პოსტები კატეგორიიდან „ბიო season2“

6 June

Acro Style- 91011

აკრობატების პროფესიონალიზმით, შთამბეჭდავი სანახაობით და დაძაბული შოუთი ჟიურიც და მაყურებელიც გაოცებული იყო ქასთინგსა და ნახევარფინალზე. ჟიურის წყალობით, ფინალშიც აღმოჩნდნენ!  ”ნიჭიერი”-ს გამო, ერთ-ერთ სერიოზულ კონტრაქტზე უარიც თქვეს საქართველოს ფარგლებს გარეთ, მაგრამ თვლიან, რომ ახლა სწორედ საჭირო ადგილას არიან და ყველაზე მთავარია ჩვენს მაყურებელს აჩვენონ პროფესიონალიზმი და ეს სანახაობა!

ფინალური ნომერი უფრო ძლიერი და რთულია, ვიდრე ნახევარფინალის იყო. უფრო დაძაბულიც იქნება და მრავალფეროვანიც. ნომრის ბოლოს, სიურპრიზსაც ჰპირდებიან მაყურებელს, რომელსაც ემოციების გარეშე ალბათ ვერავინ შეხედავს.

სპორტის ამ სახეობით დაინტერესებას ამჩნევენ, თუმცა ჯერჯერობით სერიოზული შემოთავაზებები არ ყოფილა. სურვილი აქვთ, რომ აქ განაგრძონ მოღვაწეობა და ახალ-ახალ შოუები დადგან.

როგორც აღმოჩნდა, ძალიან აქტიურად ადევნებდნენ თვალ-ყურს მთელი სეზონის მანძილზე ბლოგზე კომენტარებს.  მოხარულები არიან დადებითი გამოხმაურებების გამო!

უგულშემატკივრეთ მათ, დაურეკეთ ნომერზე 91011!

ქასთინგის ვიდეო:

ნახევარფინალის ვიდეო:

6 June

თეონა კოროშინაძე- 91010

თეონა კოროშინაძე საქართველოს ბანკის ფავორიტი გახდა და მათი ხუთეულის ფინალური შეჯიბრის შემდეგ ფინალისტობა მოიპოვა! ის განსხვავებული იმიჯის და გამორჩეული ხმის ტემბრის გამო, თავიდანვე ყურადღების ცენტრში მოექცა.

იცოდა, რომ საქართველოში უფრო პოპულარული ტრადიციული სტილია და თავადაც არ მოელოდა, რომ ასე კარგად შეხვდებოდა და მიიღებდა მას მაყურებელი. გახარებულია, რომ ფინალშია და კიდევ ერთხელ მიეცა საშუალება, რომ “ნიჭიერი”-ს სცენაზე იმღეროს!

როგორც იცით, პროექტის ფორმატი ითვალისწინებს მომღერლებისთვის, რომ ფინალში ის უნდა შეასრულონ, რაც ქასთინგზე, ან ნახევარფინალში იმღერეს. თეონამ არჩევანი -you know i’m no good-ზე შეაჩერა. მართალია გამარჯვების იმედი არ აქვს, მაგრამ მისთვის ისიც ბევრს ნიშნავს, რომ ამდენი ხალხის სიყვარული დაიმსახურა თავის სამშობლოში. როდესაც ამერიკაში სწავლას დაასრულებს, უნდა სამუდამოდ აქ დაბრუნდეს!

თვალ-ყურს აქტიურად ადევნებს ფეისბუქზე და ბლოგზე გამოხმაურებებს და დიდ მადლობას უხდის ყველას, ვინც ამხნევებს კომენტარებში.

მხარი დაუჭირეთ თეონას, დაურეკეთ ნომერზე 91010!

ქასთინგის ვიდეო:

ნახევარფინალის ვიდეო:

6 June

მარი ტომარაძე- 91009

მარი ტომარაძე მაყურებელმა აირჩია ფინალისტად. ამან დიდი სტიმული მისცა და უფრო თავდაჯერებულიც იქნება სცენაზე ფინალში. მიუხედავად იმისა, რომ ნახევარფინალის მსგავსად, ყელთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, რის გამოც დაძაბულია, შეეცდება შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინოს.

პროექტში ნამღერი ორი სიმღერიდან, არჩევანი ფინალისთვის ქასთინგის რეპერტუარზე შეარჩია, რადგან სწორედ ამ სიმღერით გაიცნო, შეიყვარა მაყურებელმა და განსაკუთრებით უყვარს!

იმის მიუხედავად, მოიპოვებს, თუ არა გამარჯვებას, ბევრს იშრომებს იმისთვის, რომ კარგი მომღერალი იყოს და ზუსტად იცის, რომ სიმღერა მისთვის ყოველთვის პირველ ადგილზე იდგება.

გულშემატკივრებს დიდ მადლობას უხდის გამხნევებისთვის და მხარდაჭერისთვის.

უგულშემატკივრეთ მარი ტომარაძეს, დაურეკეთ ნომერზე 91009!

ქასთინგის ვიდეო:

ნახევარფინალის ვიდეო:

6 June

ნიკა და ქეთი – 91008

ნიკა და ქეთი შოკირებულები იყვნენ სიხარულისგან, რადგან ნამდვილად არ მოელოდნენ, თუ ჟიური მათ ფინალში გადაიყვანდა. შედეგების ბოლო 45 წამის მანძილზე ორივე ძალიან ნერვიულობდა.

ფინალში ყოფნის გამო დიდ პასუხისმგებლობას გრძნობენ იმის მიუხედავად, რომ ასეთი პატარები არიან. ნერვიულობენ კიდეც, თუმცა როდესაც სცენაზე დგანან, სრულიად ავიწყდებათ მღელვარება და მთლიანად ცეკვაში ერთვებიან. ნახევარფინალისთვის გადაწყვიტეს, რომ სპეციალურად ნიჭიერისთვის, ცეკვა შოუსთან ერთად შემოეთავაზებინათ. ფინალური ნომერიც ამ პრინციპით იქნა დაგეგმილი და საბოლოო სახე 5 დღის წინ მიიღო.

ნიკა და ქეთი რეპეტიციაზე

“ნიჭიერი”-ს შემდეგ უკვე დიდი წარმატებები აქვთ. კონკურსებშიც იღებენ მონაწილეობას და ხალხისგანაც სითბოს გრძნობენ ქუჩაში.

როგორც აღმოჩნდა, ბლოგსაც ხშირად კითხულობენ. განსაკუთრებით კი ქეთია კომენტარებით დაინტერესებული და მიუხედავად იმისა, რომ მშობლებს არ მოსწონთ, როდესაც უარყოფით გამოხმაურებებს აწყდებიან, რაზეც შემდეგ ნერვიულობენ,  მაინც ინტერესდება. დადებითი გამოხმაურებები კი ძალიან ახარებთ და განსაკუთრებით მშობლები, მადლობას უხდიან ყველას, ვინც ამ ბავშვებს ისეთებად ხედავენ,როგორებიც არიან!

მხარი დაუჭირეთ ნიკას და ქეთის, დაურეკეთ ნომერზე 91008!

ქასთინგის ვიდეო:

ნახევარფინალის ვიდეო:

6 June

კათარზისის დუეტი – 91007

“ნიჭიერი”-ს ყველაზე ასაკოვანი მონაწილეებისთვის ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ხალხის რჩეულები გახდნენ. მათთვის ენით აუწერელი სიხარულის განცდა იყო, რომ ამ ასაკში ასეთი ბედნიერება ეწვიათ.

მათი გარშემომყოფებიც გახარებულები იყვნენ, ყველა ულოცავდა და როდესაც ქუჩაში გადიან, ხალხისგან დიდ სითბოს და სიყვარულის გრძნობენ.

ნახევარფინალში ნერვიულობდნენ, ფინალში კი ემოციები პიკს აღწევს. იმედი აქვთ, რომ კარგად ჩაივლის მათი გამოსვლა. ქასთინგზე შესრულებულ სიმღერას იმღერებენ.

დიდ მადლობას უხდიან გულშემატკივრებს და მოკითხვას უთვლიან ჩვენს მკითხველებს დიდი სიყვარულით!

მხარი დაუჭირეთ კათარზისის დუეტს, დაურეკეთ ნომერზე 91007!

ქასთინგის ვიდეო:

ნახევარფინალის ვიდეო:

6 June

კარატისტების ჯგუფი “წმინდა გიორგი”- 91006

კარატისტების ჯგუფის “ქართული კარატე”  შთამბეჭდავი სანახაობა აღმოჩნდა და ჟიურიმ ისინი ფინალში გადაიყვანა! ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ამის შემდეგ უფრო ღრმა პატივისცემით განიმსჭვალნენ გეგას, ვანოს და სოფოს მიმართ და ძალიან უხარიათ, რომ მათი შრომა და  საქმე დაფასდა.

დიდი იმედი აქვთ, რომ მაყურებელმა ისე აღიქვა მათი გზავნილი, როგორც ჩაფიქრებული ჰქონდათ და ბევრი დაინტერესდება ჯანსაღი ცხოვრების წესით. კომენტარებში გამოხმაურებები ამის დასტურიც არის, რაც ძალიან სასიხარულოა მათთვის!

კარატისტები ფინალის რეპეტიციაზე

ფინალში ნომრის თემად დედის კულტი აირჩიეს, რადგან ეს  წმ. ღვთისმშობლის, წმ.ნინოს თემებსაც მოიცავს.

ბლოგის მკითხველებს და გულშემატკივრებს უსურვებენ სულის და სხეულის ჯანმრთელობას, მადლობას უხდიან ყველას, ვინც შეიგრძნო მათი შემოქმედება და დადებითად შეაფასა ის საქმე, რასაც ემსახურებიან.

მხარი დაუჭირეთ კარატისტების ჯგუფს, დაურეკეთ ნომერზე 91006!

ქასთინგის ვიდეო:

ნახევარფინალის ვიდეო:

6 June

ნატალი ვეფხვაძე- 91005

ნატალი ვეფხვაძე პირველი ნახევარფინალის პირველი ფინალისტი გახდა მაყურებლის ხმებით. როგორც ამბობს, როდესაც თიკამ და ვანიკომ მისი სახელი გამოაცხადეს, დაჯერებაც კი გაუჭირდა. არ ელოდა და ვერ წარმოუდგენია, რა უნდა მოხდეს მის ცხოვრებაში იმ განცდაზე უკეთესი, რა ემოციაც მაშინ ჰქონდა, ეს მისთვის ცხოვრებაში ყველაზე დაუვიწყარი წუთები იყო.

გარდა იმისა, რომ გახარებულია, დიდი პასუხისმგებლობაც დაეკისრა ფინალისტობასთან ერთად. ბევრი იმეცადინა იმისთვის, რომ უკეთესად წარმოადგინოს თავი.

ნატალი ფინალის რეპეტიციაზე

კომენტარებს კითხულობდა, თუმცა მცირე, მაგრამ მაინც- უარყოფითი გამოხმაურება ცუდად მოქმედებდა და ამიტომ არჩია, რომ იშვიათად ენახა. თუმცა, ყველა გულშემატკივარს დიდ მადლობას უხდის და უნდა, რომ მათ მიიღონ მისი გულიდან გზავნილი სიმღერა. თავს ბედნიერად თვლის, რომ ხალხის სიყვარული მოიპოვა და იმედი აქვს, ფინალი მისთვის წარმატებული იქნება.

მხარი დაუჭირეთ ნატალის, დაურეკეთ ნომერზე 91005!

ქასთინგის ვიდეო:

ნახევარფინალის ვიდეო:

6 June

ვანო ფიფია- 91004

ვანო ფიფიამ მაყურებლის ზარების რეკორდული რაოდენობა-  ბოლო ნახევარფინალში შემოსული 145 043 ხმის 45,5% მიიღო! როგორც თვითონ თქვა, თავიდან დაიბნა და ვერ გაიგო,  რომ სწორედ ის გახდა ფინალისტი. როდესაც მიხვდა, ძალიან გახარებული იყო და არ სჯეროდა ჯერ კიდევ, რომ ეს ყველაფერი მის თავს ხდებოდა…

ქასთინგის შემდეგ, 2 თვე მეცადინეობდა ნახევარფინალამდე, უფრო და უფრო მეტს მუშაობს, რომ უკეთესად იმღეროს. “ნიჭიერი” ძალიან დიდი სტიმული იყო მისთვის.

ვანო ფიფია ფინალის რეპეტიციაზე

ფინალისთვის ერთი კვირის მანძილზე ემზადება მეგობრებთან ერთად. ქასთინგზე შესრულებულ სიმღერას იმღერებს, იმ განსხვავებით, რომ ამჯერად სცენაზე მარტო არ იდგება. ნახევარფინალური გამოსვლის დროს  ძალიან ნერვიულობდა, დიდი იმედი აქვს, რომ ფინალში უკეთესად წარსდგება მაყურებლის წინაშე და იმედს არ გაუცრუებს მათ!

ძალიან უყვარს კომპიუტერი. ხშირად ვერ ახერხებს კომენტარების კითხვას, თუმცა გაუხარდა, როდესაც გადავეცი გამოხმაურებები და დადებითი განწყობა მის მიმართ. დიდ მადლობას უხდის თითოეულ გულშემატკივარს!

უგულშემატკივრეთ ვანო ფიფიას, დაურეკეთ ნომერზე 91004!

ქასთინგის ვიდეო:

ნახევარფინალის ვიდეო:

6 June

სანდრო ცისკაძე- 91003

სანდრო ცისკაძე, განსხვავებული შოუს და პროფესიონალიზმის წყალობით, ჟიურიმ აირჩია ფინალისტად! ნახევარფინალური ნომრისთვის დიდხანს მუშაობდა, თუმცა მონიტორთან სამუშაოდ მხოლოდ 2 დღე ჰქონდა და დიდი შრომა დასჭირდა იმისთვის, რომ სინქრონი დაეჭირა.

ფინალისთვის 2 კვირაა მუშაობს და საკუთარ ბარმენულ შოუს შემოგვთავაზებს. მართალია მცირე კრიტიკა იყო მაყურებლის მხრიდან კომენტარებში იმის გამო, რომ ნახევარფინალში წარმოდგენილი ნომრის იდეა მას არ ეკუთვნოდა, მაგრამ ბოლო დროს, უფრო დადებითი გამოხმაურება ხვდება, რაც ძალიან უხარია და დიდ მადლობას უხდის ყველას, ვისაც საინტერესოდ მიაჩნია მისი საქმიანობა, აფასებს მის შრომას, პროფესიონალიზმს და გულშემატკივრობს.

ეცდება, რომ ფინალში უფრო შთამბეჭდავი ნომერი შესთავაზოს ჟიურის და მაყურებელს.

მხარი დაუჭირეთ სანდრო ცისკაძეს, დაურეკეთ ნომერზე 91003!

ქასთინგის ვიდეო:

ნახევარფინალის ვიდეო:

6 June

დათიკაშვილების ოჯახი- 91002

დათიკაშვილების ოჯახი ხალხის რჩეული გახდა, ისინი ფინალში მაყურებელმა გადაიყვანა. თიკო დათიკაშვილი, რომლის ინიციატივითაც მოხდა ნიჭიერში მონაწილეობის მიღება, ძალიან გახარებულია იმის გამო, რომ მისი მონდომება დაფასდა და შანსი მიეცათ, რომ კიდევ ერთხელ ემღერათ დიდ სცენაზე.

სიმღერა მათთვის ოჯახური ტრადიციაა. ყოველ დღე თუ არა, კვირაში რამდენჯერმე მაინც იკრიბებიან დედა, მამა, ბიძა და ა.შ.- მთელი ოჯახი და ერთად მღერიან.

დათიკაშვილების ოჯახი ფინალის რეპეტიციაზე

პროექტის ფორმატით, მათ “ნიჭიერი”-ს სცენაზე ნამღერი ორი სიმღერიდან ერთ-ერთი უნდა ემღერათ და ქასთინგზე რითაც წარსდგნენ მაყურებლის წინაშე, ის შეარჩიეს.

“ნიჭიერი”-ს ბლოგს ხშირად კითხულობენ და უხარიათ კარგი გამოხმაურება. მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს რას იტყვის ხალხი და მიზანია, რომ ქართული კულტურა არ დაივიწყოს ქართველმა ხალხმა. იმედი აქვთ, ამ მიზნის მიღწევაში პატარა წვლილს შეიტანენ!

უგულშემატკივრეთ დათიკაშვილების ოჯახს, დაურეკეთ ნომერზე 91002!

ქასთინგის ვიდეო:

ნახევარფინალის ვიდეო:

6 June

ფანტომი- 91001

ჯგუფი ფანტომი ბოლო ნახევარფინალის მონაწილე იყო და ისინი ჟიურიმ გადაიყვანა ფინალში, რის გამოც ძალიან გახარებულები არიან.

მოსამზადებლად სულ ერთი კვირა ჰქონდათ, ამიტომ ახალი ნომრის შექმნა შეუძლებელი იყო, რადგან მატრიცული პანტომიმა ძალიან დიდ შრომას მოითხოვს და იდეის ჩამოყალიბებას, თუ მოძრაობების სინქრონიზაციას, ამ მცირე დროში ვერ მოახერხებდნენ. ამიტომ, ნახევარფინალური ნომრის გადახალისებული ვერსია შეიმუშავეს და ამით წარსდგებიან მაყურებლის წინაშე.

ფანტომი ფინალის რეპეტიციაზე

იმის მიუხედავად, გაიმარჯვებენ, თუ ვერა, ამბობენ, რომ “ნიჭიერი”-თ დაიწყეს მოღვაწეობა და დიდი სტარტი იყო მათთვის. ისინი განაგრძობენ შოუების კეთებას და იმედი აქვთ, რომ კიდევ შეხვდებიან მაყურებელს.

“ნიჭიერი”-ს ბლოგსა და ფეისბუქს თვალ-ყურს ადევნებენ, თუმცა ბოლო დროს, დროის სიმცირის გამო ვერ ახერხებენ. მადლობას უხდიან ყველას, ვინც ეხმაურება მათ შემოქმედებას კომენტარებში, ვისაც მოსწონს, ვინც უგულშემატკივრებს და დაურეკავს მათ იმისთვის, რომ ყველაზე ნიჭიერის სტატუსი მოიპოვონ!

მხარი დაუჭირეთ მათ, დაურეკეთ ნომერზე 91001!

ქასთინგის ვიდეო:

ნახევარფინალის ვიდეო:

30 May

ფანტომი, მატრიცული პანტომიმა- 91010

მატრიცული პანტომიმა მეორე სეზონის განსხვავებულ ჟანრებში ერთ-ერთ საპატიო ადგილს იკავებს. მათი შოუ ყველასთვის უცხო და საინტერესო აღმოჩნდა. პირველად, ინტერნეტში ნახეს და გადაწყვიტეს თავადაც გაეკეთებინათ. ჯგუფი 7 წევრისგან შედგება. ზოგი მათგანი I-II კურსის სტუდენტია, ზოგი კი სპორტით არის დაკავებული…

ქასთინგზე წარმოდგენილი ნომრის იდეა და დადგმა თავად არ ეკუთვნოდათ, ნახევარფინალში კი ყველაფერი თვითონ მოიფიქრეს, იმუშავეს მოძრაობებზე, შინაარსზე და დიდი შრომა ჩადეს იმისთვის, რომ ისეთივე შთამბეჭდავი ყოფილიყო ყველაფერი…

მხარი დაუჭირეთ ფანტომს, დაურეკეთ ნომერზე 91010!



30 May

ნუცა ბუზალაძე- 91009

ნუცა ბუზალაძე 14 წლის არის, ბავშვობიდან მღერის და სწავლობს სიმღერას. რეპერტუარში ძირითადად პოპ ჟანრის სიმღერები აქვს.

მუსიკალური მიმდინარეობებიდან განსაკუთრებით ჯაზი უყვარს. საყვარელი შემსრულებლები კი არიან ბარბარა სტრეიზანდი, ეტა ჯეიმსი, ფრენკ სინატრა, ტინა ტერნერი…თავისუფალ დროს სულ მუსიკას უთმობს. უკრავს ფორტეპიანოზე და გიტარაზე.

ოცნებობს, რომ ჰოლივუდში წავიდეს.

ნახევარფინალში ვიტნი ჰიუსტონის ერთ-ერთ სიმღერას ასრულებს

უგულშემატკივრეთ ნუცას, დაურეკეთ ნომერზე 91009!

30 May

ვანო ფიფია- 91008

ვანო ფიფიას გამოსვლა, ქასთინგების ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი იყო. ის ახლა 13 წლის არის. ადრე ცხოვრობდა ცერებრალური დამბლით დაავადებულთა სკოლა-პანსიონში, მაგრამ სკოლის დახურვის გამო, სახლში დააბრუნეს.

ვანომ სიმღერა პაპასგან ისწავლა, რომელიც გარდაიცვალა. ნახევარფინალურ გამოსვლას სწორედ მას უძღვნის.

ამჟამად ის მარტო არ იქნება სცენაზე, “ნიჭიერი”-ს შემდეგ ბევრმა გამოთქვა მისი დახმარების სურვილი, რაც ძალიან უხარია.

მხარი დაუჭირეთ ვანოს, დაურეკეთ ნომერზე 91008!


30 May

სოსო ნარიმანიძე- 91007

სოსო ნარიმანიძე მეორე სეზონის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მონაწილედ იქცა და დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის ამჟამად 36 წლის არის და ძირითადად სიმღერით არის დაკავებული. როგორც ამბობს, 30 სუფრული სიმღერა იცის და ყველა თვითონ ისწავლა. ძალიან უყვარს ბარები და დისკოტეკები.

“ნიჭიერი”-ს შემდეგ რადიკალურად შეიცვალა მისი ცხოვრება. ყველა სცნობს, ერთად სურათების გადაღებას სთხოვენ და ყველა გამვლელი ესალმება.

მომავალშიც აპირებს სიმღერის გაგრძელებას. განსაკუთრებული გეგმაც შემუშავებული აქვს და უნდა, რომ იურმალაზე საქართველოს სახელით წარსდგეს, რეპერტუარიც კი უკვე დადგენილი აქვს- i just call to say i love you-ს სიმღერა უნდა.

თავის წარმატებაში დარწმუნებულია და ფიქრობს, რომ ფინალში გადავა…

უგულშემატკივრეთ სოსო ნარიმანიძეს, დაურეკეთ ნომერზე 91007!