III სეზონის მეორე ნახევარფინალი – შედეგები
მეორე ნახევარფინალში ბევრი ძლიერი კონკურსანტი და მაყურებლის ფავორიტი იყო თავმოყრილი. ამის გამო, ყველა გულშემატკივარი განსაკუთრებული მოლოდინით შეხვდა შედეგებს!
შემოსული ხმების უმრავლესობა, პატარა ნიჭიერმა, ლუკა სვანიძემ მოიპოვა. ის ხმების 29%-ით გადავიდა ფინალში! ჟიურიმ არჩევანი ნონა გიუნაშვილზე შეაჩერა, რომელმაც ქართული ფილმებიდან ყველაზე ცნობილი კადრები ქვიშით დახატა.
ეს ორი ფინალისტი შეუერთდა წინა ორს და ამჟამად, ფინალისტების სია ასე გამოიყურება:
★ნინიკო კახაძე
★ოთო ბუაძე
★ლუკა სვანიძე
★ნონა გიუნაშვილი
გარდა ამისა, საქართველოს ბანკმაც დაასახელა თავის რჩეული – Angry Birds, რომლებსაც შანსი აქვთ ხუთიდან ორ დამატებით ფინალისტში მოხვდნენ.
მაყურებელთა ხმები კონკურსანტების მიხედვით ასე გადანაწილდა:






