მესამე სეზონის პირველი ნახევარფინალი იმაზე წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე მაყურებელი მოელოდა. ამას გამოხმაურება ადასტურებდა და ჟიურისაც ეთანხმებოდნენ, რომ ყველა კონკურსანტს დიდი წინსვლა ჰქონდა კასტინგიდან ნახევარფინალის ნომრამდე.
მეგობრების ტრიო
ამ ტრიოს შექმნილი პოპურები იმით არის გამორჩეული, რომ ძალიან კარგად აბალანსებენ გადასვლებს სიმღერიდან სიმღერაზე. გარდა ამისა, დადებითი მუხტი აქვთ და მაყურებლამდე ამ განწყობის მიტანა ადვილად შეუძლიათ. ალბათ, უფრო ფოლკლორია მათი ჟანრი, რადგან უცხოური ჰიტების მონაკვეთებში იყო რამდენიმე შესამჩნევი ხარვეზი სიმღერისას. ეს თვითონ რეპერტუარის ბრალიც იყო – moves like jagger-ს რთულად სამღერი მელოდია აქვს და მითუმეტეს ცოცხლად სიმღერის დროს.
ყველაზე მეტად კი მუსიკალური ინსტრუმენტების სწრაფი და ორგანიზებული ცვლილებები მომწონს. მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ ფინალში ვერ მოხვდნენ, “ნიჭიერი” აუცილებლად კარგი სტარტი იქნება ამ ტრიოსთვის.
ალინა აბდულხალიმოვა
ალინამ ძალიან რთული ნომერი წარმოადგინა, თუმცა ერთი ნაკლი ჰქონდა ამ ყველაფერს – ის მოძრაობები, რომლებიც გვაჩვენა, კასტინგზე ფაქტობრივად უკვე გვქონდა ნანახი. თანაც ცოტა ხანგრძლივობა მეტი იყო და მეგონა, რომ ჟიურის ყველაზე მკაცრ წევრად შერაცხული, გეგა წითელ ღილაკსაც გამოიყენებდა. ალინას საბედნიეროდ ასე არ მოხდა :)
ძალიან პერსპექტიული სპორტსმენია ჩვენი ეკვილიბრისტი და წარმატებებს ვუსურვებთ. რაც მთავარია, მან ფაქტობრივად ის ჟანრი წარმოგვიდგინა, რაც არ გვქონია იქამდე სცენაზე და ალბათ ბევრისთვის შთაგონების წყაროც გახდება.
ოთო ბუაძე
“სცენაზე გვყავს ყველაზე ახალგაზრდა, ყველაზე პოზიტიური და ყველაზე პერსპექტიული რეპერი საქართველოში” – გეგა
უნდა ვთქვა, რომ მე პირადად, ნიჭიერის სცენაზე და არა მხოლოდ საქართველოს ფარგლებში, მსგავსი ტიპის კონკურსებსი ასეთი ნამდვილად ნიჭიერი რეპერი სულ ხუთ თითზე ჩამოსათვლელი მინახავს!
რეპეტიციებზეც დაახლოებით ხუთჯერ მაინც მოვისმინე ეს სიმღერა და ნახევარფინალზე, პირდაპირ ეთერში, მისი ნომრის დროს მუშაობა არ მინდოდა, რომ თავიდან ბოლომდე მომესმინა და მეყურებინა მისთვის : )
მხოლოდ იმიტომ არა, რომ ასაკით პატარაა და უკვე ასე კარგად გამოსდის ყველაფერი, ამ ყველაფრის გარეშეც ვიტყვი ამას და მართალია შეიძლება თამამ განცხადებად ჩამითვალონ, მაგრამ საქართველოს ფარგლებში, ჩემთვის პირველი რეპერია ეს პატარა.
გაგა ტალახაძე
ჩარლი ჩაპლინის ბრეიქ დანსი მოულოდნელი და სასიამოვნო სანახავიც იყო. გეგამაც უთხრა, რომ რამდენიმე მოძრაობა მეორდებოდაო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, “ნიჭიერის” სცენაზე გამოსული თოჯინებიდან, ყველაზე ენერგიული და მოძრავი სწორედ გაგას და მისი მეგობრების მიერ გაცოცხლებული ჩარლი იყო.
ზურაბ ნებიერიძე
ნებოს ნომერი იმის დასტურია, თუ როგორ შეიძლება პირდაპირ ეთერში ყველაფერი ისე არ გამოვიდეს, როგორც კონკურსანტი გეგმავდა. მართალია, ნახევარფინალებში ასეთი შემთხვევები იშვიათია, მაგრამ კასტინგებზე ბევრი გვინახავს ისეთი, ვინც ნერვიულობისგან, თუ უბრალოდ ნომრის არასწორად წარმართვის გამო, ცუდ შედეგებამდე მისულა.
იმის მიუხედავად, რომ მანქანა ვერ გადაატრიალა (როგორც ჟიურიმ აღნიშნა, მანქანები შოუს აქილევსის ქუსლია :) ), პირველი ნაწილიც ძალიან კარგი სანახაობა გვიჩვენა.
ანა ქაშიბაძე
ანა ქაშიბაძის შეფასება უფრო მინდა მაყურებლის გამოხმაურებას მივუძღვნა, ვიდრე თვითონ ანას. უბრალოდ, ვიტყვი, რომ 7 წლის ასაკის ბავშვებთან თუ გქონიათ ურთიერთობა, წესით უნდა მიხვდეთ, რომ ეს ბავშვი ნამდვილად ძალიან ნიჭიერია, ძალიან გახსნილი და ისეთი, როგორიც სწორედ სცენაზე უნდა იდგეს.
რაც შეეხება გამოხმაურებას, გაკვირვებას იწვევს ეს ყველაფერი. მე მესმის, როცა არ მოგწონს მონაწილე და გამოთქვამ აზრს, მაგრამ არ მესმის, როცა ამაზე ადამიანები ბრაზდებიან, შეურაცხყოფაზე გადადიან, უცენზუროდ გამოხატავენ აგრესიას და განსაკუთრებით, 7 წლის ბავშვთან მიმართებაში, რომელიც ჯერ ადამიანებს კარგად არ იცნობს და ყველა კეთილი ჰგონია :)
ჰოლივუდში წასვლის სურვილი აუცილებლად აუსრულდება <3
ნინიკო კახაძე
ნინიკომ დიდი პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე ამ სიმღერის შესრულებით რამდენიმე მიზეზის გამო, თუმცა მათ შორის მთავარი მელოდია იყო – ძალიან ბევრ ადგილას გიწევს ბგერაზე გაჩერება. გარდა ამისა, გადასვლებიც ძალიან ფრთხილად უნდა გაკეთდეს.
არა მხოლოდ ამ სეზონზე, არამედ გასული სამი სეზონის მომღერალ კონკურსანტებში (განსაკუთრებით მისი ასაკის ფარგლებში) საუკეთესოთა წინა რიგებში იკავებს ადგილს: )
მოკლედ, ფინალში ერთი მომღერალი და ერთი რეპერი გვყავს. Dream Walkers იმ ხუთეულში მოხვდება, რომლიდანაც ორს ფინალისტად ინტერნეტ სამყარო აირჩევს.
გელოდებით შემდეგ ორშაბათს, კიდევ უფრო საინტერესო შოუ გელოდებათ!