პოსტები კატეგორიიდან „ბიო“

19 April

პარკური – 9127

ნიჭიერის პარკურისტები 2006 წლიდან შეუდგნენ ვარჯიშს. მათი შთაგონების წყარო იყო ფილმი “იამაკისი”. პირველად 16 სართულიანი შენობის მესამე სართულამდე ავიდნენ, ხოლო ცოტაოდენი ვარჯიშის შემდეგ კი უკვე შენობის მეთექვსმეტე სართულამდეც ააღწიეს!

თავიდან უყურებდნენ ვიდეოებს და ისე სწავლობდნენ სხვადასხვა ილეთებს. შემდეგ უკვე თავისით დაიწყეს ტრიუკების მოფიქრება.

მათმა ხელმძღვანელმა, გივი მაღრაძემ ჩამოაყალიბა პარკურის ფედერაცია, სადაც 7 წევრია გაერთიანებული. ერთი პერიოდი ვარჯიშობდნენ დარბაზში, მაგრამ ვეღარ შეძლეს ქირის გადახდა და ღია ცის ქვეშ გადაინაცვლეს.

დიდი იმედი აქვთ, რომ ეს სპორტი პოპულარული გახდება და დაინტერესება გაიზრდება.

მათი საყვარელი ფრაზებია:

  • ტრეისერი არ უმტკიცებს თავის სიძლიერეს სხვას, ისინი საკუთარ თავს უმტკიცებენ რაღაცეებს.
  • ყველა ტრეისერი ვალდებულია ასწავლოს სხვას!

სამწუხაროდ, გუშინ, რეპეტიციების დროს ერთ-ერთმა მათგანმა,ვატომ, დაზიანება მიიღო, ლავიწის ძვალი გაუტყდა. ამას ძალიან განიცდიან დანარჩენები და თავიანთ დღევანდელ გამოსვლას სწორედ მას მიუძღვნიან! ვატოს ნაცვლად ჯგუფში მათი ერთი მეგობარი დაიმატეს და გუშინ გვიანობამდე ვარჯიშობდნენ.

ბიჭები გულშემატკივრობენ დავით რობაქიძეს, მოზაიკას და მარიამ ფაჩულიას.

მხარი დაუჭირეთ მათ, დაურეკეთ ან დაუმესიჯეთ ნომერზე 9127. ერთდროულად 5 ხმის მისაცემად აკრიფეთ 91275

სურათი გადაღებულია ვატოს ტრავმის შემდეგ, რის გამოც ის რეპეტიციას ვერ ესწრებოდა :(

პარკური ოპერის სცენაზე, კასტინგი:

19 April

მარიამ ფაჩულია-9126

მარიამი ჯერ კიდევ მაშინ ამღერდა, როცა ლაპარაკიც კი არ იცოდა. ტელევიზორში გაგონილ მუსიკას ყოველთვის ღიღინით ჰყვებოდა. სცენაზე პირველად 4 წლის ასაკში გამოვიდა.  მარიამი სტუდია “ენკი-ბენკი”-ს მოსწავლეა. ეს  სტუდია ფოთში პერიოდულად მართავს ფესტივალებს და მარიამიც ხშირად მონაწილეობს.

გარდა ამისა, მარიამმა მონაწილეობა მიიღო ფოთის ტელეკომპანიის მიერ ორგანიზებულ კონკურსში “მხიარული ტალღა” და გახდა ორგანიზატორთა სიმპატია.

მომავალში ძალიან უნდა, რომ მომღერალი გამოვიდეს. ასევე აპირებს ვიოლინოს და ფორტეპიანოს შესწავლას. თამაშობს ჭადრაკს. სკოლაში კარგი მოსწავლეა და ყველა საგანს ერთნაირი სიძლიერით ითვისებს!

მხარი დაუჭირეთ მარიამ ფაჩულიას. დაურეკეთ, ან დაუმესიჯეთ ნომერზე 9126. ერთდროულად 5 ხმის მისაცემად აკრიფეთ 91265.

მარიამი კასტინგზე:

19 April

სოფო და ლევანი – 9125

სოფო და ლევანი ორი წელია წყვილში ცეკვავენ. პედაგოგი არ ჰყავთ. თავისით ამუშავებენ ცეკვას. დროდადრო სხვადასხვა მასტერკლასებს ესწრებიან და იღრმავებენ ცოდნას. თუმცა უნდათ, რომ მეტი ისწავლონ. პროექტშიც იმიტომ მიიღეს მონაწილეობა, რომ იმედი აქვთ ვინმე დაინტერესდება მათი შემოქმედებით, გამოჩნდება სპონსორი და შეძლებენ უცხოეთში წავიდნენ, ისწავლონ და მიიღონ სხვადასხვა კონკურსებში მონაწილეობა.

