მეორე ნახევარფინალი დაიწყო!
მესამე სეზონის მეორე ნახევარფინალი დაიწყო რუსთავი2-ის ეთერში! გულშემატკივრების ნაწილი ფილარმონიაშია შეკრებილი და პირადად უყურებს თავისი ფავორიტის გამოსვლას. წინ ძალიან საინტერესო შოუ გელოდებათ, რა თქმა უნდა, თავისი კულმინაციური მომენტით, როცა დასახელდება მაყურებლის რჩეული. ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული, თქვენ ირჩევთ ფინალისტს.
მაყურებლის გადაწყვეტილების შემდეგ, ჟიური თავის რჩეულს დაასახელებს. გამოვლინდება ის ორი ფინალისტი, რომელიც პირველი ნახევარფინალიდან ფინალში გადასულ ნინიკო კახაძეს და ოთო ბუაძეს შეუერთდებიან. საქართველოს ბანკიც დაასახელებს თავის ფავორიტს, რომელსაც ექნება შანსი დამატებით ფინალისტად აირჩიოს ინტერნეტ მომხმარებელმა.
მაშ ასე, უგულშემატკივრეთ თქვენს ფავორიტს, დაურეკეთ შემდეგ ნომრებზე:
აუცილებლად შემოგვიერთდით ფეისბუქზეც, რომლის აქტიური მომხმარებლები ახლა ჩვენთან ერთად არიან ფილარმონიაში :)







