ნიჭიერები Facebook -ზე
ემოციებით აღსავსე მეორე ტურის შემდეგ, როგორც იქნა, ნახევარფინალების ჯერი მოვიდა. როგორც წინა სეზონებიდან გემახსოვრებათ, ყოველ ნახევარფინალს 10 მონაწილე ჰყავს. წელს, პროექტის ინტერნეტ მხარდაჭერაში სიახლეა – ყველა ნახევარფინალისტს თავისი ფეისბუქის გვერდი ექნება. თუ რომელიმე მონაწილეს განსაკუთრებით გულშემატკივრობთ და გსურთ იხილოთ მისი სურათები, ვიდეოები, განახლებები და პირადად დაეკონტაქტოთ მათ, შეუერთდით ფეისბუქ გვერდებს:
მეგობრების ტრიო – 0-900-100-101

მეგობრების ტრიოს გვერდზე, შეგიძლიათ იხილოთ მათი ვიდეოები სხვა და სხვა გამოსვლებიდან და სურათები. ასევე გამოხატოთ თქვენი მხარდაჭერა კომენტარების სახით
ალინა აბდულხალიმოვა – 0-900-100-102
პატარა ეკვილიბრისტის გვერდი ჯერ მხოლოდ ახლა გაიხსნა. შეუერთდით ალინას ფეისბუქ გვერდს, თუ მოგეწონათ მისი გამოსვლა.

შეუძლებელია ამ პატარა ბიჭის ნიჭსა და ქარიზმას ვინმე გულგრილი დაეტოვებინა. ოთოს ფეისბუქის გვერდი, მოგცემთ საშუალებას ხმა მიაწვდინოთ თქვენს ფავორიტს და იხილოთ მისი ნამუშევრები და ფოტოსესიები.
Dreamwalkers -0-900-100-104
Dreamwalkers-ის გვერდმა, უკვე მოახერხა 2000-ზე მეტი მოწონება აეგროვებინა. ნახეთ სურათები და ვიდეოები ბიჭების ვარჯიშებიდან და სხვადასხვა ღონისძიებებიდან. ასევე, როგორც იცით, თავად მართავენ გვერდს მეგობრებთან ერთად და შეგიძლიათ პირადად მისწეროთ რას ფიქრობთ მათი ჯგუფის შესახებ.
თოჯინების წარმოდგენა არაა ის ნომერი, რომელსაც ხშირად ნახავთ. თუ მოგეწონათ გაგა ტალახაძის გამოსვლა, შეუერთდით მის გვერდს.
ზურაბ ნებიერიძე -0-900-100-106
მოგეწონათ ძალოსანი ზურაბ ნებიერიძე? მის გვერდზე, შეგიძლიათ იხილოთ ფოტოსესია მისი ვარჯიშიდან.
სულ მალე, ამ გვერდზე შესაძლებლობა გექნებათ წაიკითხოთ, ნიჭიერში გამოსული გუნდის წარმატებების შესახებ, დაათვალიეროთ მათი სურათები. შეუერთდით პატარა სპორტსმენების გვერდს და თვალყური ადევნეთ მათი წარმატებების ამბებს.
გიორგი წერეთელი -0-900-100-108
თუ გაინტერესებთ ახალგაზრდა პიანისტისა და პროგრამისტის ფოტოები, გინდათ გამოხატოთ თქვენი კეთილგანწყობა ან უბრალოდ წარმატება უსურვოთ, მისი ფეისბუქის გვერდი ყველაზე კარგი ადგილია ამისთვის.
პატარა ანამ ძალიან ბევრი ადამიანი მოხიბლა, ასე ადრეულ ასაკში გამოვლენილი მსახიობური ნიჭით და ქარიზმით. თუ გსურთ გამოხატოთ თქვენი სიყვარული და იხილოთ სურათები ანას ყოველდღიური ცხოვრებიდან, შეუერთდით მის გვერდს.
ბათუმელი ნინიკო კახაძის გვერდზე, შეგიძლიათ მისი სურათები დაათვალიეროთ და წარმატება უსურვოთ ახალგაზრდა მომღერალს. ასევე, გაეცნოთ მის ემოციებს. მაგალითად, გუშინ დაპოსტა:
ჩემო თბილო ხალხო.. პირველ რიგში,ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ თითოეული თბილი სიტყვისთვის და კარგი ემოციისთვის.. ძალიამ მიხარია,რომ თქვენ ჩემი სიმღერა დადებითად მიიღეთ : )) … მე უკვე “ნიჭიერის” ნახევარფინალში ვარ … სულ რაღაც ექვს დღეში,ორშაბათს,ჩვენ პირდაპირ ეთერში ვიქნებით .. ჩემთვის ფინალში გადასვლა ძალიან მნიშვნელოვანია,მე მინდა სცენაზე დგომა,მე ახლა მხოლოდ თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს : ))= … ვინც თვლით,რომ მე ვარ ღირსეული მონაწილე ნიჭიერის ნახევარფინალისტებს შორის,გთხოვთ მიგულშემატკივრეთ.. ჩემი ესემეს ნომერია 0 900 100 110 .. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ♥