ამ დროისათვის უკვე აქვთ მიღწვები:

  • 2006 წ. დანია – მსოფლიო ჩემპიონატი I ადგილი
  • ხარკოვი – I ადგილი
  • 2007 წ. კიევის საერთაშორისო ფესტივალი – ნახევარფინალისტები
  • 2010წ. ერევანი – I ადგილი
  • გახდნენ საქართველოს ჩემპიონები.
  • ცეკვავენ პროფესიონალთა ეროვნულ საბჭოში

გულშემატკივრობენ გუგა ჭყონიას.

მხარი დაუჭირეთ სოფოს და ლევანს. დაურეკეთ ან დაუმესიჯეთ ნომერზე 9125. ერთდროულად 5 ხმის მისაცემად აკრიფეთ 91255.

სოფო და ლევანი რეპეტიციაზე

სოფოსა და ლევანის ვიდეო:

19 April

ფიცვერცხლი – 9124

ფიცვერცხლი – მუსიკაზე უზომოდ შეყვარებული 6 ბიჭი და ერთი გოგო. კიდევ ერთი “მკვდარი თხა”, ჯგუფის ყველაზე უტყვი და მყრალი წევრი, როგორც ისინი უწოდებენ – ანუ გუდასტვირი, რომელიც მათი კასტინგის ნომრის ერთ-ერთი კომპონენტი იყო.

ფიცვერცხლი ჯერ კიდევ კასტინგიდან მახსოვს, კულისებში შესვლამდე მათთან ვიყავი და მთელი ამ დროის მანძილზე არ გაჩერებულან, უკრავდნენ ყველაფერს, რაც მოაფიქრდებოდათ, უკრავდნენ უკუღმა (ინსტრუმენტებით თავს უკან), და, რატომაც დამამახსოვრდნენ – უკრავდნენ დიდი ხალისით და სიყვარულით.

ეს სიხალისე სცენაზეც გაიტანეს და, რა თქმა უნდა, ჟიურიც მოიხიბლა, რის გამოც “ფიცვერცხლი” ნახევარფინალშიც აღმოჩნდა.

“ფიცვერცხლის” წევრებმა ერთმანეთი არტგენზე გაიცნეს და წელიწადნახევრის წინ საბოლოოდ გადაწყვიტეს საზოგადოების წინაშე ფოლკ-ჯგუფის სტატუსით წარმსდგარიყვნენ.

ჯგუფის ისტორიას და შიდა სამზარეულოს შეგიძლიათ მისი ერთ-ერთი წევრის, რევაზის ბლოგზე გაეცნოთ.

“ნიჭიერში” სხვა ფოლკლორული ნომრებისგან იმით გამოირჩევიან, რომ ისინი თანამედროვე არანჟირებას ამატებენ სიმღერებს, რის გამოც ფოლკლორი ახალგაზრდობისთვის უფრო ადვილად აღსაქმელი ხდება. მათ სურთ დაამტკიცონ, რომ მიუხედავად ნომრების მრავალფეროვნებისა “ნიჭიერში”, ფოლკლორსაც აქვს შანსი, დაიკავოს ამ ნომრებს შორის საპატიო ადგილი.

უგულშემატკივრეთ “ფიცვერცხლს”, დაუმესიჯეთ ან დაურეკეთ ჯეოსელისა და ლაილაის აბონენტებმა ნომერზე 9124. ერთდროულად 5 ხმის მისაცემად – 91245.

რევაზის ბლოგიდან მოპარული ფოტო

ფიცვერცხლი კასტინგზე:

19 April

მაგდა ნიკოლეიშვილი – 9123

მაგდა ნიკოლეიშვილმა კასტინგზე თქვა, მაინტერესებს ხალხის აზრი, ვარ თუ არა ნიჭიერიო. სიმღერის დასასრულს დარბაზი ფეხზე წამოუდგა და ოვაციებით გასცა პასუხი მაგდას შეკითხვას.

ის 3 წლიდან მღერის და ამ ხელოვნებას ემსახურება. გარდა ერთ-ერთ სალონურ კლუბში სიმღერისა, მოსწავლეებიც ჰყავს და თავის ცოდნას სხვებსაც უზიარებს.

