მეოთხე ნახევარფინალის მოლოდინში
ნახევარფინალების მესამე კვირამ ჩაიარა. მხოლოდ ორი ორშაბათი და ჩვენ უკვე ზუსტად გვეცოდინება, ვინაა ის ათი მონაწილე, რომლებსაც კიდევ ერთხელ ვიხილავთ ნიჭიერის სცენაზე. ორშაბათს, 4 ივნისს, განსხვავებული ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანების კიდევ ერთ ათეულს ვნახავთ. გავიხსენოთ მათი გზა ნახევარფინალამდე:
უკვე მეორე წელია მაყვალა ქობულაშვილი ცდილობს გააკვირვოს მაყურებელი თავისი ბრუნვით. უფრო მეტიც, სრულებით დარწმუნებულია, რომ მისი “სასიკვდილო ნომერი” ნიჭიერში გამარჯვების ღირსია. ვნახოთ, რას მოიფიქრებს ქალბატონი მაყვალა ნახევარფინალისთვის.
გიორგი როსტომაშვილი ნიჭიერში, ტამტამების დასაკრავად მოვიდა. სამწუხაროდ, მისი ნომერი yes block-ში მოხვდა, და ამიტომ მისი გამოსვლის სრული ვერსია არ გვინახავს. მაგრამ ნამდვილად ვიცით ის, რომ ჟიურის გიორგის დაკვრა ძალიან მოეწონა. ამიტომ ის ჯერ მეორე ტურში, ხოლო შემდეგ ნახევარფინალში გადაიყვანეს. შეგიძლიათ დაუჭიროთ მხარი გიორგის მის ფეისბუქის გვერდზე:
ტაილანდიდან ჩამოსული სუპავაჩაი ჰუანა პროექტში, ქართველი ერისთვის მისი ხალხის სამზარეულოს და კულტურის საჩვენებლად მოვიდა. ძალიან მოკლე დროში გამზადებული გემრიელი კერძით,მზარეულმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჟიურიზე. როგორც მზარეულმა ნიჭიერის ბლოგთან ლაპარაკში აღნიშნა, ნახევარფინალში მისი გამოსვლა კიდევ უფრო სანახაობრივი და საინტერესო იქნება. თუკი გსურთ მეტი ინფორმაციის მიღება სუპავაჩაი ჰუანაზე, შეუერთდით მისი ფეიბუქის გვერდს
პროექტის სცენაზე, ბევრი, განსხვავებული ნომრის ნახვა შეიძლება. მათ შორის, კარატისტთა ჯგუფის მიერ დადგმული სანახაობის. კარატე კლუბმა “ალიგატორი”, კასტინგზე, სინქრონითა და დინამიურობით გამორჩეული შოუ დადგა და მაყურებელს ადვილად დაამახსოვრა თავი. ძალიან საინტერესოა, თუ როგორი ნომრით გამოვლენ კარატისტები ნახევარფინალში, მანამდე კი, შეუერთდით მათ გვერდს და დაათვალიერეთ კლუბის სურათები და ვიდეოები.
ქართული ფოლკლორის მოყვარულების გული, ანსამბლმა “ქართველო”, გამოსვლისთანავე მოიგო. გუნდში, სხვა და სხვა კუთხის წევრები არიან შეკრებილი. მათ მიერ შესრულებული ხალხური სიმღერა და ცეკვა ჟიურისაც ძალიან მოეწონა. ნახევარფინალში, ბიჭები ახალ ნომერს გვთავაზობენ და ყოველ მათგანს, თავისი კუთხის მხარდაჭერის იმედი აქვს. შეუერთდით მათ გვერდს ფეისბუქზე
ქუთაისელ თათია სილაგაძეს ხმის განსაკუთრებული ტემბრი გამოარჩევს. პატარა ასაკის მიუხედავად, გოგონა, საკმაოდ რთულად შესასრულებელი სიმღერით გამოვიდა პროექტის კასტინგზე. ამის შემდეგ, მას მეორე ტურში მოუწია ბრძოლა ნახევარფინალისთვის. მიუხედავად ამდენი სირთულისა, ის ორშაბათს ნიჭიერის სცენაზე ახალი სიმღერით წარსდგება მაყურებლის წინაშე. თუკი გულშემატკივრობთ თათიას, შეგიძლიათ მის ოფიციალურ გვერდს შეუერთდეთ
პროექტის მესამე სეზონში, თ.ს.უ. არტის გამოსვლა, ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული იყო. ჯგუფს გამოარჩევს როგორც მათ მიერ შექმნილი მუსიკის სტილი, ასევე ინსტრუმენტები, რომლებსაც ისინი ამისთვის იყენებენ. კლასიკურ ინსტრუმენტებთან ერთად, ბიჭები უკრავენ საკუთარ შექმნილ ინსტრუმენტებზე, რომლებისთვისაც ისინი ჩვეულებრივ, საყოფაცხოვრებო მასალას იყენებენ. შედეგად განსხვავებულ, საინტერესო ჟღერადობას იღებენ. ნახევარფინალისთვის, ჯგუფმა ახალი კომპოზიცია და ახალი ინსტრუმენტები მოამზადა. შეგიძლიათ თქვენი მხარდაჭერა ჯგუფის ოფიციალურ გვერდზე გამოხატოთ:
ჯგუფი “დაიმონდის” წევრები, 6 წელია რაც ერთად მღერიან. ასრულებენ სიმღერებს სხვა და სხვა ჟანრიდან: კლასიკა, როკი, როკ-ოპერები და ა.შ. ნიჭიერის კასტინგზე, მათ andrew lloyd webber-ის როკ-ოპერის, phantom of the opera-ს დუეტი შეასრულეს. ჟიურის წევრებს ძალიან მოეწონათ ჯგუფის შესრულება და სტილი. შეუერთდით ჯგუფის ფეისბუქის გვერდს:
ალბათ არ დარჩა ადამიანი, რომელიც არ მოიხიბლა პატარა, ქუთაისელი “ბიონსეებით”. უსაყვარლესი გოგონების ჯგუფი, კასტინგზე ძალიან ენერგიული, გუნდური ცეკვით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე. ჟიურიმ ისინი დაუფიქრებლად გადაიყვანა კონკურსის შემდეგ ეტაპზე. უგულშემატკივრეთ სუპერ გოგონებს მათ გვერდზე
ლიზას ეკზოტიკური ცეკვა, ასევე ძალიან დასამახსოვრებელი ნომერი გახდა. მისმა გამოჩენამ სცენაზე, განსხვავებული რეაქცია გამოიწვია მაყურებელში. ზოგმა ჩათვალა, რომ ასეთი ნომრით სცენაზე გამოსვლა სირცხვილია, ზოგმა კი, აღნიშნა, რომ სჯობდა ლიზას არ გაეხადა ცეკვისას. ასეა თუ ისე, ყველა ეთანხმება იმას, რომ ის ძალიან მაგარი მოცეკვავეა, მიუხედავად იმისა, რომ ცეკვის ეს სტილი, ბევრისთვის შეიძლება მიუღებელი იყოს. ლიზას ფეისბუქის გვერდიც აქვს, რომელსაც შეგიძლიათ შეუერთდეთ.
აი, ასეთ განსხვავებულ და უაღრესად საინტერესო ნომრებს გვთავაზობს ორშაბათის ნახევარფინალი. აუცილებლად უყურეთ.






