიერზე” იყო ჩართული. ჩვენ ვაფასებთ და მადლობას ვუცდით ნებისმიერ ადამიანს, ვინც ყოველ ორშაბათს ტელევიზორში რუსთავი2-ს რთავდა და “ნიჭიერს” უყურებდა.

თუმცა მაყურებელთა ორი კატეგორია გამოიკვეთა – ისინი, ვინც უბრალოდ უყურებდნენ შოუს და ისინი, ვინც გულშემატკივრობდნენ ამა თუ იმ კონკურსანტს. ბლოგზე არსებული სტატისტიკების ანალიზის შედეგად ჩანს, რომ აქაური მკითხველების დიდი უმეტესობა “მხოლოდ მაყურებელთა” კატეგორიაში ხვდებოდა,  იმ მაყურებლების აზრი კი, ვინც არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც მხარს უჭერდა ამა თუ იმ კონკურსანტს, ყოველთვის არ ემთხვეოდა ჩვენი მკითხველების აზრს.

ისევ ბლოგის კომენტარებს დავუბრუნდები. რატომღაც ბევრისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რომ პროექტის გამარჯვებული რეგიონიდანაა, მღერის რესტორანში, ასრულებს გოგი დოლიძის სიმღერებს და ასაკით 40-ს ზემოთაა. (თუმცა ძნელი მისახვედრია, დემოკრატიული შოუს პირობებში ეს ნაკლად რატომ უნდა ჩაითვალოს? )

ისევ ბლოგის ერთ-ერთი მკითხველის, ზემფირას კომენტარს მოვიშველიებ:
- რა სურათი იქნებოდა იმ შემთხვევაში თუ სხვა კონკურსანტი გაიმარჯვებდა? გასაკრიტიკებელს მაინც ნახავდით რამეს.
ჟიურის რომ აერჩია: მაგათ ვინ ეკითხება, ხალხს არჩევანის საშუალება არ მიეცით!
ხანჩალიანი თუ გაიმარჯვებდა: მაგან როგორ გაიმარჯვა, კახელიშვილი ჯობდა!
კახელიშვილი გაიმარჯვებდა: ხანჩალიანს არ გაამარჯვებინეთ, არადა ის ჯობდა!
გულნაზი გაიმარჯვებდა: პროდიუსერებმა გააკეთეს სუზან ბოილი და გაამარჯვებინეს.
პარკური: ეგრე ყველა იხტუნავებდა, როგორ შეიძლებოდა, როცა მოზაიკა გარეთ დარჩა!
ვერკა და გიორგი – აქ გამოხტებოდნენ აკა და გვანცას და ლევანი და სოფოს თაყვანისმცემლები.
ავთო ნაცარაშვილი – აქ თავს წამოყოფდა მასის ის ნაწილი, რომელიც სელინ დიონს უსმენს და ასეთი ბევრია. ეს რა იყო, რაღაცას უბარტყუნებდა გიტარაზე!
ნექსთ ლეველი: ნიუ სტაილი ჯობდა, ძალით გაიყვანეს. ან გამოხტებოდნენ ვესტ საიდ დენსერები- ჩვენ 16000 (11000 12000, 20000 მოკლედ რაც პირზე მოადგებათ) სმს გავაგზავნეთ, მუსიკა შეგვინელეს ბლა ბლა ბლა მაგათი გაყვანა უნდოდათ და გაიყვანეს!
ფაჩულია- დედა არ ჰყავს და შეეცოდათ.
გუგა ჭყონია- ისევ ხანჩალიანი და კახელიშვილი სჯობდა მაგას რააა…
დავით რობაქიძე- კი მაგარია, მაგრამ მაინც ნიჭიერი სხვა არი რააა… ავთო გოგეშვილიც მაგარი იყო და რატო არ გაიყვანეეეეს.
ბაბი და მარი – ამათზე ატყდებოდა ცოდვის ტრიალი -მამამ მოაგებინა!

