მონაწილეების შედარება – შედეგები
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც გამოვლინდა ნახევარფინალური ორმოცდაათეული, გადავწყვიტეთ შეგვედარებინა წინა და ახალი სეზონის წარმომადგენლები, რომლებსაც ჰქონდათ საერთო ჟანრები წარმოდგენილი. როგორც უკვე წესით ხდება, მას შემდეგ, რაც მეორე ტურში გადაყვანილი კონკურსანტების რაოდენობა ნახევრდება, განაწყენებული გულშემატკივრები დანარჩენი კონკურსანტების მიმართ არც ისე კარგად არიან ხოლმე განწყობილები. მიუხედავად ამისა, ერთი ექსპერიმენტი ჩავატარეთ და ჩვენს ფეისბუქზე გავხსენით ალბომი “შეადარეთ”. ამ ალბომში, თავი მოვუყარეთ სულ 30 კონკურსანტს. აქედან 15 მეორე სეზონის, ხოლო 15 ახალი სეზონის მონაწილეა.
შედეგები ჩვენთვის ნამდვილად სასიამოვნო აღმოჩნდა, რადგან კარგად ჩანს, რომ “ნიჭიერი” სეზონიდან სეზონამდე კიდევ უფრო იხვეწება! გთავაზობთ შედეგებს (11 მაისი, 19:00 საათის მონაცემები)
ხატიამ და ნატალიმ, ფაქტობრივად, ერთსა და იმავე ჟანრში, ერთსა და იმავე სტილში შეასრულეს სიმღერა. როგორც ჩანს, მაყურებლის უმრავლესობისთვის ხატიას ნამღერი უფრო მოსაწონი აღმოჩნდა. მონაცემები ასეთია: 265 გამოკითხულიდან, 191 ასახელებს ხატიას [დარჩენილი 75-დან ნაწილი ორივეს, ნაწილი კი ნატალის]
მეორე სეზონზე, მოცეკვავეების ჯგუფი ამ ჟანრში მხოლოდ our style იყო. წელს კი Dream Walkers-მა მოახერხა ჟიურის მოხიბვლა. 420 გამოკითხულიდან, მხოლოდ 11 ასახელებს our style-ს თავის ფავორიტად. ანუ, დანარჩენი 401 ადამიანი Dream Walkers-ის გამოსვლით უფრო კმაყოფილია.
წლევანდელ ძალოსანს, რომელსაც პირველივე ნახევარფინალში ვნახავთ, 40 გამოკითხულიდან, 36 უჭერს მხარს. მის მიღწევებზე მოგვიანებით მეტ ინფორმაციას მოგაწვდით.
ნატა და ინესა მსგავს ჟანრში მოღვაწეობდნენ, თუმცა განსხვავებული იყო მათი სტილი იმ მხრივ, რომ ნატას ნომერი უფრო დინამიური იყო და ბევრ სირთულეს შეიცავდა. ფოტოს კომენტარებში, 52-დან მხოლოდ 50, თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა ნატა შუაქრიშვილის ნომერს მიიჩნევს უფრო ძლიერად.
“თავისუფალმა” მაყურებელს თავი მელოდიური სიმღერებით დაამახსოვრა. თსუ არტი კი განსხვავებული ინსტრუმენტებით წარსდგა ჟიურის წინაშე. მართალია, მათ ჟანრობრივად ბევრი საერთო არ აქვთ, მაგრამ როგორც სეზონის გამორჩეული ჯგუფები, ამ პრინციპით გადავწყვიტეთ შედარება. 102-დან 36 თავისუფალის მხარესაა, დანარჩენი 66 ადამიანი თსუ არტს გულშემატკივრობს (მათგან 6-7 ადამიანი ორივეს ასახელებს)
ამ ორი გიტარისტი ნახევარფინალისტიდან, მაყურებლის ფავორიტი ერთმნიშვნელოვნად მიშკა გახდა. 83-დან 80 სწორედ მას გულშემატკივრობს!
წელს მოცეკვავე ჯგუფებს შორის დიდი კონკურენცია იყო. ერთ-ერთი ნახევარფინალისტი ჯგუფი, თელა, სიმპატიებით სარგებლობს. 51-დან მხოლოდ ერთმა ადამიანმა დატოვა კომენტარი “ვორტექსის” სასარგებლოდ.
62-დან 61 გიორგის მხარეზეა.
68-დან ოცდაათამდე ადამიანმა დაასახელა ლუკა ფავორიტად, ათამდე ადამიანმა – ორივემ, დანარჩენს პატარა რეპერი უფრო მოეწონა :)
რეპ სამყაროს წარმომადგენლებიდან ორს შორის, 46-დან 40 გამოკითხული პრინციპს გულშემატკივრობს და მისი ნომერი უფრო მოეწონა.
მარი ტომარაძე მეორე სეზონის ფინალისტია. მისი და ნინიკოს ფოტო-შედარებას 203 კომენტარი მოჰყვა. აქედან 8 იყო – ორივე, 103 ნინიკოს გულშემატკივრობს და 92 მარი ტომარაძეს. მესამე სეზონის ნახევარფინალისტმა, ამ ეტაპზე მეორე სეზონის ფინალისტს აჯობა :)
ამ ჟანრში Acro Style ინარჩუნებს ლიდერობას. 350-დან 280 სწორედ ბიჭებს ასახელებს ფავორიტად, თუმცა კომენტარების უმრავლესობაში აღნიშნავენ იმას, რომ გოგონების რაოდენობა ნაკლებია და თანაც, ეს ის ჟანრია, სადაც მდედრობითი სქესი არც ისე ხშირია. როგორც ჩანს, აკრო ბუმის ნახევარფინალურ ნომერს ყველა მოუთმენლად ელოდება.
ორივე ერთ მდგომარეობაშია – ნიკაც ერთადერთი ილუზიონისტია ნახევარფინალში და ირაკლიც მსგავსად იყო წინა სეზონზე. კასტინგის ნომრიდან გამომდინარე, მაყურებელს ნიკ მალფოის ნომერი უფრო მოეწონა. 176 კომენტარიდან 13 ნეიტრალური იყო, 39 ირაკლის უჭერდა მხარს, 124 კი ნიკას ასახელებდა ფავორიტად. ვნახოთ, შეიცვლება, თუ არა ეს მონაცემები ნახევარფინალის შემდეგ.
სრულად იხილეთ ფეისბუქზე ალბომი : შეადარეთ!
საერთო ჯამში, ფაქტია, რომ მიუხედავად ჩვენი მოსახლეობის რიცხვობრივი სიმცირისა, “ნიჭიერის” ძალები სამი სეზონითაც არ ამოიწურა და პირიქით, მონაწილეების ხარისხი იზრდება.
პირველ ნახევარფინალს სულ მალე ვიხილავთ. წარმატებებს ვუსურვებთ მონაწილეებს <3



















