დღის არქივი: 2 May, 2012

2 May

მეექვსე კასტინგი – ის, რაც თქვენ მოგწონთ

ნიჭიერის მესამე სეზონის კასტინგები ამოიწურა. ბოლო ეპიზოდში, ისევე როგორც მთელი სეზონის განმავლობაში ბევრი საინტერესო, უცნაური და კარგი ნომერი იყო. შესაბამისად, გამოხმაურებაც დიდი მოყვა.

გადაცემა, დების – ქეთის და ნინის გამოსვლით დაიწყო. გოგონები ცეკვასაც შეგვპირდნენ და სიმღერასაც. თუმცა, ორივე იმდენად ბავშვური და პრიმიტიული გამოდგა, რომ ვერც ჟიურის მოწონება დაიმსახურეს და ვერც მაყურებელი მოხიბლეს. პრინციპში, იგივე შეიძლება ითქვას შემდეგ მონაწილეზე – მარიკა აფხაძის გამოსვლაზე.

თავისი “ტვირთით” მოსული მურთაზის გამოსვლა ძალიან საინტერესოდ, საბედისწერო ღილაკებზე “საჩუქრების” დაფარებით დაიწყო და სასაცილო ნომრის მოლოდინი შექმნა, მაგრამ სამწუხაროდ, “მუთაქამ”, რომელსაც ვანოს აზრით, აქვს მონაცემები და განვითარების პერსპექტივა, შესაფერისად საინტერესო სანახაობა ვერ შექმნა. მაყურებელთა აზრი, მის შესახებ გაიყო: ზოგს არ მოეწონა, ზოგი კი პირიქით, სიმპათიას გამოხატავდა. კომენტარებშივე აღმოჩნდა, რომ მურთაზს აქვს პროექტი “ეული ფლეშმობისტი”, რომლის ვიდეოებიც საკმაოდ სახალისო აღმოჩნდა, მაგალითისთვის, შეგიძლიათ თქვენც ნახოთ:

რამდენიმე წარუმატებელი ნომრის შემდეგ, მე-6 კასტინგის პირველი აღმოჩენა – ხატია ძერყორაშვილი გამოჩნდა. ხატია აგვისტოს ომის ერთ-ერთი დაზარალებულთაგანია და მისი საქართველოსადმი მიძღვნილი სიმღერა, ძალიან ემოციური გამოდგა. მაყურებლის რეაქციამაც არ დააყოვნა. ნიჭიერის გვერდზე, გადაცემის მიმდინარეობისას დადებულმა მისმა სურათმა ყველაზე მეტი “მოწონება” და თბილი კომენტარი დაიმსახურა

ქალაქ წყალტუბოდან ჩამოსული ანსამბლი სიონი, მაყურებლის წინაშე ცეკვითა და დოლზე დაკვრით წარსდგა. შემსრულებლებმა და განსაკუთრებით პატარა ტამტამზე დამკვრელმა, საოცარი მოწონება დაიმსახურეს. ინტერნეტ-კომენტარებში მათ შესახებ  ცუდ ფრაზას ვერ ნახავთ.

ნიჭიერის სცენაზე, ინდოეთიდან “ჩამოსული” კიდევ ერთი ნომერი ვიხილეთ ამ ორშაბათს. საქართველოზე შეყვარებულმა ჯორჯ კოტურმა, ქართულად ნათარგმნი “მე რა ჯუტა ე ჯაპანე” იმღერა და ბევრი ქართველის თბილი ემოციაც დაიმსახურა. მართალია, მისი გამოსვლით უკმაყოფილო ადამიანებიც იყვნენ, მაგრამ დადებითად განწყობილი გამოხმაურებები აშკარად სჭარბობდა რაოდენობით. მოწონებების რაოდენობით, ინდოელი “კახელი ბიჭი”, ფეისბუქზე, მესამე ადგილზე გავიდა, ხოლო, ბლოგზე ჩატარებული გამოკითხვით – მეორეზე.

მეექვსე კასტინგის ინტრიგა – სოფოს ანონიმური თაყვანისმცემელი “ველისთაველი” გახდა. მისი სახელი ვერ გავიგეთ, თუმცა მოვისმინეთ მისი ლექსი და სიმღერა, რომლებიც სოფოს მიუძღვნა. სამწუხაროდ, ეს ორი არ გახდა საკმარისი ნახევარფინალში გადასასვლელად. აი, მაყურებლები კი დადებითად განაწყო.

მართალია, გიორგი ხარებაშვილის და ვასილ ღონღაძეს ფერადმა კოქტეილებმა ჟიურის წევრები ვერ მოხიბლა, სამაგიეროდ მათმა ჟონგლიორულმა და მხიარულმა ნომერმა ბოთლებისა და შეიკერების აქეთ-იქით ფრენით, ბიჭებს პირდაპირი საგზური მისცა შემდეგ ტურში. მაყურებლის სიმპატიაც დაიმსახურა.  ვნახოთ, რას გვაჩვენებენ ბიჭები შემდეგ ეტაპზე.

ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ბალერონის, სარიკ კარიჭაშვილის ცეკვის ნომერი, ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული და თავისებური იყო, რომელიც თავის თავში ბევრი სხვა და სხვა სტილი გააერთიანა. როგორც ბუნებრივად ხდება ხოლმე, კრიტიკოსი ბევრი გამოჩნდა, თუმცა ამის მიუხედავად, ბევრი დამფასებელი გამოუჩნდა მის ნიჭს.

და ბოლოს, ნიჭიერის კიდევ ერთი აღმოჩენა – ბათუმელი ნინიკო კახაძე, რომელმაც საკმაოდ რთული სიმღერა – Halelujah, ძალიან კარგად შეასრულა და ბევრი ადამიანის გული დაიპყრო. ფეისბუქის გვერდზე, ის “მოწონებების” რაოდენობით, მხოლოდ ხატიას ჩამორჩება. ზოგიერთი მაყურებელი კი მას ამ სეზონზე საუკეთესოდ მიიჩნევს.

ამ მელოდიურ ნოტაზე, კასტინგები დასასრულს მიუახლოვდა. წინ გველის ყველაზე რთული პერიოდი – როდესაც 100-ზე მეტი კონკურსანტიდან, ჟიურიმ საუკეთესო 50 უნდა გამოავლინოს. ასე რომ არ მოდუნდეთ, ყველაზე საინტერესო – ახლა იწყება!

2 May

რეიტინგი და ინტერნეტ მონიტორინგი

მეექვსე გადაცემას, უკვე ტრადიციულად მაღალი და ასევე, ტრადიციულად რეკორდული რეიტინგი ჰქონდა. იხილეთ თავად:

გამორჩეული კონკურსანტები ხშირად  ჩანან ტელეეკრანებზე, პრესის ფურცლებზე. ინტერნეტ სივრცეში კი ყველაზე ნათლად შეიძლება იმ შედეგის დანახვა, რაც მოჰყვება ხოლმე მათ გამოჩენას “ნიჭიერის” სცენაზე.

ჩვენ, კასტინგების განმავლობაში ინტერნეტ სივრცის  სტატისტიკების მონიტორინგი ჩავატარეთ. გადავხედეთ ყველა ვიდეოს, ფოტოს, პოსტებს, ნიჭიერის ბლოგის გამოკითხვების შედეგებს. როგორც წესი, ამას ყოველ კვირას ვაკეთებთ იმისთვის, რომ თავად ვიყოთ საქმის კურსში. ახლა კი, თქვენც გთავაზობთ ამ შედეგებს. [მონაცემები 29 აპრილს არის შედგენილი. მას შემდეგ, რა თქმა უნდა, შეიცვალა რიცხვები (მოიმატა ნახვებმა, ლაიქებმა, გაზიარებებმა)]

Myvideo.ge-ს ტოპ 10 ვიდეო, რომლებიც ნახვაც არის 50 000-ს ზემოთ, ასეთია:

Myvideo TOP / 50 000 – ის ზემოთ view

ნიჭიერი – ანა ქაშიბაძე 200 156
ნიჭიერი – Dream Walkers 157 415
ნიჭიერი – ნონა გიუნაშვილი,ქვიშით ხატვა 136 491
ნიჭიერი – ლიზა, სტრიპტიზი 129 075
ნიჭიერი – ოთო ბუაძე, წერილი ემინემს 110 085
ნიჭიერი – ზვიად ალიევი 95 875
ნიჭიერი – პატარა ლუკა 93 441
ნიჭიერი – ლენკა ზვიადაძე 79 062
ნიჭიერი – ოხუნჯი Boys 59 222
ნიჭიერი – ნიკ მალფოი 56 242
ნიჭიერი – ნიკა ბეგიაშვილი 54 857
ნიჭიერი – შავი პრინცის დაბრუნება – პრინცი პი! 54 175
ნიჭიერი – მეგობრების ტრიო 53 055
ნიჭიერი – სუპერ გოგონები, Beyonce 52 682

ფეისბუქზე, ყველაზე გამოხმაურებადი და ყველა დროის ყველაზე უხვლაიქიანი ფოტო, რომელიც გადაცემის დროს დავდეთ, ნონა გიუნაშვილის ნამუშევარია:

5,370 people like this. 1,475 shares, 729 comments

მისი ნომრის დროს ფეისბუქზე დადებულ სამ ფოტოს აქვს ჯამში 9037 like, 2025 share. nichieri.ge – 3307 გამოკითხულიდან, 1179 ხმით მეორე გადაცემის ფავორიტი ნომერი.
Myvideo – 136 490 ნახვა,  145 tweet, 6926 fb share, 5,3k Like.

პატარა ანა ქაშიბაძე ინარჩუნებს ასევე გრანდიოზულ მაჩვენებლებს: ფეისბუქ გვერდზე 2848 like გადაცემის დროს დადებულ ფოტოს, 354 share. nichieri.ge-ზე, ნიჭიერის ბლოგზე, 3244 გამოკითხულიდან, 1322-მა ის დაასახელა პირველი გადაცემის ფავორიტად. Myvideo – 200 153 ნახვა,  205 tweet, 9325 share, 7,2 k Like

ლუკას, რომელმაც ასაკის მიუხედავად კარგად დაუკრა დოლზე, ფეისბუქზე  2,385 ადამიანის მოწონება დაიმსახურა და 466 share.
Myvideo – 93 439 ნახვა,  108 tweet, 2408 share, 1,7k like.

ამ სამეულს, ფეისბუქ გამოხმაურების მიხედვით მოჰყვებიან:

  • ოთო ბუაძე  - წერილი ემინემს

FB – 2,258 like, 211 share.

Myvideo – 110 084 ნახვა,  76 tweet, 3386 share, 2,2k like

  • მიშკა კახაშვილი


1,400 people like this.
110 shares

  • პატარა ბიონსეები


1,239 people like this.
155 shares
მესამე გადაცემის ფავორიტები nichieri.ge_ს მონაცემებით

  • Dream Walkers


1,060 people like this.
121 shares
Myvideo – 157 417 ნახვა,  100 tweet, 7060 share, 4,1k like

1116 ხმით, მეორე ადგილზე მეორე გადაცემის ფავორიტებში, 3307 გამოკითხულიდან.

  • ლენკა ზვიადაძე


1,097 people like this.
58 shares
Myvideo – 79 064,  79tweet,  1397 share, 622 like
3228 გამოკითხულიდან, პირველ ადგილზე მეოთხე გადაცემის ფავორიტებში – nichieri.ge

ეს მართლაც შთამბეჭდავი მონაცემებია. განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის და ინტერნეტ მომხმარებლის მასშტაბების გათვალისწინებით. რომ დააკვირდეთ უცხოური ანალოგების რიცხვობრივ თანაფარდობას, ნამდვილად დარწმუნდებით ამაში. ამის შესახებ, კურიერის ჩართვაშიც ისაუბრეს და გეგა ფალავანდიშვილმაც გააკეთა კომენტარი:

გარდა ამისა, ტოქ შოუ “შუა დღეში” იყვნენ სტუმრად პროექტის პროდიუსერი, გიორგი ხაბურზანია, ვანო და გეგა, მეექვსე გადაცემის მონაწილე ნინიკო კახაძე და Dream walkers. პროდიუსერმა ისაუბრა ამ წარმატებაზე, მაყურებელს გააცნო რეიტინგები და გარდა ამისა, ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ უცხოური ანალოგების რეიტინგები, ბევრად ჩამოუვარდება ჩვენს მონაცემებს.

სტუმრად "შუა დღეში"

მეექვსე გადაცემის გამოხმაურებაშიც გამოიკვეთნენ ფავორიტები, თუმცა ამაზე უკვე მომდევნო პოსტში, სადაც შევაჯამებთ ამ ორშაბათის გამოხმაურებას.

ბოლოს, ვინაიდან უკვე ვნახეთ ყველა კონკურსანტი, გთავაზობთ გამოკითხვას, რომელიც ფეისბუქ მომხმარებლებსაც შევთავაზეთ რამდენიმე დღის წინ. ძალიან ბევრი ისეთი ჟანრი გვქონდა, რომელიც არ გვინახავს აქამდე ნიჭიერის სცენაზე! მათგან, რომელი იყო ყველაზე გამორჩეული და საინტერესო თქვენთვის?

მესამე სეზონში ბევრი ახალი და განსხვავებული ჟანრი ვნახეთ სცენაზე. მათგან, რომელია თქვენთვის ყველაზე საინტერესო?

შედეგების ნახვა

Loading ... Loading ...
2 May

Web Exclusive – თათია სილაგაძე

თათიას ნამღერი სულ რამდენიმე წამით ვიხილეთ მეექვსე გადაცემის yes block-ში. გთავაზობთ სრულ ვერსიას!