მოკლედ ძალიან კარგი, რომ გაიმარჯვა შავაძემ. ვულოცავთ. :))))))))
მასზე რაც ატყდა – სახეზეა, მაგრამ დიდი რესპექტები მის გულშემატკივარს, რომ ასე უხმაუროდ გაამარჯვებინეს, მართლა უგულშემატკივრეს და სიტყვები ჰაერზე არ უფქრვევიათ :)

მართლაც ასეა, ყველა ვერ იქნებოდა შედეგით კმაყოფილი და თავისთავად კომენტარებში გარდასახული პროტესტი და რიგ შემთხვევაში აგრესია ისევ გარდაუვალი იქნებოდა.

რაც მთავარია, არსებობს ხალხი (ანუ აქტიური მაყურებლის უმრავლესობა), რომელთათვისაც ეს შედეგი საუკეთესოა – მათი ფავორიტია გამარჯვებული და ასეთი ადამიანების რიცხვი საკმაოდ დიდია.

არ გვინდა ვინმემ იფიქროს, რომ ამ პოსტით ჩვენ საპირისპიროდ რაიმეს დამტკიცებას ვცდილობთ, ან შედეგის რამენაირად გამართლებას, ან ჩვენი მკითხველისთვის რამეზე მითითებას და შენიშვნას.

ჩვენი გუნდისთვის ეს ბლოგი და ნებისმიერი თქვენი კომენტარი ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენც გვეხმარება შემდეგ და შემდეგ პროექტების უფრო მეტად დახვეწაში. ჯანსაღი კრიტიკა ჩვენთვის ყოველთვის მისაღებია.

ბლოგზე დაიწერა ისიც, რომ მაყურებელს არ მოეწონა პროექტის ფინალი, როდესაც მონაწილეების ნაწილი პრიზების გარეშე დარჩნენ.

ფინალურ სამეულს შეხვდა მობილურები და სასაუბრო დრო, ჯგუფი ნექსთ ლეველი კლუბ “ზუმის” სახე გახდა, გამარჯვებულმა კი მიიღო ბინა კომპლექს “დრიმ თაუნში” , რომლის საბაზრო ღირებულება ბევრად აღემატება ყველა იმ თანხას, რაც აქამდე მსგავს შოუებში ყოფილა.

და მაინც, ჩვენ გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი, რომ მაყურებელს ნამდვილი happy end  უნდა და არა მხოლოდ 1 გამარჯვებული, სწორედ ამიტომ, შემდეგ სეზონზე დაწესდება სპეციალური პრიზები, რომელსაც ჟიურის თითოეული წევრი კონკრეტულად მის ფავორიტს გადასცემს. ანუ 3 ჟიური – სამი დამატებითი პრიზი.
+ პრიზები სპონსორებისგან.

ნიჭიერის მეორე სეზონის კასტინგები კი სულ მალე დაიწყება. ყურადღებით ადევნეთ თვალი ჩვენს ბლოგს, აქ პერიოდულად დაიდება ინფორმაციები როგორც თბილისის, ისე რეგიონალური კასტინგების შესახებ. გვექნება ონლაინ აპლიკაციის ფორმა და მივიღებთ იმეილებსაც.

და ერთი რამ ალბათ ჭეშმარიტებაა – “ნიჭიერის’ დეფიციტის დრო არ არის. ნიჭიერის გუნდი არ გემშვიდობებათ, ძალიან მალე ჩვენ ისევ დავბრუნდებით უკვე მეორე სეზონით.

5 May

ნიჭიერის ფინალი – ხმები

ნიჭიერის ფინალურ კონცერტზე სულ შემოვიდა 115 872 ხმა, რომელიც პროცენტულად ასე გადანაწილდა:

1. ლევან შავაძე – 28,2%

2. გულნაზი გოლეთიანი – 16,9%

3. მარიამ კახელიშვილი – 15,7%

4. ანა ხანჩალიანი – 10,8%

5. მარიამ ფაჩულია – 5,8%

6. ბაბი და მარიამი – 5,4%

7. გუგა ჭყონია – 4,1%

8. დათო რობაქიძე – 4%

9. Next level – 3,2%

10. პარკური – 2,1%

11. ავთო ნაცარაშვილი – 2%

12. გიორგი და ვერკა – 1,7%

4 May

ნიჭიერის გამარჯვებული – ლევან შავაძე!

ნიჭიერის პირველი სეზონი დასრულდა!

ხალხმა საკუთარი არჩევანი გააკეთა და ქვეყნის ყველაზე ნიჭიერად ლევან შავაძე დაასახელა.

მეორე ადგილზე – გულნაზი გოლეთიანი, ხოლო მესამეზე – მარიამ კახელიშვილი გავიდა.

ფინალის ყველა ვიდეოს სულ მალე იხილავთ ჩვენს ბლოგზე და myvideo-ს ნიჭიერის არხზე.

3 May

ნიჭიერის ფინალი!

ნიჭიერის დაწყებიდან სამი თვე გავიდა! ვნახეთ უამრავი მონაწილე, კასტინგები, წარმატებები, წარუმატებლობები. აღმოვაჩინეთ ბევრი ნიჭიერი ადამიანი, ზოგი – უნიჭოც. ნახევარფინალებზე ჩვენი ფავორიტების გადასვლა გვიხაროდა, ვერგადასვლაზე – ვბრაზობდით. ზოგს ანა მოსწონდა, ზოგს – მარი, ზოგს პარკური ერჩივნა ორივეს, სხვები სახეს დაგაკორტნიდნენ “მოზაიკა” თუ არ მოგეწონებოდა.

თუმცა ჩვენ ყველას ერთი რამ გვაერთიანებდა – ყოველ ორშაბათს, საღამოს 10 საათზე “ნიჭიერს” ვუყურებდით.

დღეს ნიჭიერის პირველი სეზონის ფინალია, კულმინაცია, ყველაზე მნიშვნელოვანი დღე! სწორედ დღეს ირკვევა, ვინ მიიღებს ბინას დრიმთაუნში და ქვეყნის ყველაზე ნიჭიერის საამაყო ტიტულს!

სულ რამდენიმე წუთში დაუვიწყარი შოუ გველოდება, შოუ, რომელზეც კიდევ ბევრს ისაუბრებენ მომდევნო დღეების განმავლობაში.

კარგად მოთავსდით ტელევიზორების წინ და მხოლოდ რეკლამებზე ისუნთქეთ – ნიჭიერის ფინალი იწყება!!!

არ დაგავიწყდეთ, თქვენი ფავორიტის ბედი თქვენს ხელთაა – დაუმესიჯეთ მას, ვისაც თვლით გამარჯვების ღირსად!

3 May

ყველაზე ნიჭიერს თქვენ ირჩევთ!

“ნიჭიერს” მხოლოდ ერთი გამარჯვებული ეყოლება. ჟიურის არჩევანის გაკეთების უფლება არ აქვს – იმას, თუ ვინ გახდება ქვეყნის ყველაზე ნიჭიერი, ვინ მიიღებს ბინას დრიმთაუნში და დააგვირგვინებს “ნიჭიერის” პირველ სეზონს მხოლოდ თქვენ, მაყურებლები წყვეტთ.

არ დაგავიწყდეთ, მიეცით ხმა მას, ვინც, თქვენი აზრით, ღირსეულია იწოდებოდეს ყველაზე ნიჭიერად!

3 May

ფინალის წინ

ფინალის წინ ყველაზე მეტად პროექტის გუნდი ღელავს. უნდათ, რომ ყველაფერი ისეთივე წარმატებით დაგვირგვინდეს, როგორი წარმატებულიც იყო “ნიჭიერი” მთელი ამ სამი თვის მანძილზე… მიუხედავად მათი გადატვირთული სამუშაო გრაფიკისა, მაინც მოვახერხეთ  გასაუბრება და შემოგთავაზებთ რამდენიმე მათგანის კომენტარს ზოგადად პროექტისა და ხვალინდელი ფინალური შოუს შესახებ:

აღმასრულებელი პროდიუსერები

გიორგი ხაბურზანია:

“ნამდვილად არ ველოდი, თუ ასეთი რეიტინგული იქნებოდა “ნიჭიერი”. ამ შოუმ დაამტკიცა, რომ ტელესივრცეში შესაძლებელია ისეთი პროექტის შექმნა, რომელიც ნებისმიერი ადამიანისათვის საინტერესოა. მივიღეთ ფენომენალური მოვლენა. არ ვაჭარბებ და ოფიციალურ რეიტინგებზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც ნიჭიერი გადის ეთერში, 10 ტელევიზორიდან 9 რუსთავი2-ზეა გადართული!

გარდა ამისა, ეს ერთადერთი პროექტია, სადაც არა მარტო ფინალში, არამედ ნახევარფინალში და უბრალოდ კასტინგზე მოხვედრილებისთვისაც კი უდიდესი პერსპექტივა ისახება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხალხი კიდევ შეგვახსენებს თავს მომავალში. ზოგისთვის ეს ბოლო შანსი იყო, ზოგისთვის ყველაფერი ახლა იწყება, მაგრამ რაც მთავარია, თითოეულმა მონაწილემ  მიაღწია იმას, რომ ისინი ძალიან დიდხანს ემახსოვრება საზოგადოებას.

რაც შეეხება ფინალს, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, ეს იქნება უპრეცენდენტოდ სანახაობრივი შოუ ქართულ ტელესივრცეში! ”

გარდა ამისა, გიორგი ხაბურზანიას ვკითხეთ ისიც, რის შესახებაც უამრავი e-mail-ი თუ კომენტარი იწერება: “იქნება, თუ არა ნიჭიერის მეორე სეზონი?” როგორც აღმოჩნდა, მეორე სეზონი აუცილებლად იქნება. კასტინგები სავარაუდოდ ივნისიდან დაიწყება და დაწვრილებითი ინფორმაცია სწორედ აქ, ნიჭიერის ბლოგზე დაიწერება!

დემნა ჯაფარიძე:

“დაახლოებით ერთი წელი გვქონდა მე და გიორგის მსჯელობა ამ პროექტის გაკეთებასთან დაკავშირებით. როდესაც სხვა შოუების კასტინგებზე დავდიოდით, ვხვდებოდით უამრავ ნიჭიერ ადამიანს, რომლებსაც არ ჰქონდათ სცენა, სადაც შეძლებდნენ საკუთარი ნიჭის გამოვლენას.  ვიცოდით, რომ აქ მოვიდოდა ძალიან ბევრი განსაკუთრებული ადამიანი… წარმატების ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ისიც იყო, რომ პროექტის თითოეულ თანამშრომელს შეუყვარდა “ნიჭიერი”! ვფიქრობ, რაც ჩავდეთ ამ ყველაფერში, იმასვე ვიღებთ უკან…”

შინაარსის პროდიუსერი

დადუ ლომინაძე:

“ეს პროექტი გამოვიდა ნამდვილად სახალხო… ჩვენ მთელი საქართველო მოვიარეთ, აბსოლუტურად ყველა კუთხეში გვქონდა კასტინგები და გარკვეულწილად ველოდით კიდეც, რომ მთელი მოსახლეობა ჩართული იქნებოდა, მაგრამ შედეგმა გადააჭარბა მოლოდინს – ყველა კუთხეში, ყველა ქალაქში, ყველა ოჯახში ორშაბათი ნიჭიერის დღეა! განურჩევლად სოციალური მდგომარეობისა, ასაკისა, სქესისა, თითოეული მათგანი  მაქსიმალურად ჩართულია ამ პროექტში და ალბათ გადაჭარბებული არ იქნება ნათქვამი, რომ მარტო ორშაბათი არ არის ნიჭიერის დღე, დანარჩენი დღეების მანძილზეც გასული ორშაბათის განხილვა ხდება. ეს დიდი წარმატებაა და ყველას ძალიან გვიხარია, რომ ჩვენმა თავდაუზოგავმა შრომამ ასეთი შედეგი გამოიღო.

