“ნიჭიერამდე” დარჩა 4 საათი!
გთავაზობთ კადრს დღევანდელი გადაცემიდან – თქვენი აზრით, რა ნომრით წარსდგებიან ეს მონაწილეები?

გთავაზობთ კადრს დღევანდელი გადაცემიდან – თქვენი აზრით, რა ნომრით წარსდგებიან ეს მონაწილეები?

ალბათ ყველას გახსოვთ წინა გადაცემის ერთ-ერთი მონაწილე, სალომე ფოთოლაშვილი, რომელიც ეცადა შაკირას “ტანგოს” ცეკვა-სიმღერით მოეხიბლა ჟიური და, სამწუხაროდ, არ გამოუვიდა.
ჩვენ, დიდი ხნის წვალების შემდეგ, მოვახერხეთ იმ ტექსტის გაშიფრვა, რასაც ის მღეროდა.
უყურეთ სუბტიტრებიან ვიდეოს და გამოთქვით თქვენი აზრი, როგორ ფიქრობთ, რა ენაზე ასრულებს სიმღერას სალომე?
არა, კიდევ უფრო ნაკლები…
გთავაზობთ ერთ კადრს დღევანდელი გადაცემიდან – შეგიძლიათ გამოიცნოთ, თუ რის გაკეთებას ცდილობს ეს ნიჭიერი კონკურსანტი?

P.S.: ყველას გილოცავთ გაზაფხულის პირველ დღეს!
დღევანდელ გადაცემაში სხვა მრავალ ნიჭიერ, არც ისე ნიჭიერ, უცნაურ, არც ისე უცნაურ კონკურსანტთან ერთად თქვენ გოგონათა ამ დუეტს იხილავთ:
დუეტს მათი გაცნობის ადგილის საპატივსაცემოდ საინტერესო სახელი ჰქვია. ეს სიტყვა ყველამ იცით და, დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენს დიდ უმეტესობას მასთან ყოველდღიური შეხება აქვს კომპიუტერის მეშვეობით.
შეგიძლიათ გამოიცნოთ, რა ჰქვია ამ დუეტს?