დღის არქივი: 13 June, 2012

13 June

მეხუთე ნახევარფინალის შედეგები

მეხუთე ნახევარფინალში ძალიან მრავალფეროვანი და სანახაობრივი შოუ ვიხილეთ! ყველამ აღნიშნა, რომ ეს მართლაც განსაკუთრებული ნახევარფინალი იყო. განსაკუთრებული იყო იმითაც, რომ განსახვავებულად, გრანდიოზული შოუთი გაიხსნა – მოცეკვავეების ჯგუფი Flyntg Steps, რომელიც  მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდა საქართველოში, შეიძლება ითქვას, თვითმფრინავიდან პირდაპირ ნიჭიერის სცენაზე მოვიდა. ჯგუფის წევრებმა, ბახის კომპოზიციის თანხლებით აჩვენეს ქართველ მაყურებელს ძალიან ლამაზი ცეკვა.

რაც შეეხება მონაწილეებს, ნახევარფინალი ანსამბლმა “ვეგამ” გახსნა, რომელსაც “დრამ სქულის” მრავალფეროვან ინსტრუმენტებიანი ნომერი მოჰყვა. ამის შემდეგ,  აკრო ბუმის გოგონებმა, ყველას დაუმტკიცეს, რომ სამ გოგონას, ძალიან დინამიური, ურთულესი და სანახაობრივი შოუს გაკეთება შეუძლია. “ზღაპრული შოუ” – ასეთი შეფასება გაუკეთა მათ სოფო ნიჟარაძემ. როგორც ჩანს, ჟიურის და დარბაზის შეფასებებს მაყურებლის აზრიც დაემთხვა და მათი გადაწყვეტილებით, სწორედ ისინი გადავიდნენ ფინალში.

ბარმენების ცეცხლოვანი და რთული ტრიუკების შემცველი შოუ ისეთი შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ნახევრადშიშველ გოგონებს, რომლებიც აფორმებდნენ ნომერს, ჟიურის წევრებმა და დარბაზმა ისევ ბარმენების ყურება ამჯობინეს :))  გარდა ამისა, პირველი შემთხვევა “ნიჭიერის” სცენაზე, როცა სცენაზე მომზადებული სასმელი თიკას და ვანიკოს ერგოთ!

გიორგი სულაძემ ძალიან დადებითი შეფასება მიიღო. ფინალში მაყურებლის და ჟიურის რჩეული ვერ გახდა, მაგრამ საქართველოს ბანკმა აირჩია ფავორიტად და ახლა, რეალური შანსი აქვს ფინალში მოხვდეს.

პატარა მარიამ დალალიშვილმა, “ჯეირანის” შემდეგ სრულიად განსხვავებული ცეკვა შემოგვთავაზა. ჟიურიმ ის ყველა დანარჩენისგან გამოარჩია და ფინალში გადაიყვანა!

ნიკ მალფოიმ გაოცება გამოიწვია – ჯერ ჩანგლის მზერით გადაღუნვა მოახერხა, მერე ფიზიკის კანონების დარღვევა. მას მოჰყვა ბალერონის ცეკვა, რომელმაც ნახევარფინალისთვის შინაარსი შესძინა თავის გამოსვლას და ძმის და მეუღლის დახმარებით, უფრო გააფორმა ნომერი.

თემურ კახელიშვილი ერთადერთი მომღერალი იყო ამ შოუში. მან მაიკლ ჯექსონის შემოქმედებიდან ერთ-ერთი ყველაზე რთული სიმღერა, who’s loving you შეასრულა და დადებითი შეფასებაც დაიმსახურა.

მეხუთე ნახევარფინალი კი ოხუნჯმა ბიჭებმა დაასრულეს. მათ ნომერში ერთგვარი შეჯამება მოხდა მთელი სეზონის ყველაზე დასამახსოვრებელი, სახალისო ნომრებიდან. ჟიურიმაც და მაყურებელმაც ძალიან იხალისა  :)

მაყურებელმა, როგორც ყოველთვის, შეფასება ზარებით გამოხატა და პროცენტები ასე გადანაწილდა:

ფინალისტების ათეულს, დღეს ღამით გამოვლენილი საქართველოს ბანკის რჩეულებიდან 2 დაემატება! დასრულებამდე 8 საათზე ნაკლები დრო რჩება. უგულშემატკივრეთ ხუთეულიდან ერთ-ერთს და გადაიყვანეთ თქვენი რჩეული ფინალში

ხმის მიცემა შეგიძლიათ სპეციალური აპლიკაციის საშუალებით - https://www.facebook.com/BankOfGeorgia/app_323750017702077