რაც შეეხება ფინალს, შემიძლია ვთქვა, რომ ეს იქნება შოუ, რომელიც ყველამ უნდა ნახოს! პროექტის არც ერთ ანალოგს არ ახსოვს ისეთი ფინალი, სადაც 7 სრულიად განსხვავებული ჟანრის ნომერს ვიხილავთ. წარმოიდგინეთ, ერთ შოუში- break dance, სამეჯლისო ცეკვა, ილუზიონისტი, პარკური, ბიტბოქსი, გიტარისტი, მომღერლები… ”

სეგმენტ-პროდიუსერი

თათუკა ნარტყოშვილი:

“ფინალის  შესახებ მინდა გითხრათ, რომ ეს მართლა ყველაზე დიდი სატელევიზიო მოვლენაა 2010 წელს სატელევიზიო სივრცეში. ამაზე მნიშვნელოვანი მართლა არაფერი  მომხდარა… პროექტი ხომ გამოვიდა ყველაზე  წარმატებული და წარმოიდგინეთ, ეს იქნება ამ ყველაფრის კულმინაცია! თანაც ძალიან ძლიერმა კონკურსანტებმა მოიყარეს თავი ფინალში, თითოეულ მათგანს უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. ძალიან საინტერესოა ვინ გახდება ხალხის რჩეული. ეს ის შემთხვევაა, როცა წინასწარი პროგნოზების გაკეთება ძალიან ძნელია – ხალხმა უნდა აირჩიოს საუკეთესო საუკეთესოთა შორის. 3 მაისს ყველაზე მნიშვნელოვანი ორშაბათია ორშაბათებს შორის!

თანაც “ნიჭიერს” ის უნიკალურობა ახასიათებს, რომ აქ მხოლოდ ფავორიტ კონკურსანტს კი არა, სასურველ ჟანრსაც ირჩევ. ჟანრების სიმრავლით კი ნამდვილად დაიკვეხნის ფინალი…

აქვე, მინდა ორიოდე სიტყვა წამყვანებზეც დავამატო – ისინი აბსოლუტურად შეესაბამებიან პროექტის სახელს და  არიან ნამდვილად ნიჭიერები, რაშიც ალბათ მაყურებელიც დარწმუნებულია…”

წამყვანები

თიკა:

კასტინგის კულისებიდან ნახევარფინალებამდე ყველაფერს კონკურსანტებთან ერთად განვიცდიდით. ახლაც, ფინალში თითოეულ კონკურსანტს ვგულშემატკივრობ და  ჩვენთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანი დღეა, როგორიც მათთვის. ჩემთვის ყველა ძალიან ნიჭიერია, მაგრამ გამარჯვებული მხოლოდ ერთი იქნება და   ერთი სული მაქვს მოვიდეს წუთი, როდესაც გამოვაცხადებთ ყველაზე ნიჭიერს!

ვანიკო:

მთელი პროექტის მანძილზე, როგორც თიკამ აღნიშნა, ძალიან ბევრი დადებითი ემოცია მივიღეთ. ფინალი იმდენად საინტერესო იქნება, რომ თამამად შემიძლია ვთქვა – ეს წარმატებული პროექტის წარმატებული დასასრულია!


წინ “ნიჭიერის” გრანდიოზული ფინალი გველოდება! სულ ცოტა დრო დარჩა იმისთვის, რომ ხმა მისცეთ თქვენს ფავორიტს და დაეხმაროთ მას ქვეყნის ყველაზე ნიჭიერის სტატუსის მოპოვებაში!

ხვალ, მთელი დღის მანძილზე აუცილებლად ადევნეთ თვალი ჩვენს ბლოგსაც – ყოველ ნახევარ საათში ერთხელ აქ ახალი პოსტი დაგხვდებათ, დაიდება კონკურსანტების პასუხები კითხვებზე, რომლებსაც თქვენ უსვამდით მთელი კვირის მანძილზე კომენტარებისა და იმეილის საშუალებით, ასევე შემოგთავაზებთ რეპეტიციების დროს გადაღებულ ფოტომასალას.

2 May

რამაზ გარშაულიშვილის გადასვლა მტკვარზე

“ნიჭიერის” ნახევარფინალისტმა, რამაზ გარშაულიშვილმა კონცერტზე პირობა დადო, თუ ფინალში მოხვდებოდა, თავის გულშემატკივარს დაუვიწყარ შოუს აჩუქებდა და მტკვარზე გაჭიმულ ბაგირზე ყოველგვარი დაცვის გარეშე გადაივლიდა. მიუხედავად იმისა, რომ რამაზი ფინალში ვერ მოხვდა, თავისი პირობა მაინც შეასრულა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენაზე უმოკლესი გზით – მდინარეზე გაჭიმული ბაგირით გადავიდა.

გთავაზობთ კურიერის სიუჟეტს, სადაც რამაზ გარშაულიშვილმა პირდაპირ ეთერში შეასრულა ეს ურთულესი ნომერი:

29 April

ფინალამდე 5 დღე რჩება!

27 April

ფინალი – ხმის მიცემა დაიწყო

Next Level – 9121

5 ხმა ერთდროულად – 91215

ბაბი და მარი 9122

5 ხმა ერთდროულად – 91225

ლევან შავაძე 9123

5 ხმა ერთდროულად – 91235

გუგა ჭყონია 9124

5 ხმა ერთდროულად – 91245

ავთო ნაცარაშვილი 9125

5 ხმა ერთდროულად – 91255

ანა ხანჩალიანი 9126

5 ხმა ერთდროულად – 91265

პარკური 9127

5 ხმა ერთდროულად – 91275

ვერკა და გიორგი 9128

5 ხმა ერთდროულად – 91285

მარიამ კახელიშვილი 9129

5 ხმა ერთდროულად – 91295

დათო რობაქიძე 9130

5 ხმა ერთდროულად – 91305

მარიამ ფაჩულია 9131

5 ხმა ერთდროულად – 91315

გულნაზი გოლეთიანი 9132

5 ხმა ერთდროულად – 91325


თქვენ ვის გულშემატკივრობთ?

25 April

“ნიჭიერი” Comedy Show-ში

ნაწილი I:

ნაწილი II:

22 April

თქვენი კითხვები – ფინალისტების პასუხები

როგორც იცით, ყოველი ნახევაფინალის წინ ამ ბლოგზე იდებოდა ხოლმე იმ ნახევარფინალში მონაწილე კონკურსანტების შესახებ მოკლე ინფორმაციული პოსტები.

ფინალისთვის გადავწყვიტეთ თქვენ, მაყურებლებს (და ამ ბლოგის მკითხველებს) მოგცეთ საშუალება, თავად დაუსვათ კითხვები თქვენს ფავორიტ ან ნაკლებად ფავორიტ ფინალისტებს და გაიგოთ მათგან ყველაფერი, რაც გაინტერესებთ. თქვენს მიერ გამოგზავნილ კითხვებზე პასუხებს კი მომავალ კვირას, ფინალის წინ გამოვაქვეყნებთ.

შეგახსენებთ “ნიჭიერის” ფინალისტებს:

1. გულნაზი გოლეთიანი
2. ლევან შავაძე
3. Next Level
4. მარიამ კახელიშვილი
5. ბაბი და მარი
6. ანა ხანჩალიანი
7. გუგა ჭყონია
8. პარკური
9. დათო რობაქიძე
10. მარიამ ფაჩულია
11. ვერკა და გიორგი
12. ავთო ნაცარაშვილი

კითხვები შეგიძლიათ დაწეროთ აქ, კომენტარებში, ან გამოგზავნოთ მეილზე admin@nichieri.ge. მიუთითეთ, ვის უსვამთ კითხვას, მაგალითისთვის:

დათო რობაქიძეს – როგორი გოგოები მოგწონს?
Next level-ს – ახალ წევრებს თუ იღებთ ჯგუფში?

კითხვების რაოდენობა შეზღუდული, რა თქმა უნდა, არ არის.

იკითხეთ ყველაფერი, რაც გაინტერესებთ. ყველა კითხვა აუცილებლად მივა ადრესატამდე.

: )