პოსტები კატეგორიიდან „ექსკლუზივი“

13 April

ნუკრი მენთეშაშვილი- სრული ვერსია

გთავაზობთ მეექვსე გადაცემის “No block”-ის ერთ-ერთი მონაწილის, ნუკრი მენთეშაშვილის სიმღერის სრულ ვერსიას ტექსტითურთ:

“ვიყავი ჩემთვს, მინდოდა ცოლი,

მაგრამ დაიწყო, დამპალი ომი.

ვიყავი ჩემთვის, მინდოდა შვილი,

მაგრამ დამთავრდა ცხოვრება მშვიდი.

ჩვენ ჩვენს სამშობლოს დავიცავთ მკერდით და მივუწვებით ჩვენს გმირებს გვერდით,

არ დავიჩოქებთ არასდროს ფერხთით. ჩვენ ჩვენს სამშობლოს ვუდგევართ გვერდით,

ჩვენ არ გვაშინებს თქვენი ტყვიები,

ჩვენ ყოველთვის ყოველთვის ერთად ვიქნებით (მეტი არაა ჩემი მტერი)

ჩვენ ყოველთვის ყოველთვის ყოველთვის  ყოველთვის  ერთი ვიქნებით, ერთი ვიქნებით, ერთი…

აგერ დამთავრდა ვერაგი ომი,

მე მოვიყვანე ვიყვანე ვიყვანე ლამაზი ცოლი ,

კვლავ მელოდება მე დედა სახლში და მას მოუჩანს ჭაღარა თმაში,

კვლავ მელოდება მე დედა სახლში. და მას მოუჩანს ჭაღარა თმაში…”

7 April

“გთხოვ ამას, ნუ გაიკეთებ წამალს”- სრული ვერსია

ირმა მარგველაშვილის სიმღერა, რომელიც ქასთინგიდან დარბაზს და ჟიურის წევრებსაც განსაკუთრებით კარგად დაამახსოვრდათ, ეთერში გასვლის შემდეგ უფრო და უფრო პოპულარული გახდა. ყველამ აიტაცა მისი მელოდია და სიტყვები- “გთხოვ ამას, ნუ გაიკეთებ წამალს”. ამის გათვალისწინებით და ბლოგსა და ფეისბუქზე კომენტარების მიხედვით, ვდებთ მისი სიმღერის სრულ ვერსიას! : )

1 April

ექსკლუზივი- მოცეკვავე ლამზირა პრექასთინგზე

“ქობლეთელი” ლამზირას და დათოს წყვილი ძალიან პოპულარული გახდა ამ ორშაბათის შემდეგ! ჩვენ გთავაზობთ მორიგ ექსკლუზივს, მათი პრექასთინგის ვიდეოს. როგორც დათომ ჟიურის უთხრა – “დიდი ხანია უკვე ვაკეთებთ, გადარჩენილები კი ვართ”-ო, ეს ვიდეო ნამდვილად ამტკიცებს ამ სიტყვებს. მოცეკვავე ლამზირა ისეთივე განწირულ მდგომარეობაშია და ისევე პარკურობს პრექასთინგზეც:

31 March

ექსკლუზივი- მარინე ბიბლაია

ჩვენი ბლოგის ექსკლუზივი მკითხველებისთვის- გთავაზობთ მეოთხე გადაცემის “No Block”-ის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილის, მარინე ბიბლაიას სიმღერის სრულ ვერსიას! : )

20 March

სოსო ნარიმანიძე – 1992 წელი

2 დღის წინ ინტერნეტ-სივრცეში გამოჩნდა ვიდეო, სადაც აღბეჭდილია 1992 წლის 26 მაისი,  დუშეთის ბატალიონი ბრძოლის დროს შესვენებისას სოფელ ქემერთში. ვიდეოს ახლდა აღწერა:

“დიდი მადლობა ნიჭიერის დამფუძნებლებს. ტელეეკრანზე ერთერთ კერძოდ სოსო ნარიმანიძეში ვიცანი ჩემი ყოფილი ჯარისკაცი. ეს პატარა ბიჭი დუშეთის ცალკე ბატალიონში იბრძოდა თანაც კარგი მომგერალი იყო და თანამებრძოლებს თავისი სიმგერებით ართობდა ხოლმე.მე სოსო ცოცხალი აგარ მეგონა რადგან ტამიშისზე რუსი ოკუპანტების დესანტს დუშეთის ბატალიონის თითქმის ნახევარზე მეტი შეაკვდა, მაგრამ დესანტიც ვერ გაცდა ზგვის სანაპიროს.სოსოც დაგუპული მეგონა, და ნიჭიერში მისი დანახვა ჩემთვის დიდი სიხარული არის.ჩემს პირად არხივში მოვძებნე ძველი კასეტა და ეხლა ექსკლუზიურ მასალის ნაწილს გიჩვენებთ”

როგორც აღმოჩნდა, სოსო ნარიმანიძე, რომელიც დუშეთის ბატალიონში ყველაზე ახალგაზრდა ჯარისკაცი იყო, თანამებრძოლებს ხშირად თავისი სიმღერით ამხნევებდა. რუსი ოკუპანტების შეტევისას ბატალიონი განადგურდა. მეგობრებს სოსო დაღუპული ეგონათ, თუმცა ნიჭიერში ამ ორშაბათს იხილეს. ერთ-ერთმა მათგანმა სოსო ამოიცნო  და ბრძოლის ველზე გადაღებული  კადრები youtube-ზე დადო. ვიდეო ძალიან პოპულარული გახდა, ყველა დაინტერესებულია ამ ისტორიით.

ჩვენ უახლოეს დღეებში ვეცდებით დავუკავშირდეთ ვიდეოს ავტორს, რომელიც დაწვრილებით მოგვიყვება ამ ისტორიას და დიდი იმედი გვაქვს, რომ ძველ მეგობრებს ერთმანეთს შევახვედრებთ!

9 March

ექსკლუზივი! აბულაძეების ოჯახი

ნიჭიერის პირველ გადაცემაში ერთ-ერთ ბლოკში მოხვედრილმა ოჯახმა, რომელთა ნომერიც სრულად არ იყო ნაჩვენები, საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია ონლაინ. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ბლოგის მკითხველებისა და ფეისბუქის მომხმარებლებისთვის აბულაძეების ოჯახის მიერ შესრულებული ნომერი სრულად გვეჩვენებინა. ეს არ არის მასალა, რომელიც ტელევიზიით გავიდა, არც სრულად დამონტაჟებულა, მაგრამ ვფიქრობ ბევრის ინტერესს დააკმაყოფილებს და ცოტას გაგამხიარულებთ კიდეც :)


ამ ექსკლუზიური ვიდეოს გარდა “ნიჭიერის” გულშემატკივრებისთვის ერთი საინტერესო ნიუსიც გვაქვს. როგორც იცით, საქართველოს ბანკი ატარებს “ნიჭიერის” ონლაინ-ვერსიას – “ინტერნეტნიჭიერს” [წესებისა და პრიზების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ ამ გვერდს]. გალერეაში  უკვე დადებულია პირველ ეტაპში მონაწილე ვიდეოები, რომლებიც შეგიძლიათ იხილოთ, შეაფასოთ მონაწილეების ნიჭიერება და დაეხმაროთ რომელიმე მათგანს სუპერფინალში მოსახვედრად!

27 February

ნიჭიერის თავბრუდამხვევი მონაწილე

ნიჭიერის ბლოგის მკითხველებსა და ფეისბუქის გვერდის მხარდამჭერებს დაპირებული ექსკლუზიური ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ – მაყვალა ქობულაშვილი, ნიჭიერის ყველაზე თავბრუდამხვევი (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) მონაწილე! ის ჟიურის წინაშე “სასიკვდილო ნომრით” წარსდგა, რომლის შესრულებაც მხოლოდ მას შეუძლია!

ნიჭიერის ეთერში გასვლამდე დარჩა მხოლოდ 9 დღე. 7 მარტს ნიჭიერის მეორე სეზონი იწყება!

2 May

რამაზ გარშაულიშვილის გადასვლა მტკვარზე

“ნიჭიერის” ნახევარფინალისტმა, რამაზ გარშაულიშვილმა კონცერტზე პირობა დადო, თუ ფინალში მოხვდებოდა, თავის გულშემატკივარს დაუვიწყარ შოუს აჩუქებდა და მტკვარზე გაჭიმულ ბაგირზე ყოველგვარი დაცვის გარეშე გადაივლიდა. მიუხედავად იმისა, რომ რამაზი ფინალში ვერ მოხვდა, თავისი პირობა მაინც შეასრულა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენაზე უმოკლესი გზით – მდინარეზე გაჭიმული ბაგირით გადავიდა.

გთავაზობთ კურიერის სიუჟეტს, სადაც რამაზ გარშაულიშვილმა პირდაპირ ეთერში შეასრულა ეს ურთულესი ნომერი:

25 March

II ნახევარფინალი

გთავაზობთ II ნახევარფინალში გამომსვლელი 10 კონკურსანტის ვიდეოებს. მათ შორის არის ისეთებიც, რომლებიც ძალიან ცოტა ხნით იყო ნაჩვენები ტელეეთერში, ჩვენს ბლოგზე კი ექსკლუზიურად თქვენთვის მათ ნომრებს მთლიანად ვდებთ!

კონკურსანტის გასწვრივ მითითებულია მისი ნომერი. დარეკვა და დამესიჯება შეგიძლიათ ჯეოსელიდან ან ლაილაიდან მთელი კვირის განმავლობაში.

1. ნინო ქუთათელაძე – 9121

5 ხმა ერთდროულად – 91215

2. ჯამბულ და ხვიჩა ქაძანაიები – 9122

5 ხმა ერთდროულად – 91225

3. ლევან შავაძე – 9123

5 ხმა ერთდროულად – 91235

4. ჯიმი ჯექსონი – 9124

5 ხმა ერთდროულად – 91245

5. ანსამბლი “იავნანა” – 9125

5 ხმა ერთდროულად - 91255

6. მარიამ და ედიშერ ღამბაშიძეები – 9126

5 ხმა ერთდროულად – 91265

7. ბაჩო და მიხეილ ამანათაშვილები – 9127

5 ხმა ერთდროულად – 91275

8. ჯგუფი “პლატინა” – 9128

5 ხმა ერთდროულად – 91285

9. მერაბ კირაკოზაშვილი – 9129

5 ხმა ერთდროულად – 91295

10. მარიამ კახელიშვილი – 9130

5 ხმა ერთდროულად -91305

6 March

მამბო იტალიანო

 გთავაზობთ სიმღერას, რომელსაც ტელეეთერით ვერ იხილავთ – ორიგინალურად შესრულებული ”მამბო იტალიანო”.

ამ მომღერალმა პრეკასტინგი ვერ გაიარა და ჟიურის წინაშე ვერ წარსდგა:

28 February

ამირან მამულაშვილი – პრეკასტინგი

22 February

მაკარენა

”ნიჭიერის” შემდეგ ეპიზოდამდე სულ რაღაც 19 საათი რჩება

სანამ ყველანი  შოუს ველოდებით, გთავაზობთ ნომერს, რომელსაც ტელეეთერით ვერ იხილავთ – ამ ქალბატონმა პრეკასტინგი ვერ გაიარა და, შესაბამისად, ჟიურის წინაშე ვერ წარსდგა.

13 February

წიწაკა

”ნიჭიერის” შემდეგ ეპიზოდამდე 2 დღე რჩება.

დღეისთვის კიდევ ერთ ვიდეოს გაგიზიარებთ – ეს ადამიანი კასტინგზე, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ვერ მოხვდა:

5 February

ლევან გელაშვილი & სოფო პეტრიაშვილი

ბოლო დღეების მანძილზე ”ნიჭიერმა” უამრავი კომენტარი და წერილი მიიღო თხოვნით, დაგვედო სოფო პეტრიაშვილისა და ლევან გელაშვილის ცეკვის ვიდეო. გადაცემაში მხოლოდ მათი ნომრის ფრაგმენტები გავიდა. თხოვნების საპასუხოდ, გადავწყვიტეთ ბლოგზე მათი ნომერი სრულად შემოგთავაზოთ.

სოფომ და ლევანმა ჟიურისგან დადებითი შეფასებები მიიღეს და შემდეგ ტურში წარმატებით გადავიდნენ: