29 January

“ნიჭიერის” ნიჭიერი ბლოგერები

8 იანვარს “ნიჭიერის” ბლოგზე გამოცხადდა კონკურსი ბლოგერებისთვის. 22 იანვარს კი კონკურსის სამი გამარჯვებული ამ ბლოგის თანაავტორი გახდა, უფრო გასაგებ ენაზე – ამ “ჟურნალში” საკუთარი “სვეტი” მიიღეს. “ნიჭიერის” ეთერში გასვლასთან ერთად ისინი კვირაში ერთხელ დაწერენ პოსტს ნანახი გადაცემის შესახებ. მათი პოსტები ცენზურას არ გაივლის – შეუძლიათ დაეთანხმონ ან არ დაეთანხმონ ჟიურის, უგულშემატკივრონ ან გააკრიტიკონ მონაწილეები – მოკლედ, დაწერონ ყველაფერი, რასაც ჩათვლიან საჭიროდ.

ამ პოსტში წარმოგიდგენთ სამივე ბლოგერს. გაიცანით, იკითხეთ მათი პოსტები და დაუტოვეთ კომენტარები.

1. თინი, ბლოგერი tiny.ge-დან:

თინი, 19 წლის. ერთ წელზე მეტია, რაც ბლოგერი ვარ. მიყვარს ბლოგინგი, იმაზე მეტად, ვიდრე ჩემი პროფესია- ხელოვნებათმცოდნედნეობას ვსწავლობ თსუ-ში, მესამე კურსზე ვარ :)

აუცილებელი (?) რაღაცები, რაც სასურველია იცოდეთ ჩემზე:

ვარ გულჩვილი.
მიყვარს რომანტიული ფილმები.
არასდროს ვაფასებ ჩემს ნაშრომს დადებითად.
ვუკრავ ვიოლინოზე.
მიყვარს მოხარშული კვერცხი მაიონეზით.
წერა უფრო მიყვარს, ვიდრე ლაპარაკი.
ვარ რაღაცნაირი.

“ნიჭიერის” ბლოგის თანაავტორობა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, ცოტა ვნერვიულობ კიდეც – მინდა კარგად გავართვა თავი. თუმცა ალბათ ნაწერი უინტერესო ვერ გამოვა, როცა თვითონ შოუა საინტერესო. მოკლედ, იმედი მაქვს ამ სამი თვის მანძილზე, ყოველთვის სიამოვნებით შემოხვალთ ამ ბლოგზე და წაიკითხავთ ყველა სიახლეს, მონაწილეების შესახებ ცნობებს, გასული გადაცემების მიმოხილვას და ა.შ.

თინის პოსტები “ნიჭიერის” შესახებ:

პირველი დღე “შიდა სამზარეულოში”

გადაღებები და TBgroup


2. Piccolina – ბლოგერი piccolina.ge-დან

piccolina, იგივე ნინო ფანიაშვილი (მაგრამ ნინოს თუ დამიძახებთ, შეიძლება არც მოვიხედო ;) ). განათლებით შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგი ვარ, მარა რად გინდა, ნაკლებად აინტერესებთ HR საქართველოში, ამიტომ დიდ დროს ბლოგს და ზოგადად ინტერნეტს ვუთმობ. ხო, ბლოგს რაც შეეხება, 4 წელზე მეტია, რაც მაქვს და ამ 4 წლის მანძილზე რა აზრებიც კი მიტიკინებდა თავში, ყველაფერი იქ წერია :)))

ბევრი თვლის, რომ ინტერნეტ-მანიაკი ვარ. შეიძლება ასეც არის, კომპიუტერს იშვიათად ვშორდები, მაგრამ სულაც არ ვთვლი, რომ ეს არაჯანსაღია.

ამ მხრივ გამიმართლა, ქმარიც ჩემნაირია. იმდენად, რომ როცა დავქორწინდით, დიიიიდი ონლაინ-ქორწილი გადავიხადეთ Facebook-ზე. მართალია, ასე საჩუქრებს არავინ გჩუქნის, სამაგიეროდ მთვრალი კაცები დილამდე არ დაბოდიალობენ ცეკვა-ღრიალის რეჟიმში :))

ინტერნეტში ძრომიალის გარდა ხატვა და ძერწვაც მეხერხება (ხანდახან). სამზარეულოში ტრიალი და ხანძრის გაჩენა ან სხვა უბედურების დატრიალება ჩემი მეორე პროფესიაა :))

პიკოლინას პოსტები “ნიჭიერის” შესახებ:

ცხელი ამბები კულისებიდან

გუგლი კითხულობს

3. ბექა – ბლოგერი doin.ge-დან

ვინაობა: ბექა ადამაშვილი
ჟამი დაბადებიდან დღემდე: 19 წელი და 8 თვე
ცოდნის მაღარო: “კავკასიის უნივერსიტეტი”

დამატებითი ინფორმაცია:

“მე მშობლებისთვის შვილი ვარ და კოსმოსისთვის – ტყუპები, დედამიწისთვის – ზედმეტი 64 კილოგრამი და გარშემომყოფთათვის – ცოტა მოსამატებელი, პედოფილებისთვის – ნამეტანი გვიან და ნეკროფილებისთვის – ნამეტანი ადრე, დაინტერესებული პირებისათვის – სამუშაოს მოსურნე ახალგაზრდა და უმუშევრებისთვის – კონკურენტი, სარკისათვის – საკუთარი თავი და საკუთარი თავისათვის – წყალწაღებული ოპტიმისტი, რამდენიმე პიროვნებისთვის – ყველაფერი და არაფერი – ანჯელინა ჯოლისათვის.

არ მიყვარს ზღვა, იმიტომ რომ გემოს ვერ ვატან და მიყვარს… (უცხო პირთა შესვლა სასტიკად აკრძალულია);

მშურს ჯესიკა ალბას საბნის და მაღიზიანებს კაცები, რომლებსაც ცალი ხელით აწეული მაისური უჭირავთ, მეორეთი კი ბანჯგვლიან მუცელს იფხანენ;

ვაპირებ გავხდე (ჟურნალისტი) და გავსუქდე (ცოტა).

მზად ვარ
ვუპასუხო ყველა შეკითხვას, “რას შვრები, რავა ხარ?”, “რა არის შენკენ ახალი?” და “სხვა?”- ს გარდა…

That’s all! :)

ბექას პოსტი “ნიჭიერის” შესახებ:

“ნიჭიერის” პროლოგი: ძუძუები და “ცოტნე დადუ-ანი”, ანუ, რაღაც სადღიურო ჩანაწერების მსგავსი…

კომენტარები

კომენტარი

28 კომენტარი

  1. ჰეჰ
    თინისი ვიცოდი და აი ბექასი ძაან მომეწონა :)))

       0 likes

  2. კარგი იდეაა ბლოგერების ჩართვა. თინი და პიკოლინა არ ვიცი, მაგრამ ბექა უნიჭიერესია, მე თუ მკითხავ პროექტშიც უნდა მიიღოს მონაწილეობა, ოღონდ როგორ ჯერ არ ვიცი :)))

       0 likes

  3. ვიღამ მინუს ერთი დაუწერა ამ პოსტს ბლოგროლზე : ))) შურიანები ბლიად : )))

    და დოდ, რატო არაა ტეგებში და ვიდეოში პიკოლინას ლინკი?

       0 likes

  4. ბექას ბიო ჯენიალურია , რას შვები , რავა ხარ და სხვაა ? რა ნაცნობია ჩემთვის :შ

       0 likes

  5. next lvl

    ცივა ცივა კაი იყო :):):):)

       0 likes

  6. next lvl

    სურათი როგორ დავდო ჩემს ინფოში )) ან მაქვს ინფო საერთოდ? ))))))) თუ მხოლოდ ამ საიტის ადმინისტრაციას შეუძლია :P

       0 likes

  7. @Next lvl – ინფო ადამიანებს, რომლებიც კომენტარებს ტოვებენ, როგორც ასეთი, არ აქვთ. თუმცა ავატარის დაყენება შეგიძლია გრავატარის მეშვეობით.

    გრავატარის შესახებ ინფორმაცია და როგორ უნდა დააყენო სურათი არის ამ ლინკზე:
    http://landish.ge/gravatar/

       0 likes

  8. tikuna

    :D:D martla cioda daa…magari dge iyo ra..

       0 likes

  9. მე დღითიდღე ვვ20დები “დოინჯი”ს ავტორით : ))))) მისი დოსიეს პირველი აბზაცის შემდეგ პირდაღებული უბრალოდ ვატრიალებდი მაუსის სქროლს ზემოთ ქვემოთ და არ ვიცოდი როგორი რეაქცია მქონოდა ან როგორ გამომეხატა ის :D <3

       0 likes

  10. tikuna

    au ise yvela monawilis surats rodis dadebt??

       0 likes

  11. Dotka დიდი მადლობა.. აბა ვნახო როგორ გამომივა

       0 likes

  12. next lvl

    მაგარიააა!

       0 likes

  13. LEVEL

    პროექტის მგლები “Next LeveL”

       0 likes

  14. @Next lvl – არაფერს, როგორც ვხედავ, გამოგსვლია :D Dodka ისე :)

       0 likes

  15. :D:D:D:D

       0 likes

  16. მაგარიაა…..

       0 likes

  17. next lvl

    LEVEL ყევლა ამ სახელს რომ ვხმარობთ ვეგარ გამიგია რომელი რომელი ვართ)) რაგაცა ინიციალი მიამატე.. ოე ზაზა..= ))

       0 likes

  18. LeveL-იკა

    ზაზა კაი იკო =)) და შენ რომელი ხარ თამუნა? )))))))

       0 likes

  19. მიშკა

    ჯიმი მაგარია

       0 likes

  20. მე ძალიან მომწონს ეს პროექტი! და მინდა მივიღო მონაწილეობა მეც მაგრამ ვინ მიმაღებინებს! პს: მაქვს:4 სიგელი ვარ გამარჯვებული მატემატიკის კურსში და ვარ 14ის… და მეც დავწერე თემა http://blog.pies.ge/ აი აქ მითუმეტს რომ არ ვმონაწილეობ აქ! skype: giorgi6039

       0 likes

  21. L E V E L

    მაგარი პროექტიააააააააააააააა
    <<<<<<<>>>>>>>>

       0 likes

  22. კარგი უნდა იყოს))))))))

       0 likes

  23. magariaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa :)))))))))0

       0 likes

  24. dzaan magari proeqti aris da tqveni magari fani var.gansakutrebit jadoqari gogonebis udzalianmagresebi xart da gamarjvebas gisurvebt
    magrebi xart………..

       0 likes

  25. kiskisa

    magrebiiiiiiiiiiiiiiii

       1 likes

  26. მაგრები ხართ

       0 likes

  27. T.ale.N.ted.

    ბექა,არ ვიცი რატომ,მაგრამ აქამდე არ მომწონდა შენი ბლოგი(ბიოგრაფია არ მქონდა წანაკითხი და მაგიტომ ალბათ).გამაოცე :O საინტერესოა და ორიგინალური(თავში არ აგივარდეს,უკეთესებიც წაგვიკითხავს :-) ) სხვებიც მაგრები ხართ ძალიან…TINY,PICCOLINA,თქვენი პოსტებიც მომწონს

       0 likes

  28. Mchxapneli♥ chemi sayvareli blogeri♥ beqa :)))

       0 likes

კომენტარის დამატება