ელენე და გიორგი- 9122
ელენე და გიორგი ჭამიაშვილები ბავშვობიდან ერთად იგონებენ თავიანთი სკეტჩების სიუჟეტებს. იდეა ყველასთვის ცნობილი კახური ანეკდოტების მოსმენისას დაებადათ, რომელთა მთავარი გმირები მიხო და მარო არიან, და გადაწყვიტეს ეს გმირები რეალურად “გაეცოცხლებინათ” ცხოვრებაში.
15 წლის გიორგი და 16 წლის ელენე სცენაზე არასდროს გამოსულან. ძირითადად მეგობრების და მეზობლების წრეში წარადგენდნენ ხოლმე ახალ-ახალ ნომრებს.
ნახევარფინალისთვის ელენემ და გიორგიმ გადაწყვიტეს სიახლე შეეთავაზებინათ მაყურებლისთვის და ნომერი შაირებით შეადგინეს! რაც შეეხება ცეკვის ილეთებს, ამასაც თავად იგონებენ და ბევრს მუშაობენ, რომ უკეთესად იცეკვონ.
პროექტში გულშემატკივრობენ ანი ხანჩალიანს.
დაეხმარეთ ელენეს და გიორგის ფინალის საგზურის მოპოვებაში! დაურეკეთ ან დაუმესიჯეთ ნომერზე 9122. ერთდროულად 5 ხმის მისაცემად აკრიფეთ 91225
ელენეს და გიორგის ვიდეო:


















რატომ before/after ? ნიჭიერის მეორე გადაცემა ჩემთვის ამ ეპითეტით რამდენიმე გამომსვლელის გამო დახასიათდა, რომლებსაც ადრეც ვიცნობდი და ეხლა ნიჭიერში უფრო გაზრდილები და განვითარებულები ვნახე^^პირველივე გამომსვლელებით ძალიან მოვიხიბლე მეც და ჟიურიც და ალბათ ყველა^^ 7 სიმპატიური ბიჭისგან შემდგარმა ჯგუფმა Dream Walkers-მა შესაფერისი კლუბური მუსიკის ფონზე შესრულებული ცეკვით … განაგრძეთ კითხვა
დაიწყო ნიჭიერი და კალენტარში ცვლილებების შეტანის დროა ისევე როგორც წინა 2 წელს მოხდა. ნიჭიერი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი ……… ზოგადად “ნიჭიერს” ჩვევია მაყურებლის შოკში ჩაგდება, შოკს კი ზოგჯერ ზედმეტად კარგი ნომრები იწვევს, ზოგჯერ ზედმეტად ცუდი. პირველი გადაცემიდან მე როგორც მაყურებელს, მეორე ნომერმა მომგვარა… განაგრძეთ კითხვა
19 მარტი, ორშაბათი. დღე რომელსაც მთელი საქართველო ელოდა. ის დღე, როდესაც რუსთავი 2-ის ეთერში განახლდა ერთერთი ყველაზე პოპულარული და რეიტინგული შოუ ”ნიჭიერი”. გადაცემა, რომელიც მომავალი 3 თვის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებას შეცვლის. ამ პროექტმა უკვე დიდი ხანია თითქმის ყველა რეკორდი მოხსნა ქართულ ტელესივრცეში და ახალ სეზონში ახალი ტალანტების აღმოჩენას გვპირდება, რაც პირველ გადაცემაშიც ნათელი [...]
ნიჭიერში ნიჭიერებზე მეტად გადაცემის წამყვანები მომწონს ხოლმე, გენიალური დუეტია, ძალიან ბუნებრივი და სასაცილო. მე რომ ვბრუნდებოდე სცენიდან გაბრაზებულ-ნაწყენ-დაბოღმილ-გულდაწყვეტილ-შერცხვენილი, სულ დამავიწყდებოდა ყველაფერი, ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს აქედან, ტელევიზორის წინ რომ ზიხარ, აი იქიდან… განაგრძეთ კითხვა





