26 January

“ნიჭიერის” შესახებ

“ნიჭიერის” წამყვანები:

თიკა ფაცაცია და ვანიკო თარხნიშვილი

“ნიჭიერის” ჟიური:

პოპულარული გადაცემის, “პროფილის” ავტორი და წამყვანი მაია ასათიანი

ეროვნული მუსიკალური ცენტრის ხელმძღვანელი ნიკა მემანიშვილი

რუსთავი2-ის მარკეტინგისა და პროგრამების მენეჯერი გეგა ფალავანდიშვილი

პრიზი:

ბინა თბილისის პრესტიჟულ უბანში, კომპლექს DreamTown-ში.

შოუს შესახებ

Got Talent ფრენჩაიზი ბრიტანული ტელეფორმატია, რომელიც სიმონ კოუელის კომპანია SIYO-მ შეიმუშავა. დღესდღეობით შოუ 30-ზე მეტ ქვეყანაში გადის. 2010 წლის პირველი თებერვლიდან კი ამ ქვეყნების სიას საქართველოც შეემატება – შოუს ჩვენთან “ნიჭიერი” ჰქვია.

“ნიჭიერის” შესარჩევი კასტინგი საქართველოს 24 ქალაქში ჩატარდა და მონაწილეობა დაახლოებით 7 ათასმა ადამიანმა მიიღო.
შოუში არ არის ასაკობრივი შეზღუდვა – “ნიჭიერის” ყველაზე პატარა მონაწილე – 3 წლის, ხოლო ყველაზე ასაკოვანი – 86 წლისაა.

“ნიჭიერი” ერთადერთი შოუა, სადაც კასტინგებს ესწრება ცოცხალი აუდიტორია.

პირველი ეტაპი

მონაწილე წარსდგება დარბაზისა და ჟიურის წინაშე. ნომრის მიმდინარეობისას ჟიურის წევრებს შეუძლიათ გამოხატონ უკმაყოფილება და დააჭირონ წითელ იქსს. თუ სამივე იქსი წითლად აინთო, ამ შემთხვევაში ნომერი წყდება.
ჟიური მონაწილეს აფასებს ერთი სიტყვით: “კი” ან “არა”. შემდეგ ტურში გადასასვლელად მონაწილემ უნდა მიიღოს ორი ან სამი “კი”.

მეორე ეტაპი

პირველი ტურის დასრულების შემდეგ ჟიურის სამივე წევრი საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად იკრიბება. ისინი კიდევ ერთხელ გადახედავენ იმ კონკურსანტებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს პირველი ტური და გადაწყვეტენ, იმსახურებს თუ არა ესა თუ ის მონაწილე ნახევარფინალში მოხვედრას.

ნახევარ-ფინალი

“ნიჭიერის” 5 ნახევარ-ფინალი კონცერტის სახით გადაიცემა პირდაპირ ეთერში. თითო ნახევარ-ფინალიდან ფინალში გადადის ორი მონაწილე: ერთი ის, ვინც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს კონკურსის მსვლელობისას, ხოლო მეორე ფინალისტს ჟიური შეარჩევს.

ფინალი

ნახევარ-ფინალებში გამარჯვებული 10 კონკურსანტი ერთმანეთს ფინალურ კონცერტზე შეხვდება. ამჯერად მათი ბედი მთლიანად მაყურებლის ხელთაა – “ნიჭიერის” გამარჯვებული და ბინის მფლობელი ის მონაწილე გახდება, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

14 კომენტარი

  1. ხმების რაოდენობა მესიჯებზე იქნება დამოკიდებული? :გივი:

       0 likes

  2. ლანდიშ, მაგას რაღა კითხვა უნდა? ჩვენ სმს გვასულდგმულებს. თფუი ეშმაკს, ჩვენ კი არა რ2-სა და ჯეოსელს :D

       0 likes

  3. საიმონ ქოუელის ჩამოყვანა ხომ არ იგეგმება?

       0 likes

  4. http://www.youtube.com/watch?v=Nd4tj2oIVro – განწყობისთვის, ბოლომდე უყურეთ

       0 likes

  5. SMS – ები ჩვენი თანთია :)

    ჩვენი ბლოგერები სად არიან დალინკული ?

       0 likes

  6. მიკვირს ამის წამყვანადაც დუტა რომ არ დანიშნეს :D :D

       0 likes

  7. მიდი ჯიმი შესკენ ვარ

       0 likes

  8. მიშკა

    ჯიმი შენკენ ვააააააააააააარტ ზაან მაგარი ხარ

       0 likes

  9. @ANDY – სამი ბლოგერის გაცნობით პოსტებს ალბათ ხვალ დავდებთ ;)

       0 likes

  10. გვანც

    კარგია ახალი გადაცემა ჩვენს დაღლილ ტელესივრცეში :) და ისიც კარგია რომ ამის წამყვანი-ც დუტა არ არის :) (მიუხედავად იმისა რომ მართლა კარგი წამყვანია დუტა, უკვე ყველგან ეგ არის) და მართა საიმონ ქოული რომ ჩამოიყვანოთ საინტერესო იქნება :) ცოტა ბევრი ხო არ მომივიდა? :D:D:D

       0 likes

  11. dzaan magrebi xart

       0 likes

  12. მაია ასათიანი ძალიან მომწონს ძალიან ნიჭიერი ბუნებრივი და კარგი ადამიანია. უბრალოდ მიკვირს და გამკვირვებია რატომ არის ამდენი კრიტიკა. მემგონი ხალხს არანაირი საფუძველი აქვს მაია ასათიანის გაქილიკებისა.

       0 likes

კომენტარის დამატება