დღის არქივი: 6 June, 2012

6 June

ქვიშით ხატვა

ამ სეზონზე, ქვიშით ხატვა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჟანრი იყო ნიჭიერში. ნონა გიუნაშვილი, რომელმაც უკვე ორჯერ გააოცა მაყურებელი თავისი ნამუშევრებით, უკვე ფინალშია და ახალ ნომერსაც ამზადებს.

ამ საკითხს ერთი საინტერესო ფაქტის გამო დავუბრუნდით:

გუშინ, ”ნიჭიერის” ამერიკულ ანალოგში მონაწილე გამოჩნდა, რომელიც ამ ჟანრში მოღვაწეობს. მან ჟიურის და მაყურებელს, სწორედ პატრიოტულ თემაზე შექმნილი ნამუშევარი აჩვენა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მისი ნომერი სულ რამდენიმე წამიანი იყო და ერთი სურათის ირგვლივ ხდებოდა მოქმედება.

სოციალურ ქსელებში გაზიარებებს თან ის აზრი აღარ ახლდა, როგორიც ნონას კასტინგის ეთერში გასვლის შემდეგ – ”თემა მოპარულია”, ”იდეა გადმოკოპირებულია” და ა.შ.  ეს ალბათ სხვადასხვა მიზეზებით მოხდა – ერთი ის, რომ ნამდვილად მას შემდეგ გავიდა ეთერში, რაც ჩვენთან ნახევარფინალმაც კი ჩაიარა. მეორე  ის, რომ ეს ნამუშევარი ძალიან შორს არის ნიჭიერში ნანახი დინამიური და პროფესიონალური ნამუშევრისგან და მესამე და ყველაზე საყურადღებო მიზეზი: საზოგადოების დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ეს ყველაფერი მსოფლიომ პირველად უკრაინულ ნიჭიერში იხილა!

არავინ ჩაღრმავებია ”ქვიშით ხატვის” საფუძვლებს და აზრადაც არ მოსვლია, რომ ეს ჟანრი ისევე, როგორც ხელოვნების სხვა ჟანრები, ბევრად ადრე იღებს სათავეს, ვიდრე 2009 წელია და ეს არც უკრაინაში, არც რუსეთში და არც ახლო-მახლო : )

შეიძლება ეს იმის დამსახურებაც არის, რომ ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება ზოგისთვის არც ისე სახალისო პროცესია და youtube-ზე დადებულ, მინიმუმ 6 წლის წინანდელ ვიდეოებსაც ნაკლებად აკვირდებიან.

ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მსოფლიოში ამ ეტაპზე ცნობილ ქვიშით ხატვის ნიმუშებს შორის, ჩვენი მონაწილის ნამუშევრები ნამდვილად სანიმუშო და გამორჩეულია! კიდევ ერთხელ გთავაზობთ მათ:

 

6 June

მეოთხე ნახევარფინალის შედეგები

მეოთხე ნახევარფინალში, ათი კონკურსანტის მხარდასაჭერად შემოსული ზარებიდან, ყველაზე მეტი ხმა ”დაიმონდსმა” მიიღო! სწორედ ისინი შეუერთდნენ 6 ფინალისტს თსუ არტის წევრებთან ერთად, რომლებმაც მეოთხე ნახევარფინალიდან ყველაზე მეტად მოაწონეს ჟიურის თავი.

შემოსული ხმები პროცენტულად ასე გადანაწილდა:

 

ამ ეტაპზე, ფინალისტთა სია ასე გამოიყურება:

მაყურებლის რჩეულები

 

  • ნინიკო კახაძე
  • ლუკა სვანიძე
  • ლურჯი იალქანი
  • დაიმონდსი

ჟიურის რჩეულები

 

  • ოთო ბუაძე
  • ნონა გიუნაშვილი
  • ლენკა ზვიადაძე
  • თსუ არტი

საქართველოს ბანკის ხუთი რჩეულიდან, ორი დანარჩენ ფინალისტებს შეუერთდება. ხმის მიცემა მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა ხუთივე რჩეული გამოვლინდება. ამ ეტაპზე, მათი შემადგენლობა ასეთია:

  • Dream Walkers
  • Angry Birds
  • ნატა შუაქრიშვილი
  • ალიგატორი

შემდეგ ორშაბათს სეზონის ბოლო, მეხუთე ნახევარფინალი გაიმართება!