მაგდას რეპერტუარი ძირითადად ქართველი კომპოზიტორების სიმღერებისგან შედგება. მისი ოცნებაა, მეგობრებთან ერთად სოლოკონცერტი გააკეთოს.

კასტინგისგან განსხვავებით, სადაც ის თავად უკრავდა და მღეროდა კიდეც, ნახევარფინალზე ის თავის მეგობრებთან ერთად წარსდგება აუდიტორიის წინაშე.

მაგდა ნიკოლეიშვილის სიმღერა კასტინგზე:

19 April

ლაშა და გიორგი – 9122

17 წლის ტყუპები, ლაშა და გიორგი 4 წელია უკრავენ. როდესაც პირველად ჯიმი ჰენდრიქსის გამოსვლას უყურეს, გადაწყვიტეს, რომ გიტარაზე დაკვრა ესწავლათ. ცოტა ხანს მასწავლებელი ჰყავდათ, თუმცა შემდეგ დამოუკიდებლად განაგრძეს მეცადინეობა.

ძირითადად უკრავენ ალტერნატივასა და პანკ როკს. მონაწილეობა მიუღიათ სხვადასხვა როკ-კონცერტებში. თუმცა ამბობენ, რომ ქუთაისში არც ისე ბევრი მსმენელი ჰყავს ამ ჟანრს და უჭირთ შემოქმედების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა.

მათ ჰყავთ ჯგუფი silver side და სურთ, ფინალში გადასვლის შემთხვევაში ჯგუფთან ერთად გამოვიდნენ.

აპირებენ სერიოზულად გაყვნენ მუსიკას და მსოფლიო პოპულარობა მოიპოვონ!

დაეხმარეთ ლაშას და გიორგის ფინალის საგზურის მოპოვებაში. დაურეკეთ ან დაუმესიჯეთ ნომერზე 9122. ერთდროულად 5 ხმის მისაცემად აკრიფეთ 91225.

ლაშა და გიორგი კასტინგზე:

19 April

მოზაიკა – 9121

ჯგუფი მოზაიკა ამ შემადგენლობით ორი წელია, რაც ცეკვავს. ილია მამაგულაშვილი, ინტერნეტ-სამყაროს მიერ შერქმეული მეტსახელით – “პატარა ჯექსონი” (“დიდ ჯექსონს” ჩვენი მკითხველები ჯიმის ეძახიან ხოლმე) მოზაიკას მაშინ დაემატა, როდესაც ჯგუფმა ჯექსონის რეპერტუარზე დაიწყო მუშაობა.

“მოზაიკა” ხშირად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა კონცერტებში, ასევე აქვთ მიღებული მონაწილეობა საერთაშორისო კონკურსებში, არიან I ადგილის მფლობელებიც.

ილია  ბავშვობიდან ჯექსონის ფანია და 6 წლიდან ცეკვავს მის ჟანრში. პატარაობიდანვე უყურებდა კლიპებს, აკვირდებოდა მოძრაობებს და ცდილობდა გამეორებას. ამ დროისთვის დამუშავებული აქვს ყველა ცეკვა, რომელიც ჯექსონს ჰქონდა რეპერტუარში.

ილიას სხვადასხვა სტუდიებშიც აქვს ნაცეკვი, მაგალითად, ნიჭიერის ფინალისტის, next level-ის სტუდიაშიც კი. ამ ლინკზე რამდენიმე წლის წინანდელ ვიდეოს იხილავთ, სადაც next level-ის სოლისტი და ილია ერთად არიან სცენაზე.

ყველა წევრი ცხოვრობს რუსთავში, იქვე აქვთ სარეპეტიციო დარბაზიც – ამჟამად რეპეტიციობენ ერთ-ერთი მუსიკალური სკოლის სარდაფში, სადაც  იატაკი გაფუჭებულია და ძალიან ძნელია ცეკვა. თუმცა შრომობენ და მაქსიმალურად ცდილობენ პირობების მოუხედავად ყველაფერი მაღალ დონეზე გააკეთონ, რადგან  ჯექსონის შემოქმედებით მაყურებლის წინაშე გამოსვლა მათთვის დიდი პასუხისმგებლობაა!

მხარი დაუჭირეთ “მოზაიკა”-ს. დაურეკეთ, ან დაუმესიჯეთ ნომერზე 9121. ერთდროულად 5 ხმის მისაცემად აკრიფეთ 91215.

მოზაიკა რეპეტიციაზე

“მოზაიკა” კასტინგზე:

12 April

ანი ხანჩალიანი-9129

ანი 2 წლიდან მღერის. პატარაობაში ქართულ სიმღერებს მღეროდა. ცოტა რომ გაიზარდა, უცხოურ რეპერტუარზე გადავიდა. სულ პატარა იყო, როცა “ტიტანიკის” ცნობილ საუნდტრეკს ასრულებდა :)

მასწავლებელი არასდროს არ ყოლია. სხვათაშორის, არც ნახევარფინალისთვის უვლია ვოკალისტთან. თუმცა თუ ფინალში გადავიდა, ამბობს, რომ აუცილებლად პროფესიონალურად მოემზადება.

ანი ფორტეპიანოს სწავლობს 6 წლიდან. 3 წელია, რაც ვიოლინოს სწავლაც დაიწყო და უკვე საკმაოდ რთული ნაწარმოებების დაკვრა შეუძლია! მომავალში აპირებს კონსერვატორიაში ჩააბაროს ვოკალის განხრით და ვიოლინოზე დაკვრაც განაგრძოს!

გულშემატკივრობს მარიამ კახელიშვილს და უნდა, რომ დუეტიც ჩაწერონ როდისმე :)

დაეხმარეთ ანის ფინალის საგზურის მოპოვებაში. დაურეკეთ ან დაუმესიჯეთ ნომერზე 9129. ერთდროულად 5 ხმის მისაცემად აკრიფეთ 91295

ანი რეპეტიციაზე

ანი კასტინგზე:

12 April

ანი პავლიაშვილი-9130

ანი პავლიაშვილი სულ რამდენიმე წელია რაც ამღერდა, თუმცა სიმღერებს უკვე დიდი ხანია წერს. ყველას გვახსოვს, რომ მას 71 სიმღერა ჰქონდა დაწერილი, როცა  კასტინგზე მივიდა. ამის შესახებ ტრივიაზე შეკითხვაც იყო, თუმცა მას შემდეგ სიმღერების რიცხვი უკვე 80-მდე გაიზარდა!

ნახევარფინალზე ამჯერადაც საკუთარი კომპოზიციით წარსდგება მაყურებლის წინაშე, თუმცა ამჯერად ის მარტო არ იქნება სცენაზე. ფიქრობს, რომ ამ სიმღერის მხოლოდ გიტარით გაფორმება არ იყო საინტერესო და მეგობრების ბენდს მიმართა დასახმარებლად.

პროექტში გულშემატკივრობს მარიამ კახელიშვილს.

მხარი დაუჭირეთ ანი პავლიაშვილს. დაურეკეთ ან დაუმესიჯეთ ნომერზე 9130. ერთდროულად 5 ხმის მისაცემად აკრიფეთ 91305.

ანი პავლიაშვილი რეპეტიციაზე

ანი პავლიაშვილი კასტინგზე:

12 April

ნაზი და ქეთი-9128

ნაზი და ქეთი 16 წლისები არიან. ამჟამად ოლიმპიური აღზრდის ცენტრში ვარჯიშობენ. სხვათაშორის, ადრე ნიჭიერის მეორე ტყუპებთან, ელენე და ეკა თორიებთან ერთად ვარჯიშობდნენ და ძალიან გულშემატკივრობდნენ მათ.

მიუხედავად იმისა, რომტანვარჯიშზე 10 წლის ასაკში დაიწყეს სიარული, რაც ამ სპორტისთვის დაგვიანებულად ითვლება, უკვე აქვთ წარმატებები. მსოფლიო თასის ტურნირზე მე-7 ადგილი დაიკავა ქეთიმ. ასევე წარმატებული გამოსვლა ჰქონდათ ბულგარეთში ჩატარებულ კონკურსზე. შოუ-პროგრამაში “ჩემი ლამაზი ქვეყანა” მეორე ადგილი მოიპოვეს.

“ნიჭიერში” გულშემატკივრობენ ავთო ნაცარაშვილს, რადგან რეპეტიციაზე მისი ნომერი ძალიან მოეწონათ.

მხარი დაუჭირეთ ნაზის და ქეთის. დაურეკეთ, ან დაუმესიჯეთ ნომერზე 9128. ერთდროულად 5 ხმის მისაცემად აკრიფეთ 91285.

ტყუპები რეპეტიციაზე:)

ნიჭიერის კასტინგზე:

12 April

ვასილ ხაჩიძე- 9127

ვასილ ხაჩიძე ბავშვობიდან სპორტით არის გატაცებული. მამასთან ერთად ბევრს ვარჯიშობდა და მთელი ცხოვრება ამ საქმიანობას მიუძღვნა!

ამ დროისათვის მას 70 ნომერი აქვს, რომლებიც გადაბმულად რომ შეასრულოს, 5 საათიანი შოუ გამოვა. 5 საათი არა, მაგრამ დაახლოებით ორ საათიან შოუებს დროდადრო მართავს სხვადასხვა სკოლებში. უნდა, რომ ახალგაზრდები დააინტერესოს და თუ სურვილი დაებადებათ, ამეცადინოს კიდეც.

ვასილ ხაჩიძე ამბობს, რომ რისკი ნომრის ჩავარდნისა არ არსებობს, რადგან ყოველთვის დარწმუნებულია საკუთარ ძალებში! ნიჭიერის მონაწილე სხვა ძალოსნებს ძალიან ძლიერ ადამიანებად თვლის და გული სწყდება, რომ ვერც ერთი მათგანი ფინალში ვერ მოხვდა.

უგულშემატკივრეთ ვასილ ხაჩიძეს. დაურეკეთ ან დაუმესიჯეთ ნომერზე 9127. ერთდროულად 5 ხმის მისაცემად აკრიფეთ 91275!

ვასილ ხაჩიძე რეპეტიციაზე

ვასილ ხაჩიძე კასტინგზე:

12 April

ფანტაზია- 9126

მოცეკვავეების ჯგუფ “ფანტაზია”-ში სულ 9 გოგონა ცეკვავს. ერთად სულ ერთი წელია რაც შეიკრიბნენ და ამ დროის მანძილზე გარკვეულ წარმატებასაც მიაღწიეს, მაგალითად ბათუმის ფესტივალზე მიიღეს გრან-პრი.

გოგონები ბევრს ვარჯიშობენ, ხანდახან მთელი დღის მანძილზეც კი უწევთ ცეკვა. ნახევარფინალისთვის ნომერი ერთ თვეში დაიდგა, რომელიც სპეციალურად “ნიჭიერისთვის” მომზადდა.

“ნიჭიერში” ბერაძეების ოჯახს გულშემატკივრობენ, რადგან კასტინგებისა და ნახევარფინალის კონცერტის რეპეტიციების დროს ძალიან დაახლოვდნენ.

მხარი დაუჭირეთ “ფანტაზია”-ს. დაურეკეთ ან დაუმესიჯეთ ნომერზე 9126. ერთდროუალად 5 ხმის მისაცემად აკრიფეთ 91265.

"ფანტაზია" რეპეტიციაზე

“ფანტაზია” კასტინგზე:

12 April

ბერაძეების ოჯახი- 9125

ბერაძეების ოჯახი უკვე 28 წელია მღერის! ამ ოჯახში სიმღერის ნიჭი თაობიდან თაობას გადაეცემა. თუმცა, არც ერთ მათგანს მუსიკალური  განათლება არ აქვს. მიუხედავად ამისა, უკრავენ სხვადასხვა  საკრავებზე – ფანდურზე, ჩონგურზე, გიტარაზე, ფორტეპიანოზეც…

ბერაძეები აქამდე დიდ სცენაზე არ გამოსულან. თუმცა ადრეულ  პერიოდში რაიონის მასშტაბით გამართულ კონცერტებში მიუღიათ მონაწილეობა.

ნიჭიერის რეპერტუარი ერთობლივად შეარჩიეს და და მაყურებლის სიმპათიის მიღების დიდი იმედი აქვთ.

მხარი დაუჭირეთ ბერაძეების ოჯახს. დაურეკეთ ან დაუმესიჯეთ ნომერზე 9125. ერთდროულად 5 ხმის მისაცემად აკრიფეთ 91255.

ბერაძეების ოჯახი რეპეტიციაზე

ბერაძეები კასტინგზე:

12 April

ნინო ჯავახიშვილი- 9124

ნინო ჯავახიშვილის გამბედავმა ნომერმა მთელი საქართველო აალაპარაკა, მისი სახელის ირგვლივ დღემდე დიდი აჟიოტაჟია ატეხილი.

დღეს ნინო კასტინგისაგან განსხვავებულ  ნომერს გვაჩვენებს, რომელიც რეპერტუარში მას ნიჭიერამდეც ჰქონდა.  სიმღერა მისი შერჩეულია, ილეთებსაც თავად პოულობს ინტერნეტში, შემდეგ სწავლობს და ცეკვას დგამს.

სხვა ჟანრში ცეკვა ნინოს არასდროს უცდია. ერთადერთი გამოცდილება, რაც ამ მხრივ აქვს – ბავშვობაში ტანმოვარჯიშე იყო.

“ნიჭიერის” დარჩენილ კონკურსანტებს შორის “მოზაიკას” გულშემატკივრობს.

დაურეკეთ ან დაუმესიჯეთ ნინო ჯავახიშვილს ნომერზე 9124. ერთდროულად 5 ხმის მისაცემად აკრიფეთ 91245

ნინო რეპეტიციაზე

ძალიან რეიტინგული ვიდეო, ნინოს კასტინგის ნომერი:

12 April

ავთო ნაცარაშვილი- 9123

ავთო ნაცარაშვილმა შემოქმედების პირველი ნაბიჯები 17 წლის ასაკში გადადგა. სოფელში ცხოვრობდა და ბიძის აკუსტიკურ გიტარაზე ცდილობდა ესწავლა აკორდები. ამისთვის დახმარებას გარშემომყოფებს სთხოვდა. თუმცა მისი  შესაძლებლობების არავის სჯეროდა.

მისი შთაგონების წყარო Deep Purple  და The Beatles იყო. სწორედ Deep Purple-ს ერთ-ერთი კომპოზიციის მოსმენისას დაისახა მიზნად, რომ მას უნდა დაეკრა გიტარაზე და თუ ამ კომპოზიციის სწავლას ვერ შეძლებდა, პირობა დადო, რომ თითებს დაიჭრიდა!

ამ პირობის დადებისთანავე ავთო მეცადინეობას შეუდგა. დღეების მანძილზე იკეტებოდა სხვენში. აჰქონდა მხოლოდ წყალი და პური. წყალს ჯამში ასხამდა და როცა ძალიან გაუცხელდებოდა თითები დაკვრისგან, იქ იგრილებდა. ასეთი 24 საათიანი შრომით მიაღწია საბოლოოდ შედეგს! მას Blackmore-საც კი ეძახდნენ ამ ფაქტის შემდეგ.

ჰქონდა წარმატებები, თუმცა ყველა წარმატებას თითქოს თან უბედურება მოსდევდა…

მოსკოვში ავთომ მონაწილეობა მიიღო ცნობილ კონცერტში “როკი ტერორიზმის წინააღმდეგ”. ასევე ჰქონდა მოწვევა ჰოლივუდიდან, სადაც  ერთ-ერთი ფილმი უნდა გაეფორმებინა კომპოზიციებით, თუმცა სწორედ ამ დროს მამა გარდაეცვალა. ჰოლივუდში აღარ წავიდა, მამის გარდაცვალების გამო კი მძიმე დეპრესიაში ჩავარდა…დარჩნენ მხოლოდ ის და დედამისი. უფულობის  გამო თავისი ელექტროგიტარა გაყიდა, რის შემდეგაც უფრო გაუღრმავდა დეპრესია და ძალიან ცუდად იყო.

შემდეგ გამოჩნდა “ნიჭიერი”, სადაც მეგობრებმა ძალით მიაღებინეს მონაწილეობა…

მისი გამოსვლა ავთოს ძველმა მეგობარმა, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა ნახა. მაშინვე შეუძინა ელექტროგიტარა და ჩამოუტანა. ასევე მან აუყვანა მოცეკვავეები ნახევარფინალისთვის განკუთვნილ ნომერში. როცა ეს კომპოზიცია დაწერა, რომელსაც დღეს ვიხილავთ, თავიდანვე ჩაფიქრებული ჰქონდა, რომ ცეკვით გაეფორმებინა, თუმცა ვერ ახერხებდა უფინანსობის გამო.

ავთოს დიდი იმედი აქვს, რომ მაყურებელს მოეწონება მისი კომპოზიცია, რომელიც ეთნო-როკის ჟანრშია გადაწყვეტილი…

მხარი დაუჭირეთ ავთო ნაცარაშვილს, დაურეკეთ ან დაუმესიჯეთ ნომერზე 9123. ერთდროულად 5 ხმის მისაცემად აკრიფეთ 91235.

ავთო ნაცარაშვილი რეპეტიციაზე

ავთო კასტინგზე: