მეხუთე ნახევარფინალის მონაწილეები
ორშაბათს, 11 ივნისს, ეთერში მესამე სეზონის ბოლო ნახევარფინალი გავა. სანახავი მხოლოდ ერთი ათეული დაგვრჩა. ამის შემდეგ, ჩვენ გვეცოდინება 10 ფინალისტის ვინაობა და ამ სეზონის ბოლო, ყველაზე გრანდიოზული, შოუსთვის მოვემზადებით!
ანსამბლი “ვეგა” კასტინგზე ცეცხლოვანი, გუნდური პასადობლით წარსდგა ჟიურის წინაშე. თუმცა, ამის შემდეგ, მათ თავისი უპირატესობის დამტკიცება მეორე ტურშიც მოუწიათ. მოცეკვავე ექიმების მიერ დადგმულმა ნომრებმა ჟიურისგან ორივე ეტაპზე დადებითი შეფასება მიიღო. თუკი მოგწონთ გოგოების ცეკვა, შეუერთდით მათ გვერდს
ბიჭების ჯგუფმა “დრამ სქული”, სცენაზე გაიტანა მუსიკალური ნომერი, რომელიც მხოლოდ სხვადასხვა სახის დასარტყამი ინსტრუმენტით იყო შესრულებული. “რომ ვუსმენდი, ცოტა წავედი ოცნებებში, რა: წარმოიდგინე ახლა, ჩემს გადაცემაში რომ ასეთი ბენდი უკრავს” – აღნიშნა ვანო ჯავახიშვილმა. ჯგუფმა ჟიურისგან სამი კი მიიღო და ახლა ნახევარფინალისთვის ემზადება. შეგიძლიათ გამოხატოთ თქვენი მხარდაჭერა მათ გვერდზე
ჯგუფ Acro Boom – ის გამოსვლამ, გაოცებული დატოვა როგორც ჟიური, ასევე მაყურებელი. სამმა გოგონამ ბათუმიდან ნიჭიერის სცენაზე ძალიან შთამბეჭდავი ნომერი დადგა, რომელშიც კარგად ჩანდა მათი სიძლიერე და პლასტიკა. გოგონების ჯგუფს, ფეისბუქზე თავისი ოფიციალური გვერდი აქვთ, შეგიძლიათ მოიწონოთ:
ვაკო ღონღაძე და გიორგი ხარებაშვილი ნიჭიერის სცენაზე თავისი ბარმენული ოსტატობის საჩვენებლად გამოვიდნენ. თავისი საქმიანობა ბიჭებმა ძალიან სანახაობრივად წარმოაჩინეს. კოქტეილების სინქრონში კეთება, ჟონგლიორობის ელემენტებით, ენერგიული მუსიკა ფონად, ძალიან ეფექტური აღმოჩნდა და ბიჭებიც უპრობლემოდ გადავიდნენ ნახევარფინალში. თუკი მოგწონთ ბარმენ შოუ, შეუერთდით მათ გვერდს
გიორგი სულაძე, ერთადერთია სოლო მოცეკვავეებიდან, ვინც ნახევარფინალში გავიდა. მან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჟიურიზე – როგორც კასტინგებზე ასევე მეორე ტურში, სადაც სხვა ძლიერ სოლო მოცეკვავეებთან მოუწია შეჯიბრება. ნახევარფინალისთვის ცეკვის დასადგმელად გიორგიმ ბევრი იშრომა. თუკი გულიშემატკივრობთ მას, შეუერთდით მის გვერდს ფეისბუქზე
პატარა მარიამ დალალიშვილმა ”ჯეირანით”, ადვილად დაამახსოვრა ყველას თავი. მისი ცეკვით აღფრთოვანებული დარჩა ჟიური და მაყურებელი, რომელიც მის გამოსვლას ნახევარფინალში მოუთმენლად ელოდება. შეუერთდით პატარა მარიამის გვერდს ფეისბუქზე
”კარგი ბიჭი ხარ, გაგვაოცე და მე მგონია, რომ იმსახურებ შემდეგ ტურში გადასვლას” – ამ სიტყვებით შეაფასა ვანომ, ნიკ მალფოის გამოსვლა. მიუხედავად იმისა, რომ მისი კასტინგის ნომერი არც ისე ეფექტურად დაიწყო, მეორე ნაწილში ყველა თვითმლხილველი ძალიან გააკვირვა. ვნახოთ, რით გაგვაოცებს ნიკა ნახევარფინალში, მანამდე კი გამოხატეთ თქვენი მხარდაჭერა მის ფეისბუქის გვერდზე.
მოცეკვავე სარიკ კარიჭაშვილი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ცეკვავს, თუმცა ნიჭიერის სცენაზე ის სულ სხვა სტილის წარმოსადგენად მოვიდა. ცეკვის სხვადასხვა სტილების სინთეზი, რომელიც მოცეკვავემ პროფესიონალურად შეასრულა სცენაზე, ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ”მოკლედ ბალეტი, ჰიპ-ჰოპი და ჯექსონი ერთად – მე ესეთი რაღაც ცხოვრებაში არ მინახავს” – ასეთი იყო ვანოს შთაბეჭდილება სარიკის ნომრის ნახვის შემდეგ.
მარიამ კახელიშვილის ნიჭიერის სცენაზე გამოჩენიდან ორ წელიწადში, მესამე სეზონში, მისი ძმა – თემურ კახელიშვილი გამოვიდა. როგორც აღმოჩნდა, მუსიკალურობა და სიმღერის ნიჭი კახელიშვილების ”გენეტიკაშია”. თემურმა სცენაზე მაიკლ ჯექსონის we are the world შეასრულა და მოწონებაც დაიმსახურა. მომღერალი გულმოდგინედ ემზადება ნახევარფინალისთვის. შეუერთიდთ მის გვერდს ფეისბუქზე.
მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრებისგან შემდგარი ჯგუფი, ყველაზე ოხუნჯია ნიჭიერის მონაწილეთა შორის. მათ, სცენაზე იუმორისტული ნომერი გამოიტანეს და მაყურებლები ძალიან გაამხიარულეს. თავისი ახალ ნომერზე ბიჭებმა ძალიან ბევრი იმუშავეს. თუ გსურთ მეტი გაიგოთ ოხუნჯების შესახებ და ნახოთ სახალისო ვიდეოები მათი შესრულებით, მოიწონეთ მათი ოფიციალური გვერდი ფეისბუქზე.






