“მესიჯები” აღმართს ხნავს…
ბექა, a.k.a მჩხაპნელი, ბლოგერი Doin.ge-დან
“ხალხი ბრძენია!” - ხალხური
“ნიჭიერის” მესამე ნახევარფინალმა ფინალისტების ნახევარი უკვე განსაზღვრა. მისმა დასასრულმა კი რაღაცით არტურ კონან დოილის დეტექტივების კვანძის გახსნა მომაგონა: გაშერლოკჰოლმსებულმა ხალხმა ფავორიტად ის(ინი) დაასახელა, ვისაც ამ ამპლუაში მთელი კონცერტის მანძილზე ვერ წარმოვიდგენდი. შესაბამისად, კიდევ უფრო გაიზარდა შანსი იმისა, რომ ფინალში საქართველო ნიჭიერ მომღერალს აირჩევს. სიტუაცია დაახლოებით ისეა, როგორც ჩემპიონთა ლიგის გათამაშებათა უმეტესობაში, სადაც მეოთხედფინალებში ინგლისის ოთხივე გუნდი გადის ხოლმე და სხვები უბრალოდ იმიტომ ხვდებიან, რომ ტურნირზე მეტი ინგლისური გუნდი აღარ მონაწილეობს. იქ ფეხბურთი გამოსდით კარგად, აქ – სიმღერა და შედეგიც სახეზეა. ამასთანავე, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ შემდეგ ნახევარფინალში ანა ხანჩალიანის გასვლის დიდი ალბათობაც არსებობს.
თიკას საკონცერტო ჩაცმულობა რატომღაც ჩემი დაკვირვების ერთ-ერთ ძირითად ობიექტად ჩამოყალიბდა. თუმცა, წინა შოუებისგან განსხვავებით, ამჯერად მისი დიზაინერის შესახებ სასიამოვნოდ დადებითმა აზრებმა გამიელვა. იმდენად დადებითმა, რომ წამყვანის კაბა ვეღარც რაინდის აბჯარს, ვეღარც შივას ხალათს და ვეღარც რაიმე ასეთ ინტრიგანულ საგანს შევადარე… მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ თიკა ამ დღეს უჩვეულოდ შეუდარებელი იყო.

სამაგიეროდ, ისევ დაფიქსირდა ჩვეული კომენტარები, ჩვეული გრამატიკული შეცდომებით და ჩვეული ადგილიდან:
ა) “ნეტავ თქვენ სად დაგიმაგრეს მიკროფონი ბატონებო და ქალბატონებო” – “ებ” ნაწილაკი, როგორც წესი, მრავლობით რიცხვს აღნიშნავს. ვანიკო, ისევე როგორც თიკა მხოლობითი რიცხვია. მიკროფონები მაგრდება ტანსაცმელზე. ტანსაცმელს იცვამენ. ჯამი ჭურჭელია…
გრამატიკულად გამართვის შემთხვევაში კი, ეს ფრაზა შინაარსობრივად რელევანტური მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ყოფილიყო, როგორც ეს ერთ ძველ ანეგდოტშია:
ტაქსისტს შიშველი ქალი ჩაუჯდება მანქანაში და რადგანაც ყველა კაცი ერთნაირია, მათი ეს მუზმუზელა წარმომადგენელიც პერიოდულად სარკეში აპარებს თვალს.
“-რა იყო შიშველი ქალი არ გინახავს?!” - უკვირს მგზავრი
” – როგორ არა. უბრალოდ, მაინტერესებს ფულს საიდან უნდა ამოიღოთო” – პასუხობს ტაქსისტი…
ეს ისე
ბ) “დღეს თქვენ დგეხართ დიდ სცენაზე…” - ზმნა “დგომა” მეორე პირის მრავლობით რიცხვში გამოითქმის როგორც “დგახართ”
გ) “ცოტა მეშინოდა დღევანდელი დღე წარუმატებლად დაიწყო – თქო” - ნაწილაკი “თქო” გამოიყენება მაშინ, როდესაც ერთი პირი მეორეს მესამესთან რაიმე სათქმელს აბარებს, ხოლო როდესაც ადამიანი თავის მიერ ნათქვამ სიტყვებს, გამოიყენება ნაწილაკი – ”მეთქი” (მეხუთე კლასის გრამატიკის სახელმძღვანელო)
ამასობაში, კონცერტებზე კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა. წამყვანები “აიძულებენ” ხალხს, რომ გამოიცნონ სად მთავრდება ამოქაქანება და იწყება კომენტარი. როდესაც გულის კალაპოტიდან ამომგდები ნომრები სრულდება, ალბათ გადაცემისთვის უფრიანი (უფრო უპრიანი) იქნება, თუ გულს, ამ ბუნებრივ თხოვნას შეუსრულებენ და დააცდიან, რომ ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდეს.

გულიდან სხეულის სხვა ორგანოებზე გადავინაცვლოთ. ერთი ბრეჟინევისეული ფრაზის გათანამედროვებული ვერსიით თუ ვიტყვით: “ანახეთ გუგას ფილტვები მსოფლიოს და სიგარეტის მოწევა აღარ იქნება”.
ახალგაზრდა შეპირმოქმედის გამოსვლა იმდენად ყურმბეჭდავი აღმოჩნდა, რომ მისი ფინალსმიღმა დატოვება, შემდეგ ორშაბათს ”ნიჭიერზე” ჩართული ათიდან ცხრა ტელევიზორის რიცხვს კიდევ რამდენიმე ერთეულით შეამცირებდა.
ჰო, რეიტინგზე გამახსენდა… ”ნიჭიერში” პროფილისეულმა წიაღსვლებმა ისე იმატა, რომ დიდია შანსი, მალე ორშაბათობითაც “პროფილი” გავიდეს, ამჯერად “ნიჭიერისეული” წიაღსვლებით. გასაგებია, რომ აკას და გვანცას ერთმანეთი უყვართ, რომ ქორწილიც ამისთვის გადადეს და ნომრის შესრულებისასაც იგრძნობოდა, რომ მათ ერთმანეთთან მხოლოდ ცეკვის სიყვარული არ აკავშირებთ. მე მგონი, არც ის არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფორმაცია, თუ სად არის მებონიების ოჯახისათვის ამ გვარის მიმნიჭებელი ადამიანი. უკვე “ხუთშაბათი საღამოს” სიტყვათშეთანხმებით ხუმრობაც იმ დასაშვებ ზღვარს გაცდა, რომლის იქით სიცილის ნაცვლად უფრო სხვაგვარ ემოციებს იწვევს.
ესეც ისე…

კარგი გამოსვლა ჰქონდა რამაზ გარშაულაშვილს… გამოსვლა რა, გადასვლა! ფინალის მრავალფეროვნებისათვის, მეორე ფინალისტ, ალბათ, სწორედ ის უნდა ყოფილიყო. ბოლოსდაბოლოს, სიმღერა ყოველ მესამე ქართველს შეუძლია და თოკზე უთოკოდ ტაშტით სიარული მხოლოდ ერთეულებს. მართალია, სუნთქვის შეკვრა კარგ სიმღერასაც შეუძლია, მაგრამ დაძაბულობით შეკრული სუნთქვა უფრო ძნელი გასახსნელია და ნომერიც შესაბამისად, უფრო ეფექტური.
რადგან მეორე ფინალისტზე ჩამოვარდა სიტყვა, ბარემ აქვე გამოვთქვამ ვერსიებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა პრინციპით აირჩია ხალხმა მეორე ფინალისტ(ებ)ი:
ვერსია # 1: “კარგად იმღერეს” – თუმცა, ამ ლოგიკით მეორე ნახევარფინალში მარიამ კახელიშვილს უფრო მეტი ხმა უნდა ჰქონოდა;
ვერსია # 2: “მხიარული დუეტი” - თუმცა, ამ ლოგიკით ფინალში მამა-შვილი ღამბაშიძეები უნდა გასულიყვნენ;
ვერსია # 3: “თბილი ისტორია ” (ბაღიდან ერთად მოვდივართ ხელიხელჩაკიდებულები) – თუმცა, ამ ლოგიკით, აკას და გვანცას ქორწილი კიდევ უნდა გადაედოთ…
ვერსია # 4: “საყვარლები არიან” – თუმცა, ამ ლოგიკით ტყუპებს კონკურენტი არ უნდა ჰყოლოდათ.
ვერსია # 5: “სტრეიზანდის სიმღერა შეასრულეს” – თუმცა, ამ ლოგიკით, ხათუნა მეგრელიშვილმა რაღა დააშავა?
ვერსია # 6: …
ყველაზე მართალი, მე მაინც ბოლო, მეექვსე ვერსია მგონია.
ახალი არ იქნება თუ ვიტყვი, რომ “ახალი სტილისგან” ჟიურის მსგავსად, სხვებიც უფრო მეტს ელოდნენ. ერთადერთი რამაც გაოცებისაკენ მიბიძგა ის მოცეკვავე იყო, რომელსაც თავისი სხეულის ტერიტორიაზე “თავბრუსხვევა ნონ-გრატა” ჰქონდა გამოცხადებული.

იოსებ გოგიას ცეკვას რაც შეეხება. მისთვის ყველაფერი შეიძლებოდა გვეწოდებინა, გარდა “ეროტიკულისა”. კლასიკური მუსიკის მოყვარული ნიკასგან კი ის გამიკვირდა, რომ მას ამ მუსიკის ბოლომდე მოსმენის სურვილი აღარ გაუჩნდა.
ჰო, ეროტიკულს რაც შეეხება. შემდეგი ნახევარფინალი, სულ მცირე, იმით მაინც იქნება გამორჩეული, რომ…
…და ისე, ქართული რეალური შოუები ყოველთვის გოგოების აქტიურობით უფრო გამოირჩეოდა. შემდეგ გადაცემაში კი უკვე მამაკაცთა “გახურებას” უნდა ველოდოთ…

რატომ before/after ? ნიჭიერის მეორე გადაცემა ჩემთვის ამ ეპითეტით რამდენიმე გამომსვლელის გამო დახასიათდა, რომლებსაც ადრეც ვიცნობდი და ეხლა ნიჭიერში უფრო გაზრდილები და განვითარებულები ვნახე^^პირველივე გამომსვლელებით ძალიან მოვიხიბლე მეც და ჟიურიც და ალბათ ყველა^^ 7 სიმპატიური ბიჭისგან შემდგარმა ჯგუფმა Dream Walkers-მა შესაფერისი კლუბური მუსიკის ფონზე შესრულებული ცეკვით … განაგრძეთ კითხვა კომენტარები კომენტარი
დაიწყო ნიჭიერი და კალენტარში ცვლილებების შეტანის დროა ისევე როგორც წინა 2 წელს მოხდა. ნიჭიერი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი ……… ზოგადად “ნიჭიერს” ჩვევია მაყურებლის შოკში ჩაგდება, შოკს კი ზოგჯერ ზედმეტად კარგი ნომრები იწვევს, ზოგჯერ ზედმეტად ცუდი. პირველი გადაცემიდან მე როგორც მაყურებელს, მეორე ნომერმა მომგვარა… განაგრძეთ კითხვა კომენტარები კომენტარი
19 მარტი, ორშაბათი. დღე რომელსაც მთელი საქართველო ელოდა. ის დღე, როდესაც რუსთავი 2-ის ეთერში განახლდა ერთერთი ყველაზე პოპულარული და რეიტინგული შოუ ”ნიჭიერი”. გადაცემა, რომელიც მომავალი 3 თვის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებას შეცვლის. ამ პროექტმა უკვე დიდი ხანია თითქმის ყველა რეკორდი მოხსნა ქართულ ტელესივრცეში და ახალ სეზონში ახალი ტალანტების აღმოჩენას გვპირდება, რაც პირველ გადაცემაშიც ნათელი [...]
ნიჭიერში ნიჭიერებზე მეტად გადაცემის წამყვანები მომწონს ხოლმე, გენიალური დუეტია, ძალიან ბუნებრივი და სასაცილო. მე რომ ვბრუნდებოდე სცენიდან გაბრაზებულ-ნაწყენ-დაბოღმილ-გულდაწყვეტილ-შერცხვენილი, სულ დამავიწყდებოდა ყველაფერი, ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს აქედან, ტელევიზორის წინ რომ ზიხარ, აი იქიდან… განაგრძეთ კითხვა კომენტარები კომენტარი






ჩვეული სტილით გააქილიკა ყველა :)))
მომწონს :))))
მიყვარს მე ამ ბიჭის წერის სტილი !!!
ხატუსია,მეც :))
ნინო ჯავახიშვილი ფინალში!!! იაქტიურეთ ბიჭებო :D :D
ჯამი ჭურჭელია… : ))
გამოსვლა რა, გადასვლა! : ))
ვაიმე ძაან მომეწონა=))) რეალისტურად არის ყველაფერი აღწერილი=))))) მასე გააგრძელე!!!
“ჯამი ჭურჭელია ” – გულიანად გამეცინა. ყოჩაღ ბექა!
და თუ ეყურებათ მაინც ? :)
ბექა გეთანხმები რომ რანაზ გარშაულაშვილის ნომერი ძალიან მაგარი იყო..ცოტა გამიკვირდა როცა ორ არჩევანს შორის ჟიურიმ გუგასთან ერთად აკა და გვანცა დაასახელა და არა ბატ.რამაზი..რაც შეეხება ხალხის არჩეულ ფინალისტს,აქამდე ვფიქრობდი რომ ქართული რეპერტუარი იყო მიზეზი,მაგრამ მარი და ბაბია თუ ბასტი ბუბუა,როგორ მიიღეს ამხელა პროცენტი,მართლა ვერცერთ კრიტერიუმში ვერ ჩავსვი გარდა ერთისა…ვერსია # 6.
აი ია, აი თითი. ))) გოგონას რომ თოჯინა ეჭირა ხელში და ნომერში იყო მისტიკური მომენტები ეს არ არის არგუმენტი იმისდასასაბუთებლად , რომ ნომერი იყო ცუდი. არგუმენტი შეიძლება იყოს შესრულების დაბალი დონე, აზრს მოკლებული იდეა და ა.შ. თუმცა მაიას არგუმენტები მოყავს, ტირილს მოგანდომებს ადამიანს.
დავიწყნაროთ ნერვები უმორჩილესად გთხოვთ.. )) ეს ისე .. :)
პეპე
გეთანხმები მაიას არგუმენტებთან დაკავშვირებთ!!! ისეთ რაღცას იტყვის ხოლმე ახლოს რო არ არის საერთოდ თემასთან!!!! რა შუაში იყო მაგალითად იოსებ გოგიას ნომერთან ეროტიკა ჩემ გონებამდე ვერ დადის!! არ იცის რა დროს რა უნდა თქვას და უაზროდ გამოდის ხოლმე რაც ძაან მოქმედეს ჩემს ნერვებზე არადა ყველაზე რეიტინგული გადაცემის წამყვანიაო,,,,
დილიდან ველოდები შენს პოსტს :))))
ძალიან კარგი იყო
თუმცა გამიკვირდა
მაიას ღრმაბავშვობისდროინდელ მოგონებას რომ არ შეეხე სტაფილოსფერ სპორტულებზე
#6-ზე არ გეთანხმები. იმიტომ გადავიდნენ რომ ნიჭიერები არიან და თუ ეჭვი გეპარება ეს ვიდეო ნახე >>>>> http://www.youtube.com/watch?v=5K8kFQWZSuo და მითხარი რას ფიქრობ!
და იმას დავამატებდი რომ ეს სიმგერა იმგერა ყოველგვარი მომზადებისა და მასწავლბებლების გარეშე. ჩვენ მეგობრებმა ვთხოვეთ ემგერა და გაოცებულები ვუსმენდით. რამხელა დიაპაზონი აქვს და რამხელაზე ადის სიმგერაში. თუ ყრუები არ ხართ იმედი მაქვს მიხვდებით :)))) ძალიან რთული სიმგერაა და მომზადების გარეშე რამდენი შესძლოო…..!!!!!!!!!!!
აე, ისევ ეს ამოტრიალებული ვიდეო, მერამდენედ მიმეჭირა…
Remedios@ :DDDDDDDDDDDგამეცინა შენს კომენტარზე…მეც მიმეჭირა და ისევ ამაოდ:)))))))))0
ჰოდა, მაია სწორედ იმიტომ არსებობს რომ გვატიროს კვირაში ერთხელ, განტვირთვისთვის ;)
ისე მაია ნანუკას კის სჯობს, ის ნანუკა სულ მთლად გიჟია, ეს კიდევ ეხლა იწყებს სიგიჯისკენ სვლას. )))
კვირაში ორჯერ გამოდის უკვე . ნამეტანია!
სიმღერა უნდა იმღერო )) დიაპაზონი , მესმის ალბათ აქვს , მაგრამ სიმღერა ლამაზად უნდა იმღერო და არა იყვირო )) დიდი განსხვავებაა , მგონი ამ გოგონას “მტერი” არავინ იქნება )) მაგრამ მართლაც “ყრუ ” უნდა ვიყო რომ ამ სიმღერით სიამოვნება მივიღო , პირადად მე ! წარმატებებს ვუსურვებ მაინც , სასხვათაშორისოდ ! ღიმილით ვკითხულობ , თქვენს პოსტებს .. ))
დაურეკეთ ან დაუმესიჯეთ ავთო ნაცარაშვილს ! ! ! ნომერი : 9123
კარგი პოსტია, კარგი :)
კარგი წერის სტილი გაქვს! და რაც შეეხება ეროტიკულ ცეკვას!! ეროტიკული იმიტომ უწოდეს რომ ნელნელა ხდიდნენო! მაგრამ მე ამ ცეკვის შინაარსი ვერ გავიგე! ისე დაეცადათ ცოტა! ეცალათ დაემთავრებიათ ცეკვა! თან მისი ახალი მოსწავლეები გამოყავდა !!! მე ვაცლიდი და ცოტა მოგვიანებით დავაჭერდი X ხელს! რავიცი აბა!!
XXX
ბექა კარგი პოსტია როგორც ყოველთვის! ლანდიშა აღარ წერს?
საღოლ ბექა. შენი აზრი ზუსტად ემთხვევა ჩემსას :) კარგი იყო ! ჯამი ჭურჭელიაზე მეც გულიანად გამეცინა :D ხალხის მიერ არჩეული ფინალისტების შესახებაც მომეწონა.კარგი ლოგიკა გქონია ძმა : )
ლოგიკასთან ერთად იუმორითაც მოვიხიბლე : ) ( მესიჯები აღმართს ხნავს :)))
რას ვერ ვიგებ, ამ პოსტის და საერთოდ myvideo.ge-ში ნიჭიერის ვიდეოების და გსხვა პოსტების ავტორი, ესეთი გამართული სიტყვებით და სტატიებით, ნიჭიერის ყოველი კონცერტის დამსწრები და კულისებში კონკურსანტებთან ნალაპარაკი, ჟურნალისტია? ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს!!!!!!!!!!!!!!!!!
კიი მაგარი პოსტიაა დზალიააან : ))) ახლა კი მე west side dance- ს ვგულსჰემატკივროოობ : ))
@ ბექა მაგარი პოსტია :D :D
”ჯამი ჭურჭელია მომეწონა” :D:D:D:D
ანა ხანჩალიანი რო გადავა ეგ ყველამ იცის და სობია იმაზე ვილაპარაკოთ მეორე ფინალსტი ვინ უნდა იყოს, ჩემი აზრით ანი პავლიაშვილი
აუუ მეტისმეტად ჩაეძიები ხოლმე ამ ჯიურის მეტყველებას ზოგ რაგაცეებში არ გეთანხმები:*
ანი, სწორედაც რომ უნდა ჩაეძიოს. არ უნდა დაუშვას მითუმეტეს ჟიურიმ ეგეთი ელემენტარული მეხუთე კლასის შეცდომები რა :| გაუნათლებლები რომ არიან ზოგ-ზოგიერთები,თუ არ უთხარი ჰგონიათ სწორად ლაპარაკობენ. ჟურნალისტს პირველ რიგში გამართულად ლაპარაკი მოეთხოვება და შემდეგ კონკურსანტების შეფასება : )
ნუუ,მოკლედ თიკას ჩაცმულობაზე “პოემები” იწერება რა…
ჩემი აზრით ანი ხანჩალიანი და ვესტ საიდ დანსერს გავაა.. და თუ ჩემი ვარაუდი გამართლდა მერე რაცხას დავწერ…
მოკლედ მარის ან ბაბის ამამ ან ვიმემ ”იყიდა” სმს-ები ეს სიმარეტლეა და ამას გავუსტოტოტ ტვალიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
ძააააააააალიან მაგარია.. შენს პოსტებზი ყოველთვის ბევრს ვიცინი, და ისიც ძალიან, მომწონს, რომ გრამატიკულ შეცდმოებს ასწორებ, მაგაზე მეც აცრილი ვარ და ნერვებზე ვიშლები.. მემგონი ყველაზე კრეატიული, დაკვირვებული და მაგარი ბლოგერი ხარ ამ ბლოგზე.. :))
ბექა, მართლა რეალურად და ლოგიკურად მსჯელობ, როგორ შეიძლება არ დაგეთანხმო :);)
ნამდვილად კარგად წერს ეს ადამიაი მაგრამ ერთი შენიშვნა მაინც მექნება ინგლისი გუნდები კი გადადიან მაგრამ გამარჯვებული ფრო მეტად ლგაში სხვა გუნდებია ხოლმე, მაგ ბარსელონა, და კიდევ ვერაფერს საჭინააღმდეგოს ვე ვხედავ თუ ამ გადაცემიდან ორივე მომღერალი გავა და ორივე ანი , მაგრამ მე პირადად ანი პავლიაშვილს ვგულშემატკივრობ, და ვფიქრობ ნამდვილად ირსია მოგების, ისე თქვენი ვარიანტები მანტერესებს აბა ინ უნდა გადავიდეს მმდევნო ტურში რა თუარა ანი პავლიაშვილი და მეორე ანი???კიდევ ავთოც კარგ კონკურსანტია.
ავთოც? ც აღარ იყო საჭირო
ავთოც იმიტომ დავწერე რომ შეიძლება ვერ გადავიდეს ისე ე ავთოს და ანი პავლიაშვილის გადასვლა მინდა უფრო მეტად )
ბექა,ძალიან ხარ როლში შეჭრილი…რატომღაც მომეჩვენა,რომ გადააჭარბე…ცინიზმი ყველაფერს არ უხდება ხოლმე…ისე არ ხარ ცუდი ბლოგერი.გრამატიკულ შეცდომებს ასე თუ ჩავუღრმავდით,ვეგარ ჩაგვირთავს ტელევიზორი და ეგაა…
West Side Dancers უმაგრესიიიიი ჯგუფი და კიდე ანი ხანალიანი უმაგრესიიი :*:*::*
კიიი ხანჩალიანი გავა უეჭველი და west side dancers ეგ ჩემი აზრია… …. ნამდვილად იმსახურებენ და ამის მიზეზებიც ბევრია
მუშაობენ ქორეოგრაფის გარეშე, ასაკითაც პატარები არიან… ამიტომ გასვლას იმსახურებენ და ნახევარპინალში რას იზამენ თქვენც ნახავთ :*
maggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggggg
ხალხნო, დიდი შეცდომა იყო, რომ რამაზ გარშაულაშვილი არ გადავიდა ფინალში, ეს კი იმის მიმანიშნებელია, რომ ფინალი ძალიან ერთფეროვანი, მოსაწყენი იქნება. სიმგერა ყოველ მე-3 ეს შეუძლია და არ ვფიქრობ რომ ეს განსაკუთრებული ნიჭია, აი რამაზი მართლაც ღირსი იყო გადაყვანის. ჩემი აზრით, ასე ვთქვათ, ” ცეცხლს დაანთებდა ფინალში და ცოტას მაინც გაახალისებდა. მაგრამ ახლა ხაჩალიანი ნამდვილად უნდა გადავიდეს, თუ ისინი გადავიდნენ, მაშინ რა დააშავა ამან? და მეორე თU ჩემი აზრი გაინტერესებსთ, ჯავახიშვილი უნდა გადავიდეს… ჩვენ არ გვსურს, მხოლოდ მომღერლებს რომ ვუსმინოთ, ჩვენ გვინდა შოუ.. ამას კი ნინო ჯავახიშვილი შეძლებს…( ყოველ შემთხვევაში დიდი იმედი მაქ, თორემ ისეთი მოსაწყენი გახდება , რომ რავიციიი…) მაინტ
ერესებს თქვენი აზრიც….
ჯავახიშვილის შოუს “DIVA”-შიც ნახავ :) :) :) მე,პირადად,მირჩევნია კიდევ მომღერლები ვიხილო ფინალში,ვიდრე ვიდრე ვიღაცის არცთუ ისე ლამაზი სხეულის გამომზეურება…და ვთქვათ და გავიდა(ფთუ,ფთუ,ფთუ :-) ),ფინალში რას გაიხდიიის?
ბექა მომწონს შენი წერის სტილი =X
გიო გეთანხმები ყველაფერში ჯავახიშვილის გარდა. TALENTED მაგიტო უნდათ ფინალში გადაყვანა რო რაც ფინალში უფრო გაიხადოს :D მე რამაზის ვბალეშიკობდი.ეხლა პარკურს ვუბალეშიკებ.მაგრები არიან : )) და ჯავახიშვილი თუ გადავიდა მაშინ მართლა LOL
ზუსტადაც არაა სწორი ყველაფერში ეგრე ჩაძიება მაია ასათიანი მე მომწონს რომელი მეტყველებს საქართველოში უკეთ მაინტერესებს რააა..
არა მე არც მგონია, რომ გადავა ჯავახიშვილი, ხალხი არ გაიყვანს და ჟიური ხო ვაფშე არ გადაიყვანს
ჯავახიშვილი ნიჭიერში რას მოვიდა, მაგას ნიჭი კი არა გარყვნილობა ქვია
არა, ნათ, გარყვნილობა კიდე ცოტაა სათქმელააად !!! ფუუ!!! : ((
მაგას ვინც წერს დაბალი დონის მგონია : ) პროფესიონალი მოცეკვავეა რას ერჩიტ მარტო გახდას რომ უტურებთ აბა ეგრე მოიქნიეტ ნათიებო პეხები ტუნდაც ჩაცმულებმა : )
ანი, საქართველოში მაიაზე ცოტა უკეთესად მაინც თუ აღარავინ მეტყველებს , დაე, გადასულა ჯავახიშვილი ფინალშიც.
ყველაზე რეიტინგული გადაცემის წამყვანს , ისეთი, როგორიც “პროფილია” , ქართულად და აუცილებლად სწორად მეტყველება ,სხვებზე მეტად მოეთხოვება. თორემ იმ ამბებს, რასაც მაია მოგვითხრობს ყოველ კუთხე-კუნჭულში შეიძლება გაიგო. ანუ, იმის თქმა მინდა ,რომ ახალს და სასწაულს არაფერს გვიყვება. მაგრამ აქაც, როგორც სხვა დანარჩენ შემთხვევაში, გემოვნების საკითხია რა მოგვეწონოს და რა არა.
“ნიჭიერშიც” თუნდაც, როცა სამსახური გაქვს ისეთი ან უნდა შეაქო და ან შენიშვნებით აავსო, თავად ელემენტარული (ანუ, როგორიც ქართულია -ქართველისთვის არ უნდა გეშლებოდეს.)
ხოდა, სხვას არაფერს აკეთებს ბექა, თუ არა მის სამსახურს, დაინახოს და დაგვანახოს ამ შოუს “სიკეთე” და ნაკლი.
ბექა შენნაირი ბევრი ჭირდება საქართველოს :D მე გეთანხმები ყველაფერში.
თინა,მაია ბრწყინვალედ მეტყველებსო მაგას არც მე ვამბობ და მეც არ მომწონს ხოლმე მაგის კომენტარები,მაგრამ სწორად რომელი ჟურნალისტი მეტყველებს და თან ლაივში მითხარი აბა და ხმას აღარ ამოვიღებ…ბექა მემგონი ეროვნულებზე ქართულის ტესტების გამსწორებლად უფრო გამოდგება,ვიდრე ნიჭიერის ბლოგერად.მაიას შეცდომების გარდა იქ არაფერი მომხდარა საინტერესოოოო?მე თინის პოსტი მომწონს…
იქნებ თქვათ ეს ბექა ვინაა, უბრალო მაყურებელია თუ რუსთავი 2 რზე მუშაობს?
ხოდა , ამიტომაც ვამბობ , მაია თვალში ჩაგვივარდა :) ანუ, ძალიან თვალსაჩინო გახდა მისი მეტყველება , თორემ ჯურნალისტიკას ბევრი წყალი რომ უნდა ვუსხათ , ვიდრე აყვავდება , მაგაში მეც გეთანხმები.
მაგრამ ეს კიდევ სხვა თემაა ..
ბექას რაც შეეხება , სიამოვნებით მოუსმენს ადამიანი ტელევიზორიდან იქნება ის თუ რადიოდან და ასევე სიამოვნებით საკითხავი იქნება ჯურნალშიც და გაზეთშიც მისი ნაწერი.
თინი მეც მომწონს .. მისი მარტივი წერის სტილით.
ხალხნო, რას ერჩით ჯავახიშვილს, დიახაც რომ უნდა დაუმესიჯოთ, შეიძლება თითოეულმა თქვენთაგანმა იცეკვოს ესე სახლში, მაგრამ სცენაზე ვერა, აი ესეც ნიჭია რასაც ის აკეთებს…(კიდე რას გადავეკიდეთ მაიას, ჩვენ რედაქციით კი არ ვართ დაკავებულები, არამედ უნდა შევაფასოთ გამომსვლელი… მართალია რომ საქარტველოში ჟურნალისტიკა არ ყვავის, მაგრამ ამას ” ნიჭიერის” ფონზე ნუ გავამწვავებთ… ამ ორშაბათს.1. ანი ხანჩალიანი.2? უფრო ( “ვესტ საიტ დანსერს” ასე ვფიქრობ) თქვენ?
ბექა მართლა არაა ცუდი ბლოგერი…პირიქით(მისი ბიოგრაფია მაგრად მომეწონა)…უბრალოდ ახლა გადაამეტა…ლაივში ისე შეიძლება მაგასც გაუჭირდეს მეტყველება,ეგ არავინ იცის…საკითხავად,გეთანხმები,საინტერესოა…
: >
ხაჩალიანი და ჯავახიშვილი შევთანხმდეთ რა….
რაც შეეხება ასათიანს ვფიქრობ სუსტი ტელე წამყვანია,კვალიფიკაცია ესაჭიროება:)საუბრის გარდა კი მის მანერას , სტილს, ხმის ტემბრს და ა.შ რაც მნიშვნელოვანია ტელე წამყვანისთვის დახვეწა ჭირდება თუ ეს ბუნებით არ აქვს
ხანჩალიანი , პავლიაშვილი,ავთო,ველურ ნიჭთან გვაქვს საქმე
რავი! შეიზლება სცენაზე ცეკვას გამბედაობა ჭირდება,მაგრამ შენ თუ ჯავახიშვილის ”ქუჩურ”(ეს კულტურულად)მანერებს ცეკვას უწოდებ მაშინ არ იცი რა არის ნამდვილი ცეკვა და ხელოვნება.ეგზოტიკური ცეკვა(როგორც თვითონ უწოდებს)საძინებელში აქვს ნასწავლი.იმედია არ დაუმესიჯებთ და ამჯერად აუტსაიდერს არ გაუშვებთთ !!!:( პატივისცემით
კარგი, რავი , მართლა ისე არ გამომივიდეს, თითქოს რაღაც პრინციპული დაინტერესება მქონდეს მაიასი ან მისი მანერების. უბრალოდ უკეთესი იქნება თუკი პუბლიკამდე მის საკუთარ თავზე წაიმუშავებდა ცოტას მაინც. სულ ეს არის!
ჯავახიშვილი არა, რა! და მხოლოდ იმიტომ არა , უმრავლესობას რატომაც არ სურს. არის კიდევ ერთი და არც თუ ისე ნაკლებ მთავარი მიზეზი .
ანიზე მეც ვფიქრობ, რომ გავა და იმსახურებს კიდეც , ვფიქრობ.
არც მე ვეთანხმები იმ აზრს რომ ფინალში არის გადასაყვანი ჯავახიშვილი , მაგრამ -კატე- ცეკვა არის ხელოვნება, რომელსაც ჭირდება ნიჭი , ისევე როგორც სიმღერას მაგალითად და სტრიპტიზი კიდევ ცეკვის ერთ-ერთი სახეობაა. და ხალხი (ჯავახიშვილის ნაახევარფინალში გადაყვანით ვინცაა უკმაყოფილო ) რო იძახიან რა უნდა გააკეთოს ნახევაფინალშიო, მომღერლებს თუ არავინ კიცხავს იმის გამო რომ მეორე ტურში ისევ მღერიან , რატომ ამბობენ რომ მოცეკვავეს მეორეც ცეკვა არ შეუძლია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ არ გადაიყავნოთ ხალხო ფინალში ჯავახიშვილი, არ დაუმესიჯოთ, სამაგიეროდ დაუმესიჯეთ და დაურეკეთ ავთო ნაცარაშვილს 9123 ( 91235 ) .
მიდი ავთო აჩვენე ყველას ვინ არის ნამდვილი ნიჭიერი მანდ.
ჩემი აზრით ასე წინასწარი დამესიჯება და წინასწარი ვარაუდები საერთოდ აზრს მოკლებულია… იმიტომ არის ნახევარფინალი , რომ ადამიანმა უყურო, შეაფასო და ის გადაიყვანო, ვინც იმსახურებს ამას ნაჩვენები ნომრიდან გამომდინარე. იცეკვებს მაგრად ჯავახიშვილი..? გადავიყვან ჯავახიშვილს ფინალში. დაუკრავს მაგრად ნაცარაშვილი..? გადავიყვან ნაცარაშვილს, იმღერებს ხანჩალიანი მაგრად>?? დავუმესიჯებ ხანჩალიანს და ასე ყველა კონკურსანტზე. რაც შეეხება მოცეკვავეთა ჯგუფს რა ნიჭს ხედავთ მათში, მითხრით რომ ფავორიტებში ასახელებთ??? მათ წინა ნომერში რაიმე განსაკუთრებული ნიჭი მე პირადად მართლა ვერ დავინახე. ამ სტილს და ამგვარად საქართველოში უკვე ძალიან ბევრი ცეკვავს. ვინ დამეტანხმებით, ვინ არა, დაწერეთ თქვენი კომენტარები.
http://www.facebook.com/pages/ana-khanchaliani-nichieri/107248329311137?ref=mf
ანა ხანჩალიანის ფანკლუბიიიიიიიიიიიიი
9129 9129 9129 9129 9129 9129 9129 9129 9129 9129 9129 9129 9129 9129 9129 9129 9129
პეპე@ აბსოლუტურად მართალი ხარ…სულ მაგას გავიძახი…მარა აზრი
westside dancers არა ისა…რას ლაპარაკობთ ხალხნო. new style-ს მერე ეგენი რო გადავიდნენ სირცხვილი იქნებაა. ან საერთოდ მაგათი ცეკვა ცეკვას გავდა კასტინგზე?! მაგათზე რეალური კანდიდატი ვერავინ ნახეთ ამ ათკაციან სიაში? ფუფ….
I can’t hear the laughter anymore :((( დოინ.ჯის პოსტები, ადრე განსხვავებული იუმორითა და საკმაოდ სხარტი სიტყვების თამაშით გამოირჩეოდა. სამწუხაროა, რომ ბოლო პოსტი, გრამატიკის სახელმძღვანელოს უფრო გავს, ვიდრე ნიჭიერის ბლოგის პოსტს. და ასევე სამწუხაროა, რომ მისი პოსტი გრამატიკის სახელმძღვანელოსავით მოსაწყენია :(((
ბექაააააააააააააააააააააააააააააააა,უნიჭიერესი ხარ.ვგუჯდები შენზეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე!
9130
დიდი მადლობა
აუ პავლიაშვილს ლუარა ქირია ჯობდა ::))
ვიხუმრე ანას ვგულშემატკივრობ
ჯავახიშვილი გადავუშვათ, ხოლო ხაჩალიანს ისედაც ჟიური გადაიყვანს
პეპე < —— მეც სულ მაგას ვიძახი, დამესიჯება წესით უნდა იწყებოდეს კონცერტის შემდეგ, რომ ნომრის შეფასების შესაძლებლობა მქონდეს, თანაც უფრო სამართლიანი რომ იყოს, ერთი ნომრიდან ერთი ხმის მეტი არ უნდა შეიძლებოდეს, მაგრამ მერე ჯეოსელს რაღა ეშველება…
გრამატიკულ შეცდომებზე ერთი ადამიანი გამახსენდა…ჯეოსტარში სულ ”კარქია”კარქიაო,რომ იმეორებს ხოლმე.:)))
Remedios
ისე ეს მესიჯებიც საქართველოში არჩევნებივით არის. ყოველთვის ერთი კანდიდატურააა დიდი ფორით წინ და დანრჩენები დაბლი რეიტინგებით თანაბრად უკან მიყვებიან. არანაირი ბრძოლა არ იმართება. ნეტა რისი მაჩვენებელია ეს.??
საუკეთესონი არიან ეგენი ეტყობა :D
ტრივიას გამარჯვებულები და პასუხები როდის დაიდება?
#6-shi ver dagetanxmebii, imitom gadavidnen rom nichierebi arian, #1c shecdi, radgan tuki matematika xels giwyobs shegedzlo gamogeangarishebina da mixvdebodi rom mariam kaxelishvilma 13 atasze meti xma daagrova xolo marim da babim 9 atasi, #5 xatunas araferi daushavebia , ubralod maris da babis doneze ver imgeraa… sxva punktebshic gakvs shecdomebii :P:P ubralod exla wera mezareba ;)
”ბზუ”კარგად ვიცი( რა თქმა უნდა) რა არის ხელოვნება.ერთი ”საჯდომის”გაქნევამაც კი შეიძლება ადამიანი მოხიბლოს,ანუ ესეც ნიჭია.ცეკვას კიდევ ჭირდება ესთეტიკა,სიყვარული,მანერა რომელის წარმოდგენა ჯავახიშვილს არ აქვს.ისე კი შეიძლება დაიხვეწოს ამ მხრივ თუ სურვილი ექნება ან გაიაროს შემსწავლელი კურსები ( პროფესიონალთან.)რაც შეეხება სიმღერას.ეს კი ბუნებრივი ნიჭია,და მოცეკვავეს ან ნებისმიერს თუ ლარინგიაარ აქვს შესაბამისი ვერ იმღერებს,ცეკვას კი ყველა ისწავლის თუნდაც არაპროპესიონალურ დონეზე.
“ცეკვა” ზოგადად შეიძლება ყველამ “ისწავლოს”, მაგრამ თუ ჩავუღრმავდებით ცეკვის სახეებს, ყველანაირ წვრილმანს და დეტალს, გადაჭრით ვეღარ ვიტყვით: ეს ის დარგია, რომლის შესწავლაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია… მე მაგალითად ქართულებს ვცეკვავ, ჩვენთან უამრავი მსურველი მოდის, მაგრამ იმედგაცრუებულები მალევე მიდიან, რადგან არ აქვთ ცეკვის ნიჭი, მოქნილობა, მუსიკის განცდა და შეგრძნება… ესეც ბუნებრივი მონაცემია, როცა კარგად ცეკვავ..ამიტომ, მხოლოდ სიმღერის ნიჭს ნუ უწოდებთ ბუნებრივს და საერთოდ კარგი იქნება გავიხსენოთ სიტყვა “ნიჭი” რას ნიშნავს ძველი ქართულიდან : )) ეს არის ძღვენი, საჩუქარი, რომელიც ღვთისგან ეძლევა ადამიანს და ვლინდება ნებისმიერი განსაკუთრებული მონაცემით, რითიც გამოირჩევა ის სხვებისგან, სიმღერა იქნება ეს, ცეკვა, არტისტიზმი თუ კბილებით მანქანის გამოთრევა, ანდა თუნდაც ხანჯლების ყლაპვა თუ თოკზე ცეკვა… : ))
ეს ყველაფერი ნიჭია და ამ მარტივი მიზეზის გამოა ყველა ასეთი მონაცემის მქონე ადამიანი ამ პროექტში…P.S. …..და თუ შენს საქმეს უმაღლეს დონეზე აკეთებ, ნიჭიერის სტატუსი გარანტირებულიააა !!!! : ))
ნააათ_18…და შენ დარწმუნებული ხარ,რომ ყველა ასეთი ადამიანი ნიჭიერშია?მე არა…მე ახლა აქ უნდა ვიჯდეე? :) :) :) არა,ეს ერთგვარ ხუმრობად იყო ჩფიქრებული(წერისას),მაგრამ მართლა არ მიმაჩნია,რომ ნინო ჯავახიშვილიც და მარიამ კახელიშვილიც ერთნაირ სტატუსს უნდა ატარებდნენ.
pinkerle,მომეწონა შენი დაზუსტება ხმების რაოდენობასთან დაკავშირებით…ისიც მომეწონა,რომ ბექასაც ისევე უხეშად გაუსწორეს “შეცდომა”,როგორც ამას თვითონ აკეთებს ხოლმე…ბევრს ასიამოვნე :);)
T.ale.N.ted
მე უბრალოდ ზოგადად მინდოდა ხაზი გამესვა იმისთვის, რომ მხოლოდ სიმღერა არაა ნიჭი… ისე მაგაში 100%იანი ხარ, რა უნდა ნინო ჯავახიშვილს მანდ, ჩვენი სირცხვილია მასეთი ადამიანები…ეგ ნიჭიერი კი არაა… ხო იცით ვინცაა??? : ))
მე მაგალითად ანი პავლიაშვილი მინდა გადავიდეს, იმიტო რო თვითონ წერს და ძაან მაგრათ მღერის, ხოლო ანი ხანჩალ;იანი ყველამ იცის რო გადავა და სობია მეორე ფინალისტი გამოვარკვიოთ
და T.ale.N.ted. მასე რატო ფიქორბ რო ჯავახიშვილი და კახელიშვილი ერთნაირ სტატუსს უნდა ატარებდნენ?
ნააათ_18, კარგია ნიჭის ზუსტი მნიშვნელობა რომ შეგვახსენე :) . ხოდა , დავიჯერო ღმერთისგან ნაბოძებია ნინოში სტრიპტიზის ცეკვის ნიჭი ? :))
T.ale.N.ted სულაც არ ფიქრობს მასე : ))
იმიტომ,რომ ვიღაც-ვიღაცები ისე თავგამოდებით ითხოვენ,გვარს არ დავასახელებ და,იმის გადაყვანას,არ გამიკვირდება ფინალშიც თუ მომიწევს სხვა არხზე გადართვა:)თუ ფინალში მოხვდა,მაშინ გამოვა,რომ მარიამიც და ეგეც ნიჭიერის სტატუსით ივლიან…
ლანდიშა აღარ წერს პოსტებს? მიპასუხეთ ვინმემ
ანა ხანჩალიანი: 91-29
5 ხმა ერთდროულად: 91-29-5
დარეკეთ ხალხო, თორემ “მაინც გადავა”-ს პრინციპით წინაზე ვნახე “მაინც” როგორც “გადავიდნენ”…
თინა
ცეკვის ნიჭი კი არა, მაგას სხვა რამის “ნიჭი” აქვს, რისი თქმაც, სამწუხაროდ, ძალიან მიჭირს : )) ხო ხვდებით, არა? : )) ნეტა არ დაუმესიჯოს არავინ რა : ))
მე მაგრად მომწონს ასათიანი და არ მესმის მართლა რატომ ლანძგავთ.. ;(მაგარი ქალია ძაან.. აი მემანიშვილი კი ოოო გულები დამდიან თავზე ნიკას დანახვაზე…ტნკ ტნკ სკაიპის სმაილივით:D :D :D აი ამ ტურში არავის არ ვგულშემატკივრობ.. ისე ხანჩალიანი გადავა ასე მგონია..
არანაირი საწინააღმდეგო არ მაქვს ჯავახიშვილის.. და არც მიკვირს..(არც შეიძლება რამე გამიკვირდეს ჩემს მეზობლად ცხოვრობს ოჯახი რომლებმაც ახლა შექმნეს.და მეც ვესწრებოდი ქორწლს.. :))))))აქ გასაკვირი არაფერია ხო ერთი შეხედვით?? :P თუ არ ჩავთვლით იმას რომ ორივე ქალია..:D :Dგერმანიაში ვარ) ამის მერე ჯავახიშვილის ცეკვა არაფერია ჩემთის..თუმცა მაინც არ მაქვს სურვილი მისი ფინალში ნახვის.. კი ბატონო იცეკვოს მარა არის ამ ცეკვისთვის შესაფერისი ადგილები..და არც ბარების სიმცირეა მგონი საქართველოში..თუ ვცდები.. არ ვიცი:) ნინოოო იცეკვე მარა არა ნიჭიერში.
ჯავაიშვილი სართოდ ამ პროექტში რატოა? აქამდე როგრო გადმოიყვანეს? ეგ თუ ნიჭია…
ამ ჰადაცემის სახელს რო უკვირდებოდა ალბათ გონება დაკარგული ჰქონდა ვისაც ეგ მეორე ტურში გადაჰყავდა
ხო კიდევ რა საერთოდ არ მომწონს ეს ბლოგერი.. რაღაც სისულელეებზეა ყურადგება გამახვილებული.. და კრიტიკის მეტი არაფერი წერია.. უმჯობესია ცოტა ლაითად შეხედო და ცოტაც იღადავო..:)
მომწონს მე აგი ბოვში :D
ისადა რა უნდა მეკითხა, ბექა შენ აბიტურიენტი ხომ არ ხარ შემთხევით? სულ გრამატიკულ შეცდომებზე წერ ამბოლო დროს :D
მეკა,მეც მაგას არ ვამბოოოობ?ზედმეტი მოსდის…გავიგეთ,რომ ჟურნალისტია და აქვს წერის ნოვატორული ნიჭი,მაგრამ ყველგან და ყველასთან არაა სავალდებულო ამის გამოვლენა.ისე კიდევ კარგი,რომ აბიტურიენტი არაა და კონკურენციას არ მიწევს,თორემ შემეშინდებოდა…
Sophie,შენ არ გეთანხმები…საერთო ჯამში კარგიც კია ბექას ბლოგი,უბრალოდ ეს “მესიჯები აღმართს ხნავს” იყო გადაჭარბებული…
ყველაზე მაგრები არიან მარიამ კახელიშვილი,გულნაზი გოლეთიანი,ანა ხანჩალიანი.ლევან სჰავადზე
მე მომწონს ამის პოსტი, ჟურნალისტი რომ იყო არ ვიცოდი.
ცოტა სახალისოც უნდა იყოს ინტერნეტში პოსტები, მართალია, მაგრამ კარგი პოსტებია მაინც
მეც თინის პოსტები მომწონს მაგარია ძაან ბექა შენიც კაია მარა ცოტა გადაჭარბებული და ყურადღებას უმნიშვნელო რაგაცეებზე ამახვილებ:*
West Side Dancers იმსახურებს ფინალში ყოფნას დაუმესიჯეთ 9121 5
ჯავახისშვილი რას მოვიდა საერთოთ ნიჭიერსჰი …… ეგ გამოსვლა არ იყო ნიჭი
ეგ ჩემი აზრით გარყვნილობა იყო……!!!!!!!!
ანა ხანჩალიანმა მაგრად იმღერა იგი იმსახურებს ფილალში გასვლას დაუმელიჯეთ 9129
Bzu ! გეთანხმებიიი:))) მე ავთოს ვგულშემატკივრობ(ანის ხანჩალიანის შემდეგ) ავთო არის ადამიანი, რომელსაც მთელი სიცოცხლე აქვს მიძღვნილი იმისთვის, რასაც ნიჭიერში წარადგენს. ძან მაგარი კაციაა:)))) (მაგრაამ დაბოლილებში ,,იაღოვა ჩემი კუმირიიი”-ს მაგონებს : )) მომიტევეთ ცუდი შედარებისთვის, მაგრამ… მაინც )
კომენტარის გაკეთება რომ დაგეზარება ისეთი პოსტია…
დრო არ არის დოინჯ, მზექალას ტყავიდან ცოტა გამოხვიდე?
პ.ს.
რაც შეეხება “ამოქაქანებას” და დაცდას სანამ კონკურსანტი სულს მოითქვამს, არ მესმის ეს ფრაზა როგორ უნდა თქვას ადამაინმა, ვისაც ოდნავი შეხება მაინც აქვს ტელევიზიასთან და შეხება თუ არ აქვს ნორმალური, დინამიური გადაცემისთვის მაინც შეუხედავს ცალი თვალით… წყალიც ხომ არ უნდა მიაწოდონ ნეტავ? ან მხრები დაუზილონ წამყვანებმა? ან დარწმუნებული ხარ, რომ ნებისმიერი მაყურებელი მოთმენით დაელოდება სულის მოთქმას და სხვაგან არ გადართავს? როგორც მაყურებლისთვის დავიჯერო ის უფრო საინტერესო არ არის, სწორედ მაშინ მოისმინო კონკურსანტის და შენი ფავორიტის კომენტარი, როცა დარბაზი ისევ ტაშს უკრავს და ცოცხალი ემოცია მოდის?
გაზეთში ხომ არ გადაიტანონ ნიჭიერი და იქ უფრო საინტერესო ხომ არ იქნება, სვენებ-სვენებით რომ წავიკითხავთ მაგალითად საპირფარეშოში???
მაგრამ მგონი არ ღირს… ისეთივე მოსაწყენი იქნება, როგორც ეს პოსტია…
მაპატიე, შენგან მეტს ველოდი.
ანა ხანჩალიანს დაუმესიჯეთ ყველაამ….!!! ეკუთვნის ფინალში გადასვლაც და გამარჯვებაც….!!
კონდოლიზას ვეთანხმები სრულიად!!!!!! ასეთი სიმართლე აქ არავის დაუწერია..:D :D :D
შეიძლება უფრო საინტერესო იყოს , მაგრამ სვენებ -სვენებით გაზეთის კითხვა და უქმად ხანგრდზლივი ჯდომა საპირფარეშოში მავნებელია ! რასაც იწვევს კი იცით ალბათ .
რაღაცა ვიღაცას არ მოეწონაა (ამ პოსტში)და გულზე მოხვდა:)გამიკვირდებოდა ასე რომ არ მომხდარიყო,იმიტომ რომ კრიტიკა რთული გადასახარშია,მით უმეტეს თუ ის არ სრულდება..მაგრამ რა ქნას მჩხაპნელმა თუ გასაკრიტიკებელი თემაც არ ილევა?..მოსაწყენი კი იმათთვის არის ვისთვისაც წიგნის კითხვაც მოსაწყენია და ბლოგებზე მარტო მოდის ახალ ტებდენციებზე სასაუბროდ შედის..ამ ადამიანს თავისი წერის მანერა აქვს,განსხვავებული და ძალიან საინტერესო…სწორედ ამის გამო შემოვდივარ( მე და სხვა ბევრი)და ვკითხულობ.ეს სტილი რომ არ ჰქონდეს,ასეთი კრიტიკული და სარკასტული რომ არ იყოს,მაშინ ორშაბათობით წავიკითხავდით თინის ლამაზ და ამომწურავ პოსტს და სხვა აღარც დაგვაინტერესდებოდა…წარმოიდგინეთ ყველამ ერთნაირად რომ წეროს..რა არის კომუნაა?
საინტერესო პოსტია. გეთანხმები, მაიამ ტვინი წაიღო თავისი პროფილობანით… არ არის საჭირო ამის ყოველ გადაცემაში შეხსენება დავიღალეთ ამდენი lovestory-ის მოსმენით..:|
საკურა, შენ უკვე აყვავდი ჩემს თვალში.
კონდოლიზა@ალუბლის ყვავილი მშვენიერია..
კიდევ ერხელ დამარწმუნა ამ ლაივმა იმაში რომ “ხალხი ბრძენია” ერთერთი ყველაზე მცდარი ანდაზაა…
აუუუუ ისე რააა @@@ ******** არაუშვდა