დღის არქივი: 24 May, 2012

24 May

მესამე ნახევარფინალის მონაწილეები

სულ რამდენიმე დღე დარჩა მესამე ნახევარფინალამდე. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ის მონაწილეები, რომლებსაც ორშაბათს ვიხილავთ და გადავხედოთ მათ გზას ნახევარფინალამდე.

ჯგუფი ”ლურჯი იალქანი” პროექტში ოზურგეთიდან ჩამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭების ნომერი, ეთერში სულ რამდენიმე წამით გავიდა, მან დიდი ინტერესი გამოიწვია ინტერნეტმომხმარებლებში. ”ლურჯი იალქანის” გამოსვლის სრული ვერსიის ნახვის სურვილი ბევრმა ადამიანმა გამოთქვა და ამიტომ, ის ნიჭიერის ბლოგზე და ფეისბუქის გვერდზე დაიდო, ექსკლუზივის სახით. თუკი თქვენც მოგეწონათ ლურჯი იალქანის გამოსვლა, შეგიძლიათ მოიწონოთ მათი ოფიციალური გვერდი:

ჟიურის მოწონება დაიმსახურა საცეკვაო ჯგუფმა ”ვივა დენსი”, რომლის შემადგენლობაში ბეეევრი გოგო და ერთი ბიჭი გამოვიდა. ჟიურის თანხმობამ ძალიან გაახარა ბავშვები და ახლა ისინი ახალ, ენერგიულ ნომერს ამზადებენ ნახევარფინალისთვის.

ჯგუფის გამოსვლა იხილეთ 2:27-დან

ოთარ მამასახლისი, იგივე ოთარინიო, ფეხბურთელების პაროდიებისა და ბევრი სხვა საინტერესო რამის საჩვენებლად მოვიდა კასტინგზე. როგორც აღმოჩნდა, ქართული ფეხბურთის მოყვარულებს შორის, ოთარინიო საკმაოდ პოპულარული ყოფილა და მას ნაკრების თილისმასაც კი უწოდებენ. შეგიძლიათ მოიწონოთ ოთარინიოს გვერდი ფეისბუქზე.

ნატა შუაქრიშვილი, 20 წელზე მეტია, რაც ცირკის გუმბათის ქვეშ სხვა დასხვა სახიფათო ნომერს ასრულებს, ყოველგვერი დაზღვევის გარეშე. ჟიურზე მან წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. როგორც ადრე, ბლოგთან საუბრისას აღნიშნა, აკრობატი ნახევარფინალისთვის კიდევ უფრო ლამაზ და საინტერესო შოუს ამზადებს. შეუერთდით ნატას გვერდს :


ჯგუფი LC, ლურჯი იალქანის მსგავსად, ეთერში მხოლოდ რამდენიმე წამით გამოჩნდა, მაგრამ ნიჭიერის ბლოგმა გადაწყვიტა, რომ მათი ცეკვა ნამდვილად იყო ღირსი იმის, რომ მეტი დრო დათმობოდა, ამიტომ ცალკე ეწვია ჯგუფს სალაპარაკოდ და მათი ცეკვის სრული ვერსიაც ჩაიწერა. ჯგუფი 5 გოგოსგან შედგება და სხვა და სხვა ცეკვის შეჯიბრებებზე წარმატებებს აღწევს. ვნახოთ, თუ რა ნომერს მოამზადებენ ისინი ნახევარფინალისთვის, მანამდე კი მოიწონეთ მათი გვერდი ფეისბუქზე:

30 წლიანი პაუზის შემდეგ, ნიჭიერის სცენაზე ბატონი შოთა მიქელაძე გამოვიდა. ახალგაზრდობაში, შოთა პაპა, თავისი სოფლის გუნდში, დიდი წარმატებით მღეროდა. თუმცა შემდეგ მეურნეობას მოეკიდა და სიმღერა შეწყვიტა. მისი დიდი ოჯახი და პროექტში გამოჩენის შემდეგ შეძენილი გულშემატკივრები, მოუთმენლად ელიან მის ახალ გამოსვლას ნახევარფინალში.

ნიჭიერის კასტინგებზე, ინდუსი სტუდენტების ორი ნომერი ვიხილეთ. ჟურის რჩევით, ეს ორი ჯგუფი გაერთიანდა და ნახევარფინალში ერთიან ნომერს წარმოგვიდგენენ, სადაც გურჯისტანზე შეყვარებული ჯორჯ კუტური კვლავ გვიმღერებს, ხოლო მისი მეგობრები იცეკვებენ. გამოხატეთ თქვენი მხარდაჭერა მათ ოფიციალურ გვერდზე ფეისბუქზე.

ანსამბლმა “ნადური” , ნახევარფინალამდე რთული გზა გამოიარა. გარდა კასტინგებისა, მსგავსი ნომრის მქონე ანსამბლებთან შეჯიბრი, ნადურს, მეორე ტურშიც მოუწია. ჟიურის გადაწყვეტილებით, ამ ჟანრში ანსამბლი საუკეთესო აღმოჩნდა. ვნახოთ, რას წარმოგვიდგენენ ბავშვები ნახევარფინალში, მანამდე კი, გამოხატეთ თქვენი კეთილგანწყობა ფეისბუქის მათ გვერდზე

შუახეველმა ძალოსანმა გიორგი ფუტკარაძემ, ნიჭიერის კასტინგებამდე ძალიან დიდი გზა განვლო. პროექტის სცენაზე გამოსასვლელად, მას მანძილთან და სტიქიასთან ბრძოლა მოუწია, თუმცა, მისმა თავგანწირვამ უშედეგოდ არ ჩაიარა. მან თავი მოაწონა როგორც ჟიურის, ასევე მაყურებელს. მისი გამოთქმები ძალიან პოპულარული გახდა ინტერნეტში. მოიწონეთ მხიარული ძალოსანის გვერდი ფეისბუქზე და დაელოდეთ მის ახალ გამოსვლას ნახევარფინალის სცენაზე.

ლენკა ზვიადაძის სცენაზე გამოჩენა, ასევე კასტინგზე მოსულმა ნათელმხილველმა იწინასწრმეტყველა და მართალიც აღმოჩნდა. ასეთ პატარა ასაკში, ძალიან ძლიერი და ლამაზი ხმით დაჯილდოვებულმა ლენკამ ხალხის და ჟიურის გული მოიგო. სხვათაშორის, ლენკას თავისი საკუთარი გვერდი აქვს ფეისბუქზე, რომელიც შეგიძლიათ მოიწონოთ, დაუკავშირდეთ ლენკას და თქვენი მხარდაჭერა გამოხატოთ.