დღის არქივი: 14 May, 2012

14 May

ნინიკო კახაძე 0-900-100-110

ნინიკომ სიმღერა ბავშვობაში, 2-3 წლის ასაკში დაიწყო. ვოკალის პედაგოგთან არასოდეს უვლია, თუმცა ძალიან უნდა სიმღერა მომავალში პროფესიონალურ დონეზე ისწავლოს. ნიჭიერს პირველივე სეზონიდან უყურებდა და ძალიან უნდოდა პროექტში მოხვედრა, თუმცა მოსვლას ვერ ბედავდა. ეგონა, რომ დამოუკიდებლად ნასწავლი სიმღერა საკმარისი არ აღმოჩნდებოდა შოუში წარმატების მიღწევისთვის. ბათუმში პრეკასტინგზე, სადაც ”ნიჭიერის” პროდიუსერების გუნდი იყო ჩასული, ყველაზე ბოლოს მივიდა და თითქმის დამთავრებულ კასტინგს მიუსწრო. ბოლომდე არ იყო დარწმუნებული, შეძლებდა, თუ არა სცენაზე თავი მოეწონებინა ჟიურისთვის და მაყურებლისთვის.

ნიჭიერის კასტინგებზე მოსვლა მას შემდეგ გაბედა, რაც გადაცემაში სხვა, მის მსგავსად, თვითნასწავლი მომღერლები ნახა.

სიმღერასთან ერთად, ფორტეპიანოზე უკრავს. მისი საყვარელი მომღერლები არიან კრისტინა აგილერა, ლარა ფაბიანი, სელინ დიონი და ვიტნი ჰიუსტონი, რომელიც, მისი აზრით, უკვდავია და ხალხს მუდამ ემახსოვრება.

ნახევარფინალში ბარბარა სტრეიზანდის რეპერტუარიდან შეგვისრულებს სიმღერას.

 

კასტინგის ვიდეო: 

ვიდეო გულშემატკივრებისთვის: 

დაურეკეთ ნინიკოს ნომერზე 0-900-100-110!

14 May

ანა ქაშიბაძე 0 – 900-100-109

ანა ქაშიბაძე 7 წლის კონკურსანტია. სკოლაში მეორე კლასშია და უკვე ბევრი ლექსები იცის. მისი საყვარელი ლექსი სწორედ ის არის, რაც კასტინგზე წარმოგვიდგინა.

ძალიან უნდა გამოვიდეს მსახიობი და  ჰოლივუდში წავიდეს. მის მსახიობურ მონაცემებსაც ბევრი ადამიანი აღნიშნავს.

ნახევარფინალშიც გამოავლენს თავის არტისტულობას და კიდევ ერთხელ მოგვიყვება ლექსს, რომელიც ასევე ძალიან უყვარს პატარა ანას : )

 

კასტინგის ვიდეო: 

ვიდეო გულშემატკივრებისთვის: 

დაურეკეთ ანას ნომერზე 0 – 900-100-109!

14 May

გიორგი წერეთელი 0-900-100-108

გიორგი 21 წლისაა. ფორტეპიანოზე დაკვრას მე-4 კლასიდან სწავლობს. როგორც ბავშვების უმეტესობას, თავიდან მასაც  არ უყვარდა ”მუსიკაზე სიარული”. თუმცა, მერე ფორტეპიანოსადმი დამოკიდებულება შეიცვალა და მე-8 კლასიდან, საკუთარ მუსიკასაც წერს.

ინსტრუმენტზე დაკვრას, ხელოვნების მე-2 სკოლაში სწავლობდა. ამ დროის განმავლობაში, ის უამრავ კონკურსზე და კონცერტზე არის გამოსული. მათ შორის, სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, თბილის ოპერისა და ბალეტის თეატრში და კონსერვატორიაში.

ნიჭიერში გამოსვლა  იმიტომ გადაწყვიტა, რომ უნდა ხალხმა მის მიერ შესრულებულ მუსიკას მოუსმინოს. დღეისათვის, გიორგი სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნერებათა ფაკულტეტზე. მუშაობს პროგრამისტად და უკრავს ბენდში “Shelby”. მისი საყვარელი კომპოზიტორები სერგეი რახმანინოვი და ფერენც ლისტი არიან.

ნახევარფინალში აპირებს, რომ უფრო მეტად გაუსვას ხაზი საკუთარ პროფესიონალიზმს და სიურპრიზიც ექნება მაყურებლისთვის!
კასტინგის ვიდეო: 

ვიდეო გულშემატკივრებისთვის: 

 

დაურეკეთ ნომერზე 0-900-100-108!

14 May

ხრიდოლი 0-900-100-107

გუნდი დაფუძნდა 1997 წელს, მუხიანის ერთ-ერთი სკოლის ბაზაზე. ხუთჭიდის განხრით ვითარდებოდა თავიდან და თბილისში 50 ჯგუფს აერთიანებდა. დღეს ეს ჯგუფი წარმოადგენს ხრიდოლის ბრძლის სამ მიმართულებას:
1. სპორტული

2. სამხედრო

3. ძველი ფოლკლორის ნაწილი

წარმატებით მიუღიათ მონაწილეობა სხვადასხვა კონკურსებში და ბევრჯერ აქვთ პირველი ადგილი დაკავებული საერთაშორისო შეჯიბრებებში.

ამ ჯგუფის მიერ დაწყებული საქმიანობა ინერგება ქართულ სკოლებში. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ჯგუფები გადიან წრთვნას. მიაჩნიათ, რომ სამშობლოსთვის სასარგებლო საქმეს ემსახურებიან და “ნიჭიერის” წყალობით ეცდებიან მეტად პოპულარული გახადონ ხრიდოლი.

 

კასტინგის ვიდეო: 

ვიდეო გულშემატკივრებისთვის: 

დაურეკეთ ნომერზე  0-900-100-107!

14 May

ზურა ნებიერიძე 0-900-100-106

ზურა ნებიერიძე 36 წლის არის. ის 13 წლიდან ვარჯიშობს და ფაქტობრივად, მთელი ცხოვრებაა სპორტით არის დაკავებული. საქართველოდან პირველი იყო body building-ის კონკურსზე. კანადის საერთაშორისო ტურნირის ორ გზის ჩემპიონია. საქართველოს ჩემპიონია მძლეოსნობასა და კულტურიზმში.

5 წლის განმავლობაში ამერიკაში იყო წასული და ორი წელია რაც დაბრუნდა საქართველოში. პროფესიით ისტორიკოს-პოლიტოლოგია.

ნახევარფინალში ძალიან რთულ ნომერს გვპირდება და ეცდება ყველა გააოცოს ამ სანახაობით!

 

კასტინგის ვიდეო: 

ვიდეო გულშემატკივრებისთვის: 

დაურეკეთ ზურა ნებიერიძეს - 0-900-100-106!

14 May

გაგა ტალახაძე 0-900-100-105

გაგა ტალახაძემ მეგობრებთან ერთად შექმნილი ნომერი წარმოადგინა სცენაზე, სადაც მერლინ მონროს თოჯინა გააცოცხლა ‘ნიჭიერის” მაყურებლისთვის. 20 წელია, რაც ამ სფეროში მოღვაწეობს. ეს ყველაფერი ისწავლა ქუთაისში არსებულ თოჯინების თეატრში.

მისი მთავარი საქმიანობა სწორედ თოჯინებს უკავშირდება და ყველაზე მეტ დროს ამაზე მუშაობას უთმობს. ნახევარფინალში სიურპრიზი მოუმზადა ჟიურის და მაყურებელს. ის ახალი თოჯინით წარსდგება და ორიგინალურობასაც მიმართავს მათ მოსახიბლად :)

 

კასტინგის ვიდეო: 

 

ვიდეო გულშემატკივრებისთვის:

დაურეკეთ ნომერზე  0-900-100-105 !

14 May

Dream Walkers 0-900-100-104

Dream Walkers-ს ინტერნეტ სივრცეში ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. არ ვიცით ეს როგორ აისახება შემოსულ ზარებზე, მაგრამ იმედი აქვთ, შესაძლებლობებს მაქსიმალურად დაანახებენ პირდაპირ ეთერში მაყურებელს.

ჯგუფი 7 წევრისგან შედგება:

  • ალექსანდრე თოდაძე
  • ნიკო თათარაშვილი
  • უჩა ღვინიაშვილი
  • გიორგი ანდრიაძე
  • გიორგი აბრამიშვილი
  • შოთა ზარქუა
  • ირაკლი ტყებუჩავა

მათი ასაკი 17-დან 23 წლამდეა. ცეკვის გარდა, თითქმის ყველა სხვადასხვა საქმით არის დაკავებული, თუმცა, უმეტეს დროს მაინც ცეკვას უთმობენ. განსაკუთრებით ახლა, როცა საქმე “ნიჭიერს” ეხება.

ცოტა ხნის წინ ჩამოყალიბდნენ ჯგუფად და “ნიჭიერი” მათთვის პირველი კონკურსია. ყოველდღიურად ბევრს ვარჯიშობენ, რომ გააუმჯობესონ ყველა დეტალი. ნახევარფინალისთვის  კიდევ უფრო მრავალფეროვანი, სახალისო ნომერი შეიმუშავეს.

კასტინგის ვიდეო: 

ვიდეო გულშემატკივრებისთვის: 

დაურეკეთ Dream Walkers-ს ნომერზე 0-900-100-104 !

14 May

ოთო ბუაძე 0-900-100-103

ოთო 12 წლის არის, მაგრამ მაყურებლის უმეტესობა მას უკვე ჩამოყალიბებულ რეპერად თვლის! 7 წელია მღერის და თავად წერს სიმღერებს. მომღერლებიდან ყველაზე მეტად ემინემი უყვარს, რაც მის რეპერტუარზეც აისახება. კასტინგის სიმღერა მას ეძღვნებოდა და ნახევარფინალში წარმოდგენილ ახალ სიმღერაშიც ახსენებს მას.

მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ მომავალშიც სწორედ ამ მიმართულებით იმუშავებს და მისი პროფესია შოუ ბიზნესს, რეპ სამყაროს დაუკავშირდება!

კასტინგის ვიდეო:

ვიდეო გულშემატკივრებისთვის:

დაურეკეთ ოთოს ნომერზე 0-900-100-103!

14 May

ალინა აბდულხალიმოვა 0-900-100-102

ალინა აბდულხალიმოვა პატარა ეკვილიბრისტია, რომელმაც სპორტის ამ სახეობაში არსებული საკმაოდ რთული მოძრაობები წარმოადგინა სცენაზე. სულ პატარა იყო, როდესაც დაიწყო ვარჯიში მარნეულში, თავის მასწავლებელთან და გეგმავს,  რომ კიდევ უფრო კარგად დაეუფლოს და განავითაროს შესაძლებლობები!

კასტინგის ვიდეო:


ვიდეო გულშემატკივრებისთვის:

ალინას დაურეკეთ ნომერზე 0-900-100-102!

14 May

მეგობრების ტრიო 0-900-100-101

მეგობრების ტრიო  ერთ-ერთი ფავორიტია ”ნიჭიერის” ახალი მონაწილეებიდან. მათ დიდი მოწონება დაიმსახურეს როგორც ჟიურის, ისე მაყურებლის მხრიდან. ტრიო ერთად წელიწადნახევარია მოღვაწეობს, თუმცა, ისინი საბავშვო ბაღიდან იცნობენ ერთმანეთს და მეგობრობენ ბავშვობიდან. მათი მუსიკალური გამოცდილებაც თითქმის ამ ასაკიდან იწყება – ერისიონშიც მღეროდნენ.

ლადო დონღვანს და გიორგი გოგოლაურს კი დუეტის გამოცდილებაც აქვთ. საკუთარი რეპერტუარის შედგენაზეც ერთად მუშაობენ – ლადო კომპოზიტორია, გიორგი კი ტექსტს ამუშავებს.

სცენაზე 12 მუსიკალური ინსტრუმენტით გამოვიდნენ. ესენი იყო:

  • ფანდური (3 ცალი)
  • გიტარა
  • ბას-ფანდური
  • ჭუნირი
  • შეიკერი
  • კახონი
  • ჯემბე
  • დოლი
  • ჭიპონი

ამ ინსტრუმენტებს ნახევარფინალში კიდევ ემატება რამდენიმე და უფრო მრავალფეროვნებაც იქნება. რეპერტუარი იგივე პრინციპზეა აწყობილი – ცნობილი ქართული და უცხოური ჰიტების პოპური, თუმცა მათთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული სტილით. იმედი აქვთ, რომ მაყურებელს კიდევ ერთხელ მოაწონებენ თავს!

კასტინგის ვიდეო 

ვიდეო გულშემატკივრებისთვის: 

დაურეკეთ მეგობრების ტრიოს ნომერზე 0-900-100